საქართველოს მოქალაქე გრიგოლ შანგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N661 |
ავტორ(ებ)ი | გრიგოლ შანგუა |
თარიღი | 31 ივლისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება მე-16 მუხლის მოთხოვნებს, ბ)ჩემი კონსტიტუციური უფლებები დაირღვა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანით, რადგან აღნიშნული ცვლილებით, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, კომპენსაცია შემიწყდა 2012 წლის დეკემბერში, 2013 წლის 18 ოქტომბრიდან სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ , კომპენსაციის კვლავ განახლებაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი მითხრა, იმ მოტივით 2012 წლის 24 აპრილს შესული ცვლილება კომპენსაციის განახლებას აღარ ითვალისწინებდა. შესაბამისად ვარ დაზარალებული აღნიშნული ანტიკონსტიტუციური ნორმის გამო და ვარ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირი. გ) ჩემი სარჩელი ეხება კანონის მუხლის ანტიკონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის პირველი მუხლის თანახმად: 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციაა. დ) "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში 2012 წლის 24 აპრილს შესული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა. ე) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებს. კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად ყველა ადამიანი თანასწორია. ეს მუხლი ეხმიანება ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს, რომელიც ასევე ადამიანების თანასწორობას, თანასწორუფლებიანობას უსვამს ხაზს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიდგომა შედარებით მსგავს სიტუაციაში მყოფ პირთა მოპყრობებს შორის განსხვავებაზე: "იმის დასადგენად, განსხვავებული მოპყრობა იყო თუ არა პროპორციული, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ: 1. არ არსებობს ამ მიზნის მიღწევის სხვა საშუალება, რომელიც თანასწორი მოპყრობის პრინციპში ნაკლებად ჩაერეოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიყენებული ზიანი მინიმალურია დასახული მიზნის მისაღწევად; 2. მისაღწევი მიზანი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩარევის ფარგლების გასამართლებლად;" ვ) ვადა არ არის დარღვეული. ზ) ჩემი სარჩელი ეხება კანონის არაკონსტიტუციურობას. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას."თუ კონკრეტული კანონი არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციის პრინციპებთან მაშინ ის შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი კონსტიტუციასთან, ხოლო მის საფუძველზე მიღებული აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს. იგივე საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად "სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით." საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას." სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას ეს წესი, ყველა ადამიანს მოეპყრას თანაბრად, ვიღაც არ უნდა შეიზღუდოს უფლებრივად იმაზე მეტად ვიდრე მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ადამიანი. ადამიანების თანასწორობას ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, ის თავისი შინაარსით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს. გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან." სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის " შესახებ კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავდა კომპენსაციის შეწყვეტისა და მისი განახლების პირობებს, თუმცა 2012 წლის 24 აპრილის კანონით ცვლილების განხორციელების შესახებ, კომპენსაციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც კომპენსაციის განახლების წესი გაუქმებულ იქნა. 2003 წლიდან დამენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" შესახებ და "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, ისევე როგორც სხვა სასჯელაღსრულების პენსიონერებს. 2012 წლის დეკემბერს საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შემიწყდა კომპენსაციის 126 ლარის და ომის ვეტერანებზე გასაცემი სუბსიდიის 22 ლარის გაცემა. 2013 წლის დათხოვნილ ვიქენი საჯარო სამსახურიდან, რის შემდეგ ჩვეულებრივ მივმართე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს განცხადებით კომპენსაციის განახლების მოთხოვნით, თუმცა სააგენტომ უარი მითხრა კომპენსაციის განახლებაზე, რის საფუძვლადაც "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" კანონში შეტანილი ცვლილება მოიმიზეზა. დამტოვეს ულუკმაპუროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, მაშინ როცა სხვა სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი პირები ჩვეულებრივ იღებდნენ იმავე რეჟიმში კომპენსაციის თანხას. მე ჩამაყენეს არათანაბარ მდგომარეობაში, კანონის ძალით. მაგრამ კონსტიტუციის მე-14 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, შესაბამისად "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" შესახებ კანონში 2012 წლის 24 აპრილს შესული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, რადგან არათანაბარ მდგომარეობაში ჩამაყენა სხვა ბენეფიციარებთან შედარებით და გთხოვთ ცნოთ ანტიკონსტიტუციურად. ბ) საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" შესახებ კანონში 2012 წლის 24 აპრილში შესული ცვლილება ასევე მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, რადგან არღვევს ჩემს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას. სამოქალაქო კოდექსის მიერ აღიარებულია არამატერიალურ ქონებრივ უფლებებზე და მოთხოვნებზე საკუთრება, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ისეთსავე საკუთრების უფლებად განიხილავს როგორც საკუთრების სხვა დანარჩენ ფორმებს. მე როგორც სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ პირს მოპოვებული მქონდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლება, ზუსტად ისევე როგორც ამ სისტემიდან დათხოვნილ პირებს. 2012 წლის დეკემბერში შემიწყდა კომპენსაციის გაცემა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა 2013 წლის 18 ოქტომბერს, როცა დამითხოვეს საჯარო სამსახურიდან, კომპენსაციის აღდგენაზე უარი განმიცხადეს. რითაც დაარღვიეს ჩემი საკუთრების უფლება კომპენსაციის მიღებაზე, რომელიც მოპოვებული მქონდა სხვა სასჯელაღსრულებიდან დათხოვნილი პირების მსგავსად და წარმოადგენდა ჩემს საკუთრების უფლებას და არავის არ ჰქონდა ჩემი საკუთრების უფლების გაუქმებისა. "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში 2012 წლის 24 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილებით კი მოხდა პრაქტიკულად ჩემი საკუთრების უფლების გაუქმება კომპენსაციის მიღებაზე, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა