დავით ტაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1641 |
ავტორ(ებ)ი | დავით ტაკიძე |
თარიღი | 29 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 87 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი,რომელიც ითვალისწინებს ,,სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკად ემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა’’. |
კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1 პუნქტი ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9-ე პუნქტი. „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. |
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 89 მუხლის 82 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი,რომელიც ითვალისწინებს ,,2004-2005,2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 4 წლიანი საგანმანათებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან’’. |
კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1 პუნქტი ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9-ე პუნქტი. „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. |
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 46 მუხლის 23 პუნქტის სიტყვები: ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’. |
კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1 პუნქტი ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-1 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” პუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტი და 271 მუხლის მე-5 ნაწილი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მოქალაქე დავით ტაკიძის მიერ, რომელმაც 2003 ჩავირიცხე სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში’’(იმ დროინდელი სახელწოდება) იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, რომელიც უნდა დამესრულებინა 2008 წელს და მიმეღო იურისტის კვალიფიკაცია, თუმცა 2004 წლის 21 დეკემბრის საქართველოს კანონით ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’დააწესა უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო განათლების სისტემა და მიუხედავად იმისა რომ მე აღნიშნული კანონის მიღების დროს ვიყავი მეორე კურსის სტუდენტი და აღნიშნული კანონის ნორმები ჩემზე არ უნდა გავრცელებულიყო, მიუხედავად ამისა კანონი მაინც შემეხო და ნაცვლად არანაკლებ 5 წლიანი უმაღლესი განათლებისა მომიწია არანაკლებ 4 წლიანი განათლების მიღება და შესაბამისად არასამართლიანად, დამერღვა კონსტიტუციით გარანტირებული, ფუნდამენტური უფლება, როგორიცა განათლების მიღების უფლება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1 პუნქტი ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება’’და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი და გადმომეცა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი. აღნიშნული განაპირობა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 87 მუხლის 7 ნაწილის, ნორმატიულმა შინაარსმა, რომელიც ითვალისწინებს- ,,სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა’’.
შემდეგი ნორმა, რომელმაც დაარღვია ჩემი, როგორც მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული, განათლების მიღების უფლება, კერძოდ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1 პუნქტი ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება’’ წარმოადგენს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 89 მუხლის 82 პუნქტს, ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს ,,2004-2005,2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 4 წლიანი საგანმანათებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან’’.აღნიშნული ნორმატიული ჩანაწერით ჩემს მიმართ დაირღვა განათლების მიღების უფლება, ვინაიდან ნაცვლად არანაკლებ 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომისა, რომელიც გათანაბრებული არის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან მე მივიღე არანაკლებ 4 წლიანი ბაკალავრის დიპლომი,რითაც წართმეული მაქვს უფლება სწავლა გავაგრძელო დოქტორანტურაში (ცვლილებებამდე ასპირანტურაში) ან/და დავიკავო მოსამართლის თანამდებობა.
შემდეგი ნორმა, რომლმაც დაარღვია ჩემი, როგორც მოსარჩელის ფუნდამენტური უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება წარმოადგენს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 46 მუხლის 23 პუნქტს, ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’. აღნიშნული ნორმატიული შინაარსით ირღვევა ჩემი,როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლება,კერძოდ: 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლი. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება, 1 პუნქტი: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 46 მუხლის 23 პუნქტის, ნორმატიული შინაარსი ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’ შესაძლებელია დაირღვეს ჩემი კონსტიტუციით გარანტირებული, განათლების მიღების უფლება, ვინაიდან მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის გარეშე უნდა შემეძლოს ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა და მისი, როგორც მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების რეალიზება მოვახდინო, რაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელია, რადგან წართმეული მაქვს უფლება, ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’ როგორც საქართველოს მოქალაქემ მივიღო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების უფლება და მისი ფორმის არჩევის უფლება და ჩავირიცხო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ანუ ერთ-წლიან სამაგისტრო პროგრამას. ისე, რომ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით არ ვიყო შეზღუდული და შემეძლოს ნებისმიერ სასწავლო წელს ჩავირიცხო ზემოთ აღნიშნულ სამაგისტრ პროგრამაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხები რეგულირდება კონსტიტუციის მე-27 მუხლის 1 პუნქტით და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საკანონმდებლო აქტების კონკრეტული ნორმატიული შინაარსი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
განათლების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათაგან ერთერთია, რომელიც დაცული და აღიარებულია: როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლის 1 ნაწილით: ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება, უმაღლესი განათლება კი-ერთნაირად მისაწვდომი ყველასათვის თითოეულის უნარისადმი (ამონარიდი მუხლიდან) ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით (პარიზი,1952 წლის 20 მარტი) მუხლი 2. განათლების უფლება: არავის შეიძლება აღეკვეთოს განათლების უფლება (ამონარიდი) და საქართველოს კონსტიტუციით. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება სწორედ განათლების ფუნდამენტური უფლების დარღვევას, რომელიც გამოიხატა შემდეგში: 2003 წელს ჩავირიცხე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, ბრძანება N 3-78 20 რომელიც უნდა დამესრულებინა 2008 წელს და მიმიღო იურისტის კვალიფიკაცია, როგორც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა, თუმცაღა 2004 წლის 21 დეკემბერს მიღებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დაირღვა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, ვინაიდან მოხდა განათლების სამ საფეხურიან სისტემაზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა გადასვლა, რაც მანამდე იურიდიულ ფაკულტეტზე არ არსებობდა, ვინაიდან იმ დროისათვის მოქმედებდა ე.წ. ერთსაფეხურიანი არანაკლებ 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის მიღებამდე ვიყავი ჩარიცხული ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში და აღნიშნული კანონი ჩემზე არ უნდა გავრცელებულიყო, კანონი არაკონსტიტუციურად გავრცელდა ყველაზე, როგორც აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სტუდენტის სტატუსის მომპოვებელ პირებზე, ასევე კანონის მიღებამდე სტუდენტის სტატუსის მქონე პირებზე, მათ შორის გავრცელდა ჩემზე, რითაც დაირღვა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით, ადამიანის ძირითადი უფლებები. კონსტიტუციის 27-ე მუხლი 1 პუნქტი: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება და კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი: „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
ზემოთ აღნიშნული ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 87 მუხლი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა, მე-7 პუნქტი: უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი.
აღნიშნული ნორმის შემდეგმა ნორმატიულმა შინაარსმა: ,,სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა’’, დაარღვია ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული, განათლების მიღების უფლება, ვინაიდან რომ არა აღნიშნული არაკონსტიტუციური ჩანაწერი 87 მუხლის მე-7 პუნქტში მე სწავლას დავასრულებდი არა 2007 წელს, არამედ 2008 წელს და მივიღებდი არანაკლებ 5 წლიან უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც გათანაბრებული არის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან, ხოლო აღნიშნულმა არაკონსტიტუციურმა, არასამართლიანმა ჩანაწერმა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში, ცალსახად აიძულა სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ ჩემთვის როგორც სტუდენტისათვის ერთი წლით შეემცირებინათ სწავლის ხანგრძლივობა და ნაცვლიდ 2008 წლისა, აღნიშნული უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე 2007 წელს, ანუ სწავლის ხანგრძლივობამ შეადგინა არანაკლებ 4 წელი, ბრძანება N 3-239, რის გამოც უნივერიტეტისაგან გადმომეცა ბაკალავრის დიპლომი და მომენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი წარჩინებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, რომ არა აღნიშნული არაკონსტიტუციური ჩანაწერი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში მე მექნებოდა მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი, არ დაირღვეოდა კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება და შესაძლებლობა მექნებოდა სწავლის გაგრძელების ასპირანტურაში ან/და დოქტორანტურაში, ასევე შესაძლებლობა მექნებოდა კონკურსის წესით დამეკავებინა საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლის თანამდებობა, ვინაიდან როგორც სწავლის გაგრძელება ასპირანტურასი ან/და დოქტორანტურაში, ასევე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება მოითხოვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლეს იურიდიულ განათლებას, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 102 პუნქტისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად.
შემდეგი ნორმა, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას ვითხოვ არის: ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’საქართველოს კანონის 89 მუხლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა 82. 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.
მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ნორმის შემდეგი ნორმატიული შინაარსი: ,,2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან’’ ვინაიდან აღნიშნილი ნორმატიული შინაარსი უშუალო კავშირშია და გამომდინარეობს ზემოთ აღნიშნული 87 მუხლის მე-7 პუნქტის ნორმატიულ ჩანაწერთან, რის გამოც ერთი წლით შემიმცირდა სწავლის ხანგრძლივობა, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, რითაც დაირღვა ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება, 1 პუნქტი: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი:„არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’საქართველოს კანონის 87 მუხლის მე-7 პუნქტმა და ამავე კანონის 89-ე მუხლის 82 პუნქტმა დაარღვია ჩემი კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება,რის გამოც მე მივიღე არასრულყოფილი უმაღლესი განათლების ბაკალავრის დიპლომი, რომელი დიპლომი და შესაბამისად საბაკალავრო ხარისხი არ არსებობდა ჩემს მიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვისას იურიდიულ ფაკულტეტზე, 2003 წელს და რომ არა აღნიშნული კანონით სავალდებულო მითითება ,,სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა’’. არ დაირღვეოდა ჩემი,როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული ,,ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება’’.
შემდეგი ნორმა, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას ვითხოვ არის: ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’საქართველოს კანონისმუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები. 23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ.
მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 46 მუხლის 23 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’ აღნიშნული ნორმატიული შინაარსით ირღვევა ჩემი,როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლება,კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლი განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება, 1 პუნქტი: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული შინარსით ,, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’დაირღვას კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, ვინაიდან ერთ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩემს კონსტიტუციურ სარჩელს და არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი ზემოთ უკვე აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსი მაშინ ჩემს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი შესაბამისობაში მოდის აღნიშნული 46 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ კრედიტებთან და ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’იზღუდება განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება,რამე თუ ცივილიზებულ სახელმწიფოებში,სამართლებრივ სახელმწიფოში ამა თუ იმ მინისტრის ბრძანების გარეშე ხდება მოქალაქე სტუდენტი,მაგისტრანტი ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში უშუალოდ მიმართვისა ან და კონკურსის წესით. მეორე შემთხვევაში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 46 მუხლის 23 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’ შესაძლებელია დაირღვას ჩემი კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა დააკმაყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ჩემს კონსტიტუციურ სარჩელს, ზემოთ აღნიშნული 87 და 89 მუხლების ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 46 მუხლის 23 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’ შესაძლებელია დაარღვიოს ჩემი კონსტიტუციით გარანტირებული, განათლების მიღების უფლება, ვინაიდან როგორც უკვე ავღნიშნე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის გარეშე უნდა შემეძლოს ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში, სამაგისტრო პროგრამაზე ჩამარება და ჩემი როგორც მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების რეალიზება მოვახდინო, რაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელია, რადგან წართმეული მაქვს უფლება, ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’ რომ მე როგორც საქართველოს მოქალაქემ მივიღო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების უფლება და მისი ფორმის არჩევის უფლება და ჩავირიცხო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ანუ ერთ-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. აქვე ავღნიშნავ, რომ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, აპრობირებული, მიღებულია, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, როგორცა გათვალისწინებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 46 მუხლის 23 პუნქტით, თუმცა მითითებული, ჩაწერილი არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსით, როგორიცა ,,მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით’’იზღუდება და ილახება ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებიული და აღიარებული, განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ვინაიდან მინისტრის ნებასურვილზე დამოკიდებული გამოდის თუ როდის განხორციელდეს და როდის არა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, რომელ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ჩემი ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა