მოქალაქეები–კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/322 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 25 მაისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებლი მოსამართლე);
2.ოთარ ბენიძე–წევრი;
3.ლამარა ჩორგოლაშვილი–წევრი;
4.ზაურ ჯინჯოლავა–წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქეები–კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებლების და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის N638 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, 30–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებთან, 31–ე, 32–ე, 38–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები– კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა, მოპასუხე მახარის –საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ნონა გოგსაძე.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 1 მარტს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
322–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე გამოსულუ მოსარჩელეებისა და მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებათა საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1.კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის N638 ბრძანებულების და საქართველსო პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, 30–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებთან, 31–ე, 32–ე, 38–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის N638 ბრძანებულებას, იგი ძალადაკარგულად არის გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 იანვრის N25 ბრძანებულებით. სასამართლო კოლეგია უთითებს <<საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ>> საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტზე, რომლის თანახმად,<<...საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას>>. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს ამ სადავო აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია, რომ 322–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება <<აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ>> საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან და 32–ე მუხლთან მიმართებით, დაცულია <<საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ>> საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები და არ არსებობს ამავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის აღნიშნულ ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებაზე უიარის თქმისათვის.
რაც შეეხება აღნიშნული ბრძანებულების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, 30–ე მუხლის მე–2 პუნქტთან, 31–ე, 38–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით, სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სადავო აქტის მიმართება კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებით აღიარებული მათი უფლებების შესაძლო დარღვევასთნ.
3.კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ასევე <<აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ>> საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების დანარჩენი მე–2, მე–3, მე–4, მე–5 და მე–6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, 30–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებთან, 31–ე, 32–ე, 38–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 აინვრის N43 ბრძანებულების მე–2, მე–3, მე–4, მე–5 და მე–6 პუნქტები ეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრის და მთავრობის წევრის მოადგილეების, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის და მისი მოადგილეების, აგრეთვე დამოუკიდებელი ეროვმული მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელების თანამდებობრივ სარგოთა განკვეთების განსაზღვრას. აღნიშნული სადავო აქტის დასახელებული პუნქტები მიღებულია << საჯარო სამსახურის შესახებ>> საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად <<სხვა სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ნუსხას და თანამდებობათა დასახელებას ადგენს კანონი. თანამდებობრივ სარგოთა განაკვეთებს გასაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი>>. ამრიგად, დასახელებულ მუხლში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის უფლებაზე განსაზღვროს სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ანუ სიდიდე.
4. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ << საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ>> ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის <<ა>> ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ <<საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციიის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი>>. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელსი და ვერც განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე ვერ მოიყვანა ის მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, კერძოდ, სადავო აქტის მე–2, მე–3, მე–4, მე–5და მე–6 პუნქტების მომართებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისი მუხლებით აღიარებული მოსარჩელის უფლებებთან ან მათი შესაძლო უშუალო დარღვევასთან. ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში არა არის მოყვანილი <<საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ>> საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის <<ე>> ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებანი, რომლებიც, მოარჩელის აზრით, დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის მე–18 მუხლის შესაბამისად კი კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ <<ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს...>.
5. 322–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელია ავტორები ასევე მოითხოვენ სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. <<საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ>> ორგანლი კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუქტის შესაბამისად <<თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს,რომ ნორამტიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მახრისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება>>.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებლ სასამართლო სხდომაზე ვერ დაასაბუთა თუ რა სახის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა შეუძლია სადავო აქტის მოქმედებას ამ ეტაპზე. ამრიგად, სასამართლო კოლეგია ვერ დააკმაყოფილებს მოსარჩელე მხარის აღნიშნულ მოღხოვნას.
იხემლმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მეორე პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43–ე მუხლის მე–2, და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტით და 22–ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1.მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების– კახაბერ ძაგანიას და გიორგი გუგავას 322–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება <<აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ>> საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების პირველი პუნქტის კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან და 32–ე მუხლთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 322–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, იმ ნაწილში რომელიც ეხება საქართველსო პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების მე–2, მე–3 ,მე–4, მე–5 და მე–6 პუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის N638 ძალადაკარგული ბრძანებულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, 30–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებთან, 31–ე, 32–ე, 38–ე და 39–ე მუხლებთან მიმართებით;
3.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
4. პირველ პუნქტში დასახელებული კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი;
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბისად,რაზედაც მხარეებს ეცნობებატ დამატებით;
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2.ოთარ ბენიძე
3.ლამარა ჩორგოლაშვილი
4.ზაურ ჯინჯოლავა