• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.10.2018
      • №1/4/828
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N828
ავტორ(ებ)ი კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე, შალვა ლილუაშვილი, ავთანდილ გოგიტიძე, გივი დუმბაძე, ზურაბ ბრეგვაძე, ზურაბი ნონიაშვილი
თარიღი 15 სექტემბერი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება " საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს: შედგენილია ამავე კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილი პირის მიერ; მასში სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და დღეისათვის არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

 

1) მოსარჩელე კობა ეპიტაშვილს უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 22.12.2008 წლის განაჩენით.

 

2) მოსარჩელე ბადრი ბეჟანიძეს უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 27.07.2007 წლის განაჩენით.

 

3) მოსარჩელე ხვიჩა ყირმიზაშვილს უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მცხეთის რაიონული სასამართლოს სს-ის საქმეთა კოლეგიის 30.03.2007 წლის განაჩენით.

 

4) მოსარჩელე გივი დუმაძეს უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და 262 მუხლის 4 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.12.2008 წლის განაჩენით.

 

5) მოსარჩელე ლევან გაბაშვილს უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.04.2010 წლის განაჩენით.

6) მოსარჩელე შალვა ლილუაშვილს უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.05.2010 წლის განაჩენით.

 

 

7) მოსარჩელე ავთანდილ გოგიტიძე უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და 262 მუხლის 4 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.12.2008 წლის განაჩენით.

 

 

8) მოსარჩელე ზურაბ ბრეგვაძე უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 104-ე მუხლის "1 და 7"ქვეპუნქტებით (ძვ.რედ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.03.1999 წლის განაჩენით.

 

 

9) მოსარჩელე ზურაბ ნონიაშვილი უვადოდ თ/ა სასჯელი შეეფარდა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, 6 და 9 ნაწილით (ძვ.რედ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სს-საქმეთა კოლეგიის 14.12.1999 წლის განაჩენით.

 

28.12.2012 წლის <<ამნისტიის კანონის>> მე-16, მე-17, მე-18 მუხლების თანახმად:

<<1/4 შეუმცირდეს ყველას>>

<<ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მომედება>>

 

<<ყველა მუხლს ეხება ცალცალკე>>

 

<<პირს, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული და ნაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე>>

 

<<ვრცელდება როგორც რეალურ ისე პირობით სასჯელზე>>

 

<<ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რელურ სასჯელზე , ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე , გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა>>

 

1) მოსარჩელე კობა ეპიტაშვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სს-საქმეთა პალატის 29.03.2013 განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

2) მოსარჩელე ბადრი ბეჟანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სს-საქმეთა კოლეგიის 20.02.2013 წლის განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

3) მოსარჩელე ხვიჩა ყირმიზაშვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სს-საქმეთა პალატის 23.04.2013 წლის განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

4) მოსარჩელე გივი დუმბაძეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სს-საქმეთა კოლეგიის 10.02.2013 წლის განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

5) მოსარჩელე ლევან გაბაშვილს ახალციხის რაიონული სასამართლოს სს-საქმეთა კოლეგიის 29.01.2013 წლის განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

6) მოსარჩელე შალვა ლილუაშვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სს-საქმეთა პალატის 19.04.2013 წლის განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

7) მოსარჩელე ავთანდილ გოგიტიძეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სს-საქმეთა კოლეგიის 18.02.2013 წლის განჩინებით ფიქტიურად შეუმცირდა სასჯელი 1/4-ით (იხ:დანართი).

 

8) მოსარჩელე ზურაბ ბრეგვაძის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სს-საქმეთა პალატის მიერ 19.04.2013 წელს გამოტანილ განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა რომ 28.12.2012 წლის <<ამნისტიის შესახებ>> კანონის მე -16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შემცირდეს მაგრამ კანონის უზუსტობის გამო სასჯელი რეალურად არ მცირდება (იხ:დანართი).

 

9) მოსარჩელე ზურაბ ნონიაშვილის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სს-საქმეთა პალატის მიერ 22.03.2013 წელს გამოტანილ განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა რომ 28.12.2012 წლის <<ამნისტიის შესახებ>> კანონის მე -16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შემცირდეს მაგრამ კანონის უზუსტობის გამო სასჯელი რეალურად არ მცირდება (იხ:დანართი).

 

საქართველოს ორგანული კანონი " საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ " 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი<< ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე 3 ნაწილი.

საქართველოში მოქმედი უზენაესი კანონი , რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა სამართლებრივი აქტი (იხ: კონსტიტუციის მე-5 მუხლი) - საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად და იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას , კერძოდ მე-14 მუხლი ადგენს <<ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა , კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა,ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა>> იგივე ნორმას შეიცავს საქართველოს კანონი << დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ>>(რეგ: N 2391-IIს, 02.05.2014 წლის) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლი: << ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა , ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.

ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.>>

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-14 მუხლი <<ამ კონვენციაში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენება უზრუნველყოფილი იქნება ყველასათვის ნებისმიერ საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე, ისეთზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვაგვარი აზრი, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა , გაერთიანება ეროვნულ უმცირესობასთან, ქონება, დაბადება ან სხვაგვარი სტატუსი.>>

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ სართაშორისო აქტის მე-14 მუხლი.

ამრიგად საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნივერსალური ძალის მქონე დოკუმენტები(იხ: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლები) ცალსახად გმობენ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის სამართლებრივი მდგომარეობის ნიშნით და აღიარებენ კანონისა და სასამართლოს წინაშე ნებისმიერი ადამიანის (მათ შორის მსჯავრდებულის) თანასწორუფლებიანობას.

შესაბამისად ნებისმიერი გადახრა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე , აღნიშნული მაღალი ქვორუმის საკანონმდებლო აქტების მიერ დადგენილი პრინციპიდან, მიჩნეული უნდა იქნეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შელახვად.

საქართველოს ორგანული კანონის <<საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ>> პირველი მუხლის ; მე-19 მუხლის 1 ნაწილის "ე"ქვეპუნქტის და მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტის და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. რაც თავის თავში გულისხმობს იმას რომ, საკონსტიტუციო სასამართლო , კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე ამოწმებს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არა მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობის ხარისხს და მისით გამოწვეულ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა არ დარღვევის საკითხს. არამედ თავად გასაჩივრებულ ნორმატიული აქტის ხარისხს, მის განჭვრეტადობას, მოქნილობას, სიზუსტეს, განსაზღვრულობას, კონკრეტულობა, სიმკაფიურობას და სხვა. კანონისა და ნორმატიულ აქტთა მაღალი ხარისხის შემფასებელ კონსტიტუციურ კრიტერიუმებს!

 

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათები შეეხო 2012 წლის 2 ოქტომბრამდე დანაშაულის ჩამდენ აბსოლუტურად ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს, მათ შორის ვინც მსჯავრდებული იყო სსკ-ის 109-ე; 260-ე და 262-ე მუხლების მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდათ ვადიანი სასჯელი.

ამნისტიის კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მათ სასჯელი რეალურად შეუმცირდათ 1/4- ით.

ხოლო პირებს რომელთაც ჩადენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის იგივე სახის დანაშაულები რომელთა ქმედებებიც ასევე დაკვალიფიცირებული იქნა სსკ-ის 109-ე; 260-ე და 262-ე მუხლების მესამე ნაწილებით, მაგრამ მსჯავრდებულნი იყვნენ უვადოდ თ/ა სასჯელზე , იმავე ამნისტიის კანონის მე-16 მუხლის თანახმად მათ სასჯელი 1/4 -ით რეალურად არ შეუმცირდათ.

რაც თავისთავად წარმოადგენს დისკრიმინაციას სამართლებრივი მდგომარეობის ნიშნით, რამე- თუ უვადო პატიმრები არ აღმოჩნდნენ კანონისა და სასამართლოს წინაშე თანასწორუფლებიანები სისხლის სამართლის იგივე სახის დანაშაულთათვის, სსკ-ის იმავე მუხლებით (109-ე; 260-ე და 262-ე მუხლების მესამე და მეოთხე ნაწილები) დაკვალიფიცირებულ ქმედებებისთვის ვადიან სასჯელზე მსჯავრდებულ პირებთან (სულ 570) მიმართებაში( იხ.დანართი). რაც დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით და საქართველოს კანონის <<დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ>>

აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში უვადოდ მსჯავრდებულთა დიდი ჯგუფის დისკრიმინაცია უფრო მკაფიო ხდება იმ ფონზე , რომ აღნიშნული ამნისტიის კანონით უვადო სასჯელისგან სრულიად განთავისუფლდნენ (4) პირი.

ა) დავით ნიკოლეიშვილი -- სსკ-ის 260 მუხლის მე-3 ნაწილით უვადოდ მსჯავრდებული განთავისუფლდა უზენაესი სასამართლოს 05.04.2013 წლის განჩინებით (იხ.დანართი).

ბ) მამუკა წითელაშვილი --სსკ-ის 260 და 262 -ე მუხლების მე-3 და მე-4 ნაწილებით უვადოდ მსჯავრდებული - განთავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 06.02.2013 წლის N422-632 განჩინებით (იხ.დანართი).

გ) ფრიდონ დევრიშიძე (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით უვადოდ მსჯავრდებული - განთავისუფლდა ე.წ. პოლიტ პატიმართა სიით ).
დ) ისაბალა მუსტაფაევი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით უვადოდ მსჯავრდებული განთავისუფლდა სასჯელისაგან სრულად, მარნეულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

თუმცა სისხლის სამართლის იგივე სახის დანაშაულთათვის იმავე სასჯელზე მსჯავრდებულ სხვა პირებს, იგივე ამნისტიის კანონის მოთხოვნის მიუხედავად 1/4-ითაც კი არ შეუმცირდათ სასჯელი რეალურად.

პრინციპში აღმოჩნდა რომ, საერთო სასამართლოებისთვის უფრო იოლი იყო უვადო სასჯელისაგან პირის სრულიად განთავისუფლება ამნისტიის კანონით, ვიდრე იგივე კანონის მოთხოვნის თანახმად იმავე სასჯელის 1/4-ით შემცირება , რაც თავისთავად უფრო ნაკლები სიკეთეა.
შესაბამისად სახეზეა დიფერენცირების აშკარა გამოვლინება არსებითად თანასწორ პირებს შორის , ერთის მხრივ შედეგობრივად არათანასწორი მოპყრობის და ასევე არათანასწორთა მიმართ, თანაბარი მოპყრობით.
რამეთუ ამნისტია, რომელიც როგორც წესი ვრცელდება სსკ-ის კონკრეტულ მუხლებზე, გავრცელდა და რეალურად აისახა სსკ-ის 109, 206-ე და 262-ე მუხლების მე-3-ე ნაწილებზე და ამ მუხლებით დაკვალიფიცირებულ დანაშაულთათვის მსჯავრდებულ პირებზე (მათ შორის ოთხ უვადოდ მმსჯავრდებულ პირზე). მაგრამ რეალური ასახვა ვერ ჰპოვა იგივე დანაშაულთათვის სსკ-ის იმავე მუხლებით უვადოდ მსჯავრდებულ 78 პირზე.
მეორეს მხრივ 28.12.2012 წლის <<ამნისტიის შესახებ კანონის>>მე-16, მე-17, მე-18 მუხლებში გაწერილი ნორმები რომლებიც განსაზღვრავენ აღნიშნული კანონის მოქმედებისა და გავრცელების მასშტაბებსა და არეალს <<1/4-ით შეუმცირდეს ყველას>>, <<ყველა მუხლს ეხება ცალ-ცალკე>>, <<ვრცელდება როგორც რეალურ, ისე პირობით სასჯელზე >> უშვებენ არათანასწორ მდგომარეობაში მყოფთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, რაც თავის მხრივ ასევე შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.
რამეთუ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ პრეცედენტული შინაარსის გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ:
<<რომ კანონის ნეიტრალური ბუნება თავისთავად და ყოველთვის არ გამოდგება იმის უპირობოდ სამტკიცებლად, რომ მისი ნეიტრალობა აბსოლუტურად გამორიცხავს გაუმართლებელ დიფერენციაციას.......................
...................იმავდროულად, კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე – ზოგადი და ნეიტრალური კანონი, თუ ის ითვალისწინებს ყველას მიმართ, მათ შორის არათანასწორთა მიმართ თანაბარ მოპყრობას, თავადვე არღვევს თანასწორობის პრინციპს. მაშასადამე, ზოგადი დანიშნულების კანონი შეიძლება არაპირდაპირ დისკრიმინაციული იყოს, რადგან ის ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფს, დანარჩენებთან შედარებით, აკისრებდეს გაცილებით მძიმე ტვირთს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია იმის თქმა, რომ პრიმა ფაციე უნდა გამოირიცხოს ზოგადი და ნეიტრალური კანონების შეფასების შესაძლებლობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით....................
................კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობებიგარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობისუზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსროგორც საფუძველს ისემიზანს.........
თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება>>.
(იხ:საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2010 წლის N1/1/493 და საკონსტიტუციო სასამართლოს 22.12.2011 წლის N1/1/477 §64-65-67-76 გადაწყვეტილება).

<<საქართველოსკონსტიტუციისმე-14 მუხლისძირითადიარსიდამიზანიარისანალოგიურ, მსგავს, საგნობრივადთანასწორგარემოებებშიმყოფპირებსსახელმწიფომოეპყროსერთნაირად, არდაუშვასარსებითადთანასწორისგანხილვაუთანასწოროდდაპირიქით>> (საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2008 წლის 31 მარტისგადაწყვეტილება№2/1-392 საქმეზე “საქართველოსმოქალაქეშოთაბერიძედასხვებისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციოსასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრისგადაწყვეტილება№1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთაპოლიტიკურიგაერთიანებები: „ახალიმემარჯვენეები“და„საქართველოსკონსერვატიულიპარტია“ საქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციოსასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრისგადაწყვეტილება№1/1/477 საქმეზე„საქართველოსსახალხოდამცველისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ“, II-68; საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის№1/3/534 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოსმოქალაქეტრისტანმამაგულაშვილისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ“, II-5;). <<თანასწორობისძირითადიუფლებასხვაკონსტიტუციურიუფლებებისგანიმითგანსხვავდება, რომისარიცავსცხოვრებისრომელიმეგანსაზღვრულსფეროს. თანასწორობისპრინციპიმოითხოვსთანაბარმოპყრობასადამიანისუფლებებითადაკანონიერიინტერესებითდაცულყველასფეროში ... დისკრიმინაციისაკრძალვასახელმწიფოსგანმოითხოვს, რომმისმიერდადგენილინებისმიერირეგულაციაშეესაბამებოდესთანასწორობისძირითადარსს – არსებითადთანასწორებსმოეპყროსთანასწორადდაპირიქით>> (საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრისგადაწყვეტილება№1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთაპოლიტიკურიგაერთიანებები: „ახალიმემარჯვენეები“და„საქართველოსკონსერვატიულიპარტია“ საქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციოსასამართლოს 2013 წლის 11 აპრილისგადაწყვეტილება№1/1/539 საქმეზე„საქართველოსმოქალაქებესიკადამიასაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ”, II-4.).
<<საქართველოსკონსტიტუციისმე-14 მუხლიკრძალავსროგორცპირდაპირ, ისეარაპირდაპირდისკრიმინაციას.>>
<<საკონსტიტუციოსასამართლო, უპირველესყოვლისა, განმარტავსდისკრიმინაციისამკრძალავიკონსტიტუციურინორმისარსსადაიმმოთხოვნებს, რომელთაცკანონმდებლისმიმართშეიცავსაღნიშნულიკონსტიტუციურიდანაწესი. საქართველოსკონსტიტუციისმე-14 მუხლიშემდეგიშინაარსისაა: „ყველაადამიანიდაბადებითთავისუფალიადაკანონისწინაშეთანასწორიაგანურჩევლადრასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკურიდასხვაშეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკურიდასოციალურიკუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივიდაწოდებრივიმდგომარეობისა, საცხოვრებელიადგილისა“.აღნიშნულიკონსტიტუციურიდანაწესიახდენსარამხოლოდკანონისწინაშეთანასწორობისძირითადიუფლებისრეგლამენტირებას, არამედ,ასევეწარმოადგენსკანონისწინაშეთანასწორობისფუნდამენტურკონსტიტუციურპრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობსადამიანებისსამართლებრივიდაცვისთანაბარიპირობებისგარანტირებას. კანონისწინაშეთანასწორობისუზრუნველყოფისხარისხიობიექტურიკრიტერიუმიაქვეყანაშიდემოკრატიისადაადამიანისუფლებებისუპირატესობითშეზღუდულისამართლისუზენაესობისხარისხისშეფასებისათვის. ამდენად, ესპრინციპიწარმოადგენსდემოკრატიულიდასამართლებრივისახელმწიფოსროგორცსაფუძველს, ისემიზანს>> (იხ: საკონსტიტუციო სასამართლოს 06.08.2013 წლის N 1/4/535 გადაწყვეტილების § 3-5. საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრისგადაწყვეტილება№1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთაპოლიტიკურიგაერთიანებები: „ახალიმემარჯვენეები“და„საქართველოსკონსერვატიულიპარტია“საქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ”, II-1; საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის№1/3/534 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოსმოქალაქეტრისტანმამაგულაშვილისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ“, II-2).
მართალია საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო შესაფასებელია თუ რამდენად პირდაპირია ან ირიბი დისკრიმინაცია აღნიშნულ შემთხვევაში და დიფერენციული მოპყრობა კლასიკური. რამეთუ მართალია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დანაწესი არ მიუთითებს სასჯელის ზომისა და სახის ნიშნით დიფერენცირების აკრძალვაზე, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის არაერთ პრეცედენტული შინაარსის გადაწყვეტილებაში არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით.
კერძოდსაქმეზე“მოქალაქეთაპოლიტიკურიგაერთიანებები: „ახალიმემარჯვენეები“ და ‘საქართველოსკონსერვატიულიპარტია“ საქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ”, II-4; საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოსმოქალაქეტრისტანმამაგულაშვილისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ“, II-23-27).გადაწყვეტილებებშისასამართლომგანაცხადარომ<<„კონსტიტუციისმე-14 მუხლშიჩამოთვლილინიშნებისამომწურავადმიჩნევათავისთავადგამოიწვევსსასამართლოსმიერიმისდადასტურებას, რომნებისმიერისხვანიშნითდიფერენციაციისშემთხვევებიარარისდისკრიმინაციული, რადგანარარისდაცულიკონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთიმიდგომაარიქნებოდასწორი, რადგანთითოეულიმათგანისკონსტიტუციისმე-14 მუხლშიმოუხსენიებლობადიფერენციაციისდაუსაბუთებლობასვერგამორიცხავს ... დიფერენცირებულიმიდგომაშესაძლოამოხდესარამხოლოდჩამოთვლილინიშნებისმიხედვითდაარამხოლოდ, თუნდაცამნიშნებზედაყრდნობით, კონკრეტულიკონსტიტუციურიუფლებებითსარგებლობისპროცესში. დისკრიმინაციისაკრძალვასახელმწიფოსგანმოითხოვს, რომმისმიერდადგენილინებისმიერირეგულაციაშეესაბამებოდესთანასწორობისძირითადარსს – არსებითადთანასწორებსმოეპყროსთანასწორადდაპირიქით. აქედანგამომდინარე, თანასწორობისძირითადარსთანკონფლიქტშიმყოფინებისმიერინორმაუნდაიყოსსაკონსტიტუციოსასამართლოსმსჯელობისსაგანი”>>.(იხ: 2010 წლის 27 დეკემბრისგადაწყვეტილება №1/1/493; 06.08.2013 1/4/535 გადაწყვეტილება.)
<< საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების `მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვლის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში>>
(იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება `საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ~ , II.2.საქართველოს საკონსტიტუციო 13.11.2014 წლის N 2/5/556 გადაწყვეტილების §19).
<<დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს... აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი>> (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: `ახალი მემარჯვენეები~ და `საქართველოს კონსერვატიული პარტია~ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ~ , II.4).

ამავედროსაშკარაადიფერენციაციისმაღალიინტენსივობა, რამეთუარსებითადთანასწორიპირებიმნიშვნელოვნადგანსხვავებულპირობებშიმოექცნენერთიდაიგივე სამართლებრივი რეგულაციის შედეგად.
ერთნი საერთოდ განთავისუფლდნენ უვადოდ თ/ა სასჯელისაგან, ხოლო დანარჩენებს 1/4-თაც კი არ შეუმცირდათ რეალურად სასჯელი. თუმცა იმავე კანონის საფუძველზე სსკ-ის იმავე მუხლებით კვალიფიცირებულ დანაშაულთათვის ვადიან სასჯელზე
მსჯავრდებულ პირებს, სასჯელი 1/4-ით რეალურად შეუმცირდათ (იხ: საკონსტიტუციო სასამართლოს 19.04.2016 წლის N 2/2/565 გადაწყვეტილების §17).
იმავდროულადგასაგებიარომ:
<<ნებისმიერიგანსხვავებულიმოპყრობათავისთავადდისკრიმინაციასარნიშნავს. ცალკეულშემთხვევაში, საკმარისადმსგავსსამართლებრივურთიერთობებშიცკი, შესაძლოა, დიფერენცირებულიმოპყრობასაჭიროდაგარდაუვალიციყოს. ესხშირადაუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირებასაზოგადოებრივიურთიერთობებისსხვადასხვასფეროსთვისუცხოარარის, „თუმცათითოეულიმათგანიარუნდაიყოსდაუსაბუთებელი.......................
..................დისკრიმინაციასექნებაადგილი, თუდიფერენციაციისმიზეზებიაუხსნელია, მოკლებულიაგონივრულსაფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაციაარისმხოლოდთვითმიზნური, გაუმართლებელიდიფერენციაცია, სამართლისდაუსაბუთებელიგამოყენებაკონკრეტულპირთაწრისადმიგანსხვავებულიმიდგომით. შესაბამისად, თანასწორობისუფლებაკრძალავსარადიფერენცირებულმოპყრობასზოგადად, არამედმხოლოდთვითმიზნურდაგაუმართლებელგანსხვავებას“>>. (იხ: საკონსტიტუციოსასამართლოს 06.08.2013 წლის N1/4/535 გადაწყვეტილება. საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრისგადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთაპოლიტიკურიგაერთიანებები: „ახალიმემარჯვენეები“ და „საქართველოსკონსერვატიულიპარტია“ საქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ“, II-8; საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოსმოქალაქეტრისტანმამაგულაშვილისაქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ“, II-6.N) .
<< კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს. ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში აუცილებელია, კანონმდებელმა ასეთი მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა აირჩიოს. ამისათვის კი სადავო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც ამ უკანასკნელის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული>> (იხ:საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ II-29 საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2016 წლის N 2/3/591 გადაწყვეტილების § 23).
<<კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს.>>
(იხ:საკონსტიტუციო სასამართლოს 28.10.2015 წლის N2/5/560 გადაწყვეტილების §6)

<<საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის, საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს>>(იხ:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18.).
<<საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.............კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე – მიზანს>>(იხ:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები“ახალიმემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიულიპარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4. საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014 წლის N 2/3/540 გადაწყვეტილების §12-13-37).
<< საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, თავისი საქმიანობა აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს, კერძოდ `სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების რეგულირებისაკენ და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას ან ნიშანს უკავშირდება დიფერენცირებ>> (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე `საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ~, II-21).>>
<<შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, რომ .............საკითხები კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაარეგულიროს და არ დაუშვას თანასწორი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ან პირიქით..............
..........უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე>> (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება `დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ~ , II.60.)
A
<<ადამიანის უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. `თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა>>(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება „შპს `რუსენერგოსერვისი~, შპს `პატარა კახი~, სს `გორგოტა~, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო `ფერმერი~ და შპს `ენერგია~ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ , II.9.

<< ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია>> (იხ:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება `ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ~ , II.15. საკოსტიტუციო სასამართლოს 13.11.2014 წლის N 2/5/556 გადაწყვეტილების §17-18-29-30-31).
<<ხელისუფლების არც ერთ შტოს არა აქვს უფლება , იმოქმედოს მხოლოდ მიზანშეწონილობის, პოლიტიკური აუცილებლობის ან სხვა მოტივაციის საფუძველზე. ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას , კანონს და მთლიანად სამართალს. მხოლოდ ასე იქმნება სამართლიანი მართლწესრიგი, რომლის გარეშეც ვერ შედგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო. ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ ადამიანის ღირსების დაცვის სამართლებრივ გარანტიას . ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება კი მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც.
ფაქტია რომ დიფერენციაცია რომელიც დაშვებული იქნა უვადოდ მსჯავრდებულთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ არის დაუსაბუთებელი, თვითმიზნური და გაუმართლებელი, რამეთუ არ არსებობს ობიექტური გარემოებები დიფერენციაციის მიზეზების ამხსნელი და სასამართლოსა და კანონის გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. (იხ: საკონსტიტუციო სასამართლოს 19.04.2016 წლის N 2/2/565 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის §7).
რაც ძირითადად განპირობებული იყო ამინისტიის კანონის განუჭვრეტადობითა და ბუნდოვანობით, უვადოდ თ/აღკვეთის სასჯელთან მიმართებაში აღსრულების წესის კონკრეტული რეგულაციის არ არსებობით.
28.12.2012 წლის << ამნისტიის შესახებ>> კანონის უვადოდ თ/ა პირებზე აღსრულებისას საერთო სასამართლოებში აშკარად გამოიკვეთა საკანონმდებლო ხარვეზი , რამეთუ მათ მიმართ გამოტანილ ყველა განჩინებებში სასამართლო აცხადებს რომ:

<<28.12.2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის მე-16 მუხლის თანახმად 1/4-ით შეგიმცირდეთ სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით (ან 260; 262-ე მუხლის მესამე ნაწილით) დანიშნული უვადო თ/აღკვეთის სასჯელი, მაგრამ საბოლოო სასჯელად დაგრჩეთ უვადო თ/აღკვეთა>>(იხ. დანართი)

ზოგიერთ განჩინებების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო განმარტავს , რომ<<მართალია 28.12.2012 წლის ამნისტიის კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა პირსაც ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის 1/4- ით უნდა შეუმცირდეს სასჯელი, მაგრამ ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ ვისაც სასჯელად დანიშნული აქვს უვადო თ/აღკვეთა.>> (იხ:დანართი)

აღნიშნულ განჩინებები ნათელი მტკიცებაა 28.12.2012 წლის <<ამნისტიის შესახებ>> კანონის განუჭვრეტადობისა და ბუნდოვანობის უვადო სასჯელთან მიმართებაში. რამაც გამოიწვია ის ლაფსუსი , რომელზეც ზემოთ ციტირებულ გაჩინებებში მიანიშნებენ საერთო სასამართლოები.

აღნიშნულ საკანონმდებლო ხარვეზთან დაკვშირებით საქათველოს პარლამენტის ყურადღება საბგაამახვილა საქართველოს სახალხო დამცველმა 2013/2014 წლის ანგარიშებში (იხ. დანართი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ (იხ. დანართი)

ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა << მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა იურიდიული დახმარების , ჯანმრთელობის და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრმა>> და << საქართველოს ახლგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ>> მოამზადეს დასკვნა და კანონპროექტი აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. (იხ. დანართი)

მიუხედავად აღნიშნულისა საქართველოს პარლამენტს არ გადაუდგამს არავითარი ქმედითი ნაბიჯი , აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად . და ეს იმ ფონზე როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული შინაარსის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულა რომ:

<< კანონმდებელი ვალდებულია , მიიღოს მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულ მოთხოვნას . ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინა.
ნორმის ბუნდოვანება გულისხმობს მისი სხვადასხვაგვარად წაკითხხვისა და გამოყენების შესაძლებლობას........ ნორმის ბუნდოვანობის პრობლემა განმარტების გზით უნდა იქნეს გადაწყვეტილი....... როგორც ზოგადი ასევე სპეციალური ნორმები უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან........... ნორმის ბუნდოვანება რომელიც ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის კრიტერიუმებით ფასდება, არსებით გავლენას ახდენს, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, ნორმის კონსტიტუციურობის დადგენაზე....... კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი........ სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფისთვის (კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი), ნორმა იმდენად ნათელი უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს მისი სურვილისამებრ ან სუბიექტურად განმარტების ალბათობა......... ნორმის ბუნდოვანება მისი არაკონსტიტუციურობის ზღვარზე არ გადის მანამ, სანამ მისი გონივრული განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ისე, რომ საკმარისი დამაჯერებლობით ცხადი და თვალსაჩინო გახდეს ამ ნორმით მოწესრიგებული
ურთიერთობების ნამდვილი არსი. ამ თვალსაზრისით ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, პირველ რიგში უნდა გაირკვეს მისი შინაარსი. ამისთვის აუცილებელია ნორმის განმარტება..................

.........კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი , რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამათლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პარაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა , რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შესძლოს სამართლებივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა>> (2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე "საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").

<< რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში , მით უფრო მკაცრია მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ. ამ დროს კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, მართლზომიერებას, აუცილებლობას თუ გარდაუვალობას, იმავდროულად მოქალაქეს უქმნიან წარმოდგენას, თუ რა ზომები იქნება მის მიმართ გატარებული.

კანონის განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. სამართლის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობისათვის კანონი უნდა უზრუნველყოფდეს უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან. ეს პირველ რიგში გულისხმობს , რომ თავად კანონი კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განისაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში. შესაბამისად კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას , რომ სასამართლო თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. თუ უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილ პირს ზუსტად და კონკრეტულად არ ეცოდინება არ ეცოდინება თავისი შესაძლო მოქმედების ფარგლები, ერთის მხრივ , უნებლიედ გაიზრდება რისკი უფლებაში არასწორი, გადამეტებული ჩარევისა, ხოლო მეორეს მხრივ ცდუნებაც უფლების შეგნებულად ბოროტად გამოყენებისა, რისი კანონზომიერი შედეგიც არის უფლების დარღვევა >>(2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე "საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").

<< საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნა რომ ,, ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას, უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას>>(იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წლის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართვეელოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ".)
<< თუმცა კანონის სიზუსტესაც აქვს საზღვრები . ერთის მხრივ , ის ვერ გაითვალისწინებს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას. მეორეს მხრივ , მიუხედავად იმისა, რომ კანონის ზედმიწევნით სიცხადე სასურველია, ამას შეუძლია გამოიწვიოს გადაჭარბებული სიხისტე , მაშინ როდესაც კანონი საკმარისად მოქნილიც უნდა იყოს, რათა ახერხებდეს ცვლადი კონტექსტისადმი მორგებას. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ არაერთ კანონში შეიძლება შეგვხვდეს მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი ტერმინები, ნორმები. ასეთ დროს მათი განმარტება და გამოყენება პრაქტიკის საკითხია. მართლმსაჯულების როლი სწორედ ეჭვვების ინტერპრეტაციით გაფანტვაშია . ამიტომ კანონის შინაარსის სრულად და ადეკვატურად განმარტების პროცესში სასამართლო პრაქტიკის როლი მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა სასამართლოს ასეთი როლი მთავრდება იქ, სადაც ნორმის ნამდვილი აზრის განჭვრეტა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, მოსამართლის მიერ კანონს განმარტების ფარგლები უსაზღვრო ვერ იქნება. სასამართლოს დანიშნულება არის სრულიად განმარტება და არა ნორმისთვის მასში გაუთვალისწინებელი, არარსებული შინაარსის მინიჭება. ნორმის განმარტებისა და გამოყენებისას სამართალშემფარდებელს ევალება, იხლმძღვანელოს მასში პრაქტიკულად ასახული, გათვალისწინებული და არა გასათვალისწინებელი სინამდვილით. ამიტომ , რამდენად სწორად შეიძლება განვითარდეს პრაქტიკა ეს მაინც ნორმის საკმარისი ხარისხით სიცხადეზეა დამოკიდებული.............
............კანონის განსაზღვრულობას ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო კონტროლის დროული და ეფექტური განხორციელებისათვის......
.......კანონი გაგებული და აღქმული უნდა იყოს ისე როგორც ის არის დაწერილი. სამართალშეფარდებისას უპირატესობა ენიჭება კანონის ნებას, რადგან საკანონმდებლო პროცესში გამოთქმული მოსაზრებები, ზოგადი მიზნები, რომელთაც ეფუძნება კანონპროექტები და რომელთა რეგლამენტაციაც კანონში არ მომხდარა, ვერ გამოდგება სამართალშემფარდებლის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების გამართლებისთვის. მას ევალება იხელმძღვანელოს ნორმის ტექსტით, მასშიპრაქტიკულად ასახული, გათვალისწინებული და არა გასათვალისწინებელი სინამდვილით. შესაბამისად მისი გსდაწყვეტილება იქნება სწორი, კანონის შესაბამისი, მაგრამ ვერ იქნება კანონმდებლის ნების ამსახველი........
.........იმავდროულად, კონსტიტუცია სასამართლო გადაწყვეტილებაში გულისხმობს მხოლოდ დასაბუთებულ და სწორ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ამის შესაძლებლობას, პირველ რიგში ისევ კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს - ის იმდენად კონკრეტული, მკაფიო და ნათელი უნდა იყოს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი სწორად გამოყენებისა. გარდა ამისა, კანონმდებლობაში უნდა იყოს ამომწურავი პასუხი, რა საკითხებს უნდა მოიცავდეს თავად გადაწყვეტილების შინაარსი.............
ამასთან ნორმის განჭვრეტადობის სასამართლო პრაქტიკის მეშვეობით შეფასებისას, თავად ეს პრაქტიკაც განჭვრეტადი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამის საშუალებას კი, პირველრიგში ისევ ნორმა უნდა იძლეოდეს.

მაშასადამე ნორმის განმარტებისას მისი გამოყენების პრაქტიკის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ სამართალშემფარდებლისათვის მისი განმარტების შესაძლებლობებისთვის გასაღები მაინც ნორმაში დევს............
............რამდენად სწორია, ნორმის გამოყენების პრაქტიკა, თავისთავად ამ საკითხზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს,თუმცა როგორი პრაქტიკის შესაძლებლობას იძლევა ნორმა მისი სწორად წაკითხვისას, ბუნებრივია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის.............ნორმა ნათელი და განჭვრეტადი უნდა იყოს, რომ იძლეოდეს მისი სწორად განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმის კონსტიტუციურობას თავისთავად ვერ განაპირობებს და ვერც უზრუნველყოფს სამართალშემფარდებელთა სწორი, კონსტიტუციის შესაბამისი პრაქტიკა. ისეთი საკანომდებლო რეგულაცია, რომელიც სამართალ გამოყენებისას იწვევს შეცდომის რისკს ეწინააღმდეგება კანონის სიზუსტისა და გამჭირვალობის მოთხოვნას .>> (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.12.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე <<საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ>> და 13.05.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე N1/1/428,447,459 საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ქალბატონ ქეთევან ირემაძეს განსხვავებული აზრი 4 §).
<<კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს. ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში აუცილებელია, კანონმდებელმა ასეთი მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა აირჩიოს. ამისათვის კი სადავო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც ამ უკანასკნელის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“>>
(იხ: 23.05.2016 წლის N2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე)
საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ II-29).
ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ადამიანის უფლებებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა არაერთ პრეცენდენტულ გადაწყვეტილებაში მითიტებულია, რომ კონკრეტული კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც უნდა შეეძლოს, წინასწარ განსაზღვროს ამ კანონის მის მიმართ გამოყენების შედეგები. ასევე კანონი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლის უზენაესობის პრინციპს. (იხ: გადაწყვეტილებები: <<ლენდერი შვედეთის წინააღმდეგ>>26.03.1970წლის პ.50; <<კრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ>> 24.041990წლიის პ.27; <<ჰუვიგი საფრანგეთის წინააღმდეგ>> 24.04.1990 წლის; <<კოპი შვეიცარიის წინააქმდეგ>>02.08.1984 წლის პ.67; <<ბართლოდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ>> 25.031985 წლის პ.45;<<<< გრიგორიადესი საბერძნეთის წინააღმდეგ>> 25.11.1997 წლის პ.37)
19.10.2000 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,, ვლოხი პოლონეთის წინააღმდეგ'' ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ << ის ნორმა, რომელიც იმდენად ბუნდოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს აბნევს, მართლზომიერების მოთხოვნებთან შეუსაბამოა.>>
<<კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი პირველ რიგში მოითხოვს, რომ ნებისმიერი დაკავება ან დაპატიმრება ეფუძნებოდეს სამართლებრივ დებულებას ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა ამასთანავე ეხება კანონის ხარისხს , ითხოვს რა, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისობაში იყოს კანონის უზენაესობასთან , ცნება რომელიც განუყოფელი გახლავთ კონვენციის ყოველი მუხლისთვის.

კანონის ხარისხი ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ როდესაც ეროვნული კანონი ახდენს თავისუფლების აღკვეთის ავტორიზებას იგი უნდა გახლდეთ საკმარისად ხელმისაწვდომი, კონკრეტული და განუჭვრეტადი გამოყენებისას რათა თავიდან იქნას აცილებული თვითნებურობის საფრთხე.>>

{იხ. შტაფფოროლ ვ. თჰე Uნიტედ Kინგდომ (Gჩ), ნო 46295/99, §63 } (იხ. Aმუურ ვ. Fრანცე, 25 ივნისი 1996, § 50, რეპორტს 1996 -III; Nასრულლოყევ ვ. ღუსსია. ნო.656/06, § 71, 11 ოქტომბერი 2007; Mოორენ ვ. გერმანყ (Gჩ), ნო. 11364/03, §76, 9 ივლისი 2009).
<< კონვენციით დადგენილი "კანონიერების" სტანდარტი, შესაბამისსად, ითხოვს რომ კანონი იყოს საკმარისად მკვეთრი რათა პირს- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარებით-მიეცეს საშუალება განჭვრიტოს, არსებულ ვითარებაში გონივრულობის ფარგლებში , ის შედეგები, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს კონკრეტულ მოქმედებას>>
(იხ. შტეელ ანდ Oტერს ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ, 23 სექტემბერი 1998, §54, ღეპორტს 1998-VII და Bარანოწსკი ვ. Pოლანდ, ნო.28358/95, §52, EჩHღ 2000-III )

<<კანონზე" საუბრისას , მე-7 მუხლი ეფუძნება იგივე ცნებას, რომელიც მოიცავს ხარისხობრივ მოთხოვნებს, მათ შორის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას >>(იხ. ჩანტონი ვ. Fრანცე, 15 ნოემბერი1996, §29, ღეპორტს 1996 V, ცოემე ანდ ოტჰერს ვ. Bელგიუმ, ნოს.32492/96, 32548/96 და 33210/96, EჩHღ 2000-VII;

<<საკანონმდებლო აქტები ყოველთვის ზუსტი არ არის , ეს ნიშნავს, რომ ბევრი კანონი
გარდაუვლად ფორმულირებულია ტერმინებში, რომლებიც უმეტესად ბუნდოვანია და მათი ინტერპრეტაცია და გამოყენება დამოკიდებულია პრაქტიკაზე. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლის სისტემაში რამდენადაც ნათლად არ უნდა იყოს შედგენილი სამართლებრივი დებულება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი ნორმები, შესაძლოა გარდაუვლად არ არსებობდეს სასამართლო განმარტების ელემენტი. ყოველთვის იქნება საჭიროება სადაო საკითხების განმარტების და შეცვლილი გარემოებებთან ადაპტაციის . მაშინ როცა განსაზგვრულობა უაღრესად სასურველია, მას შეიძლება თან მოჰყვეს გადაჭარბებული სიხისტე და სამართალმა უნდა შეძლოს ფეხი აუწყოს ცვალებად გარემოებებს. კანონმა შესაძლოა , მაინც დააკმაყოფილოს " განჭვრეტადობის" მოთხოვნა.>>(იხ. Aცჰოურ ვ. Fრანცე [Gჩ], ნო 67335/01, §54, EჩHღ 2006-IV, და Hუჰტამაკი ვ.Fილანდ. ნო. 54468, §44, 6 Mარცჰ 2012.)
<< საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი უფლების სწორი, სრულყოფილი რეალიზაციისათვის და ეფექტური დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცდუნება და რისკი, როგორც უფლებაში გადამეტებული ჩარევისა, ისე თავად უფლებით ბოროტად სარგებლობისა, ერთნაირია, რაც, საბოლოო ჯამში, არღვევს ინტერესთა შორის გონივრულ ბალანსს და ერთნაირად უქმნის საფრთხეს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესებს.......................
.........საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი და დანიშნულებაა კონსტიტუციურ უფლებათა ისეთი განმარტება, რომელიც კონსტიტუციის მიზნების, კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებების და თავად ძირითადი უფლების არსის შესაბამისია, რაც უზრუნველყოფს უფლებით პრაქტიკულად, რეალურად და ეფექტურად სარგებლობას და არ გამოფიტავს მას თეორიულ და ილუზორულ უფლებამდე>>
(იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 22.12.2011 წლის გადაწყვეტილება საქმე N1/1/477 §9 და §11).

ყოველივე ზემოთ მოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ 28.12,2012 წლის << ამნისტიის შესახებ >>კანონის 16-ე მუხლით განსაზღვრული ნორმა და მისი მოქმედების ფარგლებისა და არეალის განმსაზღვრელი იმავე კანონის 17-ე და 18-ე მუხლები, ცნობილი იქნეს როგორც ბუნდოვანი, განუჭვრეტადი და დისკრიმინაციული უვადოდ მსჯავრდებულებთან მიმართებაში.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ