მოქმედი მოსამართლეები
ვასილ როინიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარედაიბადა 1977 წლის პირველ თებერვალს ქ. თბილისში.
წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1999 წ.), სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების ორგანოთა საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.
2002-2003 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
2003 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი.
2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში.
2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი.
2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.
2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.
2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.
2009-2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (სხვადასხვა დროს იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე).
2020 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის №28/პლ დადგენილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 17 ივნისიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
2020 წლის 25 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ.
ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.