საქართველოს მოქალაქე ქეთევან დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N823 |
ავტორ(ებ)ი | ქეთევან დოლიძე |
თარიღი | 22 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„სკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქეპუნწტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის კონსტიტუციურობის თობაზე კონსტიტუციური სარჩლის შეტანის უფლება აქვთ საქართვლოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოცემული საქმის შემთხვევაში, როდესაც გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებას კონკრეტულად მოსარჩელე ქეთვან დოლიძეს, არ აქვს ვალი, სს„თბილკომბანკის, რომ ბანკიდან სესხის სახით თანხა არ გაუტანია, ასევე სასამართლო ექსპერტიზით, და გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ქეთევან დოლიძეს, ბანკის გასავლის ორდერზე ხელი არ მოუწერია, და მისი ხელმოწერა გაყალბებულია, ასეთ შემთხვევაში, არსებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქეთევან დოლიძეს მაინც აკისრია ვალდებულება 67.000 აშშ დოლარის გადახდისა. და დღეისათვის მისი სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, ცნობილი კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახლმუზეუმი, მდებარე ქალაქ თბილისში ბაზალეთის ქ.#7–ში, იყიდება აუქციონზე, როგორც ვალდებულების შესრულების ერთადერთი საშუალება. და იმის გამო, რომ არსებობს კანონი, რომელიც დადგენილი ხანდაზმულობის, ხუთწლიანი ვადების გამო, აბსოლიტურად არღვევს ქეთევან დოლიძის კონსტიტუციურ უფლებებს სასამართლოს მეშვეობით იდაოს თვისი უფლებების აღდგენისათვის, რაც ეწინააღმდეგენა და აბსოლიტურად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მოთხოვნებისა. ზემოთქმულიდან გამომდინარე არსებობს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც შეეხება მოსარჩელეს ის წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს კონკრეტული სადაო ნორმის არაკონსტიტუციურბის საკითხზე მიმართონ სასამართლოს. სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–18 –ე მუხლის „ა“ „ზ“ქვეპუნქტებით დადაგენილ მოთხოვნებს : სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებული ყველა რეკვიზიტებს: შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე–2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო: სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლო განსჯადია: სადაო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება, სარჩელი შემოტანილია კანონით დადაგენილი ვადების დაცვით, არ არსებობს სადაო აქტზე მაღლა მდგომო სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთნ დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადაო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითდ განსახილველად არ მიღების საფუძვლები. საკონსტიტუციო სარჩელი საფუძვლიანია, ის გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით 42–ე მუხლის მოხოვნებიდან და სადაო ნორმის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის კონსტიტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების შესახებ , სარჩელი საკონსტიტუვიო სასამართლოში დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წამოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებეკლია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძა;ლაში შესული გადაწყვეტილება (განჩნება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათ და ძიითდ თავისუფლებათა დაცვის კონვეციის ან და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა, ამ საქმესთნ დაკავშრებით და დადაგენილი დარღვევა გადასასინჯული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, სადაო ნორმით დადაგენილი შეზღუდვა უკავშრდება, იმ საკითს რაც გამომდინარეობს შემდეგში: თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, პ.ნოზაძემ, განიხილა სს“თბილკომბანკის“ სარჩელი, მოპასუხის, ქეთევან დოლიძის მიმართ, 60 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. სასამართლომ 2005 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულად ჩათვალა ფაქტობრივი გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნია და გააკეთა დასკვნა , რომ ეს გარემოება ამართლებენ იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნას, დააკმაყოფილა სს“თბილკომბანკი“ს სარჩელი და ქეთევან დოლიძეს, სს“თბილკომბანკის“ სასარგებლოდ დააკისრა 60.000 აშშ დოლარის გადახდა. ქეთევან დოლიძე უარყოფს ბანკიდან თანხის გატანის ფაქტს, და განმარტავს, რომ სს“თბილკომბანკი“დან 60 000–აშშ დოლარის თანხა არ გაუტანია. მართალია, მან, 1998 წლის 20 ოქტომბერს სს“თბილკომბანკ“ს და ფიზიკურ პირ, ქეთევან დოლიძეს შორის გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მას შემდეგ რაც გააცნეს ბანკის პირობები, რომ გასატანი თანხიდან სს“თბილკომბანკ“ში საშუამავლო თანხა, 20.000 აშშ დოლარი იქვე, ბანკში უნდა დაეტოებინა, უარი თქვა თანხის გატანაზე. და ბანკიდან თანხა აღარ გაუტანია. მან არ იცის ვინ გაიტანა მისი ხელის მოწერის გაყალბებით, სს“თბილკომბანკიდან“ 60.000 აშშ დოლარი და ვინ მოაწერა ბანკიდან თანხის გატანის სალაროს გასავლის ორდერზე. მის მაგივრად, „ქეთევან დოლიძის“ სახელით. ქეთევან დოლიძე ყოველთვის აფიქსირებდ, რომ მისი ხელმოწერა არის გაყალბებული და ის მას არ ეკუთვნის. იმის დასადასტურებლად, რომ დაედასტურებია ფაქტი, რომ სალაროს გასავალ ორდერზე მისი ხელმოწერა არ არის მისი შესრულებული, მან არა ერთხელ, სხვადასხვა დროს მიმართა სამართალდამცავ, საგამოძიებო ორგანოებს და ითხოვდა გამოეძიათ სს“თბილკომბანკი“დან მისი სახელით თანხების გატანის ფაქტი, რაც ყოველგვარი ყურადღბის მიღმა რჩებოდა, 2011 წელს განმეორებით, და უკვე მერამდენედ,საჩივრით მიმართა ძველი თბილისის პროკურატურას და მოითხოვა გამოერკვია ვის მიერ იქნა გატანილი სს“თბილკომბანკი“–დან ქეთევან დოლიძის სახელით, სადაო 60.000 აშშ დოლარის თანხა. და კატეგორიულად მოითხოვა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა, მისი ხელმპწერის სინამდვილის დადაგენის მიზნით. აღნიშნულ განცხადების საფუძვლით დაიწყო გამოძიება და სისხლის სამართლის #006180112002 საქმეზე, გამოძიებას აწარმოებდა, ძველი თბილისი მთავარი სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებელი ბატონი არჩილ ლომინეიშვილი. გამოძიება გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს და ჩვენი მოთხოვნაზე ეცნობებეიათ რა შედეგით დამთავრდა გამოძიება, 2013 წლის 18 სექტემბერს მივიღეთ მიმართვის წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო ადვოკატ ნათელა ჩერქეზიას სახელზე, და ხელს აწერდა თბილისის ძველი თბილისის პროკურორი, ქალბატონი მაკა გაგიევი, ასევე გადმოგვევზავნა სისხლის სამართლის#0003899825 საქმეზე გამოტანილი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადაგენილება. ამ დადაგენილებით დადასტურებული იქნა, რომ 1998 წლის 20 ოქტომბერს, ქეთევან დოლიძის სახელით გაყალბებული იქნა სს“თბილკომბანკის“–დან, 60.000 აშშ დოლარის გატანის სალაროს გასავლის #00003/778 ორდერზე, შესრულებული ხელმოწერა, ასევე გამოძიებით ვერ იქნა დადასტურებული ქეთევან დოლიძის მიერ ბანკიდან 60.000 აშშ დოლარის გატანის ფაქტი და სისხლის სამართლის#0003899825 საქმეზე 2013 წლის 18 სექტემბერს გამოტანილი იქნა დადაგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გამოძიების მიერ, ვერ დაადგინეს პირი, რომელმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, აღნიშნული ფაქტით, აღმოჩნდა, რომ –„დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია და მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოში, რომ თავის დროზე ჰქონოდა, როგორც მტკიცებულება წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოეტანას, აღნიშნულის საფუძვლით,და იმ მოტივით რომ ხელთ გვქონდა ახლად აღმოჩენილი გარემოება, მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვეთ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილის ვ)– ქვეპუნქტის შესაბამისად, კრწანისის–მთაწმინდოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე, (სს“თბილკომბანკის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ), საქმის წარმოებით განახლების მოთხოვნით, რამდენადაც „მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელ გადწყვეტილების გამოტანას. რასაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენს ქეთევან დოლიძის ხელმოწერის შესახებ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და სისხლის სამართლის#0003899825 საქმეზე 2013 წლის 18 სექტემბერს გამოტანილი დადაგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სადაც დადაგენილია, რომ ხელმოწერა სს“თთთბილკომბანკის“ სალაროს გასავალ ოდერზე ქეთევან დოლიძის მიერ არ არის შესრულებული. რაც ადასტურებს ფაქტს, იმის შესახებ, რომ ქეთევან დოლიძეს სს“თბილკომბანკიდან 60000 აშშ დოლარის თანხა არ გაუტანია და არც მის წინაშე რაიმე ვალდებულების შესრულების, ან სესხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის მოსამართლემ ქალბატონ მაკა ჭედიამ 2013 წლის 27 ნოემბერს გამოტანილი განჩინებით ქეთევან დოლიძის განცხადება, ახლად აღმოჩნილ გარემოებათ გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად სცნო და განცხადება დატოვა განუხილველი, მოსამართლის განმარტებით, განცხადება შეტანილი იქნა სასამართლოში 2013 წლის 18 ოქტომბერს, კანონით დადაგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის 4–ე ნაწილის საფუძვლით, და ამავე კოდესით დადაგენილი 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, და ამ ვადის აღდგენა კანონის თანახმად დაუშვებელიაო. ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებას არ აქვს ვალი სს„თბილკომბანკის, რომ ბანკიდან სესხის სახით თანხა არ გაუტანია, ასევე სასამართლო ექსპერტიზით, და გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ქეთევან დოლიძეს, ბანკის გასავლის ორდერზე ხელი არ მოუწერია, და მისი ხელმოწერა გაყალბებულია, არსებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქეთევან დოლიძეს მაინც აკისრია ვალდებულება 67.000 აშშ დოლარის გადახდის. და დღეისათვის მისი სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, ცნობილი კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახლმუზეუმი, მდებარე ქალაქ თბილისში ბაზალეთის ქ.#7–ში, იყიდება აუქციონზე, როგორც ვალდებულების შესრულების ერთადერთი საშუალება. და იმის გამო, რომ არსებობს კანონი, რომელიც დადგენილი ხანდაზმულობის, ხუთწლიანი ვადების გამო აბსოლიტურად არღვევს ქეთევან დოლიძის კონსტიტუციურ უფლებებს და აბსოლიტურად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მოთხოვნებისა. აღსანიშნავია რომ სს“თბილკომბანკმა“ ზემოაღნიშნული, 60.000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნა, ქეთევან დოლიძის მიმართ, დაუთმო ვინმე გია შავდიას, რომელსაც დღეის მდგომსრეობით განცხადება აქვს შეტანილი თბილისის აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ითხოვს ქეთევან დოლიძის სახელზე რეგისტრირებულ, ცნობილი კონორეჟიეორის ბატონი სიკო დოლიძის მემორიალურს სახლ–მუზეუმის იძულებით აუქციონზე რეალიზაციას. სადაო ნორმით დადაგენილი შეზღუდვა, რაც უკავშირდება სამოქალაქო დავაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისათვის დაწესებულ 5 წლიან ვადას, წარმოადგენს საქართველოს კონსტოტუციის 42–ს მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დარღვევას. აღნიშნული შეზღუდვა სრულად იწვევს პირის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებების დარღვევას, მაშინ, როდესაც გაყალბებულია მისი ხელმოწერა, რაც დადასტუტრებულია გამოძიებით, და მაინც, იმ შემთხვევში, თუ პიროვნებამ მისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოახერხა, ხუთი წლის განმავლობაში ამ სიყალბის დადაგენა და მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოხდა, სიყლბისა და ხელწერის გაყალბების დანაშულებრივი ფაქტის დადგენააგამოძიებო ორგანოების მიერ, მაშინაც კი პირი მოკლებულია შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს და მისი მეშვეობით დაიცვას საკუთარი უფლებები. ფაქტია რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა არის გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც სხვაგავარ რეგულირებას მოითხოვს და აღნიშნულის კონსტიტუციისდმი, უფრო გონივრული და დაბალანსებული მიდგომაა, საჭირო ვიდრე ეს გათვალისწინებულია სადაო ნორმით. ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქრთველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთნ მიმართებაში, საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით და „ვ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული მოთხოვნების შესახებ, პირების მიერ გადაწყვეტილების საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. საქართველოს კონსტიტყუციის 42–ე მუხლის პირელი პუნქტის თანახმად “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისის უფლებათა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, აღნიშნული ნორმას დემოკრატიულ და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. მის ასეთ ღირებულებაზე არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ კერძოდ: „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თამაზ ჯანაშვილის, ნანა ჯანაშვილის და ირმა ჯანაშვილის კონსტიტუციური სარჩელ #531 –ი საქართველოს პარლამენტის წინაააღმდეგ და არაკონსტიტიციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციი 42–ე მუხლის პირველი პუნქტის მიმართებით საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილისის ნორმატიული შინაარ4სი, რომელის ეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის პირველი ნაწილი „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებისათის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ . სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, საქმის გამხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება, ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თორიული, ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლების დასაცავად „...კონსტიტუციის 42–ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლოს ხელისურფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უფლებით სარგებლობა დადგება საფრთხის ქვეშ.. „უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესბის დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლოს წესით მისის დაცვის შესაძლებლობა. იმის გასარკვევად , იწვევს თუ არა სათანადო ნორმა სამართლიანი სასამართლოს უფლების ართანაზომიერ შეზღუდვას, დარღვევას, პირველ რიგში, აუცილებელია გასაჩივრებული რეგულაციის არსის გაანალიზება. საკითხი ეხება საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსს, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით და „ვ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული მოთხოვნების შესახებ, გადაწყვეტილების, ახლად აღმოენილ გარემოებათ გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. გარდა იმ შემვევისაროდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სსამართლოს კანონიერ ძალაში შესული გააწყვეტილებარომელმაც დაადგონა ადამინის უფლებათ და ძირით თავისუფლებათ დაცვის კონვეციის ან/დამისის დამატებითი ოქმების დარღვევა ამსაქმესთნ დაკავშირებით დადადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობ.~ აღსანიშნავია, რომ არსებობს სასამართლო პრაქტიკა და ასეთ საკითხზე იმსჯელა სკონსტიტუციო სასამართლმ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თამაზ ჯანაშვილის, ნანა ჯანაშვილის და ირმა ჯანაშვილის კონსტიტუციური სარჩელ #531 –ი საქართველოს პარლამენტის წინაააღმდეგ და არაკონსტიტიციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციი 42–ე მუხლის პირველი პუნქტის მიმართებით საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილისის ნორმატიული შინაარ4სი, რომელის ეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის პირველი ნაწილი „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებისათის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ . აღნიშნული გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას და ზემოღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცული იქნება იმ პირთა კონსტიტუციური უფლებები, როდმელთა მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძვლად მითითბულია, სამართლდამცავი ორგანოების , სასამართლოს ან გამოძიებით დადაგენილლი ფატი, რომ დოკუმენტი, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ეყრდნონა ყალბია, და მიუხედავად დადგებილი 5 წლიანი ვადის გასვლისა , პირს აქვს შესაძლებლობა დაიცვას მისი დარღვეული უფლებები სასმართლოს მიმართვის გზით რამდენადაც არსებობს .. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით და „ვ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული მოთხოვნების შესახებ, განცხადების წინამძღვრები. რაც დეტალურად არის აღწერილი განცხადების აღწერილობით ნაწილში. როგორც ზემოთ აღინიშნა დღეს მოქმედი სადაო ნირმა სსკ 426–ე მუხლის მე–4 ნაწილი, 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადით ზღუდავს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, მხოლოდ ახლად აღმოჩნილ გარემოებათ გამო, წარმოების განახლების შესახებ, რამდენადაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა თვის გადაწყვეტილებაში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის პირველი ნაწილი „გ“ქვეპუნქტი აღიარა და არაკონსტიტუციურად ცნო. ამდენად საკონტიტუციო სასამართლო შეზღუდულია არ არის სასარჩელო მოთხოვნით და ვალდებულია, იმსჯელოს სადაო ნორმის ახალ გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსზე, კერძოდ კი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის გავრცელებას და კონსტიტიციურობის შეფასებას, საქმის წარმოების განახლების შესახებ შესაძლებლობაზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო. რამდენადაც სსსკ–ის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტს, აღიარებს 1.„აღმოჩნდება დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია“,მ და ამავე კოდექსის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 2. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყეტილების გამოტანას’ ... თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საკონსტიტუციო სარჩლი დადგება ასეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ისეთ ადამიანთა საწინაღმდეგოდ იქნას გამოტანილი, რომელთაც არავითრი ბრალეული შემხებლობა და არც ვალდებულება ჰქონდეს იმ პირის მიმართ ვის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, და ესგარემოებაც საგამოძიებო ორგანოების მიერ იქნება დადაგენილი, მაგრამ დადგინდა 5, 6 და რამოდენიმე წლის შემდეგ, სწორედ ასეთი პირების უფლების დაცვაზეა ორიენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და :ვ: ქვეპუნქტების, რომლის კანონით დადაგენილ ფორმით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხეს საგამოძიებო ორგანიოების მიერ საქმის გაჭიანურების და სხვა და სხვა მიზეზით(არა ამ პირის ბრალით) და ამ გადაწყვეტილების გაუქმებაზე, მათ მასალები დროულად ვერ მოიპოვეს და ეს ვერ შესძლეს და მიეცათ საშუალება რათა მათი უფლების დარღვევა თავიდან აეცილებიათ, თუმცა მეორე მხრივ ეს შესაძლებლობა სადაო ნორმით შეზღუდულია 5 წლიანი ვადით, რომლის ათვლა ხდება კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, და რომლის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ამ შესაძლებლობას., სწორედ ასეთი შეზღუდვის კონსტიტუციურობას ვხდით სადავოდ, რამდენადაც შესაძლოა ობიექტურად ვერ ვისარგებლოთ სამართლიანი სასამართლოს მიმართვის უფლებით, ამ უფლებრივი კომპონენტით სადაო ნორმით დადაგენილ ხანდაზმულობის ვადაში. ზოგადად საქმის წარმოების განახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებით ახლად აღმოჩნილი გარემოებათა გამო და წარმოების განახლების მოთხოვნით, შესაბამისის საფუძვლების , პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართ;ოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდაოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით იყოს შექმნილი. ამ ინსტიტუტის ეფექტურ გამოყენებისათვის ადეკვატური და საკმარისი გარანტიები, მოცემულ შემთხვვაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადაო ნორმა, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ხომ არ იწვევს ამ უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის არათანაზომიერ შეზღუდვას და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. სადაო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას... თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“.. 2013 წლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თამაზ ჯანაშვილის, ნანა ჯანაშვილის და ირმა ჯანაშვილის კონსტიტუციური სარჩელ #531 –ი საქართველოს პარლამენტის წინაააღმდეგ. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშვე გაუმართლებელი და არა კონსტიტუციურია. ასევე მნიშვნელოვანია, საქმის სამართალწარმოებებში ვადების მნიშვნელობა. რომელსაც სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანის ფუნქცია აკისრია. დროის ფაქტორი ერთ–ერთ მთვარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობებეის სამართლებრივ მოწესრიგებაში .გარკვეული დროის დადაგომის ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეს. რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სასარჩელო ზანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად, კერძოდ გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად უტყუარობის დადაგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. და სამართალწარმოებაში შეცდომის, თავიდან აცილება უპირველესი მიზანია . როგორც სჩანს ხანდაზმულობის ვადები ხელს უწყობს ფაქტების მტკიცებულებების შემოწმების საანდოობას, მისი ერთ–ერთი მიზანიც მტკიცებულებათა საიმედობაა მაქსიმალურად უზრუნველყოფუილი და შენარჩუნებული, ბუნებრივია მტკიცებულებებს საფრთხე ხანდაზმულობის ვადებშიც შეიძლება შეექმნას, ამიტომ ეს ინსტიტუტი ვერ იქნება მტკიცებულებათა უტყუარობის შენარჩუნების აბსოლიტური გარანტია, მას მხოლოდ ასეთი რისკების შემცირება შუძლია, როგორც ეს დადასატურდა კონკრეტულ შემთხვევაში სადაო ნორმის გამო, ანუ ხუთწლიანი ხნდაზმყულობის არსებობით, ქეთევან დოლიძის უფლება იმდენად ირღვევა, რომ მოგვიანებით გამოვლენილი ყალბი მტკიცებულების არსებობის მიუხდავად, 5 წლიანი ვადის დაწესებით, პირს მისი უფლებების დაცვის განხორციელება არ შუძლია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სადაო ნორმა , სასარჩელო მოთოვნის ამ ნაწილშ ვერ გამოდგება დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად, 5–წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაპროპორვიულად ზღუდავს 423–ე მუხლის პირველი ნაწილია“ა“ და „ვ“ ქვეპუნქტით არსებულ რეალობას. 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის შედეგად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ უფლების თავიდან სადაოდ ქცევა უქმნის რა საფრთხეს ისეთი მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, როგორიცაა სამართლებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, სასამართლიოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის მნიშვნელობა და, ზოგადად მართმსაჯულებისადმი სანდოობა, კანონიერ ძლაში შესული გადაწყვეტილების საქმეზე წარმოების განახლების მოთხოვნა, და სათანადო და უტყუარი მტკიცებულების არსებობისას უფლებამოსილი პირებისათვის არსებოვბს იმ შემთხვევაში, როდესც სწორედ ეს გზა არის რეალურიშ ესაძლებლობა უფლების დასაცავად, ანუ როდესაც როდესაც საქმეზე წარმოების განახლებას პოტენციურად შუძლია უზრუნველყოს უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპეტენციის მიღება, რაც შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე წარმოების განახლების გარეშე. სასამართლოსადმი ჩვენ მოთხოვნა თვითმიზანი არ არის. რამდენადაც ეს ეხება კანინიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლლებას. და საქმის თავიდან დაწყებას. რამდენადაც მხოლოდ ეს გზაა, ერთ–ერთი დარღვეული უფლების აღდგენისა და წარმოადგენს უფლების დაცვის საშუალებას. ფაქტია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაზე და დავის თავიდან დაწყებაზე მართმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ , იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა დარღვეული უფლების აღდგენის, და მისი დაცვისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ სრული საფუძველი არსებობს და საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, როგორიცაა ქეთევან დოლიზის ხელმოწერის გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება , როგორიცაა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის#0003899825 საქმეზე 2013 წლის 18 სექტემბერს გამოტანილი დადაგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სადაც დადაგენილია, რომ ხელმოწერა სს“თთთბილკომბანკის“ სალაროს გასავალ ოდერზე ქეთევან დოლიძის მიერ არ არის შესრულებული. რაც ადასტურებს ფაქტს, იმის შესახებ, რომ ქეთევან დოლიძეს სს“თბილკომბანკიდან 60000 აშშ დოლარის თანხა არ გაუტანია და არც მის წინაშე რაიმე ვალდებულების შესრულების, ან სესხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.და სალაროსბ გასავალინ ორდერი გაყალბებულია, რაც უშუალოდ მითითებს სსსკ–ის 423 –ე მუხლით „“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადაგენილ და გათვალისწინებულ საფუძვლებს, იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადების მოქმედება, კონკრეტულად შემთხვევაში, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს და იმავდროულად კონკრეტული რეგულაცია არ იწვევდეს არცერთი პირის უფლებებში არათანაზომიერ ჩარევას, უფლების დარღვევას, მათ შორის პირთ გაუმართლებელ დაუსბუთებელ დიფერენცირებას ამ უფლებით სარგებლობის პროცესში. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ დააკმაყოფილოთ კონსტიტუციური სარჩელუი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქრთველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთნ მიმართებით საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით და „ვ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული მოთხოვნების შესახებ პირებისთათვგის კანონიერ ძალ;აში შესული გადაწყვეტილებაზე , საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა