საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 596 |
ავტორ(ებ)ი | ნათია ყიფშიძე |
თარიღი | 2 ივნისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. სადაო სამართლებრივი ნორმებით, რომლის განხილვის უფლებამოსილება თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ირღვევა მოსარჩელე ნათია ყიფშიძის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მინიჭებული უფლება კერძოდ: 2010 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო საქმის განხილვისას მოსარჩელე ნათია ყიფშიძის და მოპასუხე ამხანაგობა „ღრმაღელე"-ს და მოპასუხე გიორგი გურგენიძეს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, საქმე N2/9168-09, რომლის მიხედვით - მოსარჩელე ნ. ყიფშიძე უარს ამბობს მხარეთა შორის 2007 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისიწნებული ნასყიდობის საგნის საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზ. N64, მერვე სადარბაზო მეცხრე სართული საერთო ფართით 82,59 კვ.მ მიღების შესახებ მოთხოვნაზე, რომლის ღირებულებაა 41 295 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, იმ პირობით, რომ მოპასუხე გიორგი გურგენიძე და აამხანაგობა „ღრმაღელე" იღებს ვალდებულებას მოსარჩელის მიერ მოტხოვნილი ნასყიდობის საგნისა და მისი ღირებულების სანაცვლოდ მოსარცელეს შეუძინოს შპს „დაკიდებულ ბაღებში" საცხოვრებელი ფართი შემდეგი რეკვიზიტებით და პირობებით: მისამართი: ქ. თბილისი, გელოვანის ქუჩა N4ა (სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, კოდი 1, სექტორი საბურთალო, კოდი 10, კვარტლის N11, ნაკვეთის N1/02, ფართობი 8 157 კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, უფლება საკუთრება) სამსართულიან საცხოვრებელ; სახლში პირველ საცხოვრებელ სართულზე საერთო ფართით 98 კვმ; საცხოვრებელი ფართი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პირობებს: აშენებული გარე კედლები, აშენებული ტიხრები, გაჯით გალესილი კედლები (ჭერების გარდა), მეტალოპლასტიკის კარ-ფანჯარა (გარე პერიმეტრზე), ბინაში შესასვლელი რკინის კარი (საკეტის გარეშე), წყალსადენ - კანალიზაციის ცენტრალური ვერტიკალური დგარები, შიგა ელექტრო გაყვანილობა მოწყობილობების (შტეფსელები, გამომრთველები, ბრები, ჭაღები, სანათები და სხვა) გარეშე; ბუნებრივი აირით მომარაგების, წყალმომარაგების ჩართვას, გამრიცხველიანებას და აბონირებას განახორციელებენ შესაბამისი საქალაქო სამსახურები, მოპასუხე ანგარიშსწორებას განახორციელებს უშუალოდ ამ სამსახურებთან. მხარეები თანხმდებიან, რომ ვინაიდან შესაძენი ბინის ფართობი აღმატება მხარეთა შორის 2007 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისიწნებულ საცხოვრებელი ბინის ფართობს მოსარცელე დამატებით ანგარიშსწორების მოახდენს შპს „დაკიდებულ ბაღებთან" საცხოვრებელი ფართის ნამეტ ფართობთან მიმართებაში 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდის ვადაზეც ნმხარეები შეთანხმდებიან დამატებით. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა ხელმოწერისთანავე და აღსრულდება 2010 წლის 30 დეკემბერს. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალკაში რჩება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მხარეები თანხმდებიან, რომ ნათია ყიფშიძე უარს იტყვის გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვანზე მეორე მხარის მიერ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იმ შემთხვევაში თუ მოპასუხის მიერ შპს „დაკიდებულ ბაღებში" შეძენილი საცხოვრებელი ფართი მოსარცელეს ჩაბარდება 2010 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეები ტანხმდებიან, რომ თუ შპს დაკიდებულ ბაღებში, შეძენილი საცხოვრებელი ფართი მოსარჩელეს არ გადაეცემა 2010 წლის 30 დეკემბრის მდგომარეოპბით საკუთრების უფლებით და მორიგების 1-ლი პუნქტით გატვალისიწნებულ მდგომარეობაში, ასეთ შემთხვევაში გიორგი გურგენიძე და ამახანაგობა „ღრმაღლე" იღებენ ვალდებულებას დაუბრუნონ მოსარჩელეს 2007 წლის 20 თებერვალს სდადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა სრულად 41 295 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რასაცა ასევე დაემატება მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1080 ლარი და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარი. ვინაიდან, მოპასუხეებმა არ შეასრულეს მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებები ნათია ყიფშიძემ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სააღსრულებო ფუყრცლის გამოწერა, 2011 წლის 14 მარტს თბილისის საქალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სააღსრულებო ფურცელი გასცა. ამავწ წლის 15 მარტს ნათია ყიფშიძემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის საარსრულებო ბიუროს და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. 2011 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა იმა „ღრმაღელე"-ს განცხადება მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ და განჩინების აღსრულება გადაავადა 2012 წლის 05 აპრილისათვის. 2013 წლის 21 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N1147 ბრძანებით შეჩერდა სააღსრულებო საქმის წარმოება ორი თვის ვადით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტისა. ხოლო, ამ ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში სააღსრულებო წარმოება კვლავ შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 დეკემბრის განჩინების გამო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რის გამოც ნათია ყიფშიძის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა განუსაზღვრელად იქცა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ამ ნორმით დადგენილია ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე, ის არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას , არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულ სამართლებრივ დაცვას. მას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. სასამართლოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით „ სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. „ ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად „ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ,შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“. კანონმდებელი მკაფიოდ გამოხატავს თავის ნებას დაიცვას ადამიანი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისგან და იმთავითვე შექმნას მოთხოვნის რეალურად დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან განხილვას, კონკრეტული საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ამასვე , მოწმობს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ( №ბს-325-316 (კ-08), 17 დეკემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი) , რომლის მიხედვით - «სამართლიანი სასამართლოს» უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც «სამართლიანი სასამართლოს» უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის მიხედვითაც «სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე». კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავისი ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას და უშუალოდ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუ იგი მას ეხება ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი მის შესრულებას. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო _ სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, სამართალურთიერთობებში სააღსრულებო ფურცელი არ ენაცვლება სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ მხოლოდ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის ან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფაქტს. შესაბამისად, არასწორია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სასამართლოს აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ან აღმასრულებლის მხრიდან რაიმე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შემდეგ. ასეთი ლოგიკა სასამართლო გადაწყვეტილებას პრეიუდიციულ აქტად აქცევს სააღსრულებო ფურცლის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება როგორც სასამართლო აქტების სავალდებულოობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპს, ასევე თვით სააღსრულებო ფურცლის დანიშნულებას. მართალია, სააღსრულებო ფურცელს გასცემს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო (სასამართლო), ხოლო ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს გადაწყვეტილების მიმღები პირი (მოსამართლე), მაგრამ იგი წარმოადგენს არა დამოუკიდებელ სასამართლო აქტს, არამედ ერთგვარ ამონაწერს ამ აქტიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო მოქმედებები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება და არა მათ სრულყოფას, სასამართლო აქტების გაგრძელებას. აღმასრულებლის აქტები არ წარმოადგენს ექვივალენტურ დოკუმენტებს სასამართლო აქტების მიმართ. შესაბამისად, არ შეიძლება სააღსრულებო მოქმედებები და აქტები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელ, დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნა შემდეგი - „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა არ იქნება ქმედითი უკეთუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს აქტი თავისდროულად არ სრულდება, ვინაიდან სასამართლო აქტი შედეგზე ორიენტირებული აქტია. უფლება სასამართლოს დაცვაზე ილუზორული იქნებოდა ძალაში შესული სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხილულ უნდა იქნეს სასამართლოს განუყოფელ ნაწილად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ §40, შპს «იზა» და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ §42, შპს «ამატ-ჯი» და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ §47, აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ §55,56, ბურდოვი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ §34). “სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს გაურკვევლობისა და საეჭვოობის, შესაბამისად, მისი აღუსრულებლობისა და კვლავ სადავოობის განცდას. ყოველივე აღნიშნული არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (იხ. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ამ მხრივ საგულისხმოა საქმეზე აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა. წინამდებარე საქმეში განმცხადებლის საჩივარი ეხება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს მითითებით, “აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ ინტერპრეტირებული იქნა, როგორც “სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (იხილეთ Hორნსბყ ვ. Gრეეცე, ჯუდგმენტ ოფ 19 Mარცჰ 1997, ღეპორტს 1997-II, პ. 510, § 40). სასამართლო შეგვახსენებს, რომ მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი (იხილეთ Gოლდერ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ, ჯუდგმენტ ოფ 21 Fებრუარყ 1975, შერიეს A ნო. 18, პპ. 13-18, §§ 28-36). სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას .. საქმეში -შპს “იზა” და მ-ძე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, # 59498/00, §34, EჩHღ 2002-III; ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40)”. “ |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა