მოქმედი მოსამართლეები

ირინე იმერლიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

დაბად 1971 წლის 29 იანვარს . თბილისში.

1977-1988 წელს სწავლობდა თბილისის #1 ექსპერიმენტულ სკოლაში;

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993-2000 წლებში - საქართველოს პარლამენტის აპარატი სხვადასხვა პოზიციაზე: (სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი; საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი; პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.

2000 – 2003 წლებში: იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისბიუროს უფროი. იყო იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

2003 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მინიჭებული აქვს სპეციალური სახელმწიფო წოდება - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2012 – 2013 წლებში: საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე;   იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათათბირო ორგანოს-ხაზინადართა საბჭოს წევრი, პარლამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ა და უმრავლესობის წევრი.

2012-2013 წლებში:  საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/106, 13.06.2013), საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (07-3/107, 13.06.2013) და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი კუსაყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.

2012-2013 წლებში: საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი.

2013-2017 წლებში  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU  (სამართლის სკოლის) დოქტორანტი.      

სტატიათა კრებულში „ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა„ 2017 წელს გამოქვეყნებული აქვს სტატია „არასრულწლოვანთა უფლებები: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული მდგომარეობა“;

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიულ ჟურნალში #1(57)2018 გამოაქვეყნებული აქვს სტატია „არასწულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საკითხი ეროვნული კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული სტანდარტების მიხედვით“.

2013-2016წლებში:  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივნი.

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 12 სექტემბერს 230 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა იმავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან.

2019 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი