საქართველოს მოქალაქე არჩილ ამაშუკელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N718 |
ავტორ(ებ)ი | არჩილ ამაშუკელი |
თარიღი | 12 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და გადაწყვეტილია კონსტიტუციით. მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მერ. უფრო მეტიც საკონსტიტუციო სასამართლომ2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციური სარჩელი N592) მიიჩნია, რომ: დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. 1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს; 2. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო ; 3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; 4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება. შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადაო ნორმა ითვალისწინებს მუხლი 273. პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაისათვის სისხლის სამართლებვრივ პასუხისმგებლობას. მართალია მარიხუანა მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს დაუშვებელია მარიხუანას პირადი მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოყენება, რაც წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ხოლო მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციური სარჩელი N592) მიიჩნია, რომ: დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 03 ივლისის განაჩენით არჩილ ამაშუკელი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ის მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01(ერთი) წელი, მასვე დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. არჩილ ამაშუკელმა განმეორებით მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რაც დაუდგინდა ლაბორატორიული დასკვნით 2015 წლის 06 მარტს. ე.ი. მან გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განაჩენით ა. ამაშუკლს სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა.ამაშუკელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დღეის მდგომარეობით არჩილ ამაშუკელი სასჯელს იხდის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც არსებითად ხელყოფს მის უფლებებს. დანაშაულებრივი ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის მიზნი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენცია. ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი მინიმალურია განსაკუთრებით კი ისეთ მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებით, როგორიც არის მარიხუანა. სასჯელისათვის მხოლოდ პრევენციული ფუნქციის მინიჭება გაუმართლებლია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასჯელის მიზნები ჩამოშორდება უშუალოდ ქმედებისაგან მომდინარე საფრთხეს, მხოლოდ სხვათა დაშინებისაკენ მიმართული სასჯელი კი თვითმიზნურ ხასიათს მიიღებს. ღირსების უფლება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელისთვის გამოყენებისაა ილახება ადამიანის, კონკრეტულად - ბრალდებულთა/დამნაშავეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. საერთაშორისო ხელშეკრულებებით მარიხუანასთან მიმართებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო აქტი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, სისხლისსამართლებრივი სასჯელი დააკისროს მარიხუანის მომხმარებელ პირებს, მათში საუბარია მხოლოდ რეგულირების და გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე. თუკი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა ცალკეული ქმედების აკრძალვა, სახელმწიფო უფლებამოსილია, სწორედ ამგვარი ქმედებები აკრძალოს, მსგავსად ალკოჰოლური ზემოქმედებისას ავტომობილის მართვის აკრძალვისა, რაც უფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს. ამსთან ერთად აღნიშნული გზა თანაბრად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნის მიღწევას. დანაშაულებრივი ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელი მიზნად უნდა ისახავდეს ამგვარი ქმედებით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილებას და უნდა იყოს კონკრეტული ფაქტისაკენ მიმართული. სადავო ნორმა ერთმანეთისგან არ მიჯნავს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის სასჯელს მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც, არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, ეს კი დამატებით ხაზს უსვამს სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციის არაკონსტიტუციურობას. არსებული კანონმდებლობით, მარიხუანა, არ შედის აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში, ამ კუთხით, კანონმდებლობა არ არის საკმარისად გამჭვირვალე რაც იძლევა მისი ორაზროვანი წაკითხვის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ხდება პირის დასჯა იმ ქმედებისთვის, რომელიც კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის დასჯად ქმედებად მიჩნეული. მარიხუანა არ არის ასეთი საფრთხის შემცველი საშუალება, რომელიც შედის უმაღლესი სამედიცინო რისკის შემცველი ნივთიერებების ჩამონათვალში. ის არ წარმოადგენს მაღალი საშიშროების მქონე ნარკოტიკულ საშუალებას, ის არ იწვევს მძიმე დამოკიდებულებას და არ გადაიზრდება ნარკომანიაში. მარიხუანისგან მომდინარე საფრთხე შესაძლოა ბევრად არ აღემატებოდეს ნიკოტინისა და ალკოჰოლისაგან მომდინარე საფრთხეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ აკრძალულ ნივთიერებებს და შესაბამისად, მათი მოხმარება არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით. ნარკომანია წარმოადგენს დაავადებას, რის გამოც, მასთან დაკავშირებული საკითხები უნდა იყოს სახელმწიფოსგან რეგულირებადი, თუმცა არა დასჯადი. მიმაჩნია, რომ სადავო ნორმა აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და აგრეთვე მე-16 მუხლს. არსებული სადაო ნორმის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც უშვებს მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით სისხლის სამართლებრივი სასჯელის გამოყენებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა