• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 28.12.2016
      • №3/7/831
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N831
ავტორ(ებ)ი მანანა ჟორდანია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
თარიღი 16 სექტემბერი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის

მოთხოვნებს სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების

შესახებ „საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს ამასთან ერთად სახეზე არ გვაქვს ამავე კანონის

მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციურ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები

. სარჩელში მითითებულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოებისხ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად ა) ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ); გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ე) მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არასაპატიო მიზეზით არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ.)სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც . თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში .იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელის სამართლებრივი საფუძველია :საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტო; საქართველოს მოქალაქეების , ურყევი ნება, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის II ნაწილის “ა“ და იმავე კანონის მე-4 მუხლის I ნაწილი. შინაარსი უეჭველად მიუთითებს იმაზე, რომ ამ კანონით მთლიანად

იგნორირებულია ან მკაცრად არის შეზღუდული ხალხის სუვერენიტეტი, ძალაუფლების უშუალოდ დემოკრატიულად რეფერენდუმით განხორციელების უფლება,უშუალო კანონშემოქმედებითი როლი (საქმიანობა)რაც, ჩვენი რწმენით (რომელიც ემყარება თეორიულ და პრაქტიკულ მოსაზრებებს) მდგომარეობს შემდეგში:
1.
საქართველოში საკანონმდებლო ხელისუფლებას განახორციელებს პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა.
2.

პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არცეული 75

 

პარლამენტის წევრისაგან ჯამში 150 პარლამენტარისაგან
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატთგან ხალხისათვის,

საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილია ერთი, ორი ან სამი ათეული დეპუტატი და იმასაც, რომ 

მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატთა უმრავლესობა რეიტინგით წინა ადგილზე მყოფი პარტიების წევრებია, ნათელია, რომ პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობის მანდატით მოსარგებლე (დეპუტატთა) უმრავლესობა საზოგადოებისათვის უცნობია და საზოგადოება ფაქტობრივად იმ იმედით არის,რომ მათთვის ცნობილი ლიდერები დეპუტატებად გაიყვანენ ისეთ პირებს,(შესაბამისი პარლამენტის 

წევრებს) რომლებიც ხალხის არაპირდაპირ ნდობას გაამართლებენ. თუმცა არსებობს არაერთი მიზეზი იმისა, რომ (ოპოზიციაში მყოფი პარტიების თუ ცალკეული დეპუტატების ზეგავლენა) გამარჯვებულმა პარტიამ, თავისი ავტორიტეტით დეპუტატებად გაყვანილი პარტიების მოქმედება თავის იმ მიზნებს დაუქვემდებარონ, რომელიც შეიძლება ყოველთვის არ შეესაბამებოდეს ხალხის უმრავლესობის ნებას, რაც უპირველეს ასახვას ჰპოვებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.
ისმის კითხვა, რა ქნას ხალხმა იმისათვის, რომ საკანონმდებლო პროცესში მათი კანონშემოქმედებითი ნება მეტნაკლებად სრულყოფილად იქნას გამოხატული და წარმოდგენილი.
ჩვენი ღრმა რწმენით, კანონშემოქმედთ თავის საქმიანობის პროცესში მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი პროდუქცია (კანონები) ექვემდებარება საერთო სახალხო გამოცდას.
ადამიანებს, ადამიანთა ჯგუფებსა თუ გაერთიანებებს უნდა მიეცეთ საშუალება თავისი რჩეულების შემოქმედების შეფასების იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ შეფასების უფლების საუკეთესო გამოხატულებაა „პროდუქციის“ დაწუნების და გაუქმების მოთხოვნის უფლება, ხოლო ამ უფლების რეალიზაციის საუკეთესო საშუალებად მიჩნეული უნდა იქნეს საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით ანუ რეფერენდუმი.
„
რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად...“(პუნქტი „ა“)
3

ისმის კითხვა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიული სხვა ფორმების და წარმომადგენლების მეშვეობით“ ,ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლების საკანონმდებლო ხელისუფლება რატომ ართმევს თავის ამომრჩეველს(ხალხს) უფლებას კონტროლი(რევიზია) ჩაუტაროს იმას თუ როგორ განახორციელებენ ისინი (საკანონმდებლო ხელისუფლება) ხალხის ნებას და მიზანშეწონილობის შემთხვევაში დაბლოკოს ან შეცვალოს თავისი წარმომადგენლების ნება ხალხის უშუალო ნებით?!
ჩვენი მოსაზრებით მარტივი ლოგიკური ანალიზითაც ნათელია,რომ საკითხის ხსენებული სახით გადაწყვეტა ყოველგვარ ჯანსაღ საფუძველს არის მოკლებული, ამასთან არა მხოლოდ ლოგიკა, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულის და მსოფლიო საკანონმდებლო პრაქტიკაც ამყარებს ჩვენს მოსაზრება.მაგალითად:
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, რომლის ძირითადი პრინციპები საფუძვლად დაედო მოქმედ კონსტიტუციას, ქვეყნის პოლიტიკური წყობილების მუდმივ და უცვლელ ფორმად აღიარებს დემოკრატიულ რესპუბლიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხალხს (ამომრჩევლებს) სრული უფლება და შესაძლებლობა ეძლევა მოიწონოს ან არ მოიწონოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი.(იხ.1921 წლის კონსტიტუციის 54-ე მუხლი) რასაც განახორციელებს რეფერენდუმის გზით. თავის მხრივ, რეფერენდუმის მოთხოვნის უფლება ჰქონდა 30000 ამომრჩეველს მაშინ როცა საქართველოს მაშინდელი მოსახლეობა აღემატებოდ 5 მილიონს.
საქართველოს კონსტიტუციის შესავალს (პრეამბულა) ნათქვამია „საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უსრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქრთველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით „საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის „დემოკრატიული რესპუბლიკა“, რაც თავისთავად მიანიშნებს ხალხის(სახალხო) ძალაუფლებაზე, ხალხის ქვემდებარე ხელისუფლებასა და მმართველობაზე, რაც პირდაპირ არის აღარებული.
4

კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 და 2 ნაწილებით „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.
სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
ხალხი თავის ხელისუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და 

თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“.
კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1 და 2 ნაწილების თანახმად „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს...“
კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად ......ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალით“.
ჩვენის ღრმა რწმენით საქართველოს კონსტიტუცია, მსგავსად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციისა აშკარად მიუთითებს დემოკრატიულ წესწყობილებაზე და აქედან გამომდინარე ხალხის ნების უზენაესობაზე, (ხელისუფლების წყაროა ხალხი) რეფერენდუმზე, როგორც ხალხის ძალაუფლების განხორციელების ინსტრუმენტზე.
კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ იგი(კონსტიტუცია) ძირითადი კანონია.კონსტიტუცია და მთლიანად საქართველოს კანონმდებლობა კი შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს’
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს, ისინი შეზღუდული არიან კონსტიტუციის ნორმით(მუხლი 7) იმგვარად და იმ ფარგლებში, რომ როგორც ეს კონსტიტუციის 44-ე მუხლის 2 ნაწილშია ნათქვამი „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლება და თავისუფლება.“
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს ყოველ მოქალაქეს ანიჭებს რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებას, თუმცაღა საკანონმდებლო ხელისუფლება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის რეფერენდუმის შესახებ  მე-3  მუხლის 2 პუნქტის ქვეპუნქტი ამ „რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება: :-

კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“ და მე-4 მუხლი 1 ნაწილი . საქართველოს პარლამენტის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს რეფერენდუმს მისი მოწყობის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში“

ერთის მხრივ (მუხლი3) კრძალავს რეფერენდუმის მოწყობას კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად და მეორეს მხრივ აწესებს ისეთ მოთხოვნებს (200000 ამომრჩევლის ხელმოწერა) რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს(ბლოკავს) ხალხის იმ ნების განხორციელების შესაძლებლობასაც, რომელიც კანონით ასე თუ ისე დასაშვებად არის მიჩნეული.(იხ. რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი) მაშინ, როცა სტატისტიკური მონაცემების შედარებიდან დგინდება, რომ საქართველოს მოსახლეობის და შესაბამისად ამომრჩეველთა ოდენობაში 1921 და 1995 წლის მიღების დროს მნიშვნელოვანი სხვაობები არ არის.
ხსენებული კუთხით ყურადღებას იმსახურებს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციებიც.მაგალითად დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი აზროვნების ისეთი მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყნის კონსტიტუცია, როგორიც საფრანგეთია დაწესდა რეფერენდუმის გზით(1958 წლის 9 სექტემბერი) უფრო მეტიც, ძირითადი კანონი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს საკანონმდებლო სფეროში საერთოდ აიცილოს პარლამენტის მონაწილეობა. ამისათვის მას შეუძლია მიმართოს რეფერენდუმს.
საფრანგეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად „ეროვნული სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, რომელსაც თავის წარმომადგენლების მეშვეობით და რეფერენდუმის გზით განახორციელებს. ამავე კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია რეფერენდუმზე გაიტანოს კანონპროექტები...“ კონსტიტუციის 89-ე მუხლის თანახმად რეფერენდუმზე განიხილება თვით ძირითადი კანონის, კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები.
იტალიის კონსტიტუცია(მიღებულია 1946წლის 18 ივნისს) აღიარებს რა ხალხის სუვერენიტეტს 75-ე მუხლით ადგენს „თუ ამას მოითხოვს 500 000 ამომრჩეველი ან ხუთი საოლქო საბჭო, უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი კანონის ან კანონის ძალის მქონე აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმებისათვის“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ იტალია ტერიტორიით ხუთჯერ მაინც აღემატება საქართველოს და ათჯერ მაინც 

მოსახლეობის რაოდენობით ნათელი გახდება, რომ 500 000 ამომრჩეველი არც ისე ბევრია, როგორც საქართველოს სინამდვილეში 200 000 ამომრჩეველი.

6
წარმომადგენელთა სახელისუფლებო ორგანოზე დამოუკიდებლად ,რეფერენდუმით ახალი კანონის მიღება და კანონის გაუქმება ფართოდ გავრცელებული პრქტიკაა შვეიცარიაში, აშშ-ს ზოგიერთ შტატში და სხვ.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ ხალხის წარმომადგენლობითი

ორგანოს ,პარლამენტის მიერ, ხალხის ძალაუფლების გამხორციელებელი უშუალო დემოკრატიული  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტი არამართლზომიერად  შეზღუდულია  გასაჩივრებული კანონების გასაჩივრებული მუხლებით და მუხლის ნაწილებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარად და უეჭველად მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული კანონების გასაჩივრებული მუხლები და მუხლის ნაწილები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ნორმებს და არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, ანუ საქართველოს იმ ძირითადი კანონის შინაარსიდან, რომელიც ემყარება 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად და საერთაშორისო სამართალის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს.მითუმეტეს ხელისუფლებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ როცა განახორციელდა კონსტიტუციური ცვლილება 1995 წელს ეს კონსტიტუციური ცვლილება ჯერ უნდა მიეღო პარლამეტის წვრთა უმრავლესობას. შემდეგ კი გაეტანათ სახალხო რეფერენდუმზე დასამტკიცებლად . რაც არ მომხდარა.. და რის გამოც მთელ საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ თავიანთი უფლებები, უშუალო დემოკრატია .და თავისუფლება.! ასევე ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ არ არის მიღებული უშუალო დემოკრატიულ ნიადაგზე.რაც ასევე შეუსაბამოა კონსტიტუციურ წყობასთან უშუალო დემოკრატიის პირობებში რომელსაც ზღუდავს წარმოდგენილი სადაო მუხლები ორგანული კანონი რეფერნდმის შესახებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციით 1991  წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის იურიდიულ  საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ  და სახალხო ნების აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და

შესაბამისად აღდგა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაც. .

 გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით საქართველოს კონსტიტუციაში არსებობდა 52-ე და 64-ე მუხლები. ( იხილეთ საქართველოს კონსტიტუცია.1921 წ.) ხოლო 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის  ედურად შევარდნაძის პოლიტიკური გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებით , კონსტიტუციიდან ხალხთან დაუკითხავად, იმპერატიულად და ფარისევლურად გაქრა უშუალო დემოკრატიის პრაქტიკულად განხორციელების რეფერენდუმის ჩატარების უფლება 52-ე და 64-ე მუხლების ამოღებით და ამით მთელ საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ უშუალო დემოკრატიის განხორციელება სახალხო ნებით . რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ კონსტიტუციურ წყობას უშუალო დემოკრატიას, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა იხ.დანართები: 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა სახალხო რეფერენდუმის დამტკიცების გარეშე ხალხის დაუკითხავად , იმპერატიულად და კონსტიტუციის დარღვევით, რადგან სამართლებრივად - 1921 წლის კონსტიტუცით, მასში ცვლილების შესატანად ჯერ აუცილებელი იყო პარლამენტის წევრთა 2/3-ის ხმის მიღება, შემდეგ კი ამ ცვლილების რეფერენდუმზე დამტკიცება, რაც არ მომხდარა და უგულვეყოფილია დღემდე საქართველოს მოქალაქეების სახალხო ნება, და მიღებული ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციურ წყობას უშუალო დემოკრატიას.

მუხლების მე-3 მუხლის II ნაწილის “ა“ და იმავე კანონის მე-4 მუხლის I ნაწილის მიხედვით , რომელიც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-5 მუხლთან.,

ასეთ შემთხვევაში კი მხოლოდ ორასიოდე სახელმწიფო პირს , ასევე პარლანტის წევრებს, პრეზიდენტს , მათ მიერ ლობირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეცვალოს თვითნებურად საქართველოს კონსტიტუცია, მიიღოს ან გააქროს ნებისმიერი კანონი, ხოლო მის ამომრჩევლებს . საქართველოს სამ მილიონზე მეტ მოქალაქეს არ შეუძლია იგივე განახორციელოს , საყოველთაო სახალხო რეფენდუმის მოწვევის უფლებით . 

თავისუფლების გარანტია მთავრობის უფლებების შეზღუდვით მოიცავს უფრო მეტს , ვიდრე ეს ხელისუფლების დანაწილებაა. უფლებამოსილებით გადანაწილება სრულყოფილი გახდება კონტროლის დაბალანსების პრინციპით.რადგან კონსტიტუციამ უნდა ალაგმოს უფლებამოსილების ზედმეტი გადამეტება. ვინაიდან საკონსტიტუციო კონტროლი ესაა გამიჯნული სახელისუფლებო, აღმასრულებლი და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც ერთმანეთის კონტროლის ქვეშ არიან და ამავე დროს მთელი ერის უზენაესი ნების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. რასაც საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახე ეწინააღმდეგება მე3 მუხლის მე-2 პუქტით ქვეპუნქტი „ა“ რადგან ხალხს უშუალოდ არ აქვთ კანონის მიღების ან გაუქმების საშუალება და იმპერატიულადაა აკრძალული.და არ არის გათვალისწინებული დემოკრატიის პრინციპი უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატვის შესახებ.! და რადგან მივუთითებთ ქართული საზოგადოების მთელი ერის უზენაესი ნების უშუალო

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

დემოკრატიულ საფუძველზე სამართლებრივად მოწყობას და სახალხო ძალაუფლების მთელი ერის ინტერესების შესაბამისად გამოყენების გადაწყვეტის შესახებ. მითუმეტეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით:

„ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“ ხოლო სადაო მუხლებით კი ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ, როცა ხალხს არ აქვს უფლება ზოგადად მოიწვიოს რეფერენდუმი კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად , მხოლოდ თავის წარმომადგენლებს, დროებითი ვადით არჩეულ , ხალხის მეშვეობით ხელისუფლებაში მოსულ პირებს აქვთ განუსაზღვრელი უფლებები და არა მთელ საქართველოს მოქალაქეებს. მითუმეტეს როცა კონსტიტუციის 5 მუხლის მე-3 და მე -4 პუნქტით : 3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

რაზედაც ამ დანაწილების პრინციპის მიხედვით არ და ვერ ხორციელდება სახალხო კონტროლი. ხელისუფლებაზე, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციურ წყობასთან უშუალო დემოკრატიასთან. ვინაიდან სადაო მუხლებით ქართველ ხალხს წართმეული აქვს უფლება მისთვის მიუღებელი კანონის გასაუქმებლად ან პირიქით სასურველის მისაღებად. რაც ზღუდავს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მის თავისუფალ ნებას , უშუალო დემოკრატიულ პრინციპებს და ღირსებას. ვინაიდან უმთავრესია პოლიტიკა იყოს წარმართული საზოგადოებრივი ნების გამოხატვით, დემოკრატიული მექანიზმის რეალურად დამკვიდრებით., როგორც სამართლებრივად, ასევე პრაქტიკულად.„ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ“-იმპერატიულად აქვთ აკრძალული საქართველოს მოქალაქეებს 3 მუხლის 2 პუნქტით : ა) -კანონის მისააღებად ან გასაუქმებლად. რაც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციურ წყობასთან უშუალო დემოკრატიის სახალხო ძალაუფლებასთან, რადგან ძალაუფლება ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და არა პოლიტიკოსებს ან დროებით არჩეულ ხელისუფალთ თუ სახალხო წარმომადგენლებს. , უშუალო დემოკრატიის სახალხო ნების გამოხატვით ხალხს უნდა ჰქონდეს მათთვის მიუღებელი კანონის გაუქმების ან მისაღები კანონის მიღების ან გაუქმების გამოხატვის შესაძლებლობა , მითუმეტეს ასეთ შეთხვევაში ამ კანონის 3 მუხლის 2 პუნქტით აზრი ეკარგება და წინააღმდეგობაშია ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ 4 მუხლის 1 პუნქტთან, რომ საქართველოს 20000 ათას ამომრჩეველის მოთხოვნით ჩატარდეს რეფერენდუმი და რეფერენდუმის მოწყობა კი დაუშვებელია კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად ამავე ორგანული კანონის 3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით „ა“, და მაშინ როცა ამ კანონით ეკრძალებათ რეფერნდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად რა უფლება ან თავისუფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ან სახალხო ნებას?! ვინაიდან აღნიშნული ორგანული კანონის რეფრენდუმის შესახებ მე- 4 მუხლის 1 პუნქტის და მე-3 მუხლის 2 პუნქტის „ ა „ ქვეპუნქტით ორთავე შეუსაბამოა ერთმანეთთან რაც უნდა გაუქმდეს, და მიღებულ იქნას ისეთი კანონი რეფერენდუმის შესახებ , რაც კონსტიტუციურ წყობას შეესაბამება რომ უშულო დემოკრატიის სახალო ნებით გამოხატვით იქნას დამტკიცებული ხელისუფალთა, დროებით არჩეულ წარმომადგენელთა მიერ მისაღები კანონების დამტკიცება;.ან გასაჩივრების უფლება, (მუხლი 64-ე 1921 წ.კონსტიტუციის სამართლებრივი პრინციპით )დაყრდნობით. და რომელიც აღარაა კონსტიტუციის დარღვევით 1995 წლის 24 აგვისტოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ. როცა საკონსტიტუციო ცვლილება არ იქნა დამტკიცებული სახალხო რეფერენდუმზე. და

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ ხალხის ნების გაუთვალისწინებლად რის გამოც შეეზღუდათ დემოკრატიის განხორციელების სავალდებულო და აუცილებელი მექანიზმი, რეფერენდუმის მოწვევის შესაძლებლობა . ამიტომაც მოგმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც დემოკრატიის , კონსტიტუციის , ადამიანთა უფლებების დაცვის სამართლებრივ ორგანიზაციას.

მთავარი ქვეყნისთვის არის არა ხელისუფალთა ცვლა, არამედ, მთავარია შეიცვალოს სისტემა და ცხოვრების ის წესი, რომელიც ვერშემდგარი დემოკრატიული წყობილების ფორმას ამკვიდრებს და რომელიც დღემდე კომუნისტურ, პარტოკრატიულ, ლენინურ და იმპერატიულ გადმონაშთებს ატარებს.რის გამოც 1993 წლიდან საქართველოს მოქალაქეებმა გადაიტანა ურთულესი პერიოდი, სიღატაკე, გაჭირვება, ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ემიგრაციაში გადახვეწა ლუკმა პურის საშოვარისთვის. ქვეყნის უკიდურესი სოციალური სიდუხჭირე, კერძო საკუთრების შელახვა. ფიქტიური ვაუჩერიზაცია. კუპონიზაცია. რადგან, როცა საუბარია სახელმწიფოებრივი წყობის უშუალო დემოკრატიის პრინციპზე, ქვეყნის ბუნებრივ რესურსში მეწილე თვითოეული საქართველოს მოქალაქეც უნდა იყოს . რაც არ არის და საქართველოს ეროვნული ბუნებრივი რესურსები წლების განმავლობაში მითვისებულ იქნა მმართველი ოლიგარქების მიერ. რამაც წარმოშვა საქართველოს მოქალაქეების მასიური სიღატაკე და სიდუხჭირე , სოციალური უფსკრული, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იძულებით წავიდა ემიგრაციაში თავიანთი ოჯახების დაპურებისთვის და გადასარჩენად. ამიტომ, რომ აღარ გაგრძელდეს და განმეორდეს საკონსტიტუციო სამართლის შელახვის, უშუალო სახალხო ძალაუფლების მითვისების თუ ხელყოფის პოლიტიკა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეს საშუალება მათთვის მიუღებელი კანონის გასაუქმებლად ან პირიქით რაც სურთ, იმის მისაღებად. რეფერენდუმით და უშუალო დემოკრატიის მიხედვით შეუზღუდავად, რაც კონსტიტუციურად სახელმწიფო წყობის უშუალო დემოკრატიით ეკუთვნით ხალხს და არა მათ მიერ არჩეულ წარმოამდგენლებს ან რომელიმე მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რომლებიც ითვისებენ სახალხო ძალაუფლებას იმის გამო რომ საქაერთველოს მოქალაქეებს წართმეული აქვს შესაძლებლობა რეფერენდუმის თავისუფლად მოწვევის და სადაო მუხლით კი კანონი რეგერენდუმის შესახებ საერთოდ აკრძალული აქვს .“ არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“ და „საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ“ მე-3 მუხლის II ნაწილის “ა“

გარდა ამისა წარმოგიდგენთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს 2015 წლის ს ა კ ა ნ ო ნ მ დე ბ ლო პ რ ო ც ე ს ი ს შ ე ფ ა ს ე ბ ა ს ა ქ ა რ თვ ე ლო შ ი

დასკვნით : სადაც თავი 36. გარკვეულ საპარლამენტო კომიტეტებთან არსებული მრჩეველთა საბჭოები

ზოგადად პრაქტიკულად არ ახდენენ კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

მრჩეველთა საბჭოს დაარსების შემთხვევაში, მისი ფუნქციონირება ან წევრობა არ არის სრულად გამჭვირვალე. და მთლიანად აღნიშნული დასკვნა გამოხატავს საკანონმდებლო პროცესის უამრავ ხარვეზს დემოკრატიის პრაქტიკულად განხორციელებასთან მიმართებაში. რა კვლევაც გამოხატავს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის დაბალ დონეს,.იხ.,.იხ. www.legislationline.org/documents/id/19600 . რომლის რეკომენდაციები საერთოდ უგუველყოფილია და არ შეიმჩნევა პროგრესი უშუალო დემოკრატიის განხორციელებისათვის. რადგან უშუალო დემოკრატია შეზღუდულია კანონშემოქმედთა მიერ და არ ხდება კოორდინირება სახელისუფლო, საკანომდებლო შტოთა დაწაწილების პრინციპი, ისე რომ ეს სამოქალაქო საზოგადოებამდე იყოს დასული, ხელმისაწვდომი. და საქართველოს მოსახლეობა გამჭვირვალედ იყოს ჩართული საკანონმდებლო პროცესებში და საზოგადოებას ჰქონდეს კონტროლის უფლება უფლებამოსილებათა გადამეტებების დროს . რომ არ არსებობდეს დარღვეული ბალანსი მოქალაქეებსა და სახელისუფლებო შტოებს შორის.და უფლებამოსილებათა გადამეტება დროებით არჩეულ ხელისუფალთა მიერ. რაც აღნიშნული მონაცემებით არაეფექტური და საგანგაშოცაა..მითუმეტეს საქართველოს მოსახლეობის სურვილია ინტეგრირება ევროპულ გარემოში, რომლის სახელისუფლებო მმართველობის ფორმები იმპერატიულობამდეა ასული და დაბალი დემოკრატიული მაჩვენებლები ხელს უშლის ამ ინტეგრირების პროცესსაც. ევროპული გარემოს სისტემაში სადაც დემოკრატიულობის გამოხატვის მაღალი საშუალებები და თავისუფლებაა.და დაცულია სახალხო რეფერენდუმის ნება. მისი თავისუფალი გამოხატვის საშუალებანი ღირსება და პატივისცემა.

www.legislationline.org/documents/id/19600

მიოდოვას ქ. N 10, პოლონეთი- 00-251 ვარშავა

ტელ.: +48 22 520 06 00 ფაქსი: +48 22 520 0605

გთხოვთ მიიღოთ არსებითად განსახილველად წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი როგორც რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული  დავა, ვინაიდან დარღვეულია კონსტიტუციის 5 მუხლის 1.2 .3 პუნქტები და არღვევს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ მათი უფლებანსა  და თავისუფლებანს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების უშუალო დემოკრატიის პირობებში ამომრჩევლების უმრავლესობისთვის მიუღებელია ის კანონები და მათ საფუძველზე განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც ფაქტიურად ემსახურება ავტორიტარიზმის უსაფუძვლო გაძლიერებას, რაც ხელს უშლის საქართველოს მდიდარი ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენებით კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას, მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის შეუძლებელს ხდის ბიზნესით, სხვა შრომითი საქმიანობით ან სოციალური დაზღვევის მეშვეობით არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური შემოსავლების მიღებას. და შესაბამისად იწვევს წარმოებისა და ცხოვრების სტანდარტების დონის დაცემას. გაჭიანურებული ტერიტორიული კონფლიქტები, ეკონომიკის საგარეო სექტორის მნიშვნელოვანი სისუსტეები , მაღალი ინფლაცია, წარმოებისა და ცხოვრების დაბალი სტანდარტები და სიდუხჭირე მიანიშნებს რომ ავტორიტარული განვითარების ამჟამინდელი გზა არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დემოკრატიულობის სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს მაკროეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც რეგულირდება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური თავისუფალი ნებით, უშუალოდ რეფერენდუმით გამოხატონ და განახორციელონ სახალხო გადაწყვეტილებით თავიანთი უფლებამოსილება იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათ ეკუთვნის ისტორიულად და წინაპართაგან.ისევე როგორც მათ ამ ნების გამოხატვით მოიპოვეს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვინაიდან ქვეყანა კონსტიტუციური წყობით ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა მათ მიერ დროებით არჩეულ წარმომადგენლებს და საქართველოს კონსტიტუციის 5 მუხლით დაუშვებელია ხელისუფალთა მიერ უშუალო დემოკრატიის, იგივე სახალხო ძალაუფლების მთვისება. რაც საქართველოს ორგანული კანონით წარმოდგენილი მუხლების მიხედვით სახალხო რეფერენდუმის მოწყობის შეზღუდვის გამო და ხალხის მიერ ვერ მოწვევის პირობებში. მთელ უფლებას უტოვებს არა თავად ხალხს, არამედ მათ მიერ არჩეულ დროებით წარმომადგენლებს. ორგანული კანონიც რეფერენდუმის შესახებ არ არის მიღებული უშუალო დემოკრატიულ ნიადაგზე, სახალხო ნების შესაბამისად და გადაწყვეტილებით.

ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციური საფუძველით 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი პრინციპით 1995 წლსი 24 აგვისტომდე არსებობდა უშუალო დემოკრატიის პრაქტიკულად განხორციელების მექანიზმის რეფერენდუმის ჩატარების და მოწყობის უფლება 52- და 64-ე მუხლებით და 1995 წლის 25 აგვისტოს კონსტიტუციური ცვლილებებით ეს მუხლები სამართალდარღვევითაა ამოღებული კონსტიტუციიდან, რაც უნდა განხილულიყო ჯერ პარლამენტის 2/3-ით და შემდეგ უნდა დამტკიცებულიყო რეფერენდუმით. რაც არ დამტკიცბულა კანონი შესაბამიად 1921წლის .კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების მიხედვით. და რომ 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა სახალხო რეფერენდუმის დამტკიცების გარეშე, რაც კანონით იყო გათვალისწინებული და კანონის დარღვევით არ განხორციელდა. რომელმაც დაარღვია უშუალო დემოკრატიის უმთავრესი ნორმები . კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა ხალხის დაუკითხავად 52-ე და 64-ე მუხლები, ხოლო ჩაემატა და ცვლილება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე2-პუნქტის ნაწილით„ არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“ და რომ მთლიანად შეეზღუდათ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დარღვევის საკონსტიტუციო ნორმის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების უშუალო დემოკრატიული უფლებები , მითუმეტეს როცა ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ სადაო მუხლებით აეკრძალათ საქართველოს მოქალაქეებს მათთვის მიუღებელი კანონების გაუქმება. ან პირიქით სასურველის მიღება და რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას უშუალო დემოკრატიას. რომ აღარ გაგრძელდეს და განმეორდეს საკონსტიტუციო სამართლის შელახვის, უშუალო სახალხო ძალაუფლების მითვისების თუ ხელყოფის პოლიტიკა , საქართველოს მოსახლეობისადმი გამანადგურებელი დესპოტური პოლიტიკის გატარება კომუნისტურ იმპერატიულ გადმონაშთებით. რომ აღდგეს კონსტიტუციური სამართალი, უნდა აღდგეს ხალხი ნების გამოხატვის მექანიზმი რეფერნდუმის მოწყობის შესაძლებლობა და არ ჰქონდეთ აკრძალული ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ სადაო მუხლებით.- „არ შეიძლება რეფერენდუმის მოწვევა კანონის მისაღებად ან გასაუქებლად. „და რომ აღარ შეეზღუდოს მთელ ქართველ ხალხს უშუალო დემოკრატიული სამართალი. ვინაიდან 1995 წლის 24 აგვისტოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ თვითნებურად ხდებოდა და ხდება დღემდე კონსტიტუციიდან სახელმწიფო მოხელეთა მიერ მუხლების ამოღება და კონსტიტუციის ხალხის ნების გაუთვალისწინებლად შელახვა თუ თვითნებურად კონსტიტუციური ხშირი ცვლილებები ხალხის დაუკითხავად, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის გარეშე და იმ პოლიტიკის გატარება რაც სურთ ხელისუფალთ და არა მთელ ქართველ ხალხს! რაც დანაშაულია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, კონსტიტუციური წყობის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 5 მუხლის 3 პუნქტით. აგრეთვე მივანიშნებთ რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში, რომლის პრინციპებით ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცია არსებობოდა 1995 წ.24 აგვისტომდე უშუალო დემოკრატიის განხორციელების ნორმები 52-ე -„ ხელმწიფობა ეკუთვნის მთელს ერს -პარლამნეტი ვალდებულია აღასრულოს ერის ნება „ და 64-ე მუხლის სახით-„ თუ 30 000 ამომრჩეველმა წერილობით მოისურვა პარლამენტი ვალდებულია ახლადმიღებული კანონი სარეფერენდუმოდ წარუდგინოს მთელს ერს.“ და მითუმეტეს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციური ცვლილებით ამ მუხლების ამოღება კონსტიტუციიდან მოხდა ხელისუფლების მხრიდან იმპერატიულად , სამართალდარღვევით და სახელმწიფო უშუალო დემოკრატიული წყობის, სახალხო ნების საწინააღმდეგოდ, სახალხო რეფერენდუმით დამტკიცების გარეშე. რომელიც იყო კანონით გათვალისწინებული კონსტიტუციური ნორმით როცა ჯერ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა მიღებულ ყოფილიყო 2/3 პარლამენტის გადაწყვეტილებით და დამტკიცებული ყოფილიყო სახალხო რეფერენდუმით, რაც არ მომხდარა და პარლამენტს არ მოეპოვება არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციური ცვლილებების რეფერენდუმის დამტკიცების შესახებ.რაც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული .ხოლო სათავეში ამ კანონდარღვევამ „დომინოს პრინციპით“ გამოიწვია უშუალო დემოკრატიის შეზღუდვა, რაზედაც დღეისათვის ხალხს არ აქვს უფლება კონსტიტუციური წყობის უშუალო დემოკრატიის შესაბამისად განახორციელონ სახალხო მმართველობა. შესაბამისად კი წარმოიშვა სხვა მრავალი კანონდარღვევა საკონსტიტუციო ცვლილებები სადაც არ არის გათვალისწინებული სახალხო ნება და იგნორირებულია მათი მოქალაქეობრივი უფლებბეი. . ამიტომ საკითხის უფრო ჩაღრმავების და გარკვევის მიზნით, მოეთხოვოს საქართველოს პარლამენტს 1995 წლის 24 აგვისტოს საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძვველი წარმოადგინოს.კონკრეტულად კი აღნიშნული ცვლილებების დამტკიცება მოხდა თუ არა კანონის შესაბამისად სახალხო რეფერენდუმით. რა მტკიცებულებაც საქართველოს პარლამენტს არ მოეპოვება. ამით კი საქართველოს პარლამენტს მითვისებული აქვს სახალხო ხელისუფლების ძირითადი მმართველობის ბერკეტები , როცა კონსტიტუციური წყობით დემოკრატიის წყაროა ხალხი და კონსტიტუციის მე5 მუხლის მე-3.პუნქტით :-„ არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.“რაც დემოკრატიის შეზღუდვის, სახალხო რეფერენდუმის სირთულითა და აკრძალვით წართმეული აქვს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება, საშუალება და პრაქტიკულად დემოკრატიის განხოცილებების მექანიზმებიამით პარლამენტი ხელს უშლის ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს და ახდენს  უშუალო დემოკრატიის როგორც ქვეყნის კონსტიტუციური წყობის,. სახალხო ძალაუფლების იგნორირებას.

.

სარჩელის მოთხოვნა: გთხოვთ მიიღოთ წარმოებაში არსებითად განსახილველად წარმოდგენილი სარჩელი

ორგანული კანონის რეფერენდუმის შესახებ 3 მუხლის პუნქტი 2 ქვეპუნქტი „ა“ გაუქმების და ხელახლა გადასინჯვის შესახებ. და და იმავე კანონის მე-4 მუხლის I ნაწილის შესახებ 1.საქართველოსპრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. ისე რომ გათვალისწინებულ და გადაწყვეტილ იქნას საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნება გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, სახალხო, უშუალო დემოკრატიულ წყობასთან . კონსტიტუციის მე-5 მუხლთან შესაბამისობაში და მოიხსნას ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ აკრძალვა რეფერენდუმის მოწვევა ჩატარებაზე ამავე კანონის მე3-მუხლის „ არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“ , ისე რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ შეუზღუდავად შეძლონ სახალხო რეფერენდუმის მოწვევა და სახალხო რეფერენდუმით განახორციელონ თავიანთი ნება -უფლებანი კონსტიტუციის 5 მუხლთან თანახმად და ქვეყნის წყობასთან უშუალო დემოკრატიის შესაბამისად სახალხო რეფერენდუმის მოწვევისნ პრაქტიკულად განხორციელება.

ამიტომ მოვითხოვთ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის II ნაწილის “ა“ და იმავე კანონის მე-4 მუხლის I ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას და ხელახალ გადასინჯვას,

გთხოვთ იმსჯელოთ .თუ საქართველოს კონსტიტუციის 5 მუხლის 3 პუნქტით : „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის მეშვეობით, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხალხს რეფერენდუმის მოწყობის უფლება მათთვის არასასურველი მიღებული კანონის გასაუქმებლად მიმართონ პარლამენტს სახალხო რეფერენდუმის გადაწყვეტილებით ან სასურველი კანონის მოთხოვნით მისაღებად?

მითუმეტეს თუ წინააღმდეგობაშია აღნიშნული სადაო მუხლი კონსტიტუციის 74-ე ორგანული კანონის  რეფერენდუმის შესახებ  მე-4 მუხლის I ნაწილის შესახებ 1.საქართველოსპრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში თუკი კანონის მიღების და გაუქმების უფლება რეფერენდუმით არ აქვს ხალხს?!

მოსარჩელე: მანანა ჟორდანია

 

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ