საქართველოს მოქალაქე თემურ დოლიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/339 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 24 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე(მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქის თემურ დოლიშვილის 339-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მოქალაქე თემურ დოლიშვილის 339-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 21 ივლისს შემოვიდა სადავო აქტის – „სს „ საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2005 წლის 27 და 29 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომები და 11 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერით (№1/3/339) კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითი განხილვისათვის.
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, 2006წლის 15 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა მოსარჩელე თემურ დოლიშვილის განცხადება (№01/17-08), რომელშიც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ 2005 წლის ივლისში ჩემს მიერ შემოტანილ იქნა საკონსტიტუციო სარჩელი მოპასუხე სემეკის წინააღმდეგ კომუნალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ უარს ვამბობ სასარჩელო მოთხოვნაზე, ამასთან საქმის არსებითად განხილვა არ არის დაწყებული და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე შეწყვიტოთ საქმე“.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, „მოსარჩელეს უფლება აქვს . . . უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა . . . იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს მოქალაქის თემურ დოლიშვილის 339-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე „სს ’’საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
2. ვ. გვარამია
3. ი. ფუტკარაძე(მომხსენებელი მოსამართლე)
4. ნ. შაშკინი