• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
      • 25.11.2015
      • N1/4/607
      • განჩინება
    • ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
      • 17.09.2014
      • 607
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-კახა ჩადუნელი

დოკუმენტის ტიპი amicus curiae
ნომერი ac607
თარიღი 16 აპრილი 2014

თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი

 

 

საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N607)

 

"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

 

მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში დასახელებული სადავო ნორმები ( გარდა სარჩელში დაყენებული სამართლებრივი არგუმენტებისა) ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საყოველთაო პრინციპებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თავლსაზრისით , ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის ( მოქალაქის) უფლებას ისარგებლოს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით სამართლიანი სასამართლოს უფლებით გამომდინარე შემდეგი მოსაზრებებიდან:

საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უზრუნველყოფილია ადამიანის უფლება ,,საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს." სასამართლოში კი უფლებების რეალიზება ხდება როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი და საპროცესო კანონმდებლობის ნორმებით განსაზღვრული წესების შესაბამისად , რომლებიც თავის მხრივ ადგენენ უფლებების რეალიზების საშუალებებს სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გამოიყენონ კანონით გათვალსიწინებული ყველა შესაძლებლობები საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, იქნება ეს შეპასუხება თუ სამართლებრივი მცდელობა გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის დადგენის თვალსაზრისით, რაც ერთმნიშვნელოვნია, რომ აღნიშნული ცალსახად წართმეულია სადავო აქტებით, რომელთა შინაარსიც აბსოლუტურად უგულველყოფს ზემოთ დასახელებულ სამართლებრივ პრინციპებს და აშკარად ზღუდავს სასამართლოს წესით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების ფარგლებში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობას, მხედველობაში გვაქვს ის, რომ სადავო აქტები ცალსახად არ იძლევა დავის შესაძლებლობას თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ პირმა შეძლოს მესაკუთრესთან სამართლებრივი ურთიერთობების ზეპირი გარიგების საფუძველზე არსებობა, რასაც უშვებს მოქმედი კანონმდებლობა, თუმცა არა სადავო აქტები, რომლებიც მხოლოდ წერილობით ფორმაზეა დაფუძნებული და ისიც არაა გარკვეული, თუ რა წერილობით ფორმას მიიჩნევს სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან მაგალითისთვის: პრაქტიკაში გვქონდა შემთხვევა, როდესაც მესაკუთრემ ბოროტად გამოიყენა უფლება, ხელისშემშლელს გამოართვა თანხა გარკვეული პირობებით, თუმცა პოლიციის გამოყენებით მაინც გამოასახლა უძრავი ქონებიდან და ის თანხაც მიისაკუთრა და პირმა ვერ შეძლო ინტერესების დაცვა და ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პოლიცია უძლური აღმოჩნდა სამართლებრივი შეფასება მიეცა წარდგენილი დოკუმენტისთვის , რაც დამეთანხმებით, რომ აშკარად მიუთითებს სადავო აქტის უსწორობაზე და შეუსაბამობაზე კონსტიტუციასთან პირმა შეძლოს უფლების და ინტერესების დაცვა სასამართლოს გზით. აღნიშნულს ამყარებს ის პრაქტიკაც, როდესაც მესაკუთრეს რეესტრის მონაცემებით აქვს დავუშვათ 100 კვ.შენობა-ნაგებობა, თუმცა გამოსახლება ხდება 100 კვ.მ ზემოთ არსებული ფართიდანაც, რომელიც არ აქვს საკუთრებაში მესაკუთრეს, აქაც ბუნებრივია, ცალსახაა, რომ პირი ვერ იცავს ვერანაირად თავს და პოლიცია უაპელაციოდ აწარმოებს გამოსახლებას, რაც ასევე მიანიშნებს წინააღმდეგობას კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს უფლების რეალიზება.

გამომდინარე ზ/აღნიშნულიდან მიგვაჩნია, რომ სადავო აქტები ცასახად ზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას , რის გამოც წინააღმდეგობაში მოდის საქრთველოს კონსტიტუციის 42 ემუხლის 1-ლ ნაწილს.

 

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ