მოქმედი მოსამართლეები
ხვიჩა კიკილაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრიდაიბადა 1966 წლის 13 თებერვალს დედოფლისწყაროს რაიონში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994 წ.), სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
1994–1995 წლებში მუშაობდა ფოთის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად.
1995–1998 წლებში იყო თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი.
1998–2002 წლებში იყო პროკურორის თანაშემწე თელავის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში.
2002–2004 წლებში გახდა პროკურორის მოადგილე თელავის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში.
2004–2006 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.
2006 წელს იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (სასამართლოს თავმჯდომარე).
2011–2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2013–2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016-2019 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (სასამართლოს თავმჯდომარე).
2019–2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2020 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის №3/პლ დადგენილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.