• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.02.2017
      • N1/3/638
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 31.03.2015
      • 638
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის №1/6/638 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/6/638
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა,
თარიღი 10 მაისი 2016
გამოქვეყნების თარიღი 10 მაისი 2016 17:13

კოლეგიის შემადგენლობა:

კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ქეთევან ერემაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №638) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 1 აპრილს.

2. №638 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 10 მაისს.

3. №638 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვა ხდება ერთპიროვნულად, თავად იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის პირველ წინადადებას, იგი განსაზღვრავს, რომ „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“.

5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, ხოლო მისი მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენისას, საგადასახადო ორგანოს მხოლოდ ფორმალური ხასიათის დასაბუთების ვალდებულება გააჩნია. ამ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოსთვის მიმართვამდე ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა თუ დასაბუთების წინა პირობა. ამასთან, თავად კონფიდენციალური ინფორმაციის ადრესატი პირი, სადავო ნორმებით, პირდაპირ არის გამორიცხული როგორც შესაბამისი შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის პროცესიდან, ისე იმ პირთა წრიდან, ვისაც გააჩნია სასამართლოს ბრძანების გასაჩივრების უფლება.

7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულია საქმის ზეპირი განხილვის, შეჯიბრებითობისა და დაცვის უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის თავიდან აცილების გარანტიას ქმნის. დასახელებული უფლებები სრულად იგნორირებულია სადავო ნორმებით, რის გამოც, ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი №638 სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

 

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №638 (საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.

კოლეგიის წევრები:

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ