მოქმედი მოსამართლეები

ხვიჩა კიკილაშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

დაიბადა 1966 წლის 13 თებერვალს დედოფლისწყაროს რაიონში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994 წ), სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 

1994 – 1995 წლებში მუშაობდა ფოთის რეგიონული სამხედრო პროკურატურაში გამომძიებად.

1995 – 1998 წლებში იყო თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი.

1998 – 2002 წლებში იყო პროკურორის თანაშემწე თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურაში.

2002 – 2004 წლებში გახდა პროკურორის მოადგილე თელავის რეგიონული სამხედრო პროკურატურაში.

2004 – 2006 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

2006 წელს იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (სასამართლოს თავმჯდომარე).

2011 – 2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013 –2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016-2019 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (სასამართლოს თავმჯდომარე).

2019 – 2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2020 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის №3/პლ დადგენილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.