გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 1481 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გია ფოლადაშვილი |
თარიღი | 7 თებერვალი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი. | საქართველოს კონსტიტუცის 31-ე მუხლი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საქართველოს მოქალაქის გია ფოლადიშვილის კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ პირს;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დღეის მდომარეობით მოქმედი რედაქციის 186-ე მუხლი არეგულირებს პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის უფლებას. ანუ, მოცემულ შემთხვევაში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს, საქმის ზეპირი და მთავარ სხდომაზე განხილვის გარეშე, უარი თქვას სამოქალაქო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 186-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად კი სარჩელში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი; ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) დავის საგანი; დ) სარჩელის ფასი; ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; ზ) მოსარჩელის მოთხოვნა; თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები: ი.ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი.ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს; ი.გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები; ი.დ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; ი.ე) სხვა სახის შუამდგომლობები; კ) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა; ლ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; მ) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე; ნ) მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი ანიჭებს საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეს დისკრეიულ უფლებას, საკუთარი ცალმხრივი შეხედულებისამებრ უარი თქვას სარჩელის განსახილველად მიღებაზე და სარჩელი თანდარულ მასალებთან ერთად დაუბრუნოს მოსარჩელეს. მოსარჩელეს კი, თავის მხრივ უფლება აქვს, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თმის განჩინება გაასაჩივროს კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში, რაც დაკავშირებულია დამატებით საჩივრის განხილვის 2 თვიან ვადასთან სააპელაციო სასამართლოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში არაერთია საპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან საქალაქო (რაიონულ) სასამართლოს დაევალა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ხელახლა მსჯელობა. თუმცა აღნიშნულიც კი არ გახლავთ გამოსავალი, ვინაიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს, კვლავ უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სხვა საფუძვლით, რაც არ ყოფილა ნახსენები თავდაპირველ განჩიებაში.
ხსენებული საქალაქო (რაიონული) სასამართოს ქმედებები აჭიანურებს საქმეთა განხილვას, ხელს უწყობს სასამართლოების გადატვირთულობას საქმეთა სიმრავლის გამო და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება სასამართლოს ეკონომიურობის პრინციპს და სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპს. კერძოდ, ერთის მხრივ სასამართლო ვალდებულია დახარჯოს ადამიანური რესურსი, რაც გულისხმობს მოსამართლის აპარატის მხრიდან შესაბამისი განჩინების მხარისათვის გაგზავნას და შესაბამისი მასალების მხარისათვის გადაცემას, რასაც კვლავ მოყვება სარჩელის ხელახლა შეტანა და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული კვლავ იგივე პროცედურის განმეორება. მეორეს მხრის, მოსარჩელეს უწევს შესაბამისი განჩინების ჩაბარება და იძულებით მის გასაჩივრებაზე უარის წერილობით თქმა (დროის ეკონომიის გამო), რის შემდეგაც 3 სამუშაო დღის ვადაში დაიბრუნებს სარჩელს და თანდართულ მასალებს და ხელახლა შეიტანს სარჩელს. თუმცა, მოქალაქის უფლება, მიმართლოს სასამართლოს, რომელიც ხელმისაწვდომია, არც ამჯერად არ არის უზრუნველყოფილი, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია, კვლავ უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სულ სხვა საფუძვლის გამო. ასეთ შემთხვევაში კი მოქალაქეს რჩება გზა, ან კვლავ დაიბრუნოს სარჩელი და თანდართული მასალები და ხელახალი სარჩელის გზით ეცადოს სასამართლოს ხელმისაწვდომობის გზის პოვნა, ან კერძო საჩივრის გზით გაასაჩივროს განჩინება, რის გახილვასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უზრუნველყოფს 2 თვის ვადაში. აღნიშნული კი შესაძლოა დროის გამო გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს მოსარჩელისათვის, კერძოდ მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს აქტივები, შეაჩეროს საქმიაობა და შესაბამისად მოსარჩელე, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე განჩინების მიღებისა, დარჩეს უპერსპექტივო სარჩელის ამარა.
უდავოა, რომ ყოველივე ზემოხსენებული ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების არსს და პირიქით, ემსახურება გადატვირთულობას საქმეთა სიმრავლის გამო საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოებში, სასამართლოსადმი ხელმიუწვდომლობას (რაც გამოიხატება სარჩელის წარმოებაში მიუღებლობაში) და მოსამართლეთა მხრიდან სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა