თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1655 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თენგიზი ორჯონიკიძე |
თარიღი | 2 ნოემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი (2011 წლის 19 აპრილი, #4562-Iს);
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (2011 წლის 19 აპრილი, #4562-Iს) მე -2 მუხლი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1989 წლის 08 დეკემბრის #4/57 დადგენილება, რომლის თანახმადაც თენგიზ ელგუჯას ძე ორჯონიძეს დაბადებული 1957 წელს, ქართველს, უპარტიოს, უმაღლესი განათლების მქონეს, ცოლშვილიანს, ყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, ქ.თბილისის ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრის ექიმს სასამართლოს ქ.ქუთაიისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 19 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო სსკ 2063 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნული საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება;
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ თენგიზ ორჯონიკიძე 50 კაციან ჯგუფთან ერთად, მათ შორის გიორგი ქემოკლიძე, გივი კურუმბეგაშვილი, სოსო მამალაძე, ქ.თბილისიდან ქ.სოხუმში გაემგზავრა 1988 წლის 3 დეკემბერს და 4 დეკემბერს, რათა მონაწილეობა მიიღო მიტინგში ქ.ზუგდიდში, ავტოსადგურის წინ მდებარე ტერიტორიაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მდინარე ენგურის ხიდის ბოლოში, გალის რაიონის ტერიტორიაზე და წყალტუბოს ზონის სოფელ ფარცხანაყანებთან, თენგიზ ორჯონიკიძემ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნებს, რასაც მოჰყვა ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება;
ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი მოქმედება მიმართული იყო კომუნისტური ხელისუფლების შესუსტებისკენ, ჩვენ მივემართებოდით მერაბ კოსტავას მიერ 1988 წლის დეკემბერში ორგანიზებულ სანქცირებულ აქციაზე დასასწრებად, რაშიც კომუნისტურმა რეჟიმის წარმომადგენლებმა ხელი შეგვიშალეს და უფლება არ მოგვცეს ჩავსულიყავით სოხუმში, გზა გადაგვიკეტეს ენგურის ხიდზე და იძულებული გავხდით იქ ადგილზე გამოგვეთქვა ჩვენი პროტესტი, რაშიც რათქმაუნდა კომუნისტურმა რეჟიმის წარმომადგენლებბა ხელი შეგვიშალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი გასამართლება და დასჯა კომუნისტურ ეპოქაში დისიდენტების წინააღმდეგ საყოველთაოდ გამოყენებული მუხლი 206 (3) პრიმა მუხლით მოხდა, რაც აშკარად პოლიტიკური რეპრესია იყო.
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
საქმეს თან ერთვის თბილისის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩემთან ერთად იგივე მუხლით გასამართლებული სოსო ვასილის ძე მამალაძე ცნობილ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ სოსო მუმლაძე გახლდათ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და სოსო მამალაძე ცნობილი იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ამდენად მეც მასთან ერთად ვითვლები პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუმცა იმ დროისათვის არ მიმიმართავს სასამართლოსთვის;
სარჩელს ასევე ერთვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 17 თებერვლის წერილი # MOC 9 17 00125190, სადაც აღნიშნულია, რომ თენგიზ ორჯონიკიძე დაპატიმრებულ იქნა 1988 წლის 5 დეკემბერს ქუთაისის პროკურატურის მიერ სსკ-ის 2063 მუხლით, ხოლო ქუთაიუსის #2-ე დაწესებულებაში განთავსებულ იქნა 1988 წლის 7 დეკემბერს, 1989 წლის 19 იანვარს გასამართლებულ იქნა, ქუთაისის სახალხო სასამართლოს მიერ სსკ-ის 2063 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით 2 წლით გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სარჩელს თან ერთვის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მარტის განჩინება სარჩელის წარმოებაში მირებაზე უარის თქმის შესახებ, განჩინებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ორჯონიკიძემ 2017 წლის 28 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, ასევე როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსეხვერპლის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდა კომპენსაციის სახლი 2000 ლარის გადახდა; სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის წარმოების მასალები და მიიჩნია, რომ თენგიზ ორჯონიკიძის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიუკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რესპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიუკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რესპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს შესაბამის განცხადებით მიმართლოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმდედებიდან 1 წლის განმავლობაში. დასახელებული კანონი გამოქვეყნდა 2011 წლის 18 მაისს. შესაბამისად, პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კანონმა 2012 წლის 18 მაისამდე განსაზღვრა, ვინაუდან მე სასამართლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით მივმართე 2017 წლის 28 თებერვალს სარჩელი წარდგენილია საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიუკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რესპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიღებული განსახილველად. აღნიშნული უკანონოდ მიმაჩნია.
საქმეს ასევე ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება, რომლის თანახმადაც მოვითხოვე ზემოთხსენებული ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მარტის განჩინების (სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება და საქმეზე ახალი განჩინების მიღებით საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამქეთა კოლეგიისათვის დაბრუნება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი კერძო საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნული განჩინება კანონმდებლობით არ საჩივრდება, რაც მისპობს საშუალებას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასამართლოების მიერ მიღებულ იქნას ჩემი სასარჩელო განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და ასევე როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების შესახებ.
ამგვარად, სადავო ნორმა გასაჩივრებულია იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რაც საშუალებას მომცემს, რომ აღირებულ ვიქნე პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად და მივიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაცია.
სადავო ნორმა, ამგვარი ნორმატიული შინაარსით ანუ პირებისათვფის სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაწესებით უკვე ჩაერია მომჩივანის კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით ყველასათვის გარანტირებულ უფლებაში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებას შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმართველობის სახსრებიდან.
შესაბამისად, მოსარჩელე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რაც არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. სადავო ნორმა არეგულირებს ფიზიკური პირების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად აღიარების წესს და კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.
ამგვარად, კანონმდებელმა შეუზღუდა პირებს ზემოთდასახელებული კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სარჩელის მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს ჩემს უფლებებს მივიღო უკანონო პატიმრობისათვის სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაცია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1988 წლის 3-4 დეკემბერს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავგეგმე და მონაწილეობის მიღებას ვაპირებდი მერაბ კოსტავას მიერ დაანონსებულ მიტინგში, რომელიც იმართებოდა ქ.სოხუმში და მიმართული იყო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, დაახლოვებით 50 კაციან ჯგუფთან ერთად გავემართე ქ.სოხუმისაკენ ქ.ზუგდიდის გავლით, რა დროსაც კომუნისტური რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც არ სურდათ შევერთებოდით სოხუმში მიტინგს გზხა გადაგვიკეტეს ენგურის ხიდზე და არ მოგვცეს გზის გაგრძელების საშუალება, ჩვენ იქვე დავაფიქსირეთ ჩვენი პრეტენზია და რაღაც დროის შემდეგ უკან თბილისისაკენ დავიძარით, ფარცხანაყანებში გაგვაჩერეს და დაგვაპატიმრეს იმ დროისათვის კომუნისტური რეჟიმის საყვარელი მუხლით 2063 და დაგვაბრალეს ხელისუფლების წარმომადგენლებისაგმი დაუმორჩილებლობა, საპატიმროში ვიყავი 1988 წლის 5 დეკემბრიდან 1989 წლი 19 იანვრის ჩათვლით;
ჩვენი გასამართლება და დასჯა კომუნისტურ ეპოქაში დისიდენტების წინააღმდეგ საყოველთაოდ გამოყენებული მუხლი 206 (3) პრიმა მუხლით აშკარად პოლიტიკური რეპრესია იყო. რაც გაიზიარა სასამართლომ და ჩემი თანამებრძოლი, ჩემთან ერთად იგივე მუხლით გასამართებული სოსო მუმლაძე ცნო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რადგან იგი გასამართლებული იყო ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. ვინაიდან მეც სოსო მუმლაძის ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ ამიტომ მივმართე სასამართლოს 2017 წელის 28 თებერვალს ადმინისტრაციული სარჩელით მოვითხოვე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და შესაბამისი კომპენსაციის გადახდა, რაზეც სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს განჩინებით მითხრა უარი სასამართლოში საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე, რომელიც ჩემს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა 2017 წლის 29 სექტემბერს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონით 2011 წლის 19 აპრილის #4562-Iს საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით იმპერატიულად განისაზღვრა პოლიტიკურ რეპრესირების მსხვერპლად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა.
ამ ცვლილებამ წამართვა შესაძლებლობა მივიღო კანონით გათვალსიწინებული კომპენსაცია, შესაბამისად მეზღუდება საქართველო კონსტიტუციის მე-18 მუხლი მე-4 პუნქტით დადგენილი უფლება, რომელიც საშუალებას მაძლევს მივიღო ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოსგან.
აღნიშნული დანაწესის თანახმად, მეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზაცია, ვინაიდან სახეზეა კომუნისტური რეჭიმის მიერ განხორციელებული მოქმედებები, რომლითაც თავისუფლება შემეზღუდა “არკანანონიერად“, ვინაიდან გამაჩნია კონსტიტუციით მონიჭებული უფლება კერძოდ: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფოსგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლო წესით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა ოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად არიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დასცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2001 წლი 19 აპრილს მიღებული #4562-Iს ცვლილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმა: პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ კანონმდებელმა არ გაითვალისწინა სხვა პირთა (იმავე მდგომარეობაში მყოფ პირთა შეზღუდული წრე) მდგომარეობა, გამოსცა აქტი, რომლის თანახმადაც შეზღუდა აღნიშნული უფლების რეალიზების შესაძლებლობა სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდნიარე მოგმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილოთ საქმე და მიიღოთ გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (2011 წლის 19 აპრილი, #4562-Iს) მე-2 მუხლით გათვალისწიბეული დებულების არაკონსტიტუციაურად ცნობის შესახებ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა