საქართველოს მოქალაქე მერი ჩხენკელი თბილისის მერიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N825 |
ავტორ(ებ)ი | მერი ჩხენკელი |
თარიღი | 24 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ,რომ სადაო აქტის ,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N 27.25.838 – ე განკარგულებით დამტკიცებული არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირის – თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს წესდების “ მე–5 თავის მე–12 მუხლის მე– 2 პუნქტის „ა“ „ბ“ , „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში – არსებული ჩანაწერით (სიტყვა/კავშირით „ან/და შერჩევითი“) ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა,საქართველოს კონსტიტუციის მე–17,მე–20 და 30 მუხლებით გარანტირებული უფლებები(კერძოდ: თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს,ამ ჩანაწერის საფუძველზე ეძლევა საშუალება, შეარჩიოს კონკრეტული – ა(ა)იპ – ები(საბავშვო ბაგა–ბაღები და გეგმიურის გარდა შერჩევითი მონიტორინგის სახელს ამოფარებულმა დაარღვიოს საქართველოს კონსტუტუციის მე–20 მუხლის მოთხოვნები,ხოლო შემდგომ გამოიყენოს ხსენებული ა(ა)იპ –ების ხელმძღვანელთა თუ თანამშრომელთა დევნისათვის. ამის უკვე მრავალი მაგალითი არსებობს(მათ შორის პირადად ჩემიც) და გაცნობებთ,რომ საერთო სასამართლოების ქ.თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გადავსებულია შესაბამისი შრომითი დავებით. სწორედ ამიტომ ვთვლით,რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დაშვებულ უნდა იქნეს არებითად განსახილველად, რათა ბოლო მოეღოს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევასა და შელახვას – სადაო აქტის ანტიკონსტიტუციური დებულებების გამოყენებით თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ, რამაც უკვე მასობრივი და კამპანიური ხასიათი შეიძინა. გარდა ამისა,ვთვლით,რომ : 1.წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ფორმითაც და შინაარსითაც სრულიად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; 2.წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; 3.წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადაო საკითხები გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; 4.წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხები არაა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
იქიდან გამომდინარე,რასაც საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აცხადებს მისი – (მე– 17 მუხლისა (ციტატა): – „1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ და – მე–20 მუხლის (ციტატა): – „1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. 2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.“
ვთვლით,რომ – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N 27.25.838 – ე განკარგულებით დამტკიცებული არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირის – „თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს“ წესდების მე–5 თავის მე–12 მუხლის მე– 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში „ბ“ ქვეპუნქტში , „გ“ ქვეპუნქტში – „ვ“ ქვეპუნქტში – არსებული ჩანაწერი (სიტყვა/ კავშირი – „ან/და შერჩევითი“) – ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მითითებული მუხლების სულისკვეთებას,რადგანაც „ქ.თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს“ მონიტორინგის სამსახურს აძლევს საშუალებას შერჩევითობის პრინციპით,საკუთარი ნებასურვილით,შევიდეს სხვა პირთა მფლობელობაში არსებულ ობიექტში, ამ პირთა ნების საწინააღმდეგოდ სასამართლოს ნებართვის გარეშე და ჩაატაროს ჩხრეკა,რომლის კანონიერებაც და სანდოობაც ბუნებრივია ეჭვის ქვეშ დგება,რადგანაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დებულებას,ხოლო ამ არაკანონიერი და არასანდო ჩხრეკის შედეგად გამოვლენილი ე.წ. დარღვევებით ილახება კონსტიტუციის მე–17 მუხლით გარანტირებული პატივისა და ღირსების უფლება; და აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლის მე–4 პუნქტით გარანტირებული შრომითი უფლება, („შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.“) - რადგანაც დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომლის არსებობასაც ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტი,რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს. არსებობს მხოლოდ:
და 2.სამოქალაქო კოდექსის მე–2 თავის მეტად ზოგადი ჩანაწერი. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა