ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 607 |
ავტორ(ებ)ი | არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომა და სამართლიანობა" თავმჯდომარე ქადაგიშვილი ნანა |
თარიღი | 17 სექტემბერი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ცალსახაა, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით . ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
როგორც წესი, კანონმდებლობა უნდა შეიქმნას სოციალური თანაცხოვრების ხელშეწყობისა და შენარჩუნების გათვალისწინებით, თუმცა იმ სავალდებულო პირობით, რომ დაცული იქნება თითოეული პიროვნების თვითმყოფადობა. ამ მიმართებით, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი სადგომის და ბინის უფლება მნიშვნელოვანი სოციალური დაცვის გარანტიაა საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც სოციალური უფლებების შემადგენელი ნაწილია. უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში უნდა გაირკვეს ის მიზანი რაც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას.თანაზომიერებისპრინციპის გამოყენებით შეიძლება შფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა. მოცემული სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმით უფლებაში ჩარევის კონკრეტული გზა არის თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება. არის თუ არა უფლებაში სწორედ ისეთი ფორმითა თუ ინტენსივობით ჩარევა,როგორსაც სადავო ნორმა ითვალისწინებს. არის თუ არა ის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება? უფლების შემზღუდავი ღონისძიება კი უცილიბლად უნდა იყოს მიზნის მიღწევის ვარგისი და მისაღები საშუალება. უნდა არსებობდეს ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი განცდა, რომ მათ სამართლიანად ექცევიან. იმ პირობებში, როცა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, უნდა ცდილობდეს მათ დამაგრებას თავიანთ საცხოვრებელ ბინებში, სადავო ნორმა გვევლინება ათასობით მოქალაქის უბინაოდ დარჩენის, ოჯახების ნგრევის, ხელშემწყობად. ცალსახაა, რომ სადავო დანაწესის გამართლებისთვის არ არსებობს საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი სასამართლოს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა