საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 585 |
ავტორ(ებ)ი | თორნიკე ჩიქოვანი, ნიკოლოზ ჩომახაშვილი |
თარიღი | 3 აპრილი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ: ა. ფორმით და შინაარსით შეესაბემება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ბ. სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი ფიზიკური პირის (სუბიექტის მიერ) კერძოდ თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახაშვილი არიან პირები, რონლებსაც შეეზღუდათ კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენს მიერ სარჩელში ზემოთ მითითებული უფლებები. გ. მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან შეზღუდვა ეხება კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებს. დ. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არაა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სადაო ნორმა არ ყოფილა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. ე. მასში მითითებული საკითხი საქართველოს კონსტიტუციით რეგუგირებადია საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი, მოცემულ საქმეზე აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქმის აღწერა 1. 2013 წლის 25 ივნისის დილას თორნიკე ჩიქოვანი შეხვდა მის მეგობარსა და თანამოაზრე ნიკოლოზ ჩომახიშვილს. მათ დაამზადეს ბანერი(პლაკატი, ლოზუნგი) წარწერით „მანდე ჩემი უნივერსიტეტი“. სტუდენტები აპროტესტებდნენ პრემიერ მინისტრისთვის უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭებას. 2. სტუდენტებს განზრახული ქონდათ, ზემოთაღნიშნული ბანერი განეთავსებინათ (ჩამოეკიდათ) ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ # 10 ში მდებარე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლზე. 3. 2013 წლის 25 ივნისის შუადღეს ნიკოლოზ ჩომახიშვილი და თორნიკე ჩიქოვანი მივიდნენ დანიშნულების ადგილას. სტუდენტებს თან ჰქონდათ აღნიშნული პლაკატი, შტატივი და ფოტო- აპარატი, რათა გადაეღოთ ფოტოები და გაევრცელებინათ ინტერნეტით. ნიკოლოზ ჩომახაშვილმა და თორნიკე ჩიქოვანმა გაშალეს პლაკატი და სანამ უშუალოდ ძეგლზე განათავსებდნენ ისინი დააკავეს საპატრულო პოლიციის ფორმიანმა და უფორმო თანამშრომლებმა. თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი აღნიშნავენ, რომ საპატრულო პოლიციის თანმშრომლები მათ აქციის ადგილზე მისვლამდეც უთვალთვალებდნენ. თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სტუდენტები მიიჩნია სამართალდამრღვევებად და შეუფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის მე-3 ნაწილი, ჯარიმა 1000 (ათასუ) ლარის ოდენობით. (ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი მდებარობს რუსთაველის გამზ. 10 და ლესია უკრაინკას 2ა ქუჩით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, რომელსაც 01.10.2007 წ. №3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.) 4. ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქალაქო სასამართლოს ისე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ეყრდნობა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას. თუმცა საპატრულო პოლიციის თამშრომელი ამბობს, რომ მათ მიერ ქმედება მანამდე იქნა აღკვეთილი ვიდრე თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი ბანერს ჩამოკიდებდნენ ზემოთ აღნიშნულ ძეგლზე.
გასაჩივრებული მუხლი: 5. მუხლი 150. თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება პირველი პუნქტის სიტყვები"…ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება…" 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. (8.05.2007 N4713) 6. მოცემული მუხლის ლეგიტიმური მიზანია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანებისაგან, მაგრამ მოცემული მუხლი საშუალებას იძლევა მისი ფართო ინტერპრეტაციისთვის, კერძოდ პირველი პუნქტის სიტყვები"…ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება…". არ არის დაკონკრეტებული რა შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნულ სიტყვებში. არ არის ახსნილი სიტყვა „განთავსება“ მნიშვნელობაც. მოცემული ბუნდოვანება კი იძლევა საშუალებას ხელში დაკავებული ბანერი, რომელიც შეხებაშიც კი არ იყო ძეგლთან არათუ ჩამოკიდებული, შეფასდეს როგორც „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება.“ 7. აქვე აღსანიშნავია 150-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც თავის მხრივ „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას““„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“ მოცემული სასჯელი ნორმის დისპოზიციური ნაწილის ბუნდოვანებიდან გამომდინარე რეალურ საფრთხეს ქმნის გამოხატვის თვაისუფლებით დაცული მოქმედება აღქმული იყოს როგორც სამართალდარღვევა და დაისაჯოს არაპროპორციულად მაღალი ჯარიმით. 8. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე 150 მუხლის გასაჩივრებული სიტყვების ბუნდოვანება, იწვევს „მსუსხავ ეფექტს“, რომელიც თავის მხრივ საფრთხის შემცველია დემოკრატიისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების გახორციელებისთვის. მოცემული მუხლის ამჟამინდელი რედაქცია სახელმწიფოს აძლევსა ფართო დისკრეციას, რომ ქმედება რომელშიც ფიქურირებს ბანერი ლოზუნგი ან პლაკატი დაკვლიფიცირდეს როგორც "განთავსება ობიექტზე", მიუხედავად იმისა ფიზიკურად რამდენად ახლოსაა ობიექტთან, როგორაა მასზე განთავსებული და ა.შ. და ამის საფუძველზე სახელმწიფომ გამოიყენოს მაღალი ჯარიმა, რითაც უფლების კანონით შეზღუდვის წონის მქონე ეფექტს მივიღებთ. 9. სწორედ ნორმის ბუნდოვანება და არაგანჭვრეტადობა არის მიზეზი თორნიკე ჩიქოვანისა და ნიკოლოზ ჩომახიშვილისთვის ჯარიმის დაკისრების მიზეზი. ჩვენ გუნდი ვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნეას ცნობილი საქართველოს ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „...პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება...“. აღნიშნული ჩანაწერი იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც სახდელშემფარდებელს აძლევას თავისუფლად მოქმედებისა და თვითნებობის შესაძლებლობას. თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი ამბობენ, რომ მათი კუთვნილი ბანერი, რომელის ძეგლზე ჩამოკიდების სურვილიც მათ ქონდათ მაშინ ჩამოართვეს, როდესაც ბანერი მათ ხელში ეკავათ, იგივეს ადასტურებს საპარულო პოლიციის თანშრომელი, რომ ქმედება აღკვეთილ იქნა მანამ, სანამ აქციის მონაწილეები მას ჩამოკიდებდნენ ილიასა და აკაკის ძეგლზე, თუმცა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიამ ეს ქმედება ჩათვალა „განთავსებად“ და აქციის მონაწილეთა ქმედება კანონდარღვევად, კოლეგია არ აკეთებს განმარტებას რატომ ჩათვალა მან ეს ქმედება განთავსებად და რა კრიტერიუმებით შეაფასა მოცემული საქმე.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი რეგულაცია: 10. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 24 მუხლით დაცულია გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ადამიანის ერთერთ ფუნდამენტურ, ძირითად უფლებად ითვლება. არსებობს კონსენსუსი თავისუფალ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, რომლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება დაცვის მაღალი სტანდარტების სფეროში ექცევა. გამოხატვის თავისუფლების უფლების ქონა და მისი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს, საზოგადოების საფუძველია, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ და რაც მთავარია სახელმწიფო უნდა იცავდეს ინდივიდის ამ უფლებას ჩარევისა და ხელყოფისაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2009 წლის 10 ნოემბრის # 1/3/421,422 გადაწყვეტილებით, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები- გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ამბობს „...გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია,.... სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი“გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარეშე, რომლის დაცვის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს. 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ(№2/2/516,542 /2013 წლის 14 მაისი) განაცხადა, „გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. კანონმდებელი ვალდებულია, უფლებაშემზღუდველი ნორმების დადგენისას, დაიცვას გონივრული ბალანსი მისაღწევ მიზანსა და შეზღუდულ უფლებას შორის, რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების არსებობა მხოლოდ ფორმალურ, დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა. დემოკრატიული სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მისი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, საჭირო და აუცილებელი თავად დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, ადამიანთა თანაცხოვრებისათვის. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფლებამოსილება არსებობს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის მკაცრი დაცვის პირობით. 12. ამავდროულად, გამოხატვის თავისუფლების რეგულირებისას კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის გავლენა პირის უფლებაზე. (№2/2/516,542 /2013 წლის 14 მაისი) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება „მსუსხავ ეფექტს” განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „მსუსხავი ეფექტის” გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია“. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს ლეგიტიმურ მიზანსა და თანაზომიერების პრინციპზე, რომელიც აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. 13. საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავს როგორც 24-ე მუხლის კონტექსტში აგრეთვე მე-19 მუხლის კონტექსტში. თუმცა მე-19 მუხლის განმარტებაში ნათქვამია რომ აზრი და სიტყვა პირადი სფეროა, ხოლო მისი პირადული სფეროდან გამოსვლა და აზრის გავრცელება უკვე 24-ე მუხლით დაცულ სფეროში ექცევა. ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, და შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები და შეხედულებები, ან მეგობრების წრეში ხმამაღლა გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები, თუმცა როდესაც ჩვენ ამ სფეროს გავცდებით და უკვე უცხო ინდივიდებამდე მიგვავქვს ჩვენი აზრი ბანერის თუ ხმამაღალი სიტყვის საშუალებით და სხვა ინდივიდების სფეროში ვიჭრებით, მაშინ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლი იცავს. ნიკოლოზ ჩომახაშვილისა და თორნიკე ჩიქოვანის აზრი და სიტყვა მათ პირად სფეროში რჩებოდა მანამ, სანამ მათ საკუთარი ბანერი არ გაშალეს ილიასა და აკაკის ძეგლის წინ, ამ დრომდე კი მათ თვალყურს ადევნებდა საპატრულო პოლიციის თანმშრომელი, და მათი ჩარევა და კონტროლი ხორციელდებოდა მოსარჩელეთა მიმართ იმ პერიოდში, როდესაც მათი ქმედება დაცული იყო კონსტიტუციის მე-19 თავით დაცული უფლებით, შესაბამისად მოცემული 150-ე მუხლის გასაჩივრებული ნაწილებს კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს სასამართლს მიერ კონსწიტუციის მითითებულ მუხლთან მიმართებაში. 14. საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლის მეორე ნაწილი „დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო“ ხაზს უსვამს სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლებაში ჩაურევლობას. 15. ჩვენ მე-19 მუხლს განვიხილავთ 24 მუხლთან ერთობლიობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო--მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში ამბობს: “მე-19 მუხლის კონსტიტუციის სხვა მუხლებთან ერთობლივი წაკითხვა, მათი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ ამ მუხლით დაცული უფლების ფარგლები“. ჩვენს შემთხვევაში მე-19 მუხლს განვმარტავთ, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლებას, სიტყვის და აზრის კონტექსტში. 16. ზემოთაღნიშნული კონსტიტუციური ნორმებს გააჩნია ჩარევის ლეგიტიმური ფარგლები, რომელსაც თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს, ჩარევის ლეგიტიმურ საშუალებაზე და აღნიშნული უფლების არააბსოლუტურ ბუნებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც მიუთითებს. იგივე პრინციპს ავითარებს ევროპის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სასამართლო, აღნიშნული სტანდარტი პანევროპულ ტესტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს სამი საფეხურისგან შემდგარ ტესტს. რომლის მიხედვით შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1) შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით; 2) იგი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ კანონიერ მიზანს; 3) შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ან პროპორციული უნდა იყოს მიზნის, რომლის მიღწევაც აღმასრულებელ ხელისუფლებას სურს. შეზღუდვის კანონით განსაზღვრულობის კრიტერიუმი გულისხმობს, რომ კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ნათელი და განსაზღვრული. კანონი განსაზღვრულია, თუ იგი ხელისუფლების ორგანოებს არ ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შეუზღუდავ ან ძალიან ფართო დისკრეციას, ან კანონი არის იმგვარად ფორმულირებული, რომ საშუალო ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს წაიკითხოს და აღიქვას, რისი თქმა სურდა კანონმდებელს.
17. როგორც საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან ჩანს, მოსარჩელეებს შეეზღუდათ არა მარტო სიტყვისა და გამოხატვის უფლება, არამედ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც თავის მხრივ უნდა განხილულ იქნეს 24-ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების გახორციელების საშუალებად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი პირველი ნაწილი „1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.“ 18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო-- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში განმარტავს: „საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტებს შეიცავს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრის და ინფორმაციის გავრცელების უფლება „ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“, ის გამოხატვის თავისუფლების, აზრის გავრცელების შესაძლებლობის გარანტიებს შეიცავს. ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, ...ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები. შეკრების (მანიფესტაციის) უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს. ამრიგად, საკანონმდებლო ნორმას, რომელიც შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების ფორმით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შეკრების (მანიფესტაციის) ადგილს, მის შინაარსს ან ფორმას უკავშირდება, კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან თანაბარი მიმართება შეიძლება ჰქონდეს.
19. შეკრების უფლება გამოხატვის ერთერთი საშუალებაა . კონსტიტუციის 25 მუხლი იცავს არამხოლოდ შეკრების ორგანიზების უფლებას არამედ, შეკრების უფლებას, რომელსაც სახელმწიფომ არ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუშლის, შეკრების უფლების განხორციელებას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ისევე როგორც სხვა უფლებებთან მიმართებაში სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება დაიცვას ადამიანების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, არ შეუშალოს ხელი მას და დაიცვას იგი კონტრდემონსტრაციისგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად მოცემული უფლების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა მოსარჩელე სტუდენტთა უფლება აქციის გამართვასთან დაკავშირებით, მითუმეტეს მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მისი შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმური შეზღუდვის ფარგლები, კერძოდ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. 20. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, როგორც გამოხატვის სპეციალურ ფორმას, ორი თანაბრად მნიშვნელოვანი უფლებისაგან განუყოფელი ასპექტი გააჩნია: "შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს“ (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). 21. მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეთა ქმედება, რომელიც შემდგომში აკრძალულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე19, 20-ე და 25-ე მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად სახელმწიფოს ქმედება უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციით დაცული უფლების დარღვევად, რის ნორმატიულ საფუძვლადაც იქცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის გასაჩივრებული ნაწილები. 22. აქედან გამომდინარე ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 24, 19 და 25 მუხლით გარანტირებული უფლებების დაცვის მიზნით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 150 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები„...პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსება...“. ჩვენს მიერ გასაჩივრებულ კანონს (საქართველოს ადმიანისტრაციულ სამართალწარმოებათა კოდექსის 150 მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერი „... პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსება...“) აქვს მსუსხავი ეფექტი, რომელიც ხელს უშლის სხვათა მიერ შემდგომში ამ უფლების გამოყენებას. აღნიშნულ მსუსხავ ეფექტს ამძაფრებს სანქცია რომელიც ასევე ფართო დისკრეციის გამოყენებით შეიძლება დაენიშნოს პირს, არის ბუნდოვანი, არ არის განჭვრეტადი მისი გამოყენების კრიტერიუმები რაც დაეხმარებოდა სასამართლოებს ჯარიმის პროპორციულად შეფარდებაში.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა