საქართველოს მოქალაქე სტეფანე კვირკვაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N662 |
ავტორ(ებ)ი | სტეფანე კვირკვაია |
თარიღი | 3 აგვისტო 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არც ერთი საფუძველი, კერძოდ:
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს; კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 16-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული სადაო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, მასში მითითებული სადაო საკითხის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისად არ არის მიღებული გადაწყვეტილება, არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, შესაძლებელია მსჯელობა სადაო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. მოსარჩელის კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული განათლების მიღების უფლება არის შეზღუდული რამაც განაპირობა წინამდებარა სარჩელის აღძვრის აუცილებლობა.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1). ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე- 80 მუხლის მეოთხე პუნქტის, მე- 80 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტის და 81-ე მუხლის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. 2) ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე- 13 თავს დაემატოს მუხლი შემდეგი შინაარსით: ,, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში სწავლის სრული კურსი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სახლმწიფო ბიუჯეტიდან". მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული კანონის შესაბამისი ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სააერთაშორისო კანონმდებლობას. მოსარჩელე გახლავთ სტუდენტი, რომელიც მეტად შეწუხებულია აღნიშნული პრობლემით ის სწორედ თანხის გადაუხდელობის გამო გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან, მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო დასჭირდა მას უარის თქმა სტუდენტობაზე და უმაღლეს განათლებაზე. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც აშკარად შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტების გამოვლინება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ამ სტანდარტებზე ადამიანთა თანასწორ ხელმისაწვდომობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ამ კონცეპციის ვიწროდ ან მხოლოდ სიტყვასიტყვით, ლიტერატურული მნიშვნელობით განმარტება, დააკნინებდა მის სამართლებრივ მნიშვნელობას. იმისათვის რათა ჯეროვნად ჩავწვდეთ დისკრიმინაციის არსს აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული არამხოლოდ ფორმალური, არამედ პრაქტიკული მხარეებიც. სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს ) ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრან არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევენციაში, რადგანაც მართლაც, რომ მრავლად არსებობს საშუალებები, გზები და ხშირად, სამწუხაროდ, სურვილიც (განზრახ ან დუმილით გამოხატული) არათანაბარი მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით. პირდაპირი დისკრიმინაციის კონცეპცია ეწინააღმდეგება ფორმალური თანასწორობის იდეას და წარმოადგენს თანაბარ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე. არაპირდაპირ დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ როდესაც გარკვეული პრაქტიკა, მოქმედი ნორმა, მოთხოვნა ან პირობა ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანს, მაგრამ მათი შედეგი ან ზეგავლენა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე, რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში ჩვენს მიერ გასაჩივრებული კანონის შესაბამის მუხლებში. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა" ანუ ადამიანები არ უნდა იქნენ ჩაყენებული განსხვავებულ პირობებში მათი ქონებრივი მდგომარეობის გამო, რაცას აშკარად ეწინააღმდეგება ,,უმარლესი განათლების შესახებ" კანონი, რადგან თუ აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს და ჩაირიცხება სახელმწიფო სასწავლებელში ის იძენს უფლებას იყოს სტუდენტი და მიიღოს შესაბამისი განათლება, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს სწავლის შესაბამისი გადასახადი მას უჩერდება და შემდგომში უწყდება სტუდენტის სტატუსი, არის თუ არა სახეზე დისკრიმინაცია სწორედაც რომ ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, რადგან მეორე სტუდენტი აგრძელებს სწავლად და იღებს შესაბამის დიპლომს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სწავლის საფასური. გარდა საქართველოს კონსტიტუციისა დისკრიმინაციის აკრძალვაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ( 14-ე მუხლი) და მისი დამატებითი ოქმები (მე-12 დამატებითი ოქმი). რაც შეეხება კონსტიტუციის 35-ე მუხლს, ის იმპერატიულად ბრძანებს, რომ ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება". ანალოგიურს ბრძანებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 26-ე ,,ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება, განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი- ერთნაირადმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის უნარისამებრ." იგივეს ამბობს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი ,,ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას - განათლებაზე. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ უნდა იყოს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრული განვითარებისაკენ და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. ისინი თანახმანი არიან, რომ განათლებამ ყველასმისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაკებს მშვიდობის შესანარჩუნებლად. აქვე არ ჩამორჩება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 2-ე მუხლი ,,არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე". ანუ განათლების უფლება სოციალურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და აღიარებულია, როგორცსაქართველოს კონსტიტუციით (35-ე მუხლი) ასევე საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალურიდა კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.). ადამიანის უფლებათაევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.). ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. ჩვენს მიერ გასაჩივრებულ კანონშიც კი არის შესაბამისი დათქმა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და რომ ,,უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით" ( 3-ე მუხლის 2 პუქნტის ბ) და თ) ქვეპუნქტები, იმავე მიხლის 3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ,,მ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას" და კ) პუნქტი, რომლის თანახმადაც ,,უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა " რასაც კანონმდებელი არღვევს იმავე კანონის მე- 13 თავში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა