ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1494 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლენა სვანიძე, ზურაბ ინაშვილი |
თარიღი | 21 აპრილი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება: „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“. |
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი: „ყველასათვის გარანტირებულია სახელმსიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. |
2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება: „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“. |
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი: „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. |
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება: „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“. |
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 31*-ე მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
-1. იმის დასასაბუთებლად რომ, ჩვენ როგორც მოსარჩელეები, უფლებამოსილნი ვართ სარჩელით მოვმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოგახსენებთ შემდეგს:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს: საქართველოს მოქალაქეს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიუარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
რამდენადაც მოსარჩელეები ვართ საქართველოს მოქალაქეები და სარჩელის აღძვრით მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსი იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილითა და 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დარღვევას, ზემოციტირებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილი სუბიექტები ვართ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით მოვმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
-2. ამასთანავე წარმოგიდგენთ არგუმენტაციას, რომ არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი სრულად შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: აღნიშნული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ფორმითაც და შინაარსითაც სრულად შეესაბამება ამავე ორგანული კანონის 31*-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31*-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2019წლის 17 დეკემბრის N119/1 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმაში და ამ ფორმის მოთხოვნათა დაცვით, ხელმოწერილია მოსარჩელეთა მიერ და მასში, ამავე მუხლის ამავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება - მითითებულია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ბ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები, წარმოდგენილი სარჩელის შესაბამის გრაფებში მითითებულია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„გ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარითღი, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის გრაფაში მითითებულია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„დ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის (ჩვენის) აზრით არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტის სადავო ნორმა ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საკანონმდებლო აქტის სადავო ნორმა - წარმოდგენილ სარჩელში მითითებულია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ე“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის (ჩვენის) აზრით, ადასტურებენ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია და ერთვის. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ვ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის გრაფაში, მოთხოვნის არსიც მითითებულია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ზ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის) დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეებს (ჩვენ) გვაძლევს კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლებას, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის გრაფაში მითითებულია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„თ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საბუთების ჩამონათვალიც მითითებულია. ხოლო პირთა სია და მისამართები სარჩელში მითითებული არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასამართლოში არავის გამოძახებას არ ვითხოვთ. რადგან სადავო ნორმის შინაარსის კონსტიტუციის ზემომითითებული ნორმების მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და ამ შეუსაბამობით გამოწვეული დარღვევების დადგენა, სახელმწიფო ენაზე შესრულებული მათი ნორმატიული შინაარსის შესაბამისობის შემოწმებითვეა შესაძლებელი. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ი“- ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობაზე მოგახსენებთ რომ, რამდენადაც არ ვითხოვთ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ამ მოთხოვნას თავისთავად არ შეიცავს. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
-3. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ამავე მუხლის (31*-ე მუხლის) მე-2 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მოგახსენებთ შემდეგს:
„ა“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი ერთვის წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ბ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - მოსარჩელე ლენა სვანიძის წარმომადგენელის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის ასლი (სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონული რეესტრის მიერ გაცემული ნომრით), წარმოდგენილ სარჩელს ერთვის. ასევე მითითებულია წარმომადგენელისა და მოსარჩელეების მისამართებიც. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„გ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების საბუთის დედანიც, წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„დ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად - სარჩელს ასევე ერთვის წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია DVD დისკზე ჩანაწერის სახით. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
-4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31***-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაზე მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ფიზიკური პირების მიერ. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„გ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის დაცვაზე მოგახენებთ, რომ წარმოდგენილსარჩელში მითითებული სადავო საკითხი, ესე-იგი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილთან და 31-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებთან შეუსაბამობისა და წინააღმდეგობაში ყოფნის დადგენა და ამ კონსტიტუციური ნორმების უზრუნველსაყოფად გამოცემულ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ნორმატიულ შინაარსთან (საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან) მიმართებით, სადავო სამართლებრივი აქტის შეუსაბამობისა და წინააღმდეგობაში ყოფნის დადგენა და სადავო ნორმის გაუქმება, არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ანუ, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია მოპასუხის (საქართველოს პარლამენტის) მიერ 2009წლის 4 დეკემბრს მიღებული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება („სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“), მოპასუხის მიერ მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებული უფლების დამრღვევი ნორმატიული შინაარსით, რაც იწვევს და შემდგომშიც გამოიწვევს, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებული ჩვენი (მოსარჩელეების) უფლების დარღვევას, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის დანიშნული ნოტარიუსის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალწარმოების პროცესის დაწყებისთანავე, იწვევს ამავე კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევას, რომელიც დეტალურად განმარტებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით და რომელსაც ეწინააღმდეგება გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებულის თანახმად არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ამასთანავე, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით და ამ კონსტიტუციურ ნორმასთან შესაბამისობით გამოცემული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენენ, იმ პირების ზუსტად განსაზღვრულ ჩამონათვალს, რომლების მიერ მოყენებულ ზიანზე კანონმდებელმავე (მოპასუხემვე), საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად (ძველი რედაქციით 42-ე მუხლის მე-9 ნაწილი) დაადგინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით სახელმწიფოს მხრიდან კომპესაციას დაექვემდებარა იმ ფიზიკური პირების მიერ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების ვალდებულება, რომლებსაც, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება მინიჭებული აქვთ თვითონ სახელმწიფოს (სახელმწიფოს მოხელის/მოსამსახურის) მიერ შესაბამისი კანონის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოს მიმართ მატერიალური პასუხისმგებლობის ანაზღაურების დაკისრების საკითხის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებული უფლების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე - ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განსჯად საქმეებად დაადგინა კანონმდებელმავე (მოპასუხემვე). რადგან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შემდეგი: „სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“.
მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა, ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშნული კერძო პირის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ დავას უცვლის არსსაც და ხასიათსაც და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს აქცევს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (პალატების) განსჯად საქმეთა კატეგორიად, რაც იწვევდა, იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული (განსჯად სასამართლოზე) ჩვენი სამოქალაქო უფლების დარღვევას, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებულის თანახმად, არის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც, რომლის ანალოგიური უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ზემოაღნიშნული უზენაესი სასამართლოს განმარტებით არღვევს გასაჩივრებული ნორმა, რაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„დ“- ქვეპუნქტის მოთხოვნის დაცვაზე მოგახსენებთ რომ, წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ საკითხებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია.
რადგან, „ნოტარიატის შესახებ“ საკანონმდებლო აქტის ამ სარჩელით გასაჩივრებული ნორმა („ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება) დღემდე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით და მის უზრუნველსაყოფად გამოცემული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ჩვენს უფლებას, რაც თავისთავად იწვევს ამავე კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 და 1-ლი ნაწილებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დარღვევას და სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე ანტიკონსტიტუციურად არ უცვნია, ადასტურებს, რომ სარჩელში მითითებულ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ უმსჯელია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ე“- ქვეპუნქტის მოთხოვნაზე მოგახსენებთ შემდეგს: სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილი).
ე-1. რამდენადაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ცნების გათვალისწინებითა და თვითონ „ნოტარიატის შესახებ“ კანონის: პრეამბულის, 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და სხვა ნორმების თანახმად, ნოტარიუსი ერთმნიშვნელოვნად არის ზოგადი ადმინისტრაიული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელსაც ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშვნით სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება დელეგირებული აქვს სახელმწიფო ორგანოს, კერძოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის - „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ბრძანებით და „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები“, ხოლო, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე“, უდავოდ ადასტურებს, რომ ნოტარიუსი არის კერძო პირი, რომელსაც „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მინიჭებული/დელეგირებული აქვს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
ამასთანავე, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის თანახმად: „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადსტურება“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თაანახმად: „სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ამრიგად, ზემოციტირებულ ნორმათა სამართლიანი და ობიექტური ანალიზის შესაბამისად და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის: „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინთა განმარტებების გათვალისინებით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინსტრუქცია, კერძოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წლის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის განმარტებით არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ანუ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას მიკუთვნებული კანონქვემდებარე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, მათ შორის ნოტარიუსის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საერთო სასამართლოების ერთიან სისტემაში სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრულ საქმეთა წარმოებაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. რადგან, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ამავე კანონის 1-ლი მუხლისა და მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ნოტარიუსების თანამდებობაზედ დანიშნული კერძო პირები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის განმარტებით არიან ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი სტატუსით მოქმედი ფიზიკური პირები, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების შედეგად გამოცემული სანოტარო აქტებით დადასტურებულ ფაქტებს აქვთ უდავო მტკიცებულებითი ძალა და რამდენადაც ნოტარიუსების მიერ გამოცემული სანოტარო აქტები სრულად აკმაყიფილებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, ნოტარიუსების მიერ: სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად გამოცემული სანოტარო აქტები, სანოტარო მოქმედების შესრულებაზედ უარის თქმის შესახებ დადგენილებები და ნოტარიუსების მიერ გამოცემული სხვა უდავო მტკიცებულებითი ძალის მქონე ფაქტების დამადასტურებელი აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო ნოტარიუსები, მათთვის სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლების მიმნიჭებელის (საქართველოს იუტიციის მინისტრის მიერ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემომითითებული ნორმების გათვალისწინებით) გათვალისწინებით, სრულად ექცევიან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით („თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“) და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით („სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“) დადგენილ სამართლებრივ განმარტებაში, რაც სრულად ექცევა საქართველოს კონსტიყუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის) რეგულირების სფეროში და ადასტურებს, რომ ნოტარიუსის მიერ, მისი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა განსაზღვრული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით. ხოლო გასაჩივრებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილისა (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილისა) და ამ კონსტიტუციური ნორმის ქვეყნის შიდა სამართლებრივ სივრცეში უზრუნველმყოფელი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან სახელმწიფოს ვალდებულებას პირიქით გამორიცხავს, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება და არღვევს ამ კონსტიტუციური ნორმით (მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით) დაცულ ჩვენს უფლებას. ხოლო, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას სადავო ნორმა უცვლის ხასიათსაც და ბუნებასაც და ხდის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, თავისთავად იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევასაც, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებულის თანახმად არის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც, რომლის ანალოგიური უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამდენად სადავო ნორმა ასევე იწვევს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული უფლების დარღვევასაც, რაც ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ე-2. რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით) გარანტირებულია და სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის (ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის) თანახმად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველი - ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიათა განსჯადობა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსჯად სასამართლოდ გარანტირებული გვაქვს სწორედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე საქმის განხილვა, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადება, ნოტარიუსის მიერ, ანუ კერძო პირის მიერ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-10, მე-13 და სხვა მუხლების თანახმად დელეგირებული აქვს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოყენებული ზიანისათვის, სადავო ნორმა („ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება) პირიქით გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და ადგენს, ნოტარიუსის, როგორც ფიზიკური პირის პირად პასუხისმგებლობას, რაც ნოტარიუსის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული დავის განმხილველ სასამართლოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, ნოტარიუსისაგან მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული დავის განმხილველ სასამართლოდ სამოქალაქო წესით განმხილველი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეთა კატეგორიად ადგენს, ნაცვლად ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადობისა, რომლის მიერ განხილვის უფლება გარანტირებული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგრამ სადავო ნორმა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული განსჯად სასამართლოზე ჩვენი უფლების დარღვევასაც, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებულის თანახმად, არის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რომლის ანალოგიური უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და არღვევს გასაჩივრებული ნორმა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
„ვ“- ქვეპუნქტის მოთხოვნაზე მოგახსენებთ, რომ კანონით არ არის დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
„ზ“- ქვეპუნქტის მოთხოვნაზე მოგახსენებთ შემდეგს: რამდენადაც წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის კანონქვემდებარე აქტი და გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსის („ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება) შეუსაბამობა/წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულ უფლებასთან და ამავე კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 და 1-ლი ნაწილებით გარანტირებული უფლებების დამრღვევ ნორმად დადგენას მოვითხოვთ, საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია. ანუ, ამ ნორმის მოთხოვნა დაცულია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1 მოთხოვნა: წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადსტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოთ და გააუქმოთ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშნულ და სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებამინიჭებული ნოტარიუსის (კერძო პირის) მიერ, მისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებული უფლების საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა პირიქით გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რის გამოც სადავო ნორმა აშკარად ეწინააღმდეგება და ზღუდავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულ ჩვენს უფლებას, სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი კერძო პირის მიერ მოყენებული ზიანისათვის სრული და სამართლიანი ანაზღაურება მოვითხოვოთ და მივიღოთ სახელმწიფოსაგან.
-2 მოთხოვნა: წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადსტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 და 1-ლ ნაწილებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოთ და გააუქმოთ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულის საწინააღმდეგოდ გამორიცხავს სახელმწიფო პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 და 1-ლი ნაწილებით გარანტირებული (განსჯად სასამართლოზე) ჩვენი უფლებების დარღვევას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს ნაცვლად, აქცევს არაგანსჯადი სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა განმხილველი არაუფლებამოსილი სასამართლოების მიერ განსახილველ საქმედ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებულის თანახმად იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასაც.
ორივე მოთხოვნის დასაბუთება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით) გარანტირებული გვაქვს შემდეგი უფლება: „ყველასათვის გარანტირებულია სახელმსიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
ამრიგად, საქართველოს კოსნტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან კანონით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის დანიშნული კერძო პირის, ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლი, რომლის სათაურია: „სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი“. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ცალსახად და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილის შესაბამისად და ამ კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად ადგენს, რომ: „თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილითაც იგივე უფლებაა დაცული და სადავო ნორმის საწინააღმდეგოდ განმარტებულია ჩვენი შემდეგი უფლება: „სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009წლის 7 დეკემბრის N2/3/423 გადაწყვეტილებაში („საქართვერლოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“) განმარტებულია რომ: „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი) ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასათვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მაშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვის პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“-ო.
ციტირებული განმარტების თანახმად, მოპასუხემ ერთის მხრივ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედების პერიოდში, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმხორციელების უფლების კერძო პირისათვის დელეგირების შემთხვევაში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა განსაზღვრა ამ პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის, ხოლო სადავო ნორმით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასეთი პირის (ნოტარიუსის) მიერ მიყენებულ ზიანზე პირიქით გამორიცხა, რისი უფლებამოსილება არ გააჩნდა მოპასუხეს. რადგან „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის სადავო მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი აშკარად წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქციით 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით) გარანტირებულ ჩვენს უფლებასთან და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულ ჩვენს უფლებას, რაც კონსტიტუციური სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს.
ამდენად, კანონმდებელმა (მოპასუხემ) კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სავსებით სამართლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დაუქვემდებარა ნებისმიერი კერძო პირის მიერ მიყენებული ზიანი, რომლებიც, სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების საფუძველზე (მათ შორის ნოტარიუსის საქმიანობაც მოიაზრება). კანონმდებელმა იგივე განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ჩამოყალიბებისას, რომლის თანახმადაც: „ადმინისტრაციული ორგანო არის - ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს“.
ამრიგად, ნოტარიუსის სამართლებრივი მდგომარეობისა და სტატუსის სწორად, სამართლიანად და სრულყოფილად დადგენისათვის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამართლებრივი აქტის „პრეამბულის“ დანიშნულების გათვალისწინებით, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას „ნოტარიატის შესახებ“ კანონის პრეამბულაში განმარტებილი, რომლის თანახმადაც: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს“ და ამავე „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად-კი: „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება“, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“. ამავე „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე“, რაც ადასტურებს, რომ ნოტარიუსი არის კერძო პირი, რომელსაც „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული/დელეგირებული აქვს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, რამდენადაც ზემომითითებული და ნოტარიუსისათვის სამოქმედოდ სავალდებულო კანონმდებლობა გამოცემულია სახელმწიფოს მიერ, რომლითაც ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წლის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის განმარტებით არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც სახელმწიფო ორგანომ ნოტარიუსებს დაუდგინა სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების წესები. აღნიშნული ფაქტი უკვე უდავოდ ადასტურებს, რომ ნოტარიუსი ერთმნიშვნელოვნად არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო და მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მიყენებულ ზიანზე, ამავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით) დადგენილის შესაბამისად ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რომლის საწინააღმდეგოდაც „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პირიქით საერთოდ გამორიცხავს, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებთან, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადება პირდაპირ წინააღმდეგობაშია, რაც ერთ-ერთი ძირითადი, საკმარისი და გარდაუვალი გარემოებაა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისათვის.
ამასთანავე, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე“. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელება იგივეა რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება. ხოლო ამავე „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო“ და რაც მთავარია, ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად ამ კანონის მე-11 მუხლის 2* პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას უთითებს“, ხოლო ამავე მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი“.
ამრიგად, ზედა აბზაცში ციტირებული საკანონმდებლო ნორმებით დადგენილი ნოტარიუსის უფლებამოსილების მინიჭებისა და განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, პირდაპირ შესაბამისობაშია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებასთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი (დელეგირებული) კერძო პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის ერთმნიშვნელოვნად დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი სხვა გამონაკლისის რომელიმე კანონით დადგენის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავს, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადება, პირიქით, ამ კონსტიტუციური ნორმის (მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის) საწინააღმდეგოდ გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს მიერვე, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილებამინიჭებული ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანზე, რაც აშკარად წინააღმდეგობაშია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით) გარანტირებულ ჩვენს უფლებებს, რომლითაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილთან შესაბამისობით გარანტირებული გვაქვს შემდეგი უფლება: „თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის განმარტებით: „სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრუებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა“.
ამრიგად, მხოლოდ სახელმწიფოებრივი/საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმხორციელებელმა პირმა შეიძლება სახელმწიფოს სახელით ადასტუროს იურიდიული შედეგის დამდგომი უდავო ფაქტები და ნოტარიუსების მიერ დამოწმებულ დოკუმენტებს იმავ კანონმავე მიანიჭოს უდავო მტკიცებულებითი ძალა, რასაც ადგენს კიდეც ზემოციტირებული ნორმა და ადასტურებს, რომ ნოტარიუსი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილთან შესაბამისობაში არსებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კერძო პირი, რომელსაც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს მიერ დანიშნულია ნოტარიუსის თანამდებობაზედ, სწორედ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, რომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი კლიენტისათვის მიყენებული ზიანისათვის სავსებით სამართლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით (იგივეს ადგენდა კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილიც), ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი, კატეგორიულად გამორიცხავს სახელმწიფოს მიერვე კერძო პირისათვის (ნოტარიუსისათვის) სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებამინიჭებული ნოტარიუსის მიერ, თავისი კლიენტისათვის მიყენებულ ზიანზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რაც აშკარად წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულ ჩვენს უფლებასთან და არღვევს ჩვენს ამ კონსტიტუციური ნორმით გარანტირებულ უფლებას. ამასთანავე, არც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი და არც ამ კონსტიტუციური ნორმის განსახორციელებლად მიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებამინიჭებული კერძო პირის მიერ (მათ შორის ნოტარიუსის მიერ) მიყენებული ზიანისათვის, სხვა რომელიმე კერძო პირის, მათ შორის კერძო სამართლის იურიდიული პირის („ნოტარიატის შესახებ“ 23-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული დაზღვევა კერძო სამართლის სადაზღვევო კომპანიაში) პასუხისმგებლობას, გარდა სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი პასუხისმგებლობისა.
ამასთანავე, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახვად: „სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამდენად, საქართველოს იუსტიციის მინსტრმა 31.03.2010წლის N71 ბრძანებით დაამტკიცა „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის განმარტებით არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის („სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის) საფუძველზე შესრულებული სანოტარო მოქმედების შედეგად გამოცემული სანოტარო აქტი, ან სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, ორივე არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რადგან, ნოტარიუსის, ანუ სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებამინიჭებული კერძო პირის/ნოტარიუსის მიერ არის გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის („სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის) საფუძველზე. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანზე ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რადგან სწორედ სახელმწიფომ მიანიჭა ნოტარიუსს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თანახმად „ნოტარიატის შესახებ“ კანონის ზემოციტირებული ნორმებისა, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადება კი პირიქით გამორიცხავს ნოტარიუსისაგან მიყენებულ ზიანზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რაც დაუშვებელია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულ ჩვენს უფლებებს.
ამასთანავე, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის 1-ლი წინადადება ადგენს, რომ: „ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის“-ო. ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა, რომ: „ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ“-ო.
უნდა მოგახსენოთ, რომ ზემოციტირებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონის (მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის 1-ლი წინადადება და 22-ე მუხლი) დებულებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილითან (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილთან). რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი და მასთან შესაბამისობით მიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწეილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების, სახელმწიფოსაგან უფლებამინიჭებული კერძო პირების (ნოტარიუსების) ქმედებაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელია სახელმწიფო, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელსაც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიანიჭა თვითონ სახელმწიფომ და თავისთავადია რომ ნოტარიუსი სახელმწიფოს წინაშე აგებს პასუხს, რომლის გაუფრთხილებელი და ან განზრახი ქმედებით მოქალაქეს მიადგა ზიანი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო სახსრებიდან აუნაზღაურდება ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანი და თავისთავად სახელმწიფოს უფლება აქვს ნოტარიუსისაგან მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსათვის ანაზღაურება ნოტარიუსის პირადი ქონებიდან, რაც სავსებით სამართლიანია. ანუ, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილი) და მასთან შესაბამისობაში მიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამორიცხავს ნოტარიუსის პასუხისმგებლობას და თავისთავადია, რომ, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის, მაგრამ არა პირთან რომელსაც მიაყენა ზიანი, არამედ სახელმწიფოსთან, რომელმაც ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშვნით კერძო პირს მიანიჭა სახერლმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, რომლის ქმედებითაც მოქალაქეს მიადგა ზიანი და ამ უფლებამოსილების მინიჭებისათვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის საფუძველზე, სახელმწიფო ვალდებულია სახელმწიფო სახსრებიდან დაფაროს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით სახელმწიფოსათვის დაკისრებული თანხა, ხოლო შემდეგ, თავისთავადია, რომ ნოტარიუსი პასუხს აგებს სახელმწიფოსთან თავისი ქონებით, რაც გათვალისწინებულია კიდეც „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით, სადაც განმარტებულია, რომ: „ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ“.
იმდენად რამდენადაც, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშნული კერძო პირისათვის სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე განხორციელებული სამსახურებრივი ქმედებით, ნოტარიუსი გვაყენებს ზიანს, ამ ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს მიმართ, მას შემდეგ, რაც ნოტარიუსისაგან დაზარალებულ პირს სახელმწიფო სახსრებიდან აუნაზღაურდება ზიანი, რაც სახელწიფოს წარმოუშვებს ნოტარიუსისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ მიღების უფლებას და ამ უფლებაში სახელმწიფოა გათვალისწინებული და არა ნოტარიუსისაგან დაზარალებული ფიზიკური პირები (კლიენტი).
უნდა მოგახსენოთ, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებულია მხოლოდ განსჯადი სასამართლოს მიერ საქმეების განხილვის უფლება და ამ კონსტიტუციური ნორმის შესაბამის საპროცესო ნორმად ამავე მოპასუხემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრა სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებიამინიჭებული კერძო პირის მიერ მიყენებულ ზიანზე ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე განმხილველი სასამართლოების განსჯადოდა, რადგან აღნიშნული პროცესუალური ნორმით დაცულია ჩვენი შემდეგი უფლება: „სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოსა და სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე, კერძო პირის მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“ და ამ მუხლის სათაურად მოპასუხემვე მიიღო „ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები“. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ნოტარიუსებისაგან მოყენებული ზიანისათვის სახელმწიფო მონაწილეობს ადმინისტრაციულ პროცესის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის განმხილველი საქმეების უფლებამოსილ სასამართლოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები და პალატები. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა („ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება) გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და ადგენს ნოტარიუსის პირად პასუხისმგებლობას, რაც პირიქით გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს მიმართ სასამართლოში საქმის წარმოებას და აღნიშნული ნორმის საწინააღმდეგოდ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებისა და პალატების განსახილველ საქმეთა კატეგორიად, რაც იწვევს და გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული ჩვენი უფლების დარღვევას.
სადავო ნორმის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე მსჯელობისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებული, რომლის თანახმად, განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევა განმარტებულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, რომლის ანალოგიური უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ადასტურებს, რომ სადავო ნორმა იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 და 1-ლი ნაწილებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დარღვევას.
მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე ლენა სვანიძის სამემკვიდრეო საქმეზე პრაქტიკაში ადასტურებენ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ გარემოებებს და ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას:
--1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის (ლ.ჭანტურიას) 24.05.1999წლის N39 ბრძანების მე-9 პარაგრაფით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნოტარიუსის თანამდებობაზედ დაინიშნა კერძო პირი ნინო ხაბულიანი. იგივეს ადასტურებს ნოტარიუსთა ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერიც (გთხოვთ იხილოთ დანართი 1; 2; 3).
ხოლო, 2009წლის 4 დეკემბერს „ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (ზ.ადეიშვილის) 01.04.2010წლის N30 ბრძანებით, კერძო პირი ნინო ხაბულიანი ჩაითვალა ნოტარიუსად და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაუდასტურა სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება (გთხოვთ იხილოთ დანართი 2; 3).
ანუ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ, ნოტარიუსი (ნოტარიუსები) არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ადმინისტრაციული ორგანოს ცნების გათვალისწინებით ნებისმიერი სხვა პირი (პირები), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და რომლის (რომლების) მიერ მიყენებულ ზიანზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილთ და ამ კონსტიტუციურ ნორმასთან შესაბამისობით მიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რასაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადება, პირიქით კატეგორიულად გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რაც ადასტურებს სადავო ნორმის ნორმატიული შინაარისის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილთან (ძველი რედაქციით 42-ე მუხლის მე-9 ნაწილთან) წინააღმდებაში მიღების ფაქტს და ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლებს.
--2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის (გ.ქავთარაძის) 07.11.2006წლის N174 და 16.04.2007წლის N57 ბრძანებებით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის (2007წელს მოქმედი რედაქციით) მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულებლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა „საქართველოს ნოტარიუსთა სამუშაო უბნების განსაზღვრისა და ნოტარიუსის მიერ სამემკვიდრეო საქმეთა წარმოების მოწესრიგების თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნოტარიუსებს განუსაზღვრა სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებისათვის უბნები. მათ შორის ნოტარიუსად დანიშნულ კერძო პირს - ნინო ხაბულიანსაც (სხვა ნოტარიუსებსაც) განუსაზღვრა ქ.თბილისში, გ.ჭანტურიას ჩიხში გახსნილი სამემკვიდრეო საქმეების წარმოების უფლებამოსილება (გთხოვთ იხილოთ დანართი 4; 5), რაც ასევე ადასტურებს, რომ ნოტარიუსი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კერძო პირი, რომლის მიერ მოყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
--3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.08.1999წლის N66 ბრძანებით, სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის დუშეთის რაიონში ნოტარიუსის თანამდებობაზედ დაინიშნა კერძო პირი ლამარა დიდებაშივი (გთხოვთ იხილოთ დანართი 6).
რამდენადაც მოსარჩელე ლენა სვანიძე, რომელიც საერთო სასამართლოების ერთიანი სისტემის ორი სასამართლო გადაწყვეტილებით ვარ 1913წელს გარდაცვლილი პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) მემკვიდრედ აღიარებული და უფლებამოსილი ნოტარიუსისაგან უფლება მქონდა მიმეღო პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობა და პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის ადგილის დადგენა 2007წლისათვის შეუძლებელი იყო, რადგან სახელმწიფო დაწესებულებებში არ მოიპოვებოდა პელაგია კუვიაზევას საცხოვრებელი ადგილის შესახებ ჩანაწერი, შეუძლებელი იყო დამედგინა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი ნოტარიუსის ვინაობა. მიუხედავად ამისა, რამდენადაც 2007წლისათვის უკვე დაუფლებული ვიყავი პელაგია კუვიაზევას სამკვიდროში შემავალი მოძრავი ნივთების ნაწილს და სასამართლოს მიერ აღდგენილი მქონდა პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს მემკვიდრეობით მიღების ვადა, ცნობილი ვარ პელაგია კუვიაზევას მემკვიდრედ და მისი სამკვიდროს მესაკუთრედ და ამავე სასამართლომ მომაკუთვნა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო ნივთები, რომლებიც გადმოტანილი მქონდა და ვინახავდი დუშეთის რაიონში ჩემს მაშინდელ საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2007წელს მოქმედი რედაქციის 1324-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით 2007წლის 19 ივნის მივმართე დუშეთის რაიონში სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ნოტარიუსის თანამდებობაზედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.08.1996წლის N39 პარაგრაფი-10 ბრძანებით დანიშნულ ნოტარიუსს ლამარა დიდებაშვილს. აღნიშნული განცხადება ნოტარიუსმა დიდებაშვილმა სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში და სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტურ ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარა N2-192 რეესტრით (გთხოვთ იხილოთ დანართი 7).
ნოტარიუსმა ლამარა დიდებაშვილმა დადგენილებით უარი მითხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ხოლო საფუძვლად მიუთითა, რომ ვერ წარვუდგინე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 22.12.2005წლის N2359 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის ადგილის დამადასტურებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე და რადგან 2007წელს ვცხოვრობდი დუშეთის რაიონში, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მივმართე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადებით, რომლითაც პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის ადგილის დადგენის შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა მოვითხოვე.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, დაინტერესებულ პირად ნოტარიუსი ლამარა დიდებაშვილის მონაწილეობით 13.08.2007წელს განიხილა ჩემი განცხადება და N2/120 გადაწყვეტილებით პელაგია კუვიაზევას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაადგინა მისი სამკვიდროს გახსნის ადგილი და ასეთად დაადგინა ქ.თბილისი, ბარიატინსკის ჩიხი N3 მისამართი (გთხოვთ იხილოთ დანართი 8).
ამის შემდეგ, ჩვენს მიერ წარდგენილი თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 06.09.2006წლის N01-18/29 საარქივო ცნობისა და ქ.თბილისის მერიის 13.05.1995წლის N64 განკარგულების საფუძველზე, ნოტარიუსმა ლ.დიდებაშვილმა დაადგინა, რომ ქ.თბილისში ბარიატინსკის ჩიხი N3 მისამართის დღევანდელი დასახელება იყო გ.ჭანტურიას ჩიხი N3, რის შემდეგაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.11.2006წლის N174 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნოტარიუსთა სამუშაო უბნების განსაზღვრისა და ნოტარიუსის მიერ სამემკვიდრეო საქმეთა წარმოების მოწესრიგების თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაადგინა გ.ჭანტურიას ჩიხი N3 მისამართზედ გახსნილი სამკვიდროებზედ, სამემკვიდრეო საქმეების წარმოების უფლებამოსილ ნოტარიუსად ნინო ხაბულიანი და 26.10.2007წლის N112 წერილით დუშეთის ნოტარიუსმა ქვემდებარეობისამებრ ნოტარიუს ნინო ხაბულიანს გადაუგზავნა N2/192 სამემკვიდრეო საქმე. ნოტარიუს ნ.ხაბულიანს აღნიშნული წერილი (გზავნილი) ჩაბარდა 28.10.2007წელს, არ გაუსაჩივრებია და როგორც უფლებამოსილმა ნოტარიუსმა მიიღო სამემკვიდრეო საქმე წარმოებაში (გთხოვთ იხილოთ დანართები: 4;5; 6; 7; 8; 9; 10; 11; 12).
იგივეს ადასტურებს ნოტარიუსი ლ.დიდებაშვილის მიერ 20.11.2019წელს გაცემული ამონაწერი - სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან, რომლის ბოლოს - შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ: „განცხადება გადაგზავნილია სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით ნოტარიუსთან“-ო (გთხოვთ იხილოთ დანართი 12).
--4. რამდენადაც 2007წლის ნოემბრის თვემდე ვერ მივიღეთ პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობა, პელაგია კუვიაზევას სამკვიდროში შემავალი სხვა მოძრავი ნივთის, რომელიც ინახებოდა მოქალაქე მერაბ ჯაფარიძის ოჯახში, დაბრუნების მოთხოვნით, იმავე წარმომადგენელისა და ამავდროულად შვილის - ზურაბ ინაშვილის მეშვეობით მივმართე ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 12.11.2007წლის N2/3073-07 გადაწყვეტილებითა და მასში გაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ 16.01.2008წელს გამოტანილი განჩინებით დაადგინა, რომ: „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნას შემდეგნაირად: მოპასუხე მერაბ ჯაფარიძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას კანონისმიერ მემკვიდრეს - ლენა სვანიძეს გადაეცეს პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას კუთვნილი წმინდა ნინოს ხატი“ (გთხოვთ იხილოთ დანართი 13).
ამრიგად, საერთო სასამართლოების ერთიან სისტემაში შემავალი მცხეთის რაიონული სასამართლოს 19.02.2007წლის N2/19 გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.11.2007წლის N2/3073-07 გადაწყვეტილებითა და მასში გაშვებული შეცდომების გასწორების შესახებ 16.01.2008წლის განჩინებით, პელაგია კუვიაზევას სამკვიდროზე ლენა სვანიძის, როგორც მემკვიდრის საკუთრების უფლება აღიარებულია ორი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რაც ადასტურებს, რომ მამკვიდრებელია პელაგია კუვიაზევა, ხოლო მემკვიდრე ვარ მე - ლენა სვანიძე და სამოქალაქო კოდექსის 2010წლამდე მოქმედი რედაქციით 1499-ე მუხლის თანახმად, ლენა სვანიძეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის განმარტებით 2007წლიდან წარმოეშვა უფლება, სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსისაგან მოეთხოვა და მიეღო პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობა, ამავე კოდექსის 1500-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლიდან ნებისმიერ დროს, ანუ მოთხოვნისთანავე, რომლის მიღებაც სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის მე-2 ნაწილით სავალდებულოა მემკვიდრისათვის, ანუ წარმოადგენს მემკვიდრის უფლებასაც და ვალდებულებასაც.
--5. დუშეთის ნოტარიუსის 26.10.2007წლის N112 წერილით, ნოტარიუსი ნ.ხაბულიანთან გადაგზავნილი 19.06.2007წლის N2-192 განცხადებით მოთხოვნილი პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით, 2008წლის 25 იანვარს მოსარჩელე ზურაბ ინაშვილი, როგორც ლენა სვანიძის რწმუნებული მივედი ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის სანოტარო ბიუროში, სადაც ზ.ინაშვილს დახვდა ხაბულიანის მოვალეობის შემსრულებელი ნოტარიუსი ლალი ბაგრატიონი, რომელმაც, პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის მოითხოვა ახალი განცხადების წარდგენა (გთხოვთ იხილოთ დანართი 6; 7; 8; 9; 10; 11; 12).
აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, იმავე დღეს ნოტარისი ნ.ხაბულიანის მოვალეობის შემსრულებელ ნოტარიუს ლალი ბაგრატიონს ზ.ინაშვილმა (როგორც ლ.სვანიძის რწმუნებულმა) განმეორებით წარვუდგინე სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებაზე ხელის მოწერამდე, მოვალეობის შემსრულებელმა ნოტარიუსმა ლალი ბაგრატიონმა ჯერ დაადგინა ჩემი, როგორც რწმუნებულის (ზ.ინაშვილის) ვინაობა, შედეგ დაადგინა უფლებამოსილება, შემდეგ დაადგინა ქმედუნარიანობაც და როცა დარწმუნდა რომ იყო/ვიყავი ქმედუნარიანიც, უფლებამოსილიც და ნამდვილად ზურაბ ინაშვილიც, მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდა ჩემი (ლენა სვანიძის) სახელით ჩემი რწმუნებულის ნების გამოხატვის ნამდვილობაში. კერძოდ, როგორც 25.01.2008წლის N2-14 სანოტარო აქტი უდავოდ ადასტურებს, ნოტარიუსმა ბაგრატიონმა ჩემს რწმუნებულს წაუკითხა განცხადების ტექსტიც და მასზედ ხელმოწერამდე განუმარტა სამოქალაქო კოდექსის 1445-ე მუხლის მოთხოვნაც და სიყტვიერად განუმარტა, რომ ამ განცხადებაზე ხელის მოწერის შემდეგ, მე - ლენა სვანიძეს, როგორც მემკვიდრეს უფლება აღარ მექნებოდა უარი მეთქვა პელაგია კუვიაზევას სამკვიდროზე, რაზეც მკაფიოდ და ნათლად ჩემი (ლენა სვანიძის) სახელით ჩემმა რწმუნებულმა განაცხადა თანხმობა და მხოლოდ ამის შემდეგ ნოტარიუსმა ლ.ბაგრატიონმა ჩემს რწმუნებულს მოაწერინა ხელი განცხადებაზე და ხელმოწერის შემდეგ განცხადება N2-14 რეესტრით რეგისტრაციაში გაატარა სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეეტრში და სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტურ ჟურნალში (გთხოვთ იხილოთ დანართი 14; 15; 16).
ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის მოვალეობის შემსრულებელმა ნოტარიუსმა ლალი ბაგრატიონმა 2008წლის 25 იანვარს N2-14 რეესტრით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე შეასრულა სანოტარო მოქმედება და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი არ უთქვავს, ამ ფაქტს უდავოდ ადასტურებს თვითონ ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის მიერ 2008წლის 22 აგვისტოს N1-2444 რეესტრით გაცემული მოწმობა (სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ). ანუ, აღნიშნული მოწმობა უდავოდ ადასტურებს, რომ მოვალეობის შემსრულებელმა ნოტარიუსმა ლ.ბაგრატიონმა 25.01.2008წელს შეასრულა სანოტარო მოქმედება და მის შესრულებაზე უარი არ უთქვამს (გთხოვთ იხილოთ დანართი 16).
მიუხედავად მოვალეობის შემსრულებელი ნოტარიუსი ლალი ბაგრატიონის მიერ 25.01.2008წელს, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე სანოტარო მოქმედების შესრულების ფაქტისა (რაც სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულია 2-14 ნომრით), ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის სამსახურში გამოსვლის შემდეგ ნოტარიუსმა ხაბულიანმა 12.03.2008წლის N21/03/08-01 დადგენილებით უარი განაცხადა უკვე შესრულებული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე და უარი განაცხადა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (გთხოვთ იხილოთ დანართი 17).
ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის 21.03.2008წლის N21/03/08-01 დადგენილება გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა სარჩელს, დედაჩემის (ლენა სვანიძის დედის - ალექსანდრა სვანიძის) სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი გ.გაბარაშვილისაგან მოვითხოვეთ და მივიღეთ 21.07.2009წლის N090311973 წარმომადგენლობითი მემკვიდრეობითი უფლების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული მოწმობა „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უდავოდ ადასტურებს შემდეგ უდავო მტკიცებულებითი ძალის მქონე ფაქტს. კერძოდ აღნიშნული მოწმობით დადასტურებულია შემდეგი ფაქტი: „მე, გიგა გაბარაშვილი, ქ.თბილისი ნოტარიუსი, რომლის სანოტარო ბიურო მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ლილოს დასახლება, მე-4 კვ. კორპ 1, ბინა 17. ამ კანონისმიერი წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ვადასტურებ, რომ ლენა სვანიძემ, როგორც ალექსანდრა სვანიძის (ქორწინებამდე ურუშაძის) პირველი რიგის მემკვიდრემ, მემკვიდრეობით მიიღო, ალექსანდრა სვანიძის (ქორწინებამდე ურუშაძის) ბებიის დის 01.02.1913წელს გარდაცვლილი პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) აქტივებისა და პასივების წარმომადგენლობითი მეორე რიგის მემკვიდრეობითი უფლებით სამკვიდროს მიღების უფლება. ალექსანდრა სვანიძის (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდრო აქტივში, როგორც ერთ-ერთი სამოქალაქო უფლება ასევე შედის და ლენა სვანიძემ მემკვიდრეობით მიიღო, ალექსანდრა სვანიძის (ქორწინებამდე ურუშაძის) ბებიის დის, პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.08.2007წლის N2/120 გადაწყვეტილებით დადგენილი სამკვიდროს გახსნის ადგილის (თბილისი ყოფილი ბარიატინსკის ჩიხი N3) სანოტარო ორგანოსაგან შესაბამისი სამკვიდრრო მოწმობის (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის) მიღების უფლება. ლენა სვანიძის მემკვიდრეობითი უფლებები მამკვიდრებელ პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდროზე დადგენილია მცხეთის რაიონული სასამართლოს 22.02.2007წლის N2/19 გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილებით დადგენილია: ლენა სვანიძის მიერ პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება ცნობილი იქნეს საპატიოდ. აღუდგეს მოსარჩელეს მამკვიდრებლის 1913წელს გარდაცვლილი პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდრო ქონების და უფლებების, სადაც უნდა იყოს და რაშიც უნდა გამოიხატებოდეს წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობით მიღების ვადა; ლენა სვანიძე ცნობილი იქნეს პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) მეორე რიგის მემკვიდრედ და მოპასუხისაგან გადაცემულ პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) ნივთებზე და სხვა შესაძლო ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებზე მესაკუთრედ)“ (გთხოვთ იხილოთ დანართი 18).
ამრიგად, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გ.გაბარაშვილის 21.07.2009წლის N090311973 წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დადასტურებულია ფაქტი იმისა, რომ მე - ლენა სვანიძემ დედაჩემისაგან მემკვიდრეობით მივიღე 1913წელს გარდაცვლილი პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის, ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, 2009წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსისაგან მიღების უფლება, როგორც სამოქალაქო კოდექსის 1449-ე და 1500-ე მუხლებით გათვალისწინებული ერთერთი სამოქალაქო უფლება.
ამდენად, 1913წელს გარდაცვლილი პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლება, ლენა სვანიძეს მემკვიდრეობით მიღებული მაქვს დედაჩემისაგან, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ სიცოცხლეში ვერ მიიღო პელაგია კუვიაზევას ასამკვიდრო მოწმობა და როგორც სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამოქალაქო უფლება, მემკვიდრეობით მივიღე მე - ლენა სვანიძემ, რასაც ადასტურებს კიდეც ნოტარიუსი გ.გაბარაშვილის 21.07.2009წლის N090311973 წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (გთხოვთ იხილოთ დანართი 18).
--6. რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის თანახმად (ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა 1921წლამდე მოქმედი რუსეთის იმპერიის სამემკვიდრეო სამართლის კოდექსი), თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის ხაზინაზე, ანუ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების საფუძველზე გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
ამრიგად, იმის დადგენის მიზნით, ხომ არ ჰქონად ნოტარიუს ნინო ხაბულიანს პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას სამკვიდროს უმკვიდროდ გამოცხადებისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცედურა დაწყებული და ამიტომ ხომ არ გვეუბნებოდა უარს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ამის დადგენის მიზნით 2009წლის 28 აპრილს განცხადებით მივმართეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 13.05.2009წლის N21/1682/5-9 წერილით ერთმნიშვნელოვნად დაგვიდასტურა, რომ, რადგან მცხეთის რაიონული სასამართლოს 22.02.2007წლის N2/19 გადაწყვეტილებით პელაგია კუვიაზევას სამკვიდროზე ლენა სვანიძე ცნობილი ვარ მემკვიდრედ და მესაკუთრედ, პელაგია კუვიაზევას ქონების უმკვიდროდ გამოცხადების პროცედურას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობსო.
ამრიგად, პელაგია კუვიაზევას სამკვიდროზე სახელმწიფოს უფლება არ მოუპოვებია და სახელმწიფო პირიქით ადასტურებს ლენა სვანიძის, როგორც მემკვიდრის საკუთრების უფლებას პელაგია კუვიაზევას სამკვიდროზე (გთხოვთ იხილოთ დანართი 19).
--7. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2009წელს მიმდინარე N3/1967-09 საქმეზე, რომელსაც იხილავდა მოსამართლე დ.გვრიტიშვილი, იმ დავაში მოპასუხემ - ნოტარიუსმა ნინო ხაბულიანმა 12.08.2009წელს წარდგენილი შესაგებელით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ნოტარიუსმა ხაბულიანმა სარჩელის არცნობის დასასაბუთებლად მიუთითე შემდეგ ფაქტზე, რომლითაც არ სცნო სარჩელი. კერძოდ მიუთითა შემდეგი ფაქტი: „მოსარჩელე ლენა სვანიძეს, პელაგია ზაქარიას ასული კუვიაზევას (გარდაცვლილი 1913წელს), დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებით სურს გარკვეული პრეტენზიები განაცხადოს გ.ჭანტურიას ჩიხი N3-ში (იგივე შ.რუსთაველის გამზირი N13-ში) მდებარე სასტუმრო „თბილისი მარიოტ“-ზე, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს“-ო.
რამდენადაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 22.12.2005წლის N2359 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 12.08.2009წელს წარდგენილი შესაგებელის მომენტში მოქმედებდა აღნიშნული ინსტრუქცია) მე-3 მუხლი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წლის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წეისი შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ანალოგიურად ადგენდა ნოტარიუსის შემდეგ ვალდებულებებს: „ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით სამართლებრივ დახმარებას უწევს პირებს. იგი არის თავისი კლიენტის მიუკერძოვებელი იურიდიული მრჩეველი“-ო. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში 12.08.2009წელს წარდგენილი შესაგებელით ნოტარიუსი ნ.ხაბულიანი თვითონვე აღიარებს, პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემით მისთვის და სხვა მესამე პირებისათვის დადგებოდა სავალალო შედეგები, ადასტურებს, რომ ნოტარიუსი ნინო ხაბულიანი უსაფუძვლოდ უარს გვეუბნებოდა და დღემდე უსაფუძვლოდ უარს გვეუბნება პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და აშკარად არღვევს ინსტრუქციის ზემოციტირებული ნორმის მოთხოვნებს, გამოხატავს პირად ინტერესს და არის მესამე პირების სასარგებლოდ მიკერძოვებული, პელაგია კუვიაზევას სამკვიდროზე თვითონაც გამოხატავს ინტერესს და თავს არიდებს რაღაც საფრთხეს, რომელიც მისი განმარტებით სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემთხვევაში დაუდგება სავალალო შედეგის სახით (გთხოვთ იხილოთ დანართი 20).
ნოტარიუსმა ნ.ხაბულიანმა, 2019წლის 14 იანვარს პატრულ-ინსპექტორის თანდასწრებითაც იგივე საფრთხეზე და პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის დაუშვებლობაზე გააკეთა განმარტება, რაც დაფიქსირებულია პატრულ-ინსპექტორის სამხრე ვიდე-ოკამერის ჩანაწერში (გთხოვთ იხილოთ დანართი 21).
ამრიგად, ნოტარიუსი ნ.ხაბულიანისათვის და რამდენადაც მრავლობითში მიუთითებს იმ პირების რიცხვს, რომლებისთვისაც, ლენა სვანიძისათვის პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემთხვევაში დადგება სავალალო შედეგები, ადასტურებს, რომ აღნიშნული ნოტარიუსი დღემდე უსაფუძვლოდ უარს აცხადებს პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება ნოტარიუს ნ.ხაბულიანისათვის მინიჭებული აქვს სახელმწიფოს, სარწმონოდ უნდა იქნას მიჩნეული, რომ, სწორედ სახელმწიფოსათვის სავალალო შედეგების დადგომას უფრთხის აღნიშნული ნოტარიუსი და საფრთხეს ხედავდეს იმ პირებისაგანაც, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფლობენ 12.08.2009წლის შესაგებელში ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის მიერ მითითებულ მისამართებზე (გ.ჭანტურიას ჩიხი N3-ში (იგივე შ.რუსთაველის გამზირი N13-ში)) არსებული შენობებს.
--8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009წლის 11 ნოემბრის N2/3337-08 გადაწყვეტილებით ბათილად სცნო ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის 21.03.2008წლის N21/03/08-01 დადგენილება - პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუს ნ.ხაბულიანს არ დაავალა. რადგან, სასამართლომ რატომღაც მიჩნია, რომ, რადგან პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლება, შედიოდა ალექსანდრა სვანიძის სამკვიდროში და წარმოადგენდა ალექსანდრა სვანიძის სამკვიდრო უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული მაქვს მე - ლენა სვანიძეს, პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობაც მომავალში უნდა გაეცა ნოტარიუს გ.გაბარაშვილს. ამრიგად სასამართლომ დაადგინა, რომ პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობა 11.11.2009წლისათვის (N2/3337-08 გადაწყვეტილების გამოტანის დღისათვის) მე - ლენა სვანიძეს მიღებული არ მქონდა და მე - ლენა სვანიძეს პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობა მისაღები მქონდა ნოტარიუსი გ.გაბარაშვილისაგან 11.11.2009წლის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ანუ მომავალში (გთხოვთ იხილოთ დანართი 22).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2009წლის N2/3337-08 გადაწყვეტილება მხარეებს ჩაგვბარდა 2009წლის 9 დეკემბერს (გთხოვთ იხილოთ დანართი 23).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, იმ შემთხვევაში თუ პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემა მართლაც ნოტარიუსი გ.გაბარაშვილის უფლება და მოვალეობა იყო, მაშინ, ნოტარიუსი ნ.ხაბულიანი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 22.12.2005წლის N2359 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის განმარტებით თავისი კლიენტის (ლენა სვანიძის) მიუკერძოვებელი იურიდიული მრჩეველი, 21.03.2008წელს ნოტარიუსი ხაბულიანი ვალდებული იყო პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითებინა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსი გ.გაბარაშვილის უფლებამოსილებაზე და თავიდანვე აღნიშნული ნოტარიუსისათვის გადაეგზავნა სამემკვიდრეო საქმე, როგორც ეს განახორციელა ნოტარიუსმა ლ.დიდებაშვილმა 26.10.2007წელს (გთხოვთ იხილოთ დანართები: 6; 7; 8; 9; 10; 11; 12). ხოლო ის ფაქტი, რომ 21.03.2008წლის N21/03/08-01 დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნ.ხაბულიანმა უარი განაცხადა სულ სხვა საფუძვლით, ადასტურებს, რომ აღნიშნული ნოტარიუსი ან არ არის საკმარისად კვალიფიციური იურისტი და არ არის სათანადო იურიდიული მრჩეველი, ან გამიზნულად და დროის გაჭიანურების მიზნით ასრულებდა და ასრულებს იმ პირების დავალებას, რომლებიც ემუქრებიან სავალალო შედეგების დადგომით (გთხოვთ იხილოთ დანართები: 17; 20). ამასთანავე, დუშეთის ნოტარიუსისაგან 26.10.2007წლის N112 წერილით სამემკვიდრეო საქმის, როგორც უფლებამოსილი ნოტარიუსისათვის მიღების შემდეგ, ნოტარიუს ნ.ხაბულიანს უნდა გაესაჩივრებინა ნოტარიუსი ლ.დიდებაშვილის ქმედება და მცხეთის რაიონულ სასამართლოს 13.08.2007წლის N2/120 გადაწყვეტილების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოეთხოვა ბათილად ცნობა და მისი მონაწილეობით საქმის განხილვის განახლება უნდა მოეთხოვა, რაც ნოტარიუს ნ.ხაბულიანს არ განუხორციელებია და აღიარა მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.08.2007წლის გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის კანონიერება.
2009წლის 20 დეკემბერს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2009წლის N2/3337-08 გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-11 დღეს და 11.11.2009წლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების ამოწურვამდე 3 დღით ადრე, ჩემი შვილი - ზურაბ ინაშვილი, სიძე (ქალიშვილის მეუღლე) - დავით სააკაშვილი და პელაგია კუვიაზევას დისშვილისშვილის შვილი - ვაჟა ნებიერიძე დააკავეს საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ლენა სვანიძისა და ზურაბ ინაშვილის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მოსარჩელეების (ლ.სვანიძისა და ზ.ინაშვილის) სახლიდან (მისამართზედ ქ.თბილისი, ბალანჩივაძეების ქ. N33) ამოღებული იქნა სამემკვიდრეო საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და მოსარჩელე ზურაბ ინაშვილის პერსონალური კომპიუტერის პროცესორი. ხოლო მოსარჩელე ზურაბ ინაშვილის დაკავებისას, ზურაბ ინაშვილს ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნეს დაკავების მომენტში მის ხელთარსებული დოკუმენტები დაახლოებით 500 ფურცლის რაოდენობით. აღნიშნული ფაქტები დადასტურებულია სისიხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით.
ამრიგად, 20.12.2009წელს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტები ეხებოდა პელაგია კუვიაზევას და სხვა მამკვიდრებლების სამემკვიდრეო საქმეებსა და სასამართლოებში მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლების ასლები დაკავებისას ხელთ ჰქონდა ზურაბ ინაშვილს და უკანონოდ ჩამოართვეს. შესაბამისად, 20.12.2009წელს ყალბი ბრალდებებით დაკავებულნი იყვნენ ჩემი (ლენა სვანიძის), ანუ პელაგია კუვიაზევას მემკვიდრის ოჯახის სრულწლოვანი ყველა მამრობითი სქესის წევრი და რაც მთავარია პელაგია კუვიაზევას და სხვა მამკვიდრებლების სამემკვიდრეო საქმის წარმოებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტიც ამოღებული იქნა ჩხრეკის საფუძველზე, ხოლო ზურაბ ინაშვილის პერსონალური კომპიუტერის ამოღებით, დასკანერებული არქივიც ამოიღო სოდ-ის თანამშრომლებმა, რის გამოც 2009-2018წლებში ხელი შემეშალა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის მიღების საქმის წარმოების გაგრძელებაში, რითიც აშკარად თავიდან იქნა აცილებული ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 12.08.2009წელს N3/1967-09 საქმეზე წარდგენილ შესაგებელში მითითებული სავალალო შედეგების დადგომა (გთხოვთ იხილოთ დანართი 20).
როგორც ზურაბ ინაშვილის პერსონალური კომპიუტერის (პროცესორის) ჩხრეკის 25.12.2009წლის ოქმი ადასტურებს, ზ.ინაშვილის პერსონალური კომპიუტერის პროცესორში არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში არსებული არცერთი მტკიცებულება და კომპიუტერის პროცესორის დაბრუნების ნაცვლად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე რომან ხორავამ 2010წლის 8 ივლისის N1/081 განაჩენის „დაადგინა“ ნაწილის 28-ე პუნქტით, ზ.ინაშვილის პერსონალური კომპიუტერის პროცესორი საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენით გადასცა სახელმწიფოს, რითიც სახელმწიფომ აშკარად კანონდარღვევით მიითვისა პროცესორი, რომელიც მართალია არ შეიცავდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ არავითარ მტკიცებულებას, მაგრამ, რამდენადაც შეიცავდა ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის 12.08.2009წლის შესაგებელში მითითებულ მისამართებზე არსებული ქონებით დაინტერესებული პირებისა და სახელმწიფოსათვის სავალალო შედეგების დადგომისათვის საჭირო დოკუმენტების დასკანერებულ ასლებს, სახელმწიფოს სახელით გამოტანილი განაჩენით სახელმწიფომ მიისაკუთრა პროცესორიც და მასში დაცული ელექტრონული დოკუმენტებიც, გამოსაცემად გამზადებული მხატვრული ნაწარმოებები და ლექსების კრებულიც მიითვისა. ასევე, სახელმწიფომ მიისაკუთრა სახლიდან ამოღებული დოკუმენტებიც და დაკავების მომენტში ზ.ინაშვილის ხელთ არსებული და დაკავებისას ჩამორთმეული დოკუმენტებიც, რითიც აშკარად მიღწეული იქნა შედეგი და 2009წლიდან ზ.ინაშვილის 2017წელს განთავისუფლებამდე ვეღარ შევძელით პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობა მიგვეღო გ.გაბარაშვილისაგან მაინც (გთხოვთ იხილოთ დანართები 20; 21; 22; 23; 24; 25).
--9. 2017წლის 3 თებერვალს მოსარჩელე ზ.ინაშვილი განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის N15 დაწესებულებიდან.
განთავისუფლების შემდეგ, მთელი ერთი წელი გახდა საჭირო 20.12.2009წელს ჩხრეკის შედეგად და დაკავების შედეგად ამოღებული სამემკვიდრეო დოკუმენტებისა და სასამართლო საქმეების ასლების განმეორებით მიღებისათვის, ხოლო დოკუმენტების აღდგენის შემდეგ, როგორც საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 14.03.2018წლის N16/3604 წერილით შეგვატყობინა, ნოტარიუსი გ.გაბარაშვილი 2018წლისათვის აღარ ირიცხებოდა ნოტარიუსთა ერთიან რეესტრში, ხოლო „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ 31.03.2010წლის ინსტრუქციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმადო, იმ შემთხვევაში თუ ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილებაო, სამემკვიდრეო საქმის წარმოების უფლება აქვს ნებისმიერ ნოტარიუსს“-ო. მიუხევადა ამისა, რამდენადაც ამავე ინსტრუქციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ იმავე მამკვიდრებლის სამკვიდროსთან დაკავშირებული განცხადებები წარდგენილია სხვადასხვა ნოტარიუსთან, სამემკვიდრეო საქმისწარმოება უნდა გაერთიანდეს და უნდა გადაეცეს იმ ნოტარიუსს, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო განცხადება“.
ამრიგად, რამდენადაც პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით პირველი განცხადება მიიღო დუშეთის ნოტარიუსმა ლ.დიდებაშვილმა 19.06.2007წელს (გთხოვთ იხილოთ დანართი 7), მაგრამ აღნიშნული ნოტარიუსის უარის თქმის დადგენილების საფუძველზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.08.2008წლის N2/120 გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის ადგილი (გთხოვთ იხილოთ დანართები: 6; 7; 8; 9; 10; 11; 12) და ნოტარიუსმა დიდებაშვილმა სამემკვიდრეო საქმე 26.10.2007წლის წერილით გადაუგზავნა ნოტარიუს ნინო ხაბულიანს, რომელსაც აღნიშნული ფაქტი არ გაუსაჩივრებია, რითიც აღიარა მის სამკვიდრო უბნად და მის მიერ გასაცემ დოკუმენტად, რომელსაც 25.01.2008წელს ასევე მივმართეთ პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით, რომლის საფუძველზეც ნოტარიუს ნ.ხაბულიანთან იქნა დაწყებული პელაგია კუვიაზევას სამემკვიდრეო საქმის წარმოება (გთხოვთ იხილოთ დანართები: 14; 15; 16; 17; 18; 19; 20; 26), 2018წლისათვის პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ერთადერთი უფლებამოსილი ნოტარიუსი არის ნ.ხაბულიანი.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ნოტარიატის სისტემაში მოქმედი არცერთი სამართლებრივი აქტი არ ითვალისწინებს აშკარად მიკერძოვებული და ან პირადი ინტერესით მოქმედი ნოტარიუსის აცილების უფლებასა და პროცედურებს, რის გამოც აშკარად მიკერძოვებული ნოტარიუსი ნ.ხაბულიანის აცილება შეუძლებელია. აღნიშნული აცილების უფლების საკანონმდებლო აქტებში არგათვალისწინების ფაქტი და სადავო ნორმით სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის აცილების ფაქტი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ნოტარიუსების მეშვეობით არღვევს მემკვიდრეების უფლებებს, რითიც მემკვიდრეებს აყენებს ზიანს და ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო თავს არიდებს სადავო ნორმით, ხოლო ნოტარიუსების პირადი ქონებით პასუხისმგებლობის ხაზგასმით, სახელმწიფო ნოტარიუსებზე ზემოქმედებს მემკვიდრეების საწინააღმდეგოდ და პრაქტიკულად სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებაში სრულად აკონტროლებს ნოტარიუსების ქმედებებს, რასაც ნოტარიუსი ნ.ხაბულიანი ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში N2/1967-09 საქმეზე 12.08.2009წელს წარდგენილ შესაგებელში (გთხოვთ იხილოთ დანართი 20).
ამრიგად, პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2019წლის 14 იანვარს ჩვენმა მაშინდელმა დამცველმა ნინო ლორთქიფანიძემ და ზ.ინაშვილმა, სანოტარო ბიუროში მიაკითხეს ნოტარიუს ნ.ხაბულიანს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წლის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 78-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ნოტარიუსს, წარდგენილი განცხადება დაუყოვნებლივ უნდა გაეტარებინა სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, ნოტარიუსმა ხაბულიანმა უარი განაცხადა აღნიშნული ნორმების მოთხოვნის მორჩილებაზე, ხოლო განცხადებით მიმართვის ფაქტისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემისა და ან სამკვიდრო მოწმობის გაცემაზედ უარის თქმის დადგენილების კანონით გათვალისწინებული 3 დღიანი ვადის ათვლის მომენტის დასაფიქსირებლად, ჩემი რწმუნებულები იძულებულნი გახდნენ გამოვიძახათ პატრული.
სანოტარო ბიუროსთან მოსული პატრუ-ინსპექტორი საკითხის გარკვევის მიზნით შევიდა ნოტარიუს ნ.ხაბულიანთან და როგორც პატრულ-ინსპექტორის სამხრე ვიდეო-კამერის ჩანაწრის მე-3 წუთზეა დაფიქსირებული, ნოტარიუსი კვლავ იმავე სავალალო შედეგების დადგომაზედ მიუთითებს, რასაც სამკვიდრო მოწმობის გაცემის უარის საფუძვლად უთითებდა თბილისის საქამაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში N2/1967-09 საქმეზე 12.08.2009წელს წარდგენილ შესაგებელში, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ნოტარიუსისათვის კვლავ, ანუ 10 წლის შემდეგაც მიუღებელია და მისთვის და სხვა მესამე პირებისათვის სავალალო შედეგების დადგომას გამოიწვევს, თუ ნოტარიუსი ნ.ხაბულიანი შეასრულებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას და გასცემს პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობას (გთხოვთ იხილოთ დანართები: 14; 20; 21).
14.01.2019წელს, ნოტარიუს ნ.ხაბულიანს რეგისტრაციის გარეშე მაინც დაუტოვეთ განცხადება (გთხოვთ იხილოთ დანართი 21; 27).
სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული იუსტიციის მინისტრის 24.05.1999წლის N39 ბრძანებით ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშნულმა კერძო პირმა ნ.ხაბულიანმა, 17.01.2019წლის N190048334 დადგენილებით კვლავ თავი აარიდა მისთვის სავალალო შედეგების დადგომას და კვლავ უსაფუძვლოდ უარი გვითხრა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (გთხოვთ იხილოთ დანართი 1; 2; 3; 28).
--10. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ჩემი (ლენა სვანიძის) მამკვიდრებელი პელაგია კუვიაზევა ინგლისურ და ფრანგულ ბანკებში 1900-1913წლებში გახსნილი ჰქონდა პირადი ანგარიშები, რომელზეც გარკვეული პერიოდულობით რიცხავდა დანაზოგ თანხებს.
აღნიშნულ ბანკებში არსებული ანგარიშების მოძიების მიზნით ჩემი რწმუნებულის მეგობარისა და ნათესავის დახმარებით 2008წელს დავუკავშირდით ინგლისელ ადვოკატს ბატონ დავიდ შეფერდს, რომელსაც გარკვეული გასამრჯელოს გადახდის შემდეგ დავავალეთ ინგლისის საფოსტო არქივში პელაგია კუვიაზევას გადარიცხვების თაობაზედ მოეძიებინა ინფორმაცია. აღნიშნული დავალების შესრულებისას, ინგლისელმა ადვოკატმა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საფოსტო არქივებში მოიპოვა ინფორმაცია, პელაგია კუვიაზევას ანგარიშებზე საბანკო ანგარიშების გზავნილების რეგისტრაციის შესახებ და ჩემს (ლენა სვანიძის) სახელზე ანგარიშების გადმოსაფორმებლად 02.03.2009წლის წერილით მოგვთხოვა პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის გადაგზავნა (გთხოვთ იხილოთ დანართი 29).
იმავე დავიდ შეფერდმა 25.07.2009წლის წერილით მოგვაწოდა ინფორმაცია პელაგია კუვიაზევას საბანკო ანგარიშებზე 1900-1913წლებში გადარიცხული თანხების თაობაზედ და ანგარიშების განკარგვისათვის კვლავ მოგვთხოვა პელაგია კუვიაზევას სამკვიდრო მოწმობის მისთვის გადაგზავნა (გთხოვთ იხილოთ დანართი 30).
როგორც ზემოთ ავღნიშნე, 2009წლის 20 დეკემბერს ჩემი (მოსარჩელე ლენა სვანიძის) შვილი (მოსარჩელე ზ.ინაშვილი), სიძე (დ.სააკაშვილი) და პელაგია კუვიაზევას დის შვილის შვილიშვილი (ვ.ნებიერიძე) დააკავეს უმძიმესი დანაშაულის ჩადენის ყალბი ბრალდებებით, ხოლო სამემკვიდრეო საქმეების წარმოების გაგრძელებისათვის აუცილებელი დოკუმენტები და მათი ელექტრონული და მატერიალური ასლები, ზ.ინაშვილისა და ამავდროულად ჩემი სახლის ჩხრეკისას ამოიღო შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა (გთხოვთ იხილოთ დანართები 24; 25), რის გამოც შეუძლებელი გახდა პელაგია კუვიაზევას სამემკვვიდრეო საქმის წარმოების გაგრძელება, ხოლო რამდენადაც ინგლისელ ადვოკატთან კავშირი ჰქონდა ზ.ინაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა და ვეღარ შესძლო მასთან კავშირის გაგრძელება, აღნიშნულ ადვოკატთან კავშირი შეწყდა 2018წლამდე ზ.ინაშვილის განთავისუფლებამდე.
2019წელს ზურაბ ინაშვილმა ინგლისელ ადვოკატთან აღადგინა კავშირი, რომელმაც 02.05.2019წლის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილით პელაგია კუვიაზევას საბანკო ანგარიშებზე, პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის მომენტში არსებული საბანკო ნაშთების განკარგვისათვის კვლავ მოგვთხოვა პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის მისთვის გაგზავნა, რომელიც უნდა გასცეს ნოტარიუსმა და რამდენადაც ნოტარიუსი ნ.ხაბულიანი დღემდე არ გვაძლევს პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელ სამკვიდრო მოწმობას, მოსარჩელე ლენა სვანიძე ვერ ვახერხებ პელაგია კუვიაზევას საბანკო ანგარიშებზე, პელაგია კუვიაზევას სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის არსებულ ნაშთის განკარგვას და ანგარიშების ჩემს სახელზე გადმოფორმების პროცედურასაც ვერ იწყებს ადვოკატი, რითიც მოსარჩელე ლენა სვანიძეს მადგება მატერიალური და მორალური ზიანი სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძაბნებით ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშნული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, რაზეც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულ უფლებასთან შესაბამისობაში არსებული ზოგადიო ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლება გვაქვს სახელმწიფო სახსრებიდან მოვითხოვოთ და მივიღოთ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ნოტარიუსის თანამდებობაზედ დანიშნული კერძო პირის მიერ მოყენებული ზიანისათვის, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გასაჩივრებული მეორე წინადადება, პირიქით გამორიცხავს სახელმწიფო პასუხისმგებლობას, რაც იწვევს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმით გარანტირებული უფლების დარღვევას, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადებისა და ნოტარიუსის პირადი პასუხისმგებლობის პირობებში, მისგან მოყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო საქმეთა წარმოების წესით, ნაცვლად ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისა, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევას, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს 27.11.2014წლის Nბს-638-624(გ-14) განჩინებაში განმარტებულის თანახმად, არის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რომლის ანალოგიური უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და არღვევს გასაჩივრებული ნორმა.
რამდენადაც ჩემი შვილის და ამავდროულად რწმუნებული ზ.ინაშვილის განთავისუფლების შემდეგ, ინგლისელ ადვოკატთან კონტაქტის აღდგენა გართულდა, მოსარჩელე ზ.ინაშვილი დაუკავშირდა ჩეხ ადვოკატს, რომელმაც ჩემგან (ლენა სვანიძისაგან) იგივე დოკუმენტი მოითხოვა, რასაც 2009წლიდან ჩვენგან უშედეგოდ ითხოვს ინგლისელი ადვოკატი დ.შეფერდი და ამ დოკუმენტის გაგზავნამდე, უარი განაცხადა ჩვენი საქმის წრმოების დაწყებაზეც კი (თხოვთ იხილოთ დანართი 32).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა