სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 553 |
ავტორ(ებ)ი | ს.პ.ს. "გრიშა აშორდია" |
თარიღი | 25 მარტი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 და მე-16 მუხლებით დადგენილ ნორმებს. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ და არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7"3" მუხლით, კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს". 7"4" მუხლით "2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად". აღნიშნული ნორმა ეხება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს და მათზე საკუთარი სახსრებით დაშენებულ შენობა-ნაგებობებს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 45-ე მუხლს. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით "თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების საფასური კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შეადგენს: არასა- სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე-მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე ნორმატიულ ფასს..." ბ) ქვეპუნქტით " თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური ფიზიკური პირისათვის შეადგენს: ... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას.. ..." აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები 1. განმარტებები სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით დაავალდებულეს საკუთრებად რეგისტრაციისათვის გაეღოთ რამოდენიმეჯერ მეტი სახსრები, ვიდრე ფიზიკურ პირებს, რითაც დარღვეულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რამეთუ თვით კანონშივეა ეს დაფიქსირებული. უდავოა, რომ კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კერძო სამართლის იურიდიული პირები, მათი დამფუძნებლი-მფლობელი ადამიანები და ფიზიკური პირები ერთნაირად უნდა სარგებლობდნენ კანონით დადგენილი სიკეთეებით და მათი დაყოფა და იურიდიული პირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია. -1999 წლის 31 დეკემბრის N 325/99 რეგისტრაციით გაცემული საკადასტრო რუქით დადასტურებულია, რომ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ს.პ.ს. "აშორდია" რეგისტრირებულია მოსარგებლედ ე.პ.ს. "ბაზალტისათვის(ამჟამად ს.პ.ს. "გრიშა აშორდია") გამოყოფილი მიწის 10000(ათიათასი) კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ.ფოთი, ლარნაკას ქუჩა ზონა II, სექტორი 8, კვარტალი 1, ნაკვეთი 10, ფართობი 10000 კვ.მ.). -1996 წლის 05 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს N10/2–657 დადგენილებით ერთი პირის საწარმო "ე.პ.ს. ბაზალტი"-ს სამართალ- მემკვიდრედ დარეგისტრირდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ს.პ.ს. აშორდია". -2011 წლის 22 ივნისის N B11090154/3 გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოახდინა "ს.პ.ს. აშორდიას" სახელწოდების კორექტირება და მის საფუძველზე დააფიქსირა "ს.პ.ს. გრიშა აშორდია".აღნიშნულიდან გამომდინარე, "ს.პ.ს. გრიშა აშორდია" არის კოოპერატივ "ბაზალტის", ე.პ.ს. ფირმა "ბაზალტის" და ს.პ.ს. "აშორდიას" სამართალმემკვიდრე კერძო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, დარღვეულია ს.პ.ს. "გრიშა აშორდია"-ს უფლებები და ის არის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილი კერძო სამართლის იურიდიული პირი. კანონებში და კანონქვემდებარე აქტებში კოლიზიების გამო არ არის გამორიცხული, რომ 1999 წლის 31 დეკემბრის N325/99 რეგისტრაციის საკადასტრო რუქით მიწის ნაკვეთზე დადასტურებული სარგებლობის ფაქტი არ იქნას ცნობილი მართლზომიერ მფლობელობისათვის საკმარის დოკუმენტად. შესაბამისად, 7 "3" და 7 "4" მუხლებთან ერთად გავასაჩივრეთ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვითხოვთ : "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში მე-7 "3", მე- 7"4" მუხლები და 6 მუხლის მე-3 პუნქტის ა)ქვეპუნქტი ცნობილ იქნას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7"3" მუხლით "კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს". ამ კანონის 7"4" მუხლით "2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად". ტერმინი -მართლზომიერი თავისთავად ნიშნავს კანონიერს და ამდენად შეუსაბამოა კანონში მითითება, რომ კანონიერად(მართლზომიერად) მოპოვებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად მასზე კანონიერად დაშენებული ნაგებობები უნდა გახდე უკანონო. კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხარჯები დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად 2011 წლის 01 ივლისიდნ უნდა გაუთანაბრდეს თვითნებურად მითვისებულს, ხოლო 2012 წლის 01 იანვრიდან კანონიერ მფლობელს საერთოდ უნდა წაერთვას უფლება კანონიერად მოპოვებული საკუთარი ქონების კერძო საკუთრებად რეგისტრაციისა და ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ. 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ფიზიკური პირებისაგან განსხვავებით, დისკრიმინაციულად ეკრძალებათ თვითნებირად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე თავიანთი სახსრებით დაშენებულ ნაგებობებზე კერძო საკუთრების რეგისტრაციის უფლება. კერძო სამართლის იურიდიული პირი არ არის აბსტრაქცია. ის ადამიანებმა შექმნეს(დააფუძნეს) სახელმწიფოს მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციის მიზნით და მას დაუკავშირეს ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში თავიანთი ცხოვრების პერსპექტივა. კერძო სამართლის იურიდიული პირები და მათი დამფუძნებელი ადამიანები ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეები და ეს თანასწორობა დაცულია კონსტიტუციის 45-ე მუხლის რედაქციით, სადაც აღნიშნულია- "კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე". ასევე, აქსიომურია, რომ ადამიანები ჯერ ქმნიან ქონებას ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით და შემდგომ არეგისტრირებენ მასზე კერძო საკუთრების უფლებას, რომელზედაც 2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება სახელმწიფოს მოვალეობა გამოიხატება მხოლოდ ამ ქონების შესაბამის რეესტრში აღრიცხვით,რეგისტრაციით. კერძო სამართლის იურიდიული პირი არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალიწინებული უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის მე-14, 21-ე, 30-ე და 45-ე მუხლების სუბიექტი. შესაბამისად, ამ კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები არის დისკრიმინაციული და კონსტიტუციასთან შეუსაბამო. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი, რამეთუ გასაჩივრებული ნორმების რედაქციით დადგენილი შეზღუდვები კერძო საკუთრების რეგისტრაციის უფლებასთან დაკავშირებით დიკრიმინაციულად ეხება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რადგან გასაჩივრებული ნორმებით კერძო სამართლის იურიდიული პირების და მათ დამფუძნებელ ადამიანთა მიმართ კანონის წინაშე უთანასწორობა, დისკრიმინაცია თვით კანონშია დაფიქსირებული. დარღვეულია კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რმლის რედაქციით "საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა