მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1467 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მიხეილ ხაინდრავა |
თარიღი | 13 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების მტკიცებულებათა დასაშვებობის ცნობის შესახებ გასაჩივრების შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადების - წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინების - მტკიცებულებათა დასაშვებობის ცნობის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის - წინასასამართლო სხდომის მოსამართლე წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინების - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 ნაწილის - არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინების - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადების - თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინების - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის - სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის ვალდებულებას დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტი და ყველა საპროცესო გადაწყვეტილება) არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის - ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს არსებული მასალის დაცვის მხარისთვის სრული მოცულობით გადაუცემლობის შემთხვევაში გადაუცემელი მასალის (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: დაცვის უფლება გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი: კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: დაცვის უფლება გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი: კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე- ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ვალდებულებას მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მტკიცებულების (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დასაშვებობის შესახებ. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: დაცვის უფლება გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი: კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მიხეილ ხაინდრავას მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე N007290119011. მიხეილ ხაინდრავას ბრალად ედება სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2019 წლის 29 ივნისს მიხეილ ხაინდრავა იქნა დაკავებული, 01 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იგი დღემდე იმყოფება პატიმრობაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობდა 26, 27 და 28 აგვისტოს.
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. 28.08.2019 წლის განჩინებით საქმეზე 1/3848-19 სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდების მხარის მტკიცებულებები ნაწილობრივ ცნო დასაშვებად. თუმცა სასამართლომ არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები ნაწილობრივ დასაშვებად მიიჩნია. ამასთანავე სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარესთან არ იქნა გაცვლილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის დაცვით.
საქმეში არსებობს უკანონოდ მოპოვებული და საქმეში არასწორად დამაგრებული დოკუმენტები, თუმცა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ მოახდინა მოცემული გარემოებების გამოკვლევა და სრულიად უკანონო განჩინება მიიღო. სამწუხაროდ, ამაში მას ხელი შეუწყო საკანონმდებლო რეალობამ, რომლითაც წართმეული გვაქვს შესაძლებლობა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული უკანონო განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.
საქმეში სხვა უამრავ დარღვევასთან ერთად იყო იმგვარი დარღვევაც, რომელიც შეეხებოდა 01.07.2019 წლის დადგენილების დამატებითი კომპლექსური ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (დოკუმენტის #0013092410) - დაცვის მხარისთვის „დამალვისა“ და არ გადაცემის საკითხს.
მოცემულ საქმეში ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სულ 3-ჯერ გაუცვალა მტკიცებულებები:
1. 30.06.2019 წელს (30.06.2019 წლის ოქმი მტკიცებულებების გაცვლის შესახებ)
2. 22.07.2019 წელს (22.07.2019 წლის ოქმი მტკიცებულებების გაცვლის შესახებ)
3. 15.08.2019 წელს (15.08.2019 წლის ოქმი მტკიცებულებების გაცვლის შესახებ)
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 29.01.2019 წელს. დაცვის მხარესთან პირველი გაცვლის დროს - 30.06.2019 წელს დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ჯერ არ არსებობდა, თუმცა, მეორედ გაცვლის დროს, 22.07.2019 წელს დოკუმენტი უკვე არსებობდა და თუკი ბრალდების მხარეს სასამართლოში ამ დოკუმენტის წარდგენა სურდა მტკიცებულების სახით, სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, უნდა გაეცვალა მოცემული დოკუმენტი დაცვის მხარისთვის.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შუამდგომლობაში უთითებდა, რომ 22.07.2019 წლის გაცვლის ოქმით ბრალდების მხარემ არ გადასცა დაცვის მხარეს 01.07.2019 წლის დადგენილება დამატებითი კომპლექსური ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (დოკუმენტის #0013092410) აღნიშნულით კი დაირღვა სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნები. მოცემული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
მიუხედავად საქმეში არსებული აშკარა დარღვევისა, რომელიც თავის მხრივ სადავო არ გაუხდია ბრალდების მხარეს, რომ დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დაცვის მხარისთვის არ გადაუცია, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ მიიღო სრულად უკანონო განჩინება. გარდა იმისა, რომ 28.08.2019 წლის განჩინება არის უკანონო, იგი თავის მხრივ ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ დადგენილ უკანონო პრაქტიკას (იხ. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 20.10.2016 წლის განჩინება საქმეზე №1გ/1614-16წ). სასამართლომ პრაქტიკამ განმარტა, რომ დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არის საპროცესო გადაწყვეტილება, სასამართლო კი უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების (მაგ: ექსპერტიზის დასკვანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი და ა. შ) დასაშვებობის თაობაზე.
28.08.2019 წლის განჩინებაში სასამართლომ დააციტირა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 20.10.2016 წლის განჩინება საქმეზე №1გ/1614-16წ და განმარტა, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა(უმთავრესად, კოდექსი) წარმოადგენს სისხლის საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმათა ერთობლიობას.
ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს:
_ საპროცესო გადაწყვეტილება,
_ საპროცესო მოქმედება, და
_ საგამოძიებო მოქმედება.
საპროცესო გადაწყვეტილება არის პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე, მაგ.: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება, ან გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების შესახებ დადგენილება, ან ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება და სხვა ანალოგიური საპროცესო გადაწყვეტილებებია.
საპროცესო მოქმედება არის პროცესის მწარმოებელი პირის ნებისმიერი მოქმედება რომელიც არ არის საპროცესო გადაწყვეტილება ან/და საგამოძიებო მოქმედება. მაგ: პოლიციის თანამშრომლის პატაკი (განსხვავებით ამ თანამშრომლის დაკითხვისაგან, რომელიც(დაკითხვა) საგამოძიებო მოქმედებაა, ხოლო დაკითხვის ოქმი(ჩვენება) მტკიცებულებაა), მაგ.: გამომძიებლის მიმართვა ექსპერტისადმი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ (განსხვავებით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებისა, რომელიც საპროცესო გადაწყვეტილებაა, ხოლო ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებაა), მაგ.: ექსპერტის წერილი(მიმართვა) გამომძიებლისადმი უკვე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გადაგზავნის შესახებ (განსხვავებით ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც(ექსპერტიზის ჩატარება) საგამოძიებო მოქმედებაა, ხოლო ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებაა), მაგ: პირისათვის ბრალდების წარდგენა (ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობა და მისთვის დადგენილების ასლის გადაცემა (განსხვავებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანისა (რომელიც საპროცესო გადაწყვეტილებაა) და სხვა ანალოგიური.
საგამოძიებო მოქმედება არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვებისაკენ. მტკიცებულებაა ნებისმიერი დოკუმენტი(მათ შორის, ჩვენება), საგანი, ნივთი, ან ნივთიერება, რომელთა მეშვეობითაც მხარეები ამტკიცებენ, ხოლო სასამართლო ადგენს პირის უდანაშაულობას, ნაკლებ ბრალს, ან ბრალეულობას, ან/და გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, სასჯელის სახესა და ზომაზე. ანუ მტკიცებულებაა ნებისმიერი დოკუმენტი(მათ შორის, ჩვენება), საგანი, ნივთი, ან ნივთიერება, რომელთა მეშვეობითაც მხარეები ამტკიცებენ, ხოლო სასამართლო ადგენს მტკიცების საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს ქმედების სუბიექტის, სუბიექტური მხარის ობიექტის ან/და ობიექტური მხარის შესახებ.
საპროცესო მოქმედების ცნება გამოიყენება უფრო ფართო გაგებითაც და იგი ამ თვალსაზრისით მოიცავს საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოქმედებებსაც და საგამოძიებო მოქმედებებსაც. ანუ, ფართე გაგებით, პროცესის მონაწილეთა ნებისმიერი მოქმედება საპროცესო მოქმედებაა, მაგრამ მათგან მხოლოდ ნაწილია საგამოძიებო მოქმედება, რაც ზემოთ აღინიშნა. ანუ, ყველა საგამოძიებო მოქმედება და საპროცესო გადაწყვეტილება ამავე დროს საპროცესო მოქმედებაა, ხოლო საპროცესო მოქმედებებიდან მხოლოდ ის მოქმედებებია საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვებისაკენ და რომლებიც ტარდება მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით. საგამოძიებო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე საგამოძიებო ორგანოსა და სხვა რაიმე ორგანიზაციას შორის მიწერ-მოწერა არ წარმოადგენს მტკიცებულებას. მტკიცებულებას განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ვიდეო-ჩანაწერი, შესაბამისად, მოსამართლეს შეეძლო ემსჯელა მხოლოდ ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობაზე. ზოგადად არასწორად მიმაჩნია დამკვიდრებული პრაქტიკა წერილების(ვთქვათ ექსპერტისათვის მიმართვის წერილი, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება ან/და ვთქვათ რაიმე ორგანოსათვის მიმართვის წერილი და ა. შ) დაუშვებლობაზე მსჯელობის შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნე ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საპროცესო მოქმედება, საპროცესო გადაწყვეტილება და საგამოძიებო მოქმედება. მოსამართლე უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების (მაგ: ექსპერტიზის დასკვანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი და ა. შ) დასაშვებობის თაობაზე. (იხ. 28.08.2019 წლის განჩინება გვ.6)
გარდა იმისა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დაეყრდნო უკანონო პრაქტიკას, მან თავის მხრივ სხვა უკანონო გადაწყვეტილებებიც მიიღო. საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იქნა კანონდარღვევით. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი იყო დაზარალებულად ცნობილი პირის მიერ 20.06.2019 წლისა და 16.07.2019 წლის განცხადებები თანდართული ე.წ „სქრინშოტებით“. შუამდგომლობაში ვუთითებდით, რომ ეს მტკიცებულებები დაუშვებელია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით დაზარალებული მხარე არაა და მას რაიმე საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება არ აქვს. გარდა ამისა კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ინფორმაციის ან დოკუმენტის მოპოვება, რომელიც შენახულია კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში, მოხდეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის დადგენილი დებულებების მიხედვით. სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა მტკიცებულება მოპოვებული უნდა იყოს კანონიერად. მტკიცებულება კანონიერად არის მოპოვებული თუ ის გამოძიების ხელთ აღმოჩნდება რომელიმე საგამოძიებო მოქმედების საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს როგორც მისი მიმდინარეობის, ისე პროცესუალური გაფორმების და მტკიცებულების საქმეზე დამაგრების, საქმისთვის ე.წ. მითვისების პროცესუალური ნორმები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს საგამოძიებო მოქმედებას სახელწოდებით „ნებაყოფლობით წარმოდგენას“. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის მოპოვება საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე ნებადართულია მხოლოდ იმ საგამოძიებო თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გზით, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია მითითებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1961 წლის რედაქციისგან განსხვავებით დღევანდელი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ნებაყოფლობით წარდგენას, როგორც საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ ცნობს. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის გამოძიებისთვის გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, გამომძიებელმა ეს პროცესუალურად უნდა გააფორმოს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ოქმით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკა მოითხოვს, ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა დაექვემდებაროს სასამართლოს კონტროლს. ამ სახის მტკიცებულებების მოპოვების განსხვავებულ წესს ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ კომპიუტერულ მონაცემებთან დაკაშირებული საგამოძიებო მოქმედებებით და ბრალდებულის მიერ მისი ნებაყოფლობით წარდგენით დარღვეულია სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრების წესი. შესაბამისად დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი 20/06/2019 განცხადება მასზე თანდართული დოკუმენტებით. ამასთანავე, ჩვენ სასამართლოს მივუთითეთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ დადგენილ სტანდარტზე. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის საქმე №1გ/109. ) სამწუხაროდ, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის სტანდარტი ამჯერად არ გაიზიარა და მოცემული განცხადებები დასაშვებად ცნო. დასაშვებად ცნობის დასაბუთებაში კი მეტად უცნაური განმარტება გააკეთა და მიუთითა, რომ მართალია, იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული ან მოწმე გამომძიებელს წარუდგენს რაიმე ნივთს ან დოკუმენტს, უნდა მოხდეს მათი ამოღება და შესაბამისად საპროცესო დამაგრება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ზურაბ აბზიანიძემ, განცხადება, თანდართული სატელეფონო ზარების დეტალური ამონაბეჭდი და მესენჯერში მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები გადასცა არა გამომძიებელს, არამედ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების სამორიგეოს. ამის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტები განთავსებული იქნა მიხეილ ხაინდრავას სისხლის სამართლის საქმეში. (იხ. 28.08.2019 წლის განჩინება გვ.7) .
გულწრფელად რომ ვთქვათ, სასამართლოს ამგვარი განმარტება ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას. კანონი არ იცნობს საგამოძიებო მოქმედების შემდეგ ფორმას - კანცელარიით ჩაბარებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულად და ამომწურავად განმარტავს საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალს. ვერც ბატონი ლევან გელოვანი და ვერც სხვა მოსამართლე სისხლის საპროცესო კოდექსში ვერ მოიძიებენ საგამოძიებო მოქმედებას სახელწოდებით დოკუმენტების კანცელარიისთვის ჩაბარება. კანცელარიით შესულ ყველა დოკუმენტს სჭირდება საქმეზე შესაბამისი საპროცესო დამაგრება. სამწუხაროა, რომ წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეები სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მხოლოდ იმ პრაქტიკას იზიარებენ, რაც ბრალდების მხარის სასარგებლოა. ამაზე უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ დაცვის მხარეს გასაჩივრების მექნიზმი არ გააჩნია, რაც ზრდის თვითნებობის რისკებს როგორც ბრალდების მხარის, ისე სასამართლოს მხრიდან.
წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ სხვა მრავალი უკანონოდ მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული მტკიცებულება ცნო დასაშვებად, თუმცა გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული საოქმო განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, კანონისმიერად მოკლებული ვართ შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გავასაჩივროთ ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება.
იმ ფარგლებში, როდესაც მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ საოქმო განჩინების გასაჩივრებას კრძალავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ფიქციურ სახეს იღებს წინასასამართლო სხდომის ფუნქცია საქმის არსებითად გადაცემის განხილვის შესახებ. იმ მოცემულობით, როდესაც სასამართლო უკანონო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობით ხელოვნურად იქმნის მტკიცებულებათა ფორმალურ ერთობლიობას ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტის შესაქმნელად, დაცვის მხარე ფიზიკურად მოკლებულია შესაძლებლობას დაასაბუთოს მისი პოზიციის მართებულობა.
გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ საოქმო განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, კანონი ასევე კრძალავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული საოქმო განჩინების არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ გასაჩივრების შესაძლებლობას.
ფაქტია, რომ მიხეილ ხაინდრავას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლინდა უამრავი დარღვევა, რაშიც მას ხელი შეუწყო საკანონმდებლო მოცემულობამ. დაცვის მხარეს არ გადაეცა რიგი მტკიცებულებები, (რომლებიც საქმეში „გამოჩნდა“ მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე 10 დღით ადრე) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონდარღვევით, (ჩატარდა გამოკითხვები ღამის საათებში, როდესაც არ არსებობდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა, საქმეზე არ მოხდა დოკუმენტების კანონისმიერი დამაგრება) სასამართლომ კი ეს ყოველივე დასაშვებ მტკიცებულებებად ცნო და საქმე გადასცა არსებითად განსახილველად. ამასთანავე, სასამართლომ განჩინებაში განმარტა, რომ იგი არათუ ვალდებული არამედ, უფლებამოსილიც კი არაა იმსჯელოს რიგი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე.
დაცვის მხარე, რომელიც თავის მხრივ ბუნებით უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფება ბრალდების მხარესთან მიმართებით, ამგვარი მოცემულობის ფარგლებში ფაქტობრივად მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს საკუთარი უფლებების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე დაცვის მხარეს „უმალავს“ მტკიცებულებებს და მხოლოდ მაშინ აჩენს მათ, როდესაც დაცვის მხარეს იურიდიული შესაძლებლობაც კი აღარ აქვს ჩაატაროს რაიმე საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, ბუნებრივად შეუძლებელია თანასწორობას, შეჯიბრებითობასა და სამართლიან სასამართლოზე გვქონდეს პრეტენზია და ამბიცია.
28.08.2019 წელს სასამართლომ მოცემული საქმე გადასცა არსებითად განსახილველად და არსებითი განხილვის პირველი სხდომა ჩაინიშნა 10.09.2019 წელს. დაცვის მხარეს არც მოცემული საოქმო განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა არ მისცემია.
დარღვევები, რომლებზეც ზემოათ ვისაუბრეთ სათავეს იღებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემდეგი მუხლებიდან:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება - წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს - მიხეილ ხაინდრავას ართმევს შესაძლებლობას, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებობის ცნობის შესახებ გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - წინასასამართლო სხდომის მოსამართლე წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 ნაწილი - არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადება - თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში - მიხეილ ხაინდრავას ართმევს უფლებას, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინება - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ - გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის - სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის ვალდებულებას დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ართმევს მიხეილ ხაინდრავას უფლებას, ჰქონდეს და გაცნობილი იყოს მის მიმართ მიმდინარე საქმის მასალებს სრულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის - ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს არსებული მასალის დაცვის მხარისთვის სრული მოცულობით გადაუცემლობის შემთხვევაში გადაუცემელი მასალის (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას მიხეილ ხაინდრავას ართმევს უფლებას, მისი საქმიდან ამორიცხული იქნას მტკიცებულებები, რომლებიც კანონდარღვევით იქნა მოპოვებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ვალდებულებას მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ ართმევს მიხეილ ხაინდრავას უფლებას, მისი საქმიდან ამორიცხული იქნას მტკიცებულებები, რომლებიც კანონდარღვევით იქნა მოპოვებული.
საქმეში არსებული გარემობები და სამართლებრივი შეფასებები უტყუარად ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ მიხეილ ხაინდრავა არის სათანადო სუბიექტი/მოსარჩელე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის მე-31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადებით; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებითა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სახეზე არ გვაქვს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, შესაბამისად, არ დგას საკითხი ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის შესახებ, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ არ არსებობს როგორც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, ისე სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების სამართლებრივი საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების/საოქმო განჩინების - მტკიცებულებათა დასაშვებობის ცნობის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
სადავოდ გამხდარი მოცემული ნორმების ნორმატიული შინაარსი გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების/საოქმო განჩინების - მტკიცებულებათა დასაშვებობის ცნობის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილების/საოქმო განჩინების გასაჩივრების შეუძლებობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს.”[1]
ცხადია, რომ კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ამ უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის არსებობა, სხვაგვარად უფლება, როგორც ასეთი, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, უფლება–თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოს ხელმისაწვდომობის არარსებობა ან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის ასევე იმ უფლებას, რომლის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს სასამართლოსადმი მიმართვა. ამასთანავე, სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლების დარღვევაზე რეაგირების ეფექტური საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელმისაწვდომობა სამართლიან სასამართლოზე, როგორც უფლება, იქცევა ფიქციად და მიიღებს მხოლოდ თეორიულ სახეს. საბოლოო ჯამში, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლება–თავისუფლებათა სრულ რეალიზაციასა და ადეკვატურ დაცვას ემსახურება, სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს უფლებას. ... „ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.“[2]
„სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადების მხრიდან. გამჭვირვალე, სრულყოფილი, ადეკვატური და საკმარისი პროცედურები უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივ აღიარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სასამართლოსადმი და, საბოლოო ჯამში, მთლიანად ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და განმტკიცებისათვის.“[3]
სასამართლოს აღნიშნული განმარტებები ცალსახად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის მნიშვნელობა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.“[4]
კანონმდებელს გააჩნია ფართო მიხედულება, საპროცესო წესრიგს დაუქვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია, თუმცა ამ პროცესში უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები აუცილებლობის პროპორციულად უნდა იქნეს გამოყენებული. კანონმდებელი ვალდებულია, საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი მექანიზმების შემოღებით უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და მეორე მხრივ, მომეტებულად არ შეზღუდოს უფლება.“[5]
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წლების მანძილზე გაკეთებული განმარტებები ცალსახად ასახავს გასაჩივრების უფლების მნიშვნელობას სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის.
დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამერიკული მოდელიდან გვაქვს აღებული. ფედერალური სასამართლოების მიერ არაეთგზისაა განმარტებული, რომ „წინასასამართლო სხდომის ჩატარების მიზანია, განსაზღვროს და დაადგინოს არსებობს თუ არა “გონივრული მიზეზი” (reasonable cause) იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.[6] “წინასასამართლო სხდომას აგრეთვე აქვს ინფორმირების ფუნქცია, ბრალდებული გებულობს თუ რა ინფრომაცია (მტკიცებულებები) არსებობს მის წინააღმდეგ და რაში ედება ბრალი”. [7] თუმცა, “ მთავარი მიზანი წინასასამართლო სხდომის არის, წარმოჩნდეს არსებობს თუ არა კანონის დაცვით მოპოვებული არსებითი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული”. [8]წინასასამართლო სხდომა არსებითი სხდომის წინარე ეტაპია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა დაადგინოს არსებობს თუ არა „სავარაუდო მიზეზი“ (Probable cause),[9] რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც მას ბრალი წაუყენეს.[10] ძალაუფლების დაბალანსებისათვის და პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლისამართლებრივ დევნასთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებისათვის გამოიყენება წინასასამართლო სხდომა.[11]
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა დასაშვებობის გასაჩივრების მექანიზმს. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიასაც აქვს განმარტებები, „რომ პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ "წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი დაუშვებლად ძირითადი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, ანალოგიის პრინციპის გამოყენებით, უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერების საკითხზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და გამოიტანოს დასკვნები, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად და ამომწურავად ადგენს, ესა თუ ის სასამართლო გადაწყვეტილება თუ სად და რა ვადებში უნდა გასაჩივრდეს. მათ შორის, სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი ცალსახად უთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინება, ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე მიღებულ განჩინებას, იგი წარმოადგენს ცალკე პროცედურას და მისი გასაჩივრების წესი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. თუკი დავუშვებთ, რომ აღნიშნული განჩინება საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრდება, მაშინ შესაძლებელია საჩივარი მხარის (როგორც ბრალდების, ისე დაცვის) მიერ შეტანილი იქნეს იმ შემთხვევაშიც, როცა მტკიცებულებათა ნაწილი დაუშვებლად იქნება ცნობილი, მაგრამ საქმე მაინც გადაიგზავნება არსებითად განხილვისათვის. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განხილვის საკანონმდებლო პროცედურები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი არ არის, ხოლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით გასაჩივრების მექანიზმის ახლებურად დადგენა და განმარტება დაუშვებელია. ამრიგად, როგორც მოქმედი კანონმდებლობიდან, ისე დღემდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებლობის თაობაზე, საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. (23 .01.2015 წ. განჩინება #1გ- 71)"
საქართველოს პარლამენტის პოზიცია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხში, სავარაუდოდ, მიმართული იქნება იმ მოსაზრებისკენ, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ არ არის შემაჯამებელი ხასიათის და არსებითი განხილვის მოსამართლე არაა შებოჭილი მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შემდეგ მისი გაზიარების ვალდებულებით. სასამართლოებს არაერთგზის განუმარტავთ და ამ პოზიციას არც ჩვენ ვუარყოფთ, რომ „მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა“ განსხვავდება „მტკიცებულების არ გაზიარებისგან“. ზოგადი წესია, რომ საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე, მისთვის (საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლისათვის) „დასაშვებია“ ყველა ის მტკიცებულება, რაც დასაშვებად ცნო (ანუ დაუშვებლად არ ცნო) წსს მოსამართლემ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე შეზღუდულია წსს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამა თუ იმ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის (დაუშვებლად არ ცნობის) შესახებ. მოსამართლე განაჩენის გამოტანის დროს (მნიშვნელობა არ აქვს გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი) აფასებს ყველა მტკიცებულებას, რომელსაც მხარეები წარადგენენ და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რა დროსაც მოსამართლე უფლებამოსილია განაჩენში იმსჯელოს იმის შეახებ, თუ რომელ მტკიცებულებას იზიარებს და რომელს არა. ანუ ფაქტობრივად, როდესაც არსებითად განმხილველი მოსამართლე არ გაიზიარებს რომელიმე მტკიცებულებას განაჩენის გამოტანის დროს და იმსჯელებს ამის შესახებ განაჩენში, ამით იღებს გადაწყვეტილებას ამ მტკიცებულების „ფაქტობრივი დაუშვებლობის“ თაობაზე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ წსს მოსამართლეს გამოაქვს ცალკე განჩინება ამა თუ იმ მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე, ხოლო არსებითად განმხილველი მოსამართლე მტკიცებულებათა „ფაქტობრივი დასაშვებობის“ თაობაზე (ანუ იმის თაობაზე გამოიყენოს თუ არა ესა თუ ის მტკიცებულება განაჩენის საფუძვლად) მსჯელობს განაჩენის გამოტანისას, განაჩენშივე, ცალკე გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, ანუ საპროცესო კანონმდებლობა ადგენს, რომ მხოლოდ ის „მტკიცებულებაა“ „მტკიცებულება“, რომელსაც სასამართლო იყენებს განაჩენის დადგენის საფუძვლად და ამ დროს საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამა თუ იმ „მტკიცებულების“დასაშვებად ცნობის თაობაზე.
თუმცა აქ აუცილებლად შესაფასებელი გარემოებაა ის, რომ წინასასამართლო სხდომის მთავარი არსი და დანიშნულება მდგომარეობს სწორედ დაუშვებელი მტკიცებულებების საქმიდან ამორიცხვაში. თუ საკითხს დავსვამთ იმგვარად, რომ წინასასამართლო სხდომის დროს „გაპარული ხარვეზი“ საქმის არსებითი განხილვის სტაიაზე „გამოსწორებადია“, მაშინ ზოგადად წინასამართლო სხდომის ეტაპის არსებობას ეკარგება აზრი. თუკი ჩვენ საწყის ეტაპზევე ვუშვებთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე შესაძლებელია მიღებული იქნას უკანონო გადაწყვეტილება იმგვარად, რომ მხარეს არ ჰქონდეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, ვიღებთ მოცემულობას, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპი ხდება უფუნქციო მტკიცებულებათა დასაშვებობის განხილვის ნაწილში. სამწუხაროდ, საერთო სასამართლოები ბოროტად იყენებენ დღევანდელ საკანონმდებლო მოცემულობას და დასაშვებად მიიჩნევენ მტკიცებულებებს, რომლებიც თავისი არსით ვერ პასუხობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით - გათვალისწინებულ მოთხოვნას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოპასუხე მხარის პოზიცია, სავარაუდოდ, ის იქნება, რომ არსებითი განხილვის მოსამართლე არაა შებოჭილი წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გაზიარების ვალდებულებით, თუმცა აღნიშნული არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბრალდებულს წაერთვას უფლება დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გასაჩივრების. აღნიშნული გამომდინარეობს რამდენიმე გარემოებიდან:
1. დაუშვებელი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს ეძლევა მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, რომელიც წინასასამართლო სხდომის არსებით სხდომაში გადაზრდის ფორმალურ საფუძვლებს წარმოშობს, რაც თავის მხრივ დაცვის მხარის მხრიდან ვერ საჩივრდება.
2. დაუშვებელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ირღვევა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებით განხილვაში გადაზრდილი პროცესის შემთხვევაში პირი ბრალდებულის სტატუსის ქვეშ იმყოფება, რამაც პარალელურად შეიძლება გამოიწვიოს მრავალი უფლების შეზღუდვა. მაგალითად, გაგრძელდეს მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენება, ყადაღადადებული იყოს მისი ქონება, ჩამორთმეული ნივთები არ დაუბრუნდეს პროცესის დამთავრებამდე, აეკრძალოს ან შეეზღუდოს ქვეყნის დატოვების უფლება, ჩამოერთვას მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები ან/და მის მიმართ გამოყენებული იქნას სხვა საპროცესო ღონისძიების ისეთი მზღუდავი სახე, რომელიც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებებს.
3. დაუშვებელი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ალბათობის უფრო მაღალი ხარისხით შეიძლება დაირღვეს ეკონომიურობის პრინციპი. აღნიშნული გამოიხატება იმაში, რომ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა შესაძლოა საფუძველს იძლეოდეს წსს-ს არსებით განხილვაში გადაზრდისა. გარდა ამისა, შესაძლოა არსებით განხილვაში საქმის გადაზრდის საფუძველი არსებობდეს ამ დაუშვებელი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაშიც, თუმცა გასაჩივრების არარსებობის პირობებში მაინც დაირღვეს ეს პრინციპი, რადგან დაუშვებელი მტკიცებულებები სასამართლოს მხრიდან სავალდებულო წესით უნდა იქნას გამოკვლეული. (გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მხარეები მის უდავოობაზე შეთანხმდებიან ან მხარე თავად ამორიცხავს მოცემულ მტკიცებულებას მტკიცებულებათა ნუსხიდან.)
4. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ არსებითი განხილვის მოსამართლე სავალდებულო წესით გაითვალისწინებს აღნიშნულ მტკიცებულებას, რითაც აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა ბრალდებულის მიმართ. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ გასაჩივრების არასებობის შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომა შეიძლება უკანონოდ გადაიზარდოს არსებითი განხილვის სხდომაში, რა დროსაც გამამართლებელი განაჩენი რომც გამოვიდეს, ბრალდებულის მიმართ ბრალდების მხარეს ექნება შესაძლებლობა 2 ინსტანცია ასაჩივროს აღნიშნული განაჩენი და საბოლოო შედეგი პირის გამართლება რომც იყოს, პირს დაახლოებით 2 წელი მაინც მოუწიოს სასამართლოს დარბაზებში სიარული.
5. დაუშვებელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, არსებითი განხილვის მოსამართლე, რა თქმა უნდა, არაა ვალდებული გაიზიაროს აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობა, თუმცა მოსამართლე ვალდებულია გამოიკვლიოს აღნიშნული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან მის უდავოდ ცნობაზე. შესაბამისად, მოსამართლე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ვალდებულია გამოიკვლიოს აღნიშნული მტკიცებულება, რამაც მოსამართლის შინაგან რწმენაზე შესაძლოა არსებითი ზეგავლენა მოახდინოს. წინასასამართლო სხდომის უმთავრესი ფუნქცია ხომ ისაა, რომ „გაცხრილოს“ დაუშვებელი მტკიცებულებები საქმიდან, რითაც შეაფასებს, თუ რამდენად არსებობს საქმის არსებითი განხილვისთვის გადასაცემი ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ არ მოხდეს ბრალდებულის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და ამავდროულად თავიდან იქნას აცილებული საქმის გაჭიანურება და სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო რესურსების უაზრო ფლანგვა.
6. გაუმართლებელია სამართლებრივად არათანაზომიერი მიდგომა ერთგაროვან უფლებათა შეფასებაში. თუკი კანონმდებელი შესაძლებელს ხდის, გასაჩივრდეს დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებები, მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასევე გაასაჩივრონ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებები, რადგან ორივე მათგანი ემსახურება წინასასამართლო სხდომის საქმისწარმოების ეტაპის ძირითად არსს და დანიშნულებას - არსებით განხილვაზე არ იქნას დაშვებული კანონის დარღვევით მოპოვებული, არარელევანტური ან სათანადო წესით შეუდგენელი მტკიცებულება/მტკიცებულებები. სისხლის სამართალწარმოებაში სამივე ეტაპს თავისი პირდაპირი დანიშნულება აქვს, თუმცა ამ სამი ეტაპიდან მხოლოდ ორ მათგანს აქვს სასამართლო ზედამხედველობის მექნიზმი, კერძოდ, აღკვეთი ღონისძიების სხდომაზე მიღებული განჩინება საჩივრება სააპელაციო წესით, არსებითი განხილვის დროს გამოტანილი განაჩენი - სააპელაციო და საკასაციო წესით. მხოლოდ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გამოტანილი განჩინება რჩება გასაჩივრების უფლების გარეშე, რადგან მისი ცალკე ან შემაჯამებელ განაჩენთან ერთად გასაჩივრება დაუშვებელია. კანონმდებლის ლოგიკა სწორია იმ ნაწილში, როცა იგი განაჩენთან ერთად საოქმო განჩნების გასაჩივრების შესაძლებლობას არ უშვებს, რადგან ამ დროისთვის აზრს მოკლებული იქნება საჩივარი, თუმცა, არ მოიძებნება წონადი არგუმენტი იმისა, რომ წინასასამართლო სხდომაზე გამოტანილი განჩნება მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ არ გასაჩივრდეს.
კანონმდებელს წინასასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინებიების მიმართ არასისტემური მიდგომა აქვს, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. წარმოდგენილი კონკრეტული საქმიდანაც ნათლად ჩანს, რომ სასამართლო შესაძლოა გათამამდეს გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციის რევიზიის არარსებობის მექანიზმისდა გამო და იმგვარი მტკიცებულებები ცნოს დასაშვებად, რაც არც ერთი სტანდარტით არ არის მხარდაჭერილი და ლახავს ბრალდებულის უფლებებს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ჩვენი პრაქტიკიდან გვაქვს არაერთი სამწუხარო მაგალითი. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლოს სამართალწარმოების ენად არაერთგზის მიუჩნევია ლათინური დამწერლობით შედგენილი დოკუმენტები, ასევე, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლოს შინაარსობრივ კვლევად ჩაუთვლია ისეთი გარემოებები, სადაც პროკურორის მხრიდან უდავოდ არ ყოფილა გამხდარი გარემოებები, რომ ამოცნობის დროს ერთი და იგივე საგნები ერთსა და იმავე პირს არაერთგზის წარუდგინეს სხვადასხვა ამოცნობის დროს და აღნიშნული დასაშვებ მტკიცებულებად უცვნია სასამართლოს. სამწუხაროც კი აღარ შეიძლება დაერქვას სასამართლოს მხრიდან ბრალდების მხარის იმ პოზიციის გაზიარებას, რომ ბაზარზე შეიძლება რაღაც ნივთების მოძიება ვერ ხდებოდეს და სწორედ ამიტომ კანონდარღვევით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კანონიერად იქნას მიჩნეული. (იხ. 03.10.2019 წლის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პოზიცია N13/03-70082 და 03.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ვერსია). დაცვის მხარე ყოველდღიურად ვაწყდებით მსგავს პრობლემებს სასამართლოში.
თითქმის ყველა პროცესზე ჩვენი პოზიცია არის იმგვარი, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ დაცვის მხარე მინიმუმ იმის ღირსად მაინც ჩათვალოს, რომ თუ ჩვენი შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდება, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის კანონისმიერი საფუძვლები მაინც იქნას განმარტებული ჩვენთვის. თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში ამასაც კი ვერ ვაღწევთ.
სასამართლო იყენებს რა იმ გარემოებას, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და გადაწყვეტილებას არასოდეს ასაბუთებს.
კანონმდებლობა იცნობს იმგვარი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით არაა შემაჯამებელი ხასიათის, მაგრამ უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხიდან გამომდინარე, ხდება მისი გასაჩივრება. მაგალითად, ასეთია პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებული განჩინება მიუხედავად იმისა, რომ იგი არაა შემაჯამებელი ხასიათის, არსებითი განხილვისას სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით უქმდება იმისგან დამოუკიდებლად განაჩენი იქნება გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ყოველ 60 დღეში ერთხელ სავალდებულო წესით ხდება მისი კანონიერების გადასინჯვა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში კანონი გასაჩივრების უფლებას უკავშირებს არა მხოლოდ იმას სახეზეა თუ არა შემაჯამებელი ხასიათის გადაწყვეტილება, არამედ იმას თუ მოცემული გადაწყვეტილებით რამდენად ინტენსიურია ჩარევის ხარისხი პირის უფლებებში.
მოპასუხე მხარის მხრიდან შესაძლოა მითითება იყოს იმაზეც, რომ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გასაჩივრება გამოიწვევს სასამართლოების გადატვირთულობას, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება საკმარისად დასაბუთებული. თუ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა არ იარსებებს, მაშინ არ იარსებებს რეალური კონტროლის მექანიზმი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმების შესახებ. აღნიშნულით საერთოდ არსი ეკარგება წინასასამართლო სხდომის ერთ-ერთ და მთავარ ფუნქციას - განსაზღვროს დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხა. ამასთანავე, წინასასამართლო სხდომის ეტაპის ერთ-ერთი ფუნქცია ისაა, რომ სწორედ დაუშვებელი მტკიცებულებები „ჩამოაშოროს“ საქმეს და არსებითი განხილვისას განტვირთოს სასამართლო დაუშვებელი მტკიცებულებების კვლევისგან.
„სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაოს მტკიცების წესი, რომელიც უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, კონკრეტული პირის სამართლიან მსჯავრდებას საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვას, მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ეფექტური პრევენციის და სამართლიანი სასამართლოს უზრუნელყოფის რეალური გარანტიების შექმნისათვის მტკიცებულების უკანონოდ მომპოვებელი სუბიექტისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის საკმარისი მექანიზმი. ამიტომ, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პროცესის მონაწილეების მხრიდან თვითნებობისგან შემაკავებელ ქმედით მექანიზმს.
მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმის საკანონმდებლო წესით განსაზღვრა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, კრძალავს მხარეების მიერ საკუთარი საპროცესო ინტერესების რეალიზაციას სხვა პირთა ღირსების და კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლება-თავისუფლებების უკანონო ხელყოფის ხარჯზე.“[12]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა მცდელობა იმის, რომ საქართველოს კონსტიტუციის იმ დროს მოქმედ 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტს ჰქონოდა უშუალოდ მოქმედი ძალა, კერძოდ იმ ნაწილში, რომ თუ კონკრეტული ნორმა არ ითვალისწინებს უშუალო აკრძალვას გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით, პირს ჰქონოდა შესაძლებლობა, საერთო სასამართლოებისთვის მიემართა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული განმარტება საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა 27.07.2018 წლის საოქმო ჩანაწერში №2/10/1264 საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - მე-20 პუნქტში „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად."[13] დაცვის მხარემ სცადა ზემოაღნიშნული საოქმო ჩანაწერის საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრება, თუმცა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება არ გაიზიარა. ერთ - ერთ საქმეზე (05.12.2018 წლის თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განჩინებაზე N1/14-18) დაცვის მხარემ გაასაჩივრა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ. (მოცემული საჩივარი ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს . იხ. 10.12.2019 წლის სააპელაციო საჩივარი). მოცემულ საჩივარში დაცვის მხარემ გასაჩივრების საფუძვლად მიუთითა იმ მტკიცებულებით სტანდარტზე, რომელიც საქმეში არსებობდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 27.07.2018 წლის საოქმო ჩანაწერით დადგენილ სტანდარტზე. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 14.12.2018 წლის განჩინებით საქმეზე N1გ/1397 (აღნიშნული განჩინება ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს) დაცვის მხარის საჩივარი დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად გადაცემის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. განჩინების მე-3 გვერდზე, განჩინების აღწერილობით ნაწილში სასამართლომ მიუთითა კიდეც იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარე გასაჩივრების უფლებაზე მითითებას აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განჩინების მე-4 და მე-5 გვერდებზე განმარტა, რომ „სააპელაციო საჩივრის საგანს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ სს დევნის შეწყვეტის განჩინება და არამც და არა სს დევნის შეწყვეტაზე უარის თქმის განჩინება. .... სსსკ-ის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. ამ უფლებას ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.“
საკონსტიტუციო სასამართლომ 14.12.2018 წლის გადაწყვეტილების №1/4/809 - საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტში მიუთითა შემდეგზე: "ბრალდების მხარისაგან მტკიცებულების გამოთხოვასთან დაკავშირებით დაცვის მხარე სასამართლოს ვერ მიმართავს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი შუამდგომლობათა დაყენებას უშვებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პირდაპირაა გათვალისწინებული კოდექსით, ხოლო კოდექსი 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ბრალდების ხელთ არსებული მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას არ ითვალისწინებს." ფაქტია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაახლოებით 5 თვეში თავადვე „აღიარა“, რომ მის მიერ 27.07.2018 წლის საოქმო ჩანაწერში №2/10/1264 დადგენილ სტანდარტს პრაქტიკაში სიცოცხლეუნარიანობა არ აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ დადგენილი პრაქტიკა და წინასასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარე კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება/საოქმო განჩინება - მტკიცებულებათა დასაშვებობის ცნობის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად უთითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მხარეს ჰქონდეს წინასასამართლოს სხდომის მოსამართლის განჩინების - მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობა. დღევანდელი სამწუხარო რეალობა ნათლად გვაჩვენებს, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობით წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლო ხელოვნურად იქმნის „მტკიცებულებათა ერთობლიობას“ ალბათობის მაღალი ხარისხის შესაქმნელად, რაც თავის მხრივ დაცვის მხარის მხრიდან არ საჩივრდება.
მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიულ შინაარსს არ გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აღნიშნული სახეზე რომც იყოს, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი მაინც ვერ პასუხობს, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობით დადგენილ კრიტერიუმებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინების - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობას, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით:
სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის მიხედვით გამოირიცხება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინების - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ - გასაჩივრების შესაძლებლობა. აღნიშნულით უხეშად ილახება ბრალდებულის უფლება სამართლიან სასამართლოზე.
როგორც მტკიცებულებათა დასაშვებობის გასაჩივრების შეუძლებლობის კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობისას აღვნიშნეთ, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინება - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ არაა შემაჯამებელი ხასიათის, თუმცა აღნიშნული არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბრალდებულს წაერთვას უფლება მისი გასაჩივრების. აღნიშნული გამომდინარეობს რამდენიმე გარემოებიდან:
1. საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შემდეგ საბოლოოდ პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც კი სასამართლო იქნება ვალდებული გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც თავისთავად გარკვეული დრო და მნიშვნელოვანი სასამართლო რესურსი დასჭირდება.
2. საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შემთხვევაში ირღვევა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებით განხილვაში გადაზრდილი პროცესის შემთხვევაში პირი ბრალდებულის სტატუსის ქვეშ იმყოფება, რამაც პარალელურად შეიძლება გამოიწვიოს მრავალი უფლების შეზღუდვა. მაგალითად, გაგრძელდეს მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენება, ყადაღადადებული იყოს მისი ქონება, ჩამორთმეული ნივთები არ დაუბრუნდეს პროცესის დამთავრებამდე, აეკრძალოს ან შეეზღუდოს ქვეყნის დატოვების უფლება, ჩამოერთვას მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები ან/და მის მიმართ გამოყენებული იქნას სხვა საპროცესო ღონისძიების ისეთი მზღუდავი სახე, რომელიც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებებს.
3. გასაჩივრების არასებობის შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომა შეიძლება უკანონოდ გადაიზარდოს არსებითი განხილვის სხდომაში, რა დროსაც გამამართლებელი განაჩენი რომც გამოვიდეს, ბრალდებულის მიმართ ბრალდების მხარეს ექნება შესაძლებლობა 2 ინსტანცია ასაჩივროს აღნიშნული განაჩენი და საბოლოო შედეგი პირის გამართლება რომც იყოს, პირს დაახლოებით 2 წელი მაინც მოუწიოს სასამართლოს დარბაზებში სიარული.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონმდებლობა იცნობს იმგვარი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით არაა შემაჯამებელი ხასიათის, მაგრამ უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხიდან გამომდინარე, ხდება მისი გასაჩივრება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში კანონი გასაჩივრების უფლებას უკავშირებს არა მხოლოდ იმას სახეზეა თუ არა შემაჯამებელი ხასიათის გადაწყვეტილება, არამედ იმას თუ მოცემული გადაწყვეტილებით რამდენად ინტენსიურია ჩარევის ხარისხი პირის უფლებებში.
მოპასუხე მხარის მხრიდან შესაძლოა მითითება იყოს იმაზეც, რომ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გასაჩივრება გამოიწვევს სასამართლოების გადატვირთულობას, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება საკმარისად დასაბუთებული. თუ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა არ იარსებებს, მაშინ არ იარსებებს რეალური კონტროლის მექანიზმი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმების შესახებ. აღნიშნულით საერთოდ არსი ეკარგება წინასასამართლო სხდომის ერთ-ერთ და მთავარ ფუნქციას - განსაზღვროს არსებობს თუ არა ალბათობის მაღალი ხარისხი საქმის არსებით განხილვაში გადასაზრდელად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა მცდელობა იმის, რომ საქართველოს კონსტიტუციის იმ დროს მოქმედ 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტს ჰქონოდა უშუალოდ მოქმედი ძალა, კერძოდ იმ ნაწილში, რომ თუ კონკრეტული ნორმა არ ითვალისწინებს უშუალო აკრძალვას გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით, პირს ჰქონოდა შესაძლებლობა, საერთო სასამართლოებისთვის მიემართა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული განმარტება საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა 27.07.2018 წლის საოქმო ჩანაწერში №2/10/1264 საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - მე-20 პუნქტში „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად."[14] დაცვის მხარემ სცადა ზემოაღნიშნული საოქმო ჩანაწერის საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრება, თუმცა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება არ გაიზიარა. ერთ - ერთ საქმეზე (05.12.2018 წლის თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განჩინებაზე N1/14-18) დაცვის მხარემ გაასაჩივრა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ. (მოცემული საჩივარი ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს . იხ. 10.12.2019 წლის სააპელაციო საჩივარი). მოცემულ საჩივარში დაცვის მხარემ გასაჩივრების საფუძვლად მიუთითა იმ მტკიცებულებით სტანდარტზე, რომელიც საქმეში არსებობდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 27.07.2018 წლის საოქმო ჩანაწერით დადგენილ სტანდარტზე. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 14.12.2018 წლის განჩინებით საქმეზე N1გ/1397 (აღნიშნული განჩინება ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს) დაცვის მხარის საჩივარი დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად გადაცემის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. განჩინების მე-3 გვერდზე, განჩინების აღწერილობით ნაწილში სასამართლომ მიუთითა კიდეც იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარე გასაჩივრების უფლებაზე მითითებას აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განჩინების მე-4 და მე-5 გვერდებზე განმარტა, რომ „სააპელაციო საჩივრის საგანს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ სს დევნის შეწყვეტის განჩინება და არამც და არა სს დევნის შეწყვეტაზე უარის თქმის განჩინება. .... სსსკ-ის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. ამ უფლებას ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.“
საკონსტიტუციო სასამართლომ 14.12.2018 წლის გადაწყვეტილების №1/4/809 - საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტში მიუთითა შემდეგზე: "ბრალდების მხარისაგან მტკიცებულების გამოთხოვასთან დაკავშირებით დაცვის მხარე სასამართლოს ვერ მიმართავს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი შუამდგომლობათა დაყენებას უშვებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პირდაპირაა გათვალისწინებული კოდექსით, ხოლო კოდექსი 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ბრალდების ხელთ არსებული მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას არ ითვალისწინებს." ფაქტია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაახლოებით 5 თვეში თავადვე „აღიარა“, რომ მის მიერ 27.07.2018 წლის საოქმო ჩანაწერში №2/10/1264 დადგენილ სტანდარტს პრაქტიკაში სიცოცხლეუნარიანობა არ აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ დადგენილი პრაქტიკა და წინასასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარე კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის საოქმო განჩინება - არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის შესახებ, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიულ შინაარსს არ გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აღნიშნული სახეზე რომც იყოს, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი მაინც ვერ პასუხობს, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობით დადგენილ კრიტერიუმებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის ვალდებულებას დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტი და ყველა საპროცესო გადაწყვეტილება) არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს არსებული მასალის დაცვის მხარისთვის სრული მოცულობით გადაუცემლობის შემთხვევაში გადაუცემელი მასალის (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ვალდებულებას მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მტკიცებულების (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დასაშვებობის შესახებ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით:
„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მიზნად ისახავს პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფას. იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აერთიანებს პირის მრავალ საპროცესო შესაძლებლობასა თუ გარანტიას, მისი შემადგენელი უფლებრივი კომპონენტები შესაძლოა დაცული იყოს დასახელებული მუხლის სხვადასხვა პუნქტში. ამასთანავე, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგად რეგლამენტაციას და თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ უფლებრივ კომპონენტს, რომლებიც დაცული არაა ამავე მუხლის სხვა პუნქტებით, თუმცა სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია. ამგვარ უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რომელიც სწორედ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა.[15]
სსსკ-ის 83-ე მუხლის მიზანი მდგომარეობს შემდეგში:
1. შესაძლებლობა მისცეს მხარეებს მოემზადონ სასამართლო განხილვისათვის, ხელს უწყობს სასამართლო განხილვის ეფექტიანობას და ქმნის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან წინაპირობას.
2. თუ მხარისათვის უცნობია მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე წარსადგენი მტკიცებულებები, ის ვერ შეძლებს საკუთარი პოზიციის დაცვის ეფექტიანად განხორციელებას.[16]
სსსკ 83-ე მუხლი მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის ორ სახეს ითვალისწინებს: 1. ინფორმაციის გაცვლას მოთხოვნისამებრ რეჟიმში და 2. ინფორმაციის სავალდებულო წესით გაცვლას, რაც თავის მხრივ ორ ქვესახედ იყოფა: წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე გაცვლის ვალდებულება და ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე.
სსსკ-ის 83-ე მუხლი ითვალისწინებს მარტივ წესს და ადგენს იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად ყველა ინფორმაცია (სახელმწიფო საიდუმლოება, მათ შორის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გზით მოპოვებული ინფორმაცია და ა.შ.) სავალდებულო წესით უნდა გადაეცეს გასაცნობად მეორე მხარეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის განმარტებისას ლიტერატურაში განმარტებულია, რომ „83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაციის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ბრალდების ხელთ იმ მომენტისათვის არსებული მთელი ინფორმაციის დაუშვებლად გამოცხადებას და არა მხოლოდ იმ ნაწილის, რომლის გადაცემაც არ განხორციელდა. სსსკ გადაცემის ვალდებულებას უკავშირებს მხარის დისკრეციას, თავად ამოარჩიოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მტკიცებულებები, რომელთა გამოყენებას და წარდგენას აპირებს სასამართლოში. თუ მხარემ მოგვიანებით გადაიფიქრა და გადაწყვიტა სასამართლოში იმ ინფორმაციის წარდგენაც, რომელიც მოთხოვნის მომენტში მას გააჩნდა, მაგრამ არ აპირებდა მის გამოყენებას სასამართლოში, ვინაიდან ობიექტურად ვარაუდობდა უფრო მყარი მტკიცებულების მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შესაძლებელია ობიექტური გარემო პირობებით იქნეს გამოწვეული (მაგალითად. მოწმე რომლის ჩვენებასაც ელოდა ბრალდების მხარე, გარდაიცვალა ვიდეოფირი, რომლის მოპოვების იმედიც ობიექტურად ჰქონდა, ვერ იქნა დაძებნილი და ა.შ.) და არა ბრალდების მხარის არაკეთილსინდისიერი მანიპულირებით _ სსსკის თანახმად აღნიშნული ინფორმაცია, მის გადაცემაზე უარის თქმის მოტივის მიუხედავად, დაუშვებლად იქნება მიჩნეული იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე აღნიშნულ ინფორმაციას სასამართლოს და დაცვის მხარეს გაუცვლის წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. ვინაიდან ინფორმაცია დაუშვებელი ხდება იმ მომენტიდან, როდესაც ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მის გადაცემაზე დაცვის მხარისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოცალკევებული და დასრულებული სახით უკვე ამოღებული და დამაგრებული იყო საქმის მასალებში. შესაბამისად, თუ მოთხოვნის დაყენების მომენტში ბრალდების/დაცვის მხარეს მოპოვებული აქვს ერთიანი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი და დანარჩენის მოპოვების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, დაუშვებელი იქნება ის ნაწილი, რომელიც ობიექტურად ხელშესახები იყო და არსებობდა მოთხოვნის დაყენებისას.[17]
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარებში დაფიქსირებულია პროფესორთა მსგავსი მოსაზრებები, სასამართლო პრაქტიკამ აირჩია მანკიერი გზა და ნორმის არასწორი განმარტების შედეგად მივიდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი, მესამე და მეათე პუნტქების დარღვევამდე.
სადავოდ გამხდარ ნორმებს მიმართება აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტათან, რადგან სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში მოიცავს შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველყოფასაც.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 20.10.2016 წლის განჩინებით საქმეზე №1გ/1614-16წ. სასამართლომ პრაქტიკა დაადგინა, რომ დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არის საპროცესო გადაწყვეტილება, სასამართლო კი უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების (მაგ: ექსპერტიზის დასკვანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი და ა. შ) დასაშვებობის თაობაზე. სასამართლოს მსგავსი განმარტება სრულიად აცდენილია შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის მოთხოვნებს, რადგან თავის მხრივ დაცვის მხარეს მნიშვნელოვნად უზღუდავს რიგი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას. როდესაც დაცვის მხარე არაა ინფორმირებული, რომ მის მიმართ ბრალდების მხარე ატარებს ექსპერტიზას, იგი კარგავს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, შესაძლოა დაცვის მხარე ირჩევდეს პასიურ დაცვას და არ ჩაატაროს რიგი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, თუმცა ბრალდების მხარის მხრიდან ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ჰქონდეს სურვილი განახორციელოს ალტერნატიული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულის შესაძლებლობა კი ერთმევა დაცვის მხარეს, როცა მას უმალავენ მტკიცებულებას და წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე დგება ფაქტის წინაშე.
28.08.2019 წლის განჩინებაში სასამართლომ დააციტირა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 20.10.2016 წლის განჩინება საქმეზე №1გ/1614-16წ და განმარტა, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა(უმთავრესად, კოდექსი) წარმოადგენს სისხლის საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმათა ერთობლიობას.
ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს:
_ საპროცესო გადაწყვეტილება,
_ საპროცესო მოქმედება, და
_ საგამოძიებო მოქმედება.
საპროცესო გადაწყვეტილება არის პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე, მაგ.: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება, ან გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების შესახებ დადგენილება, ან ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება და სხვა ანალოგიური საპროცესო გადაწყვეტილებებია.
საპროცესო მოქმედება არის პროცესის მწარმოებელი პირის ნებისმიერი მოქმედება რომელიც არ არის საპროცესო გადაწყვეტილება ან/და საგამოძიებო მოქმედება. მაგ.: პოლიციის თანამშრომლის პატაკი (განსხვავებით ამ თანამშრომლის დაკითხვისაგან, რომელიც(დაკითხვა) საგამოძიებო მოქმედებაა, ხოლო დაკითხვის ოქმი(ჩვენება) მტკიცებულებაა), მაგ.: გამომძიებლის მიმართვა ექსპერტისადმი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ (განსხვავებით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებისა, რომელიც საპროცესო გადაწყვეტილებაა, ხოლო ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებაა), მაგ.: ექსპერტის წერილი(მიმართვა) გამომძიებლისადმი უკვე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გადაგზავნის შესახებ (განსხვავებით ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც(ექსპერტიზის ჩატარება) საგამოძიებო მოქმედებაა, ხოლო ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებაა), მაგ.: პირისათვის ბრალდების წარდგენა (ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობა და მისთვის დადგენილების ასლის გადაცემა (განსხვავებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანისა (რომელიც საპროცესო გადაწყვეტილებაა) და სხვა ანალოგიური.
საგამოძიებო მოქმედება არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვებისაკენ. მტკიცებულებაა ნებისმიერი დოკუმენტი(მათ შორის, ჩვენება), საგანი, ნივთი, ან ნივთიერება, რომელთა მეშვეობითაც მხარეები ამტკიცებენ, ხოლო სასამართლო ადგენს პირის უდანაშაულობას, ნაკლებ ბრალს, ან ბრალეულობას, ან/და გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, სასჯელის სახესა და ზომაზე. ანუ მტკიცებულებაა ნებისმიერი დოკუმენტი(მათ შორის, ჩვენება), საგანი, ნივთი, ან ნივთიერება, რომელთა მეშვეობითაც მხარეები ამტკიცებენ, ხოლო სასამართლო ადგენს მტკიცების საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს ქმედების სუბიექტის, სუბიექტური მხარის ობიექტის ან/და ობიექტური მხარის შესახებ.
საპროცესო მოქმედების ცნება გამოიყენება უფრო ფართო გაგებითაც და იგი ამ თვალსაზრისით მოიცავს საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოქმედებებსაც და საგამოძიებო მოქმედებებსაც. ანუ, ფართე გაგებით, პროცესის მონაწილეთა ნებისმიერი მოქმედება საპროცესო მოქმედებაა, მაგრამ მათგან მხოლოდ ნაწილია საგამოძიებო მოქმედება, რაც ზემოთ აღინიშნა. ანუ, ყველა საგამოძიებო მოქმედება და საპროცესო გადაწყვეტილება ამავე დროს საპროცესო მოქმედებაა, ხოლო საპროცესო მოქმედებებიდან მხოლოდ ის მოქმედებებია საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვებისაკენ და რომლებიც ტარდება მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით. საგამოძიებო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე საგამოძიებო ორგანოსა და სხვა რაიმე ორგანიზაციას შორის მიწერ-მოწერა არ წარმოადგენს მტკიცებულებას. მტკიცებულებას განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ვიდეო-ჩანაწერი, შესაბამისად, მოსამართლეს შეეძლო ემსჯელა მხოლოდ ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობაზე. ზოგადად არასწორად მიმაჩნია დამკვიდრებული პრაქტიკა წერილების(ვთქვათ ექსპერტისათვის მიმართვის წერილი, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება ან/და ვთქვათ რაიმე ორგანოსათვის მიმართვის წერილი და ა. შ) დაუშვებლობაზე მსჯელობის შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნე ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საპროცესო მოქმედება, საპროცესო გადაწყვეტილება და საგამოძიებო მოქმედება. მოსამართლე უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების (მაგ: ექსპერტიზის დასკვანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოსაცნობად წარდგენის ოქმი და ა. შ) დასაშვებობის თაობაზე. (იხ. 28.08.2019 წლის განჩინება გვ.6)
სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ და შემდგომში წინასასამართლო სხდომის განმხილველმა სასამართლომ აგვარად წაიკითხა ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები. ჩვენ პროცესზეც ვუთითებდით აღნიშნულის თაობაზე და აქაც აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება იმსჯელოს მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული თითოეული სავარაუდო მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ არ დაიტოვოს შეფასების დიაპაზონი ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებობისას. გაუგებარია რატომ შუამდგომლობს ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლოს წინაშე „საპროცესო დოკუმენტებისა“ და „საპროცესო გადაწყვეტილებების“ მტკიცებულებად დამტკიცების შესახებ თუ ის თავისი არსით არ წარმოადგენს მტკიცებულებას. ამასთანავე, გაუგებარია არსებითი განხილვის სხდომაზე გარდა მტკიცებულებებისა, რის გამოკვლევას ახორციელებს სასამართლო თუ „საპროცესო დოკუმენტები“ და „საპროცესო გადაწყვეტილებები“ მტკიცებულებები არაა. ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შექმნა მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც თავად სისხლის სამარლის საპროცესო კოდექსიდანაც კი არ გამომდინარეობს. ამ ყოველივეს დასადასტურებდალ ისიც კი გამოდგება, რომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2009 წლამდე მოქმედი საპროცესო კოდექსიდან გადმოიტანა ცნებები იმგავარდ, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მას არც კი განმარტავს და მოიზარებს.
ამ ყოველივესთან ერთად სამწუხარო ისიცაა, რომ საერთო სასამართლოების ვექტორი ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ ბრალდების მხარის უკანონო და უფრო მეტიც, სამარცვინო ქმედებები როგორმე კანონმდებლობის ჩარჩოებში მოაქციოს და მას კანონიერი დაარქვას. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ცდილობდეს იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, იგი ბრალდების მხარეს უთითებს, რომ დიახ, მას აქვს უფლება დაცვის მხარეს არ გადასცეს დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
ეს ყოველივე ნათლად უთითებს იმაზე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს და წინააღმდეგობაშია საქართველოს კოსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიულ შინაარსს არ გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აღნიშნული სახეზე რომც იყოს, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი მაინც ვერ პასუხობს, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობით დადგენილ კრიტერიუმებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის ვალდებულებას დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტი და ყველა საპროცესო გადაწყვეტილება) არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს არსებული მასალის დაცვის მხარისთვის სრული მოცულობით გადაუცემლობის შემთხვევაში გადაუცემელი მასალის (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ვალდებულებას მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მტკიცებულების (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დასაშვებობის შესახებ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით:
„სამართლიანი სასამართლოს უფლება, სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე მოიცავს დაცვის უფლებას. აღნიშნული უფლების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია სისხლის სამართლის პროცესში, რადგან დაცვის მხარეს აღჭურავს შესაბამისი საპროცესო ინსტრუმენტით, რათა მან ბრალდების პოზიციას დაუპირისპიროს კონტრარგუმენტები, გამამართლებელი მტკიცებულებები და სასამართლო პროცესი წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შესაბამისად. დაცვის უფლება იმავდროულად დამოუკიდებელი კონსტიტუციური გარანტიაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნორმა მართალია არ არღვევს სასამართლო პროცესში თანასწორობის პრინციპს ან სამართლიანი სასამართლოს სხვა კომპონენტს, თუმცა მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის შესაძლებლობას დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან.“ [18]
„სისხლის სამართალწარმოებაში დაცვის უფლება, ბრალდებულისათვის მინიჭებულ სხვა საპროცესო გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბრალდებულის ხელთ არსებული შესაძლებლობების დამაბალანსებელ ინსტრუმენტს. სისხლისსამართალწარმოებაში მხარეს, ერთი მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფო, რომელიც წარმართავს გამოძიებას მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსებითა და უფლებამოსილებით, ხოლო მეორე მხრივ – ბრალდებული, რომლის შესაძლებლობები (მათ შორის ფინანსური, ადამიანური რესურსები), როგორც წესი, შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შორის არსებული ობიექტური სხვაობა კომპენსირებული უნდა იყოს დაცვის მხარისათვის მინიჭებული სხვადასხვა საპროცესო ინსტრუმენტებით იმგვარად, რომ ბრალდებული არ აღმოჩნდეს არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში ბრალდების მხარესთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა შეიტანოს ეჭვი ბრალდების დასაბუთებულობაში და ამისთვის ჰქონდეს წვდომა ინფორმაციისადმი. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტორივი გარემოებებითაც) და უკავშირდება კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში.“ [19]
„დაცვის უფლების გარანტირებით კონსტიტუცია მიზნად ისახავს, პირის მსჯავრდების პრევენციას უსამართლო სამართალწარმოების შედეგად. შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფარგლებში აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხარეთათვის პირველ რიგში მტკიცებულებათა მოპოვების და წარდგენის მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებით. სწორედ ამიტომ ბრალდებულს აქვს პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის უფლება – შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე სამართლებრივი დახმარება, გააჩნია ბრალდების თანასწორი უფლებები, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დაცვის მხარის მიერ ბრალდებისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა სხვადასხვა პროცედურული ინსტრუმენტებით.“[20]
„სასამართლომ დაცვის უფლების კონტექსტში განცალკევებით შეაფასა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც დაცვის მხარეს უზღუდავდა გარკვეული ტიპის მტკიცებულებათა მოპოვებას და დაადგინა, რომ, მართალია, მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში მხარეთა უფლებების თანასწორობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, თუმცა მტკიცებულებათა მოპოვების უფლება, თანასწორობის ელემენტისგან განცალკევებით, მხარის პოზიციის დასაბუთების მიზნით გარანტირებულია კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით. მხარეთა შორის თანასწორობა თავიდანვე პირობადებულია ამ პრინციპის ფარდობითი ხასიათით და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარების მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა“.[21]
საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განმარტებები ნათლად ადასტურებს დაცვის უფლების მნიშვნელოვნებას სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის.
უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის კონსტიტუციური გარანტია, ასევე, იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რომ უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კანონის დამრღვევი ქმედებების პრევენცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მახინჯი პრაქტიკით ირღვევა დაცვის უფლება. სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემის ვალდებულება და წინასასამართლო სხდომის მოსამართლე არათუ ვალდებული, არამედ უფლებამოსილიც კი არაა, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მტკიცებულების (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დასაშვებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული განჩინებით სასამართლომ თქვა, რომ ბრალდების მხარეს შეუძლია დაცვის მხარეს დაუმალოს ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. უფრო მეტიც, სასამართლოს ამგვარი პრაქტიკით ბრალდების მხარეს აქვს შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარეს ბრალის შესახებ დადგენილებაც კი არ გააცნოს.
დაცვის უფლება მნიშვნელოვნად ილახება, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს წვდომა საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც დაცვის მხარე არაა ინფორმირებული, რომ მის მიმართ ბრალდების მხარე ატარებს ექსპერტიზას, იგი კარგავს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ არღვევს დაცვის უფლებას. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, შესაძლოა დაცვის მხარე ირჩევდეს პასიურ დაცვას და არ ჩაატაროს რიგი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, თუმცა ბრალდების მხარის მხრიდან ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ჰქონდეს სურვილი განახორციელოს ალტერნატიული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულის შესაძლებლობა კი ერთმევა დაცვის მხარეს, როცა მას უმალავენ მტკიცებულებას და წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე დგება ფაქტის წინაშე.
არსებობს რიგი მტკიცებულებები, რომელთა დაუშვებლად ცნობის ინტერესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად დაცვის მხარესაც შეიძლება არ ჰქონდეს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ სასამართლო ყველა „საპროცესო დოკუმენტისა“ და ყველა „საპროცესო გადაწყვეტილების“ დასაშვებობაზე მსჯელობისას აბსოლუტურად შეზღუდული იყოს იმსჯელოს მისი დასაშვებობის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიულ შინაარსს არ გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აღნიშნული სახეზე რომც იყოს, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი მაინც ვერ პასუხობს, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობით დადგენილ კრიტერიუმებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის ვალდებულებას დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტი და ყველა საპროცესო გადაწყვეტილება) არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს არსებული მასალის დაცვის მხარისთვის სრული მოცულობით გადაუცემლობის შემთხვევაში გადაუცემელი მასალის (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის - იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ვალდებულებას მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მტკიცებულების (მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების) დასაშვებობის შესახებ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. სსსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება არა მხოლოდ სისხლის საპროცესო კოდექსის თვალსაზრისით მტკიცებულების მოპოვება, არამედ უკვე მოპოვებული მტკიცებულების ფიქსაცია/დამაგრება საპროცესო ნორმების შესაბამისად. მტკიცებულება უკანონოა მაშინაც, როდესაც იგი მოპოვებულია კოდექსის დაცვით, თუმცა დარეულია მახირსათვის კანონით დადგენილი გაცვლის წესი ანდაც მისი საქმეზე დამაგრების საკანონმდებლო დანაწესი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მტკიცებულების მოპოვების კანონიერების საკითხზე უკვე იმსჯელა და ცალსახად, არაორაზროვნად განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად, კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუშვებელია პირის სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაოს მტკიცების წესი, რომელიც უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, კონკრეტული პირის სამართლიან მსჯავრდებას საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვას, მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ეფექტური პრევენციის და სამართლიანი სასამართლოს უზრუნელყოფის რეალური გარანტიების შექმნისათვის მტკიცებულების უკანონოდ მომპოვებელი სუბიექტისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის საკმარისი მექანიზმი. ამიტომ, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პროცესის მონაწილეების მხრიდან თვითნებობისგან შემაკავებელ ქმედით მექანიზმს.
მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმის საკანონმდებლო წესით განსაზღვრა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, კრძალავს მხარეების მიერ საკუთარი საპროცესო ინტერესების რეალიზაციას სხვა პირთა ღირსების და კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლება-თავისუფლებების უკანონო ხელყოფის ხარჯზე.“[22]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა და მიუთითა, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სპეციალისტის აღნიშნულ მოსაზრებას რამდენიმე გარემოების გამო: 1. სასამართლოს განაჩენი ვერ ჩაითვლება უკანონოდ, თუ მოსამართლე დაეყრდნო სსსკ-ით დასაშვებად ცნობილ, ანუ იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოყენებაც კანონიერად არის მიჩნეული; 2. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს განაჩენის კანონიერებაზე, მაგრამ არაფერს ამბობს განჩინების გამოტანისათვის დადგენილ სტანდარტზე. შესაბამისად, სსსკ არ ითვალისწინებს ჩანაწერს, რომელიც გამორიცხავდა ასეთი მტკიცებულების გამოყენებას კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებათა შემზღუდველი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე სასამართლოს ნებართვის გასაცემად (მაგალითად, სასამართლოს ნებართვა ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, პირის დაკავებისთვის); 3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებების დასაშვებობა მოწმდება წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე არსებითი სასამართლო განხილვის ეტაპზე დამატებითი ახალი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი სასამართლო მოკლებულია აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას და ამოწმებს მხოლოდ ასეთი მტკიცებულების სასამართლო განხილვაზე დაშვების საკითხს. [23]”
სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები ცალსახად უთითებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილმა უკანონო მტკიცებულებებმა შესაძლოა, უხეშად ხელყოს პირის კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებები. სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცალსახად განმარტა, რომ კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუშვებელია არა მარტო პირის მსჯავრდება, არამედ პირის სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, როდესაც დარღვეულია დაცვის მხარის უფლება უკანონო მტკიცებულებები ამორიცხოს საქმის მასალებიდან, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი.
დღევანდელი საკანონმდებლო დანაწესისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი ჩამოყალიბებულია მოცემული ფორმულირებით, არსებობს პირის მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნისა და უკანონო მსჯავრდების რისკები.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა, სასამართლოს განაჩენი ვერ ჩაითვლება უკანონოდ, თუ მოსამართლე დაეყრდნო სსსკ-ით დასაშვებად ცნობილ, ანუ იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოყენებაც კანონიერად არის მიჩნეული. გულწრფელად რომ ვთქვათ, ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ ვიზიარებთ და მიგვაჩნია, რომ არსებითი განხილვის სტადიაზე მოსამართლე განაჩენის გამოტანისას შეზღუდული არაა დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გაზიარების ვალდებულებით, თუმცა ეს თავისთავად არაა თვითკმარი საფუძველი იმისა, რომ ის რისკები, რომლებზეც ვუთითებთ, დღევანდელი საკანონმდებლო მოცემულობის ფარგლებში აღმოფხვრილია. საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, ნათლად განმარტა, რომ სსსკ არ ითვალისწინებს ჩანაწერს, რომელიც გამორიცხავდა კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული (მოპოვებული/გაცვლილი/დამაგრებული) მტკიცებულების გამოყენებას კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებათა შემზღუდველი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე სასამართლოს ნებართვის გასაცემად (მაგალითად, სასამართლოს ნებართვა ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, პირის დაკავებისთვის). შესაბამისად, მივდივართ იმ მოცემულობამდე, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე გასცა პასუხი ამ საკითხს, რომ არა მარტო განაჩენის გამოტანისას, არამედ სასამართლოს მხრიდან განჩინებების მიღებისასაც უკანონო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული განჩინება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებს.
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, როდესაც სასამართლო იღებს საოქმო განჩინებას უკანონო მტკიცებულებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ, ამით პირის მიმართ ფაქტობრივად დაუსაბუთებლად გრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთანავე, მის მიმართ ფაქტობრივად უკანონოდ გრძელდება სხვადასხვა საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყნება. (მაგალითად, აღკვეთის ღონისძიების, ყადაღის და ა.შ.) ასევე, აღნიშნული უკანონო მტკიცებულებების საფუძველზე რჩება ალბათობა იმის, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდეს მისი გაზიარება. თუ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მოსამართლე მოკლებული იქნება შესაძლებლობას, იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა სავარაუდო მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, ამით დარჩება რისკები იმის, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ განაჩენის გამოტანისას მიღებული იქნას უკანონო განაჩენი.
მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ნორმატიულ შინაარსს არ გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი და აღნიშნული სახეზე რომც იყოს, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი მაინც ვერ პასუხობს, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობით დადგენილ კრიტერიუმებს.
[1] ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013.
[2] საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013.
[3] საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014.
[4] ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014.
[5] ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014.
[6] Mary C. Neary, People v. Hodge: The Preliminary Hearing as a Critical Stage and More, “ Pace Law Review“, issue2., Article 5. summer 1982, 284-307
[7] Gary L. Anderson, Preliminary Hearing--Better Alternatives or More of the Same, The, “Missouri Law Review“, volume35, Issue 3, summer 1970, 280-325. [უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 20.12.2018]
[8] Basis Steps of the Criminal Justice System, p.3 < http://www.winneshiekcounty.org/wp-content/uploads/2016/12/Basic-Steps-Flow-Chart-and-Definitions.pdf> [უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 04.06.2018]
[9] Probable cause - Probable cause is a nebulous term susceptible of various formulations. There is substantial agreement that probable cause is less than proof beyond a reasonable doubt, but there is disagreement as to how much less. See Note, 48 So. CAL.L. REV. 158, 161 n.19(1974). The United States Supreme Court has given the following definition: "[facts] sufficient to warrant a prudent man in believing that the [suspect] had committed or was committing an offense." Beck v. Ohio, 379 U.S. 89, 91(1964).
[10] Robert C. Lowe, The Constitutional Right to a Preliminary Hearing in Louisiana, “Louisiana Law Review“, Volume 35 | Number 4; summer 1975, 813-824
[11] RONALD J. B, MARY KELLY T, CRIMINAL LAW and PROCEDURE (AN OVERVIEW)., UNITED STATE: CENGAGE LERNING – 4, 2015, 257.
[12] საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2/2/579, 31 ივლისი, 2015
[13] - საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმე №2/10/1264 27 ივლისი, 2018 წ.
[14] - საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმე №2/10/1264 27 ივლისი, 2018 წ.
[15] საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018
[16] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015 წ. გამომცემლობა თბილისი, გვ. 299, პუნქტი 1, 2, 3
[17] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015 წ. გამომცემლობა თბილისი, გვ. 302. პუნქტი 16.
[18] საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პა რლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017
[19] საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017
[20] საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017
[21] საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018
[22] საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2/2/579, 31 ივლისი, 2015
[23] საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2/2/579, 31 ივლისი, 2015
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი