თეიმურაზ ლომიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1471 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ლომიძე |
თარიღი | 23 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. 2017 წლის 1 დეკემბერის საქართველოს მთავრობის №510 დადგენილებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
2017 წლის 1 დეკემბერის საქართველოს მთავრობის №510 დადგენილებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თ ა) ქვეპუნქტი: ,,საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარ(ებ)ის ან/და ლაქ(ებ)ის არსებობა;“ |
1) საქართველოს კონსტიტუციის მე- 4 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება 2) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 და 313 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ
როგორც რიგით საქართველოს მოქალაქეს ჩემის საკუთრების უფელბა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლით. ხდება რა ჩემი საკუთრების, სადავო ნორმით პირდაპირი და უშუალო შეზღუდვა მე კონსტიტუციის 19 მუხლის დაცვის სფეროში ვექცევი.
გ) განსჯადობა
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიერ შემოტანილი სარჩელი ჩემს ძირითად უფლებებათან მიმართებით კონკრეტული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას ეხება, ასეთი ტიპის დავის განსჯადი სასამართლო, კონსტიტუციის 60 მუხლის 4 ნაწილის ა) პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოა.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს;
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად ;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
შესავალი
2019 წლის 15 აგვისტოს მივიყვანე ჩემს საკუთრებაში მყოფი Toyota Prius-ის მარკის ავტომობილი - სანომრე ნიშნით IU995UI - ტექ. ინსპექტირების გასატარებლად. ჩემს მანქანას დაუდგინდა ხარვეზი; წინა გვერდითი გაბარიტები და მარჯვენა უკანა სანომრე ნათურა იყო შესაცვლელი, ასევე საქარე მინაზე აღმოაჩინეს ბზარი. ნათურები შემდეგ დღესვე გამოვცვალე და საქარე მინაზე ბზარი კი იმდენად უმნიშვნელოა, რომ დავეჭვდი მის მიერ რაიმე საფრთხის არსებობაზე. შედეგად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ აღნიშნული ბზარი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არც ჩემთვის არც სხვა საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებისთვის. გასაჩივრება უშედეგოდ დასრულდა, მიმითითეს რა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 2 მუხლის გ) პუნქტზე, რომელიც პირდაპირ ყოველგვარი შეფასების გარეშე ითვალისწინებს, ბზარის საქარე მინის კონკრეტულ ნაწილში არსებობის შემთხვევაში, საქარე მინის უპირობო შეცვლას, რასაც არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია.
კანონისმიერი დათქმის პრინციპი
ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც მიმართულია რიგირთი მოქალაქის უფლების შეზღუდვისკენ გააჩნია თავისი ჩარჩოები რომელსაც აწესებს ამ ნორმატიული აქტის შექმნის მიზანი. ყველა შემზღუდავ ნორმატიულ აქტში მოცემულია რა მიზანს ემსახურება ამ აქტის შეზღუდვა. შესაბამისად ამ ნორმატიული აქტით მოქალაქის შეზღუდვა დაშვებულია, თუ აქტით განსაზღვრული მიზნის შესრულების აუცილებლობა არსებობს. აუცილებლობა კი მაშინ არსებობს, როცა საჯარო ინტერესი მოქალაქეთა კონკრეტული უფლების შეზღუდვის ინტერესს აღემატება.
თუ შეზღუდვა ამ ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მიზნის მიღწევას არ ემსახურება, მაშინ მოქალაქის შეზღუდვა დაუშვებელია, რადგან მოქალაქის უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე (კანონისმიერი დათქმის პრინციპი სზაკ-ის 5 მუხლის 2 ნაწილი). ყოველი ასეთი ლეგიტიმური მიზნის გარეშე განხორციელებული შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფო მისერ განხორციელებულ თვითნებობას, რომელიც უკანონოდ ზღუდავს მოქალაქის კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებს - ამ შემთხვევაში საკუთრების უფლებას.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 1 მუხლის 1 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის N 2017 წ N 510 დადგენილების „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 2 მუხლის გ) პუნქტის მიხედვით ტექ. ინსპექტირების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმალიზაცია.
შესაბამისად, თუ ავტომობილის ტექნიკური ხარვეზი საავტომობილო მოძრაობას საფრთხეს უქმნის ან ადამინებისთვის და გარემოსთვის ზიანის მომტანია, იგი არ უნდა დაიშვას საგზაო მოძრაობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტექმნიკური ხარვეზი საფრთხეს არ წარმოშვებს ზემოთ თქმული სიკეთეებისთვის, მაშინ ავტომობილის დახარვეზება დაუშვებელია, რადგან ასეთი ავტომობილების საგზო მიმოქცევაში ყოფნით რეგლამენტის მიზნით დაცულ სიკეთეების საფრთხე არ ექმნებათ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 6. მუხლის, 3 პუნქტის, თ.ა) ქვეპუნქტში ვკითხულობთ: “ დაუშვებელია საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარებისა და ლაქების არსებობა.„
ამ ნორმიდან გამომდინარე შეზღუდვის მიზანი, როგორც 6 მუხლის 3 ნაწილის სათაური გვეუბნება ავტომობილის მძღოლისთვის სრულყოფილი ხილვადობის უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან ბზარმა მძღოლისთვის შესაძლოა ხილვადობის შეზღუდვა გამოიწვიოს. ეს გარემოება კი ნამდვილად საფრთხეს შეუქმნის ზემოთ თქმული ნორმატიული აქტების დაცულ სიკეთეებს, რომელთა უსაფრთხოებასაც ემსახურება ამ რეგლამენტის მიზნები.
შესაბამისად მთავარი არის ხილვადობის უზრუნველყოფა მძღოლისთვის და არა ის მინამწმენდის მოქმედების არეში არის ბზარი თუ არა, რადგან შესაძლოა მინამწმენდის არეში იყოს ბზარი შესული, მაგრამ ხილვადობას არ უშლიდეს ხელს და მისი შეცვლა აუცილებლობას არ წარმოადგენდეს. შესაბამისად ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
როგორც ექსპერტიზამ დაადგინა (დანართი 1) ჩემი ავტომობილის საქარე მინაზე არსებული ბზარი უმნიშვნელოა და არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს ხილვადობისთვის. მაშასადამე საქარე მინის ხარვეზი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 1 მუხლის 1 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის N 2017 წ N 510 დადგენილების „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 2 მუხლის გ) პუნქტით დაცულ სიკეთეებისთვის არ წარმოადგენს რაიმე სახის საფრთხეს.
მაშინ ეს კონკრეტული საქარე მინის ბზარი არ უნდა წარმოადგენდეს ავტომობილის დახარვეზების საფუძველს.
მიუხედავათ ამისა, რომ საქარე მინის ხარვეზი არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს, რეგლამენტის 6 მუხლის 3. პუნქტის თ. ა) ქვეპუნქტი მაინც მავალდებულებს შევცვალო საქარე მინა. შესაბამისად ეს ნორმა განუსაზღვრელად იმისა წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ხარვეზი რაიმე საფრთხეს დაცული სიკეთეებისთვის, მაინც მიზღუდავს საკუთრების უფლებას. ამავე რეგლამენტის 2 მუხლი კი მხოლოდ მაშინ უშვებს ჩემი საკუთრების უფლების შეზღუდვას, თუ ჩემი ავტომობილი ჩემი ან სხვა მოქალაქეებისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს.
მაშასადამე ეს ნორმა სცდება ამავე რეგლამენტის 2 მუხლში განსაზღვრულ ლეგიტიმურ ჩარჩოებს და წარმოადგენს ჩემი საკუთრების უფლებების არალეგიტიმურ შეზღუდვას. რაც რათქმუნდა ამ ნორმის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს, ირღვევა რა კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონისმიერი დათქმის პრინციპი. შედეგად კი ჩემი საკუთრების უფლების უკანონოდ შეზღუდვა ხდება.
საკუთრების უფელბა 19 მუხლი
სადავო ნორმა იძულებულს მხდის შევცვალო ჩემს საკუთრებაში არსებული ავტომობილის საქარე მინა, რის შესრულებასაც კანონი არ მავალდებულებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი საკუთრებიდან არანაირი საფრთხე არ წარმოიშვება. შესაბამისად ირღვევა კონსტიტუციის 19 მუხლის 1 ნაწილით გარანტირებული საკუთრების უფლება თავად საქარე მინაზე და ასევე ავტომობილის ექსპლოატაციაზე, როგორც საქარე მინასთან მთლიანობაში მყოფ ერთიან მოძრავ ნივთზე.
საკუთრების უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია კონსტიტუციის 19 მუხლის 1 ნაწილით. 2 ნაწილით კი კანონმდებელი ამ უფლების შეზღუდვას გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში უშვებს:
უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესებს პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით
შეზღუდვა უნდა ხორციელდებოდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ რეგლამენტის მთავარი მიზანი საგზაო სატრანსპორტო მიმოქცევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხდება რა ჩემი საკუთრების უფლების შეზღუდვა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ავტომობილი არ წარმოადგენს საშიშროების წყაროს სახეზეა 2. პირობის დარღვევა, რადგან ეს ნორმა ჩემს საკუთრებას იმაზე მეტად ზღუდავს რაც ნორმატიული აქტით არის დაშვებული.
რაც შეეხება საჯარო ინტერესს, რადგან ამ ნორმის შეზღუდვის ფარგლები ნორმატიული აქტით დადგენილ ჩარჩოებს სცილდება, იგი ვერ ჩაითვლება საჯარო ინტერესების დაცვის საშუალებად.
მაშასადამე, ჩემი საკუთრების შეზღუდვა ტექნიკური რეგლამეტის 6 მუხლის 3. პუნქტის თ. ა) ქვეპუნქტით არის არაკონსტიტუციური.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა