საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N780 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ნონიაშვილი |
თარიღი | 27 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლს;
ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილების მქონე პირების მიერ (იხ. დეტალურად ქვემოთ);
გ) სარჩელში მითითებული საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხები არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი.
ე) მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
როგორც თქვენთვის წარმოდგენილი სარჩელით მოცემული მსჯელობიდან გახდებოდა ცნობილი დავის ფორმალურ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი (კანონის ნორმები) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, რომლის შესაბამისადაც:
„მუხლი 2
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.
მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეა, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოყენებული გასაჩივრებული ნორმა და დადგა კონსტიტუტციური უფლების შემზღუდველი პირობები. სარჩელის შემოტანის მომენტშიც მოსარჩელეს შეზღუდული აქვს საკონსტიტუციო უფლებით სარგებლობა კანონით საამისოდ დადგენილი წინაპირობების არსებობის გარეშე, რაც მოსარჩელეს დაუცველს ტოვებს სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობისგან.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის იმპლემენტაციის წესი დაზუსტებულია საქართველოს იუსტიცის მინისტრის N4 ბრძანებაში ( მიღების თარიღი:
15/01/2010) საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.
მასში, 2015 წლის 16 დეკემბერს შევიდა შემდეგი სახის ცვლილება:
მე-14 მუხლის 19 - 4 პუნქტი:
"თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების ან/და სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღება გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას არ ერთვის აღნიშნული დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება."
კერძო პირმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება გიორგი ნონიშვილის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნის შესახებ. სასამართლოში შეტანილი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი კერძო პირმა 2016 წლის 6 ივნისს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იხელმძღვანელა " საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის N4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-19-4 პუნქტით და კერძო პირის მიერ, 6 ივნისს შეტანილი განცხადების სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა 8 ივნისს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მოქმედებს დამაზუსტებელი ისნტრუქცია, ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმის შინაარსი ზუსტად იამვე წესით მოქმედებდა აღნიშნული წესის გარეშეც. განმცხადებელს მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოების წესებით გათვალისწინებული 30 დღიანი პერიოდით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.
განმცხადებლის მიმართ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას - 30 დღიანი პერიოდის ფარგლებში, მოსარჩელეს არ ეძლევა შესაძლებლობა განკარგოს ქონება, რომელიც არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოყვანილი გარემოებები მას საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის სათანადო მოსარჩელედ ხდის, ვინაიდან დარღვეულია კონსტიტუციური უფლება, საკითხი არ არის განხილული საკონსტიტუცო სასამართლოს მიერ და კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფუძველია კანონის ნორმატიული შინაარსი, რაც აღნიშნულ დავას საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში აქცევს.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ სადავო ნორმა შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო კანონის ნორმა ბუნდოვანია და ქმნის საკუთრების უფლების შეზღუდვის ფართო შესაძლებლობას სათანადოდ არაუფლებამოსილი ინსტიტუტისთვის - გასაჩივრებულ ნორმას და შემდგომში კანონშიც არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც უფლების შეზღუდვის სასამართლო გადაწყვეტილების თანმიმდევრულად აღსრულებას შეუწყობდა ხელს.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წარმოების წესით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ხდება მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს. სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ საკუთარი წარმოების ნორმების გამოყენებით საფუძველშივე მცდარია და ეწინააღმდეგება შეზღუდვის შინაარსს. უფლების შეზღუდვის ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოს კანონმდებლობით არის სასამართლო და არ შეიძლება იყოს რომელიმე სხვა ორგანო.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის ინტერპრეტაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახდენს იუსტიციის მინისტრის N4 საფუძველზე "საჯარო რეესტრის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე", სადაც უფლებაზე შეზღუდვის წარმოება განხილულია წარმოებს ზოგადი წესით 30 დღიანი ვადის ფარგლებში. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ დამაზუსტებელი ნორმის გაჩენას კანონმდებლობაშ სიახლის ეფექტი ნამდვილად არ ქონია. ნორმის გამოყენების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საჯარო რეესტრი საკუთრების უფლების რეალიზაციას აღნიშნული ისნტრუქცის შექმნამდეც იმავე ფორმით ახორციელებდა, როგორც ინსტრუქციის მიღების შემდეგ.
ნორმატიული შინაარსის ამგვარი გაგება შედეგად იწვევს იმას, რომ სასამართლოში ქონებრივი უფლების შეზღუდვის შესახებ განცხადების წარდგენა უკვე საკმარისი საფუძველი ხდება საჯარო რეესტრის მიერ წარმოების დასაწყებად და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონით გათვალისწინებული 3 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირი არ წარადგენს სასამართლოს მიერ გაცემულ ყადაღის დადების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეზღუდვა უქმდება, მაგრამ შეზღუდვის შესახებ წარმოება გრძელდება, რაც ფაქტობრივად შეზღუდვის გარემოს ქმნის და მესაკუთრეს ქონების განკარგვის შესაძლებლობას უსპობს.
მოსარჩელის საკუთრებაზე, ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ განცხადების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებამ, არსებითად იგივე შედეგი წარმოქმნა მოსარჩელისთვის, რაც ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის დროს დადგებოდა.
ამათან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ იმიტომ შეაჩერა მოსარჩელის საკუთრებაზე კერძო პირის მიერ შემოტანილი განცხადება ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ, რომ არ აკმაყოფილებდა ამ უკანასკნელის რეგისტრაციის კრიტერიუმებს.
საკუთრების უფლების შეზღუდვის ასეთი შესაძლებლობის არსებობა არ არს დაცული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ: "საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია." ხელშეუვალობის გარანტია პირველ რიგში შეიძლება გავიგოთ, როგორც კონსტიტუციური სტანდარტის მკაცრად პატივისცემის წესი. მხოლოდ კონსტიტუცით დადგენილ ფარგლებშია შესაძლებელი საკუთრების უფლების რამე ფორმით შეზღუდვა. კონსტიტუცია კი უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმგვარი წესით: "რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი." (მუხლი 21.2)
მიგვაცნია, რომ ასეთი ფართო დისკრეციის არსებობა საკუთრების უფლების შინაარსთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია და ფუნდამენტური უფლების ფაქტობრივ გაუქმებას იწვევს აღმასრულებელი ინსტიტუტის მიერ, სასამართლოს ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. ეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა