საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/1460 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის, ასევე „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №115 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“ და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1460) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1460 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 13 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1460 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 34-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები დოკუმენტს (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა) განსაზღვრავს როგორც ერთ-ერთ აკრძალულ ნივთს, რომლის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ეკრძალებათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში ნებისმიერი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ერთმევა, ფლობდეს და დაწესებულებაში ინახავდეს ნებისმიერ არაოფიციალურ და 100 გვერდზე მეტ ოფიციალურ დოკუმენტაციას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტები, ისევე როგორც პატიმრობის კოდექსი, არ განსაზღვრავს „დოკუმენტის“ ცნებას. პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დაწესებულებათა ადმინისტრაციების მიერ აღნიშნული ცნება განიმარტება ფართოდ და მასში მოიაზრება ნებისმიერი სახის ბეჭდური მასალა (გარდა წიგნისა და ჟურნალ-გაზეთებისა), მიუხედავად მისი ოფიციალური თუ არაოფიციალური ხასიათისა. აღნიშნული კი არ გამორიცხავს ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობას.
6. მოსარჩელის მტკიცებით, „დოკუმენტის“ ცნების პრაქტიკაში დამკვიდრებული ფართო გაგება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დოკუმენტთა გარკვეული კატეგორიის, კერძოდ, წერილობითი დოკუმენტის სახით სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და დისციპლინური სამართალწარმოების მასალების ასლების, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტური მასალის საკანში შენახვის აკრძალვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ერთმევა მათი სათანადოდ გაცნობის, დამუშავების, გაანალიზების, საკუთარი პოზიციისა და არგუმენტაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. შედეგად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვერ ახერხებს საკუთარი საპროცესო უფლებების (სასამართლოსათვის მიმართვის, დაცვის უფლების, მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის) სათანადოდ რეალიზაციასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. აღნიშნული კი არღვევს მისი დაცვის უფლების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ გარანტიებს.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ფლობის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს დაწესებულებაში არსებული წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უფრო კონკრეტულად, ერთი მხრივ, დაწესებულების გარემოსათვის შეუთავსებელი და საფრთხის მატარებელი შინაარსის წერილობითი მასალის, მეორე მხრივ კი - დოკუმენტის, როგორც საფრთხის შემცველი ნივთის (სუბსტანციის) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელში მოხვედრის აღკვეთა. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართულ ნივთთა კატეგორიაში მოაზრებულია წიგნები (გარკვეული შინაარსობრივი და რაოდენობრივი შეზღუდვებით), რომლებიც იდენტური საფრთხეების მატარებელია, მოსარჩელე მხარისთვის გაუგებარია, რატომ ექვემდებარება დოკუმენტური მასალა გაცილებით მკაცრ აკრძალვას. აღნიშნული, მოსარჩელის განმარტებით, იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული შეზღუდვის პროპორციულობას.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულისთვის ნებისმიერი არაოფიციალური ხასიათის და შეზღუდული რაოდენობით ოფიციალური დოკუმენტაციის საკანში ფლობის აკრძალვით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს გაუმართლებლად ეზღუდებათ მოქმედების თავისუფლების ფარგლები, რაც, თავის მხრივ, ასევე ნეგატიურად აისახება მათი პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების სათანადო რეალიზებაზე. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ერთგვარ ხელოვნურ დაბრკოლებას, რომელიც პატიმარს, მინიმუმ, ურთულებს ან მისთვის საერთოდ შეუძლებელს ხდის საკუთარი ინტერესის სფეროში შემავალი კონკრეტული სამართლებრივი, პროფესიული თუ ზოგადსაგანმანათლებლო შინაარსის მასალის საფუძვლიანად გაცნობას, სათანადოდ დამუშავებას და, ამდენად, საკუთარი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილებას. მოსარჩელის მითითებით, დადგენილ შეზღუდვას ვერ აბალანსებს პენიტენციურ დაწესებულებათა ბიბლიოთეკები, რომელთა არსებობა თითოეული დაწესებულებისათვის გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
9. მოსარჩელე ასევე ყურადღებას ამახვილებს რესოციალიზაციაზე, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანზე, რომლის განხორციელებაც მჭიდროდ უკავშირდება ინდივიდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. პიროვნული განვითარება კი, შესაბამის ინფორმაციაზე წვდომის არქონის პირობებში, ფაქტობრივად მიუღწეველია. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, პენიტენციური დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის პროცესში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს, ხოლო ისეთ დროს, როცა სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ გაუმართლებლად აბრკოლებს ამგვარი პირის მიერ ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობას, ის არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და საერთაშორისოსამართლებრივ აქტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1460 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №115 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა" კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №526 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანება და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №115 ბრძანება, ხოლო №12 პენიტენციური დაწესებულების დებულება ჩამოყალიბდა ახლებურად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №526 ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის პირველი მაისიდან. „„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის №553 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №553 ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 5 აგვისტოდან. „„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №569 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №569 ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 5 აგვისტოდან.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1460 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვები „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №115 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვები „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტი და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვები "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა" ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებმა ძალა დაკარგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1460 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №115 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა" კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს როგორც სადავო ნორმის, ასევე შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სადავოდ გამხდარი ბრძანებებით დამტკიცებული თითოეული დებულების დანართი №1 განსაზღვრავს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შეტანილია ნებისმიერი დოკუმენტი, კერძოდ, აკრძალულ ნივთთა კატეგორიას მიეკუთვნება „ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა)“. ამასთან, შეზღუდვის ფორმულირება იდენტურია სადავოდ გამხდარი ყველა ბრძანების შემთხვევაში.
9. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე, სადავო ბრძანებების ერთი ნაწილის შემთხვევაში, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, სადავოდ ხდის არა მთლიანად ნორმას ნებისმიერი დოკუმენტის აკრძალვასთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც, გამონაკლისის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაშვებად მიიჩნევს არაუმეტეს 100 ფურცლის რაოდენობით ოფიციალური დოკუმენტის ფლობას. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის 2015 წლის 6 აგვისტოს წინადადება და ამავე წლის 27 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცა უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში ფლობდეს 100 გვერდამდე ოფიციალურ დოკუმენტაციას, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი და კვლავ გრძელდება პატიმრის კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა.
10. აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმათა ნაწილის შინაარსს და მისგან მომდინარე უფლებათა შეზღუდვას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 100 გვერდამდე ოფიციალური დოკუმენტაციის ფლობის შესაძლებლობის დამდგენი ნორმა თავისი შინაარსით აღმჭურველი ხასიათისაა და წარმოადგენს საგამონაკლისო წესს დაწესებულებაში დოკუმენტის ფლობის ზოგადი აკრძალვიდან. მართალია, მოსარჩელე საკუთარ სასარჩელო არგუმენტაციაში მიუთითებს, რომ ამგვარი ფორმით ოფიციალურ დოკუმენტაციაზე წვდომა მაინც პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის სწორედ სადავო ნორმაში მითითებული რაოდენობრივი შეზღუდვის გამო, თუმცა აღნიშნული არგუმენტი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს თავად საგამონაკლისო წესის აღმჭურველ ბუნებას. მოსარჩელისათვის პრობლემური შინაარსი, რომ პატიმარს არ შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში ფლობდეს 100 გვერდზე მეტ ოფიციალურ დოკუმენტაციას, მომდინარეობს არა აღმჭურველი ხასიათის საგამონაკლისო წესიდან, არამედ იმ ჩანაწერიდან, რომელიც დაწესებულებაში აკრძალულ ნივთად ასახელებს ნებისმიერ დოკუმენტს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1460 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა", „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა" და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების "ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა" კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის მითითებული დანაწესი, ერთი მხრივ, გარანტირებულად აცხადებს დაცვის უფლებას, პირის შესაძლებლობას, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის (წარმომადგენლის) მეშვეობით. ამასთან, აღნიშნული პუნქტის მეორე ნაწილი კი ეხება სპეციალური სუბიექტის - ადვოკატისათვის დადგენილ გარანტიებს - საკუთარი უფლებების შეუფერხებლად განხორციელებასა და თვითორგანიზების უფლებას.
13. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელე მხარე საუბრობს სადავო ნორმათა მოქმედების პირობებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი დაცვის უფლების რეალიზაციისათვის შექმნილ დაბრკოლებებზე. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, დოკუმენტაციის საკანში ფლობის/შენახვის აკრძალვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ერთმევა მათი სათანადოდ გაცნობის, დამუშავების, გაანალიზების, საკუთარი პოზიციისა და არგუმენტაციის ჩამოყალიბების და, ამდენად, საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზაციისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საშუალება, რაც მის ძირითად უფლებას წარმოადგენს და დაცულია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
14. ამგვარად, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებთან მიმართებით აქცენტს აკეთებს მხოლოდ დაცვის უფლებაზე. კონსტიტუციურ სარჩელში არავითარი არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი სპეციალური სუბიექტის - ადვოკატისათვის მინიჭებული კონსტიტუციური გარანტიების შეზღუდვაზე. შესაბამისად, არ არის წარმოჩენილი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებით დადგენილ უფლებრივ გარანტიებს შორის.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1460 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. №1460 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1460 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული №1460 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“ და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1460 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“ და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №115 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანების დანართი №1-ის მე-16 პუნქტის სიტყვების „ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი