• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 28.12.2017
      • N1/24/766
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N766
ავტორ(ებ)ი გიორგი უგულავა
თარიღი 6 ივნისი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - გიორგი უგულავა, რომლის უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადავო არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შედეგად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. 

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეოთხე ნაწილის არაკონსტიტუციურობა საქაფრთველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან

სადავო ნორმის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს სასჯელის დანიშვნისას არ ხდება იმ ვადის სასჯელში ჩათვლა, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანანო პატიმრობაში, ანდა პატიმრობაში, საქმეზე რომელზეც ის გამართლდა.

საქართველოის კონსტიტუციის მე-18 მუხლი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პირის თავისუფლების უფლებას. აღნიშნული ძიროითადი უფლება იმდენად დიდი მნიშვნელობის მქონეა, გამნსაკუთრებით მაშინ, როცა პირის მიმართ ხორციელდება აღნიშნული უფოლების შეზრუდვა კანონიერი საფუძვლის გარეშე. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან თვითნებურად უფლების შეზღუდვის საპირწონეს სწორედ ის გარემოება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკანონო პატიმრობაში ყოფბნის ვადა გათვალისწინებული უნდა იქნეს მათ შორის სხვა სისხლის სამარტთლის საქმეზე გამოტანი;ლი განაჩეწნით დანიშნული სასჯელის ფარგლებში.

შესაბამისად, გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირისათვის დანიშნულ სასჯელში იმ ვადის ჩათვლას, რა ვადითაც:

ა) პირი იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა;

ბ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა;

გ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთი სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ