• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.05.2017
      • №2/6/827
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N827
ავტორ(ებ)ი მალხაზ ლაბაძე
თარიღი 14 სექტემბერი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:

 

  1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და გათვალისწინებულია მე-16 მუხლის მოთხოვნები.

 

  1. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას saqarTvelos moqalaqeebis mier.

 

  1. სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.

 

  1. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

 

  1. სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლთან მიმართებით.

 

  1. კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
  2. გასაჩივრებული აქტი საკანონმდებლოა და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

2011 წლის 24 ივნისს თბილისის საკრებულოს მოერ მიღებული იქნა # 7-38 გადაწყვეტილება "დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურეობის ტარიფის (საფასურის) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ", რომელიც ძალაში შევიდა ამავე წლის 1 ივლისიდან.

აღნიშნული აქტით დადგენილი იქნა ნარჩენების გატანის მომსახურეობის ტარიფი, რომელიც მუბმული იქნა მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობასთან.

აღნიშნული ნორმატიული აქტი არსებითად წარმოადგენდა აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო აქტს, ამასთან ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ მომქმედი კანონმდებლობას, არამედ საქართველოს კონსტიტუციას, რაც გამოიხატება შემდეგში:

1. ფაქტობრივი გარემოებები:


ა). მე ოჯახით ვცხოვრობ ზემოდმითითებული მისამართით, ვარ რეგისტრირებული აბინენტად და ვიხდი ყველა სახის კომუნალური გადასახადებს, მათ შორის წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის მომსახურეობისათვის შესაბამასი გადასახადებს ვუხდიდი ჯერ შპს “თბილწყალკანალს”, ხოლო მისი პრივატიზების შემდეგ გავაგრძელე გადახდა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს სასარგებლოდ, რომელიც შესაბამის მომსახურეობას უწევს ქ. თბილისის მოსახლეობას.

მე შევიძინე და ბინაში დავამონტაჟე ე.წ. _დისპოუზერი”, ანუ ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ნარჩენების გადამუშავება, მისი დაფქვა და საკანალიზაციო ქსელის მეშვეობით გატანა.

ამრიგად შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი” მომახურეობას მიწევს არა მხოლოდ წყლის მოწოდებისა და საკანალიზაციო ნარჩენების გატანაში, არამედ მთლიანად საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაშიც, რისთვისაც მე ვუხდი მას შესაბამის კომუნალურ გადასახადს დადგენილი წესით და ოდენიბით, ანუ მე ფაქტიურად შერჩეული მქონდა მომსახურე ოპერატორი, რომელთანაც დადებული მქონდა შესაბამისი გარიგება ნარჩენების გატანის ნაწილშიც.

მიუხედავად აღნიშნულისა სადავო აქტით იმპერატიულად დამედგინა მოსაკრებლის გადახდა თბილისის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოპერატორისათვის, რითაც დაარღვია “საქართველოს დედაქალაქის, - თბილისის შესახებ” კანონის 44-ე მუხლი, რომლის მიხედვით მა მაქვს უფლება თვითონ შევარჩიო მომსახურე ოპერატორი.

ამრიგად ფაქტიურად მე მიწევდა ორმაგი ტარიფის გადახდა, - ერთის მხრივ ჩემს მიერ შერჩეული ოპერატორისათვის და მეორედ მერიის მიერ დანიშნული ოპერატორისათვის მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მე არავითარ მომსახურეობას არ მიწევდა !!!

2. სამართლებრივი შეფასება:


ა). პრეზიდენტის 8.02.2006 წლის # 104 ბრძანებულების შესაბამისად ნარჩენების გატანა წარმოადგენს რეგულირებად სფეროს.

შესაბამისად ნარჩენების გატანის მომსახურეობა და მომსახურეობის გადახდის საკითხი წარმოადგენს გარიგების საგანს.

“საქართველოს დედაქალაქის- თბილისის შესახებ” კანონის შესაბამისად მოქალაქეს გააჩნია უფლება თავისი ნებით შეარჩიოს მომსახურე ოპერატორი და დადოს მასთან მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულება.

მიუხედავად აღნიშნულისა თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა მაქვს თუ არა სხვა ოპერატორთან დადებული გარიგება და შესაბამისი ანაზღაურებით მიწევს თუ არა იგი მომსახურეობას, იმპერატიულად არის დადგენილი - მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის გამო დამატებით მოსაკრებლის გადახდა თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ოპერატორისათვის.

ამით კი ფაქტიურად იზრდება ჩემი ოჯახის ხარჯები კომუნალური გადასახადების ნაწილში !!!

არსებითად კი ეს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული

საკუთრების უფლებაში ჩარევას.

3. კონსტუტუციურო სარჩელის დასაბუთება.


ა). ჩვენს მიერ თბილისის საკრებულის 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილება როგორც უკანონო გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნა.

ბ). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.04.2013 წლის განჩინებით საქმეზე # ბს-423-418(კ-12) საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების ძალაში დატოვების ერთ-ერთ მიზეზად მითითებულია შემდეგი:

- დადგენილი იქნა ტარიფის გათვლის ახალი წესები, ანუ სეზონური;

- თბილისის მთავრობის 26.12.2012 წლის 35.12.1274 დადგენილებით დადგენილი იქნა აბონენტებისათვის

გადასახადის დაფარვა გარკვეული ნაწილით.

ამასთან ტარიფის გამოთვლის წესი ისევ დარჩა მიერთებული გახარჯული ელექტროენერგიასთან !!!

ასევე სასამართლოს მიერ საფუძვლად დადებული იქნა ის გარემოება, რომ “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონებში შესული 22.03.2013 წლის ცვლილებებით აკრძალული იქნა მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურეობის მოცულობის პროპორციულად.


აქვე სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებული იქნა ის გარემოება, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შესული იქნა მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისიდან, რითაც ფაქტიურად სადავო აქტის მოქმედება ამ თარიღამდე ცნობილი იქნა კანონიერად !!!


გ). სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო აქტის ბათილად ცნობა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედებოდა ზედმეტად გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნებას.

ქონებრივი საკითხი კი წარმოადგენს საკუთრების უფლებას, რაც დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით

დ). “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17-ე მუხლის შესაბამისად კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც 1 ნაწილის “ა” პინქტის შესაბამისად მითითებული უნდა იქნას კანონპროექტის მიღების მიზეზი, მიზანი და ძირითადი არსი;

დ). საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 22.03.2013 წლის კანონებით “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ აკრძალული იქნა მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურეობის მოცულობის პროპორციულად, რითაც ფაქტიურად გაუქმებული იქნა თბილისის საკრებულოს სადაო აქტი.

ე). კანონპროექტებზე დართული განმარტებითი ბარათების შესაბამისად კანონპროექტების მიღების მიზეზი, მიზანი და ძირითადი არსი გახლავთ სწორედ თბილისის საკრებულის მიერ მიღებული 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილების უკანონობა, რითაც ირღვევოდა მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, ძირითადათ მატერიალური

ვ). “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია ნორმატიული აქტისათვის უკუძალის მიცემა.

ზ). მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი (პარლამენტი) “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” 22.03.2013 წლის კანონპროექტების განმარტებითი ბარათებით ერთის მხრივ ადგენს რა აღნიშნული კანონპროექტების მიღების საფუძველი და მიზეზი გახლავთ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის # 7-38 გადაწყვეტილების უკანონობა, - რის საფუძველზე პარლამენტს გააჩნდა უფლება აღნიშნული კანონპროექტებისათვის მიეცა უკუძალა და მათი ძალაში შესვლის თარიღად განესაზღვრა თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული # 7-38 გადაწყვეტილების თარიღი, - ანუ 2011 წლის 24 ივნისი, რითაც აღდგენილი იქნებოდა ჩვენი დარღვეული უფლებები და კანონიერი ინტერესები, - კანონპროექტების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 1 ივნისი !

თ). ამით ფაქტიურად დაკანონებული იქნა თბილისის საკრებულოს მიერ მუღებული უკანონო გადაწყვეტილებით ჩვენთვის მიყენებული მატერიალური ზარალი.

ი). ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლითაც დაცულია საკუთრების უფლება, რომელიც მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეს

ვ). ამრიგად კონსტიტუციური სასრჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არაკონსტიტუციურად ცნობა:

- “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 22.03.2013 წლის საქართველოს კანონის “მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან”, ვინაიდან კანონპროექტს უნდა მიეცეს უკუძალა და ამოქმედების თარიღად განისაზღვროს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული # 7-38 გადაწყვეტილების თარიღი, - ანუ 2011 წლის 24 ივნისი

- “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 22.03.2013 წლის საქართველოს კანონის “მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან”, ვინაიდან კანონპროექტს უნდა მიეცეს უკუძალა და ამოქმედების თარიღად განისაზღვროს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული # 7-38 გადაწყვეტილების თარიღი, - ანუ 2011 წლის 24 ივნისი

4. იურიდიული ინტერესი


მიუხედავად იმისა, რომ გატარებული 22.03.2013 წლის საკანინმდებლო ცვლილებების გამო თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისი # 7-38 გადაწყვეტილება ფაქტიურად იქნა გაუქმებული, რაც უზენაესი სასამართლოს მერაც არის აღნიშნული, ჩვენი იურიდიული ინტერესი მდებარეობს იმაში, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება საფუზვლად სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის გადასინჯვისა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, რათა შემდგომ მოხდეს ჩვენს მიერ ზედმეტად გადახდილი მოსაკრებლებისა და სარჩელებზე გადახდილი სახბაჟის დაბრუნება.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ