საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზით შეძენისა და შენახვის გამო
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/774, 778,796, 797, 799, 800, 802, 804, 806, 807, 816, 818, 819, 856, 865, 869 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 18:22 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო.
დავის საგანი: 1) №774 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2) №778 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3) №796 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4) №797 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5) №799 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6) №800 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
7) №802 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8) №804 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
9) №806 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
10) №807 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
11) №816 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12) №818 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
13) №819 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
14) №856 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
15) №865 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
16) №869 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 16 და 17 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №774 და №778). 2016 წლის 19 და 20 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) კვლავ მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №796, №797, №799, №800, №802, №804, №806 და №807). 2016 წლის 9 აგვისტოს, 8 ნოემბერსა და 30 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე და პაატა სილაგაძე) ისევ მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №816, №818, №819, №856 და №865). 2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კიდევ ერთი კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №869).
2. №774 და №778 კონსტიტუციური წარდგინებები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 17 ივნისს; №796, №797 და №799 კონსტიტუციური წარდგინებები - 2016 წლის 20 ივლისს; №800, №802, №804, №806 და №807 კონსტიტუციური წარდგინებები - 2016 წლის 21 ივლისს; №816, №818 და №819 კონსტიტუციური წარდგინებები - 2016 წლის 10 აგვისტოს; №856 კონსტიტუციური წარდგინება - 2016 წლის 9 ნოემბერს; №865 აგვისტოს; №856 კონსტიტუციური წარდგინება- 2016 წლის 30 დეკემბერს, ხოლო №869 კონსტიტუციური წარდგინება- 2017 წლის 6 თებერვალს.
3. №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865 და №869 კონსტიტუციური წარდგინებების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
4. №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865 და №869 კონსტიტუციურ წარდგინებებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
7. №774 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მსჯავრდებული გიორგი მელიქიშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გიორგი მელიქიშვილს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. მსჯავრდებულმა განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 17 ივნისს შეაჩერა მსჯავრდებულ გიორგი მელიქიშვილის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
8. №778 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკევევა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით დავით საქუაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დავით საქუაშვილს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, დავით საქუაშვილს განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის პირველი მაისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად. 2015 წლის 30 ოქტომბერს მსჯავრდებულმა დავით საქუაშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 16 ივნისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება დავით საქუაშვილის მიმართ და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
9. №796 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ალექსანდრე კავთელიშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ალექსანდრე კავთელიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე, 64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. ასევე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ალექსანდრე კავთელიშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 19 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება ალექსანდრე კავთელიშვილის მიმართ და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
10. №797 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ოთარ ქურცაძესა და პროკურორს შორის. ოთარ ქურცაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260–ე მუხლის პირველი ნაწილით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ოთარ ქურცაძეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, გაუქმება და საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 19 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
11. №799 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ გიორგი წიკლაურს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გიორგი წიკლაური ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63–ე, 64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. 2015 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გიორგი წიკლაურის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 19 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
12. №800 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დავით პატარაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დავით პატარაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. 2016 წლის 11 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 20 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება დავით პატარაშვილის მიმართ და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
13. №802 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ნიკოლოზ ბოჭორაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ნიკოლოზ ბოჭორაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ხოლო, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. 2016 წლის 12 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნიკოლოზ ბოჭორაძემ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 20 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
14. №804 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ლაშა გელაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ლაშა გელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. 2016 წლის 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლაშა გელაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 20 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
15. №806 კონსტიტუციური წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და შალვა ხელაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შალვა ხელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულის 2016 წლის 6 იანვრის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 20 ივლისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
16. №807 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გრიგოლ გოლუბიანს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გრიგოლ გოლუბიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი, ასევე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის 2016 წლის 20 იანვრის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 20 ივლისს შეაჩერა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
17. №816 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ამირან პაპიძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ამირან პაპიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. 2015 წლის 9 ნოემბერს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 9 აგვისტოს შეაჩერა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
18. №818 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ბაბკენ აკოპიანს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბაბკენ აკოპიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი, ასევე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის 2016 წლის პირველი თებერვლის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 9 აგვისტოს შეაჩერა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
19. №819 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ავთანდილ მირიანაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ავთანდილ მირიანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. ამავე განაჩენით ზურაბ ზაველური ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულების 2016 წლის 25 თებერვლის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მათ მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 9 აგვისტოს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
20. №856 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ერეკლე კიკვილაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ერეკლე კიკვილაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის 2016 წლის 4 აპრილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 8 ნოემბერს შეაჩერა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
21. №865 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თორნიკე ცუცქირიძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თორნიკე ცუცქირიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თორნიკე ცუცქირიძეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. თორნიკე ცუცქირიძეს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებული გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ძირითადი სასჯელისგან. აღნიშნული განაჩენი პროკურორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 30 დეკემბერს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
22. №869 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენით გიორგი ჩახუნაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა ჯარიმა – 2100 ლარის ოდენობით. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გიორგი ჩახუნაშვილს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება და გიორგი ჩახუნაშვილი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის – 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის მოხდისაგან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. პროკურორმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გიორგი ჩახუნაშვილის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 1 თებერვალს შეაჩერა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
23. №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865 და №869 კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
24. კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად არ ცნობილა, აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას წარმოადგენს. ყველა კონსტიტუციური წარდგინება შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც ბრალდებულის მიერ შეძენილი/შენახული ნედლი მარიხუანა არ აღემატებოდა 100 გრამს. კონსტიტუციურ წარდგინებებში განმარტებულია, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფიდან გამომდინარე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია გამომშრალი მარიხუანის ორმაგ ოდენობებზე, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით უფრო მკაცრ მიდგომაზე. წარდგინებებში აღნიშნულია, რომ ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
25. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად საქართველოს უზენაესი სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვალის №3/1/855 განჩინებით უკვე ცნო ძალადაკარგულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის. აღნიშნული განჩინებით. №3/1/855 განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმა №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865 და №869 კონსტიტუციურ წარდგინებებში სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტურია.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865 და №869 კონსტიტუციურ წარდგინებებში სადავოდ გამხდარი ნორმა საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე ცნობილ იქნა ძალადაკარგულად, ამრიგად, არ არსებობს სამართალწარმოების გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865 და №869 კონსტიტუციურ წარდგინებებზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №774, №778, №796, №797, №799, №800, №802, №804, №806, №807, №816, №818, №819, №856, №865, №869 კონსტიტუციურ წარდგინებებზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი