შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 543 |
ავტორ(ებ)ი | შპს "მეტალინვესტი" |
თარიღი | 21 სექტემბერი 2012 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სადავო ნორმა არ შეესაბამება საკუთრების ხელშეუვალობის საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშნულ კონსტიტუციურ პრინციპს. ეს იმიტომ, რომ სადავო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მესაკუთრე სუბიექტს განაცხადოს საცილო გარიგების ბათილობა შეუძლია მხოლოდ შეზღუდული უფლებამოსილების მწონე წარმომადგენლის მიერ მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში და არა იმ მომენტიდან როდესაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო ამ გარიგების არსებობის შესახებ. ამ ნორმის არსებული რედაქცია საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების განსხვისებაში წარმომადგენლობაზე შეზღუდული უფლებამოსილების მქონე პირთ აძლევს შესაძლებლობას მესაკუთრე სუბიექტის ნების საწინააღმდეგოდ მოახდინონ საწარმოს როგორც მთლიანი, ისე ნაწილობრივი გასხვისება და არარად აქციონ მითითებული კონსტიტუციური ნორმა, თუ 18 თვის ვადის განმავლობაში მათ მიერ გახმაურებული არ იქნება საცილო გარიგება. სადავო ნორმის არსებული რედაქცია არამარტო აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგება, არამედ იგი პრინციპშივე წინააღმდეგობაში მოდის და არარად აქცევს როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, რომელიც გულისხმობს ადამიანის იმ უფლებებში დაცვას, რომ მან მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, ისე საზოგადოების წესდებასთან და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტთან. კანონის ამ ნორმის მიხედვით საზოგადოების ხელმძღვანელობით უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით სრულ უფლებამოსილებასაც (საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში) , თუ პარტნიორთან შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საზოგადოების წესდებით კი, ხშირ შემთხვევაში (ასევე "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტები_პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით), შეზღუდულია საზოგადოების ხელმძღვანელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საწარმოს მთლიანი ან ნაწილობრივ გასხვისებაში. ასეთი შეზღუდვის მიუხედავად, სადავო ნორმით, საზოგადოების შეზღუდული უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს მაინც ეძლევა შესაძლებლობა მესაკუთრისაგან ფარულად დადოს გარიგება საწარმოს მთლიანი უძრავი ქონების ან ნაწილის გასხვისებაზე და 18 თვის გასვლის შემდეგ გარიგება გაატაროს საჯარო რეესტრში. მესაკუთრე მეწარმე სუბიექტი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ამ გარიგების დადების შესახებ, მოკლებულია საშუალებას განაცხადოს ამ საცილო გარიგების ბათილობა იმ მომენტიდან როდესაც მან ეს შეიტყო ან უნდა შეეტყო, და, რაც, არაკონსტიტუციურია. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოვითხოვთ დაკმაყოფილდეს შპს "მეტალინვესტი"-ს კონსტიტუციური სარჩელი და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი , მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. აქედან გამომდინარე, რადგან გარიგებანი მიეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სფეროს, ვთვლით, რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში სადავო ნორმის ჩანაწერი გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით, სრულიად ზედმეტია. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ანალოგიური საკითხი სხვაგვარადაა გადაწყვეტილი და იგი, ვფიქრობთ, სრულიად შეესაბამება საკუთრების დაცვისა და ხელშეუვალობის საყოველთაოდ აღიარებულ კონსტიტუციურ პრინციპს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა