დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1508 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | დურმიშხან გურგენიძე |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 182-მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილის სიტყვები : „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ... მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა...“ |
საქართველოს კონსტიტუციის 10-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის 2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 13-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები, რომლის მიხედვითაც: „1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. 4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რომლის მიხედვითაც: 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტები, რომლის მიხედვითაც: 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30 და 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
«საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის მე 19 მუხლის პირველი ნაწილის -ე პუნქტისა და 39-ეს პირველი ნაწილის ა) პუნქტი : ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და წაყენებული მაქვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მე 2 ნაწილის საფუძველზე
1 გასაჩივრებული მუხლის შინაარსის სიტვები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ვახდენ ციტირებას „მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა
ამ მუხლიდან სიტყვები: 1) „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება“ და 2)„მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა“.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. გასაჩივრებული მუხლის შინაარსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ვახდენ ციტირებას „მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა
1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსი
გასაჩივრებული მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, წინადადება: „თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა“ იმპერატიულად უპირისპირდება ამავე ნაწილის წინადადებას: „მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა“ ნივთის ან ქონებრივი უფლების „მართლზომიერი ფლობა ან გამგებლობაში ყოფნა“ გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას - მოქმედებას ან უმოქმედობას, რადგანაც გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმების, გარიგების, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დეტალურად დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული ნორმებით და დავის შემთხვევაში დავა უნდა გადაწყვიტოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ. ს.ს.სკოდექსი განსჯადობა (მუხლი 1, 2 – 1 ნაწილი, ს.ს.კოდექსი7, 8, 50,68,69,147.148,155,162 პირველი და მეორე ნაწილი, 319 პირველი ნაწილი, 361 პირველი და მეორე ნაწილი,763,1506 მეორე მაწილი, აგრეთვე 1519.
3. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
მუხლი 1,2,3,4,5,11,13, 18.14,16,
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 31-ე
1. ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლზომიერი მფლობელობის ან გამგებლობის სამართლებრივი ურთიერთობა, მათი ტერმინები, გაწერილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რომლებიც გასაზღვრავენ ასეთი ურთიერთობის გარშემო წარმოშვებულ სამართლებრივი დავის გადაწყვეტის კანონიერ საფუძველს, კერძოდ, ამ სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების საფუძველზე (მუხლი 7, მუხლი 8) და არ შეიძლება იგი წარმოადგენდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის იმ რედაქციით, რომელიც მოცემულია გასაჩივრებული მუხლის დისპოზიციურ ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მუხლი 1519. ცნებათა ერთიანობის უზრუნველყოფა.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ჩემ მიერ ქვემოთ მოყვანილი სამართლებრივ დასაბუთების საფუძვლებში, რომელიმე ურთიერთობის დარღვევა არ უნდა იქნეს არეული ან შერეული სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ურთიერთობაში ან ადმინისტრაციულ კოდექსით განსაზღვრულ ურთიერთობაში. იმიტომაცაა დაყოფილი ცალ-ცალკე კოდიფიცირებული წესით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობა კოდექსების სახით, არსებობს ნორმები, რომელებიც ჯამში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის კონსტიტუციით ან საერთაშორისო შეთანხმებით საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს.
3. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის რედაქცია იმპერატიული წესით უპირისპირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობას „ მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას, ნივთი გარიგების გარეშე მართლზომიერად ვერაფრით ვერ მოხვდება სხვა პირთან, სხვისი ნივთი შეიძლება მართლზომიერად მოხვდეს სხვა პირთან მხოლოდ გარიგების საფუძველზე ანუ შეთანხმების ან ხელშეკრულების საფუძველზე , სხვა დანარჩენ შემთხვევაში ანუ გარიგების შეთანხმების ან ხელშეკრულების გარეშე ნივთი ითვლება არამართლზომიერად მფლობელობაში ან გამგებლობაში, გასაჩივრებული მუხლით კი დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რადგანაც არაგანსჯად სასამართლოს უქვემდებარებს ამ მუხლით გამოძიებულ სამოქალაქო კოლეგიის განსჯად საქმეებს.
4. გასაჩივრებული ნორმა წარმოშობილია საქართველოს საბჭოთა სოციალისტური სისხლის სამართლის კოდექსიდან და მის მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა საქართველოს სახალხო სახემწიფო ქონების დაცვის განსაკუთრებულ ნორმას, რადგანაც არ არსებობდა კერძო სამართლის ნორმებით რეგულირებული სხვადასხვა ურთიერთობა, თუნდაც ბიზნეს საქმიანობა იყო დასჯადი ქმედება და ა.შ. საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 94-ე მუხლის იდენტურია.
5. ასევე არაადვეკატურია გასაჩივრებული ნორმის ჰიპოთეზაც, სადაც ნახსენებია სიტვა „მართლსაწინააღმდეგო“ და არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში არამართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა?
4. საკონსტიტუციო სარჩელის სამართლებრივი დასაბუთება
საკონსტუციო სარჩელის დასაბუთებისთვის, რომ არ მოხდეს ტერმინების არაადვეკატური განსაზღვრება მოვიყვან კონკრეტული მუხლების ციტირებას სიტყვა სიტვით, რაც სამართლებრივად დაასაბუთებს გასაჩივრებული მუხლის სიტყვების საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას.
საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი კონკრეტული საფუძვლები:
4.1 ვახდეენ ციტირებას :
„საქართველოს კანონისაქართველოს სამოქალაქო კოდექსიწიგნი პირველისამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი
შესავალი დებულებანი
მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო
ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთ
მუხლი 2. ნაწილი 1. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
გამომდინარე ამ მუხლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას
4.2 ამავე კოდექსით განსაზღვრულია კერძო სამართლის ობიექტი და სუბიექტი
ვახდეენ ციტირებას:
მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები
კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ: გამომდინარე ამ მუხლიდან კერძო სამართლის ობიექტი არის ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატარებელი სიკეთე, რომელიც წინააღმდეგობაშია გასაჩივრებულ ნორმის შინაარსთან, აგრეთვე,
„ მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები
1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ, რომ ამ კონკრეტული ნორმების შესაბამისად, რომელებიც კონსტიტუციას შეესაბამება, დადგენილია თუ ვინ შეიძლება იყოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მხარე, სუბიექტი და განმარტებულია კერძო სამართლის ობიექტი, შესაბამისად წინააღმდეგობაშია მოსული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რადგანაც იქ აღწერილ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, სიტყვა მართლზომიერი ფლობა ან გამგებლობაში ყოფნა განმარტებულია ქვემოთ მოყვანილი ნორმების საფუძველზე. გასაჩივრებული ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი
4.3 ამავე კოდექსით განსაზღვრულია კერძო სამართლის ობიექტი და სუბიექტის არსებული სამართლებრი ურთიერთობა
ვახდეენ ციტირებას :
„ კარი მეორეგარიგებანითავი პირველი
ზოგადი ნორმები
მუხლი 50. ცნება
გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
ეს კონკრეტული ნორმა განმარტავს თუ რა არის გარიგება და რაც მთავარია აქვე კონკრეტულად ადგენს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშვების, შეცვლის ან შეწყვეტის კონკრეტულ ნორმებს, შესაბამისად გასაჩივრებული ნორმა 182-ე მუხლის სიტყვები მართლზომიერი ფლობა ან გამგებლობა დაქვემდებარებულია სამოქალაქო კერძოსამართლებრივ ურთიერთობას და არ უნდა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსის განსჯად სამართლებრივ ურთიერთობას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო გასაჩივრებული ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი.
4.4 ამავე კოდექსით განსაზღვრულია კერძო სამართლის ობიექტი და სუბიექტის არსებული სამართლებრი ურთიერთობის გარიგების ფორმის მნიშვნელობა და წესი
ვახდენ ციტირებას:
„ თავი მესამეგარიგების ფორმა
მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის
გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტტავ:
ეს კონკრეტული ნორმა განსაზღვრავ თუ როგორ შეუძლიათ მხარეებმა დადონ გარიგება, რა ფორმა უნდა დაიცვან, ხოლო 50-ე მუხლი განსაზღვრავს გარიგების არსს „წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის“ კერძოსამართლებრივ ურთიერთობას შესაბამისად გასაჩივრებული ნორმა 182- ე მუხლის წინადადება: „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას“ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზეა მიღებული და საქართველოს კონსტიტუციას 31-ე მუხლს არ შეესაბამება.
4.5 ამავე კოდექსით განსაზღვრულია კერძო სამართლის ობიექტი და სუბიექტის არსებული სამართლებრი ურთიერთობის გარიგების ფორმა
ვახდენ ციტირებას:
„ მუხლი 69. გარიგების ფორმა
1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
აქვე განმარტებულია თუ როგორ შეუძლიათ დადონ გარიგება მხარეებმა და ქვემოთ იწყება უკვე კონკრეტულად იმ სამართლებრივი ურთიერთობის აღწერა, რომელიც დარღვეულია გასაჩივრებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით და დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი კერძოდ კი:
ვახდენ ციტირებას:„ წიგნი მეორესანივთო (ქონებრივი) სამართალი
კარი პირველი
ქონება
მუხლი 147. ცნება
ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
შესაბამისად ამ კონკრეტული ნორმიდან გამომდინარე დეტალურად არის აღწერილი თუ რა არის ქონება, ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, შესაბამისად, გასაჩივრებულ მუხლის 182-ე შინარსი „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას“ უპირისპირდება სამოქალაქო კოდექს, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ხოლო გასაჩივრებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან
მუხლი 148. ნივთის სახეები
ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.
4.6 ამავე კოდექსით განსაზღვრულია კერძო სამართლის ობიექტი და სუბიექტის არსებული სამართლებრი ურთიერთობის სახეები მ ფ ლ ო ბ ე ლ ო ბ ა.
ვახდენ ციტირებას:
კარი მეორემფლობელობა
მუხლი 155. ცნება. სახეები
1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით“
ვამთავრებ ციტირებას:
საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვ ამ კონკრეტული სამართლის ნორმის შედარებას გასაჩივრებულ ნორმის სიტყვებთან, რომელიც უშუალოდ იმპერეტიული წესით ადგენს თუ რა არის მფლობელობა იგივე (გამგებლობაში) ყოფნა ნივთის, მათ შორის 162-ე მუხლი, მართლზომიერი მფლობელის უფლებები, კერძოდ კი:
ვახდენ ციტირებას:
„მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები
1. დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.
2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ : ჩემ მიერ გასაჩივრებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილში გამოყენებული წინადადებები პირდაპირ უპირისპირდება კერძოსამართლებრივ ურთიერთობას და მას ხდის სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად, რომელიც არ შეიძლება იყოს დასჯადი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, უფრო მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუშვებლად ხდის, რომ მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება მართლზომიერ მფლობელობის განმავლობაში „ კიდევ ვმეორდები იმდენად მნიშვნელოვანი მუხლია , სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ეს გასაჩივრებული ჩანაწერი „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას“, როგორი არაკონსტიტუციურია ამ კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 4, ნაწილი 5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. „კონსტიტუციურ შთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ,ხოლო საერთაშორისო შეთანხმებებით კი
ვახდენ ციტირებას:
„ საერთაშორისო პაქტი
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/1994წ სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000334
მუხლი 11
არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო
მუხლი 15
1. არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე დაუშვებელია უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება, ვიდრე ის, რომელიც უნდაგამოეყენებინათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში. თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონით დადგენილი უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ დამნაშავეზეც.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ: ამრიგად, გასაჩივრებული 182-ე მუხლის არაკონსტიტუციურობა დგინდება საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული ნორმით ვახდენ ციტირებას: „ 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. „აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე და საერთაშორის შეთანხმების საფუძველზე,
ვახდენ ციტირებას:
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 31. საპროცესო უფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე
მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება
4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
გამომდინარე ამ სამართლებრივ ფაქტობრივი გარემოებიდან ჩემ მიერ გასაჩივრებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიში წინადადებები: „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას“ არ უნდა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას ამ შინაარსის დავა უნდა განიხლოს განსჯადმა სასამართლომ. კერძოსამართლებრივ ურთიერთობის დავებს კი განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
გასაჩივრებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით სიტყვები „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას“ სისხლის სამართლის კოდექსი უპირისპირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, კერძო სამართლებრივ ურთიერთობას; ნივთის მართლზომიერი მფლობელობაში ან გამგებლობაში წარმოშვების ამ ნივთან დავის გადაწყვეტის წესს და დასჯადობის გამომრიცხავ სამართლებრი საფუძველს, კერძოდ, სახელშეკრულებლო სამართალს
ვახდენ ციტირებას :
„კარი პირველისახელშეკრულებო სამართალი
ნაწილი პირველი
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება
1. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
მუხლი 335. დუმილი, როგორც აქცეპტის ფორმა
1. თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად.“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
გამომდინარე ამ კონკრეტული ნორმიდან კერძოსამართლებრივ ურთიერთობის ხასიათიდან კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო ამ ხელშეკრულების ფარშემო სადავო საკითხებს წყვიტავს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია და არა სისხლის სამართლის კოდექსი ,რადგანაც სახელშეკრულებლო დავის სუბიექტიც და ობიექტიც არის კერძო სამართლის მონაწილე- შემადგენელი ნაწილი.
4.7 კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუნდამენტური პირობაა ვალდებულება
ნებისმიერი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს ვალდებულება
ვახდენ ციტირებას :
„ კარი მეორევალდებულების შესრულება
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია
1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას
ვამთავრებ ციტირებას და საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 4 . ნაწილი 5 საფუძველზე მომქავს საერთაშორისო პაქტი :
„ საერთაშორისო პაქტი
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/1994წ სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000334
მუხლი 11
არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო“
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ ,რომ ვალდებულების არსებობის პრეზუმცია განმარტავს რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება იყოს დასჯადი ქმედება სისიხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, სადაც წერია სიტყვები „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ნივთის მითვისებას“ რითაც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული ფუნდამენტური
ვახდენ ციტირებას: საქართველოს კონსტიტუცია
„მუხლი 31. საპროცესო უფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.“
4.8 კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს შორის შეიძლება დაირღვეს ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ვახდენ ციტირებას:
„თავი მესამე
ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას
თავი მეთვრამეტე
მიბარება
მუხლი 763. ცნება
მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ:
საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვ გაამახვილოს ამ ნორმაზე ყურადრება, რადგანაც ნორმა ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევას. ვახდენ ციტირებას „ ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს“.
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას „ ვამთავრებ ციტირებას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, არსად არ წერია, რომ აღნიშნული ქმედება არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება, უფრო მეტიც, არსად არ წერია რომ საქმე უნდა გადეცეს პროკურატურას და/ან საგამოძიებო სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო ეს კოდექსი შედგენილია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, პირიქით სამოქალაქო კოდექსის გარდამავალ და დასკვნით ნაწილში იმპერატიული წესით არის გაწერილი ცნებების და ტერმინების ადეკვატური გამოყენება ჩვენს შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლში თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1519-ე მუხლისა და მუხლი 1506 -ე მუხლის მე 2-ე ნაწილის შესაბამისად. ვახდეენ ციტირებას:
„ სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 1506. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.
2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
მუხლი 1519. ცნებათა ერთიანობის უზრუნველყოფა
სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ადეკვატურად უნდა იქნეს გამოყენებული ყველა სხვა სამართლებრივ აქტში.“ ვამთავრებ ციტირებას და ხაზგასმით ავღნიშნავ რომ ჩემს მიერ გასაჩივრებული ნორმა (სადაო ნორმა სიტყვებით მართლზომიერი მფლობელობაში ანგამგებლობაში ნივთის მითვისებას“) არაადეკვატურად აქვს გამოყენებული მოპასუხე მხარეს ,რომელიც უპირისპირდება საქართველოს კოსტიტუციას და აღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
4.9 აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის დისპოზიციური ნაწილი წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითან და აქედან გამომდინარე განსჯადობასთან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის სრულიად დარღვეულია
ვახდენ ციტირებას:
„ საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
წიგნი პირველი
ზოგადი დებულებანი
კარი პირველი
სასამართლო
თავი I
სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
2. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს „ ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ,რომ საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ წინამდებარე კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით და არა სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესებით,რასაც ადგილი აქვს გასაჩივრებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე (უდაო სამართლებრივ ფაქტობრივი გარემოება)
მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა
1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით
მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი
1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი
1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს
მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
უწყებრივი ქვემდებარეობა
მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი
1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:
ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის
2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
ვამთავრებ ციტირებას და ხაზგასმით ავღნიშნავ ,რომ
მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზემუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი „ იმპერატიული წესით არეგულირებენ იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც გაწერილია მოპასუხე მხარის მხრიდან სადაო ნორმაში და სადაც არსად არ არის მითითებული, რომ სამოქალაქო კატეგორიის დავა უნდა განსაჯოს სისიხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით სისხლის სამართლის სასამართლო შემადგენლობამ.
გასაჩივრებული ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რადგანაც საქმე მოხვდა არაგანსჯად სასამართლოში თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა, ვახდენ ციტირებას:
„თავი III
განსჯადობა
მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს.
მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა
1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“ ვამთავრებ ციტირებას და განვმარტავ, რომ მუხლი 16, იმპერატიული წესით ადგენს სახელშეკრულებლო დავები სად და როგორ უნდა განიხილოს სასამართლომ და არსად არ წერია, რომ უნდა განიხილოს სისხლის სამართლის კოლეგიამ და ან და სამართალდამცველმა ორგანოებმა პროკურატურამ.....იმპერატიული წესით არის დადგენილი რომ ეს დავები არის უწყებრივად დაქვემდებარებული საქართველოს საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას
კონსტიტუციურ სასამართლოს ვთხოვ, შეადაროს მოპასუხე მხარის მიერ კონსტიტუციის დარღვევით მიღებული გასაჩივერბული ნორმის შინაარსი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის შინაარსთან და საქართველოს კონსტიტუციის 31 -ე მუხლთან, ვახდენ ციტირებას:
„უხლი 18. ნივთობრივი განსჯადობა
1. სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.
ზემოთ მოყვანილი ნორმები შედგენილია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის ნაწილი 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, და საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 11- თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება - 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე არღვევს ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, რადგანაც სახელშეკრულებლო სამართლებრივი ურთიერთობა (იურიდიული მომსახურება) (უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი ივალისწინებს თავისუფლების აღკვეთას იმ ქმედების გამო, რომელიც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის საფუძველზე „განსჯადობა“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის ნაწილი 2 კი იმპერატიული წესით განსაზღვრავს „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“
შესაბამისად სისიხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის სტრუქტურა დარღვეულია:
ჰიპოთეზა: „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა“ თითქოვს იცავს კანონმდებელი ნივთის ან ქონებრივ უფლებას ,მაგრემ სიტყვა მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა ,წინააღმდეგობაშია ამ ნორმის დისპოზიციურ ნაწილთან მაგალითად, რატომ არ ჩაითვლება სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისებად საბანკო კრედიტი, რომელიც პირმა არ დააბრუნა? ანდა პირიქით, ბეტონის მიმწოდებელმა მიაწოდა ბეტონი სამშენებლო ორგანიზაციას, ხოლო ამ უკანასკნელმა ვერ გადაიხადა საფასური....სხვისი ნივთის მითვისებააა და ა.შ, საქართველოს კონსტიტუცის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევა შერჩევითი სამართალი, თანასწორობის დარღვევა.
დისპოზიცია: თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, – მართლზომიერი მფლობელობა გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება საქარველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსით რადგანაც „თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა“ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან
1. გასაჩივრებული ნორომის ეს რედაქცია ანტიკონსტიტუციურია თავისი შინაარსით უხეშად ჩარეულია კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და დაპირისპირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან ასევე საერთაშორისო ხელსეკრულებასთან „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ძალაში შესვლის თარიღი 03/08/1994წ სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000334, ჩემ მიერ მოთხოვნის დასაბუთების ნაწილში დეტალურად მოყვანილი მაქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის კონკრეტული ნორმები, რომლებიც გამორიცხავენ გასაჩვივრებული ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო მოყვანილი კონკრეტული ნორმები ასაბუთებენ თუ რატომ არის წინააღმდეგობაში მოსული საქართველოს კონსტიტუციასთან გასაჩივრებული ნორმა (რომელიც უნდა იყოს ჩამოყალიბებული შემდეგი რედაქციით: მაგალითი:“ სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის არამართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა გარიგების, შეთანხმების, ხელშეკრულების გარეშე“)ამ რედაქციით კი გამორიცხავდა კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო აქვე კიდევ საინტერესოა არა მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელ ნორმაში გხვდება? რას გულისხმობს მოპასუხე მხარე მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების? არის ასეთი კანონი? ჰიპოთეზაა ამ რედაქციით ჩამოყალიბებული, რაც ეწინააღმდეგება ყოველგვარ აზრს, რადგანაც არამართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა არ არსებობს, როგორც არ წარმოადგენს ამ ნორმის დისპოზიციურ ნაწილში ნახსენები მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში „ სიტყვები სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების, სამართლებრივ ურთიერთობას.
გამომდინარე ამ სამართლებრივ ფაქტობრივი გარემოებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს
ვთხოვ, ცნოს არაკონსტიტუციურად სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები : „ სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება“ და სიტყვები „თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი