საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის წინაარმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/180 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, |
თარიღი | 23 აპრილი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელებბა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის წინაარმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ა“ და “ბ“ პუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: ზაზა რუხაძე, მისი წარმომადგენლები თინათინ ხიდაშელი და გიორგი ჩხეიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი N180) მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 45-ე, 89-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა, რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 22-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-18 მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციორი სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ა“ და “ბ“ პუნქტების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის , მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 19-ე, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა სავარაუდოდ დაინიშნოს 2002 წლის 9 სექტემბერს.
3. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი