ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1704 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ალბერტ ნურბეგიანი |
თარიღი | 16 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. "შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" (#53 დადგენილება)
ბ. "შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (#93 ბრძანებულება)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ: საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილება "შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" |
- 31-ე მუხლის პირველი პუნქტი `საქმის დროული და სამართლიანი განხილვის უფლება~- მე-19 მუხლის პირველი პუნქტი `საკუთრების უფლება~- 28-ე მუხლი `ჯანმრთელობის დაცვის უფლება~- მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი `სოციალური დაცვის უფლება~- მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი `სახელმწიფო ორგანოსაგან ან მოსამსახურისგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით ანაზღაურება~- მე-11 მუხლის პირველი პუნქტი `თანასწორობის უფლება~- კანონის უკუქცევითი ძალით მოქმედების აკრძალვის პრინციპი- კანონთა სამართლიანობისა და შეუქცევადობის პრინციპი |
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ:საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის #93 ბრძანებულება `შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | - 31-ე მუხლის პირველი პუნქტი `საქმის დროული და სამართლიანი განხილვის უფლება~- მე-19 მუხლის პირველი პუნქტი `საკუთრების უფლება~- 28-ე მუხლი `ჯანმრთელობის დაცვის უფლება~- მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი `სოციალური დაცვის უფლება~- მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი `სახელმწიფო ორგანოსაგან ან მოსამსახურისგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით ანაზღაურება~- მე-11 მუხლის პირველი პუნქტი `თანასწორობის უფლება~- კანონის უკუქცევითი ძალით მოქმედების აკრძალვის პრინციპი- კანონთა სამართლიანობისა და შეუქცევადობის პრინციპი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლისაქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისაქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 მუხლის `ა~ ქვეპუნქტისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი;`საკონსტიტუციო სასამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლებს განსაზღვრავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეესაბამებოდეს ამავე კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია მითითებული მუხლით დადგენილი ფორმის დაცვით და თან ერთვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ამასთან არგუმენტაცია, რომელიც ჩვენი აზრით ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, (დასაბუთებულობა, როგორც სადავო ნორმების უფლების შემზღუდავი ბუნების ისე იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ უფლებებთან მათი მიმართების თაობაზე) წარმოდგენილია კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის ველში - მოთხოვნის არსი და დასაბუთება. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ). კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია მე–60 მუხლის მე–4 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. ამ კანონის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითებული კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლება აქვს ფიზიკურ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კონსტიტუციური სარჩელი, აგრეთვე აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პატივცემულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებო!
თქვენ მორიგჯერ მოგმართავთ თვითმფრინავ ТУ-154 ყოფილი პილოტი, მე-II ჯგუფის შრომის ინვალიდი, რომელიც დაინვალიდდა საშინელ 10 600 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავში წნევის ვარდნის გამო (განგერმეტიზაცია) სამგზავრო რეისის თბილისი-ოდესა შესრულების დროს, 1987 წლის 12 ივნისს, რის შემდეგაც ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად ჩამოწერილი ვიყავი საფრენოსნო სამუშაოდან და სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე ცნობილი ვიყავი შრომის ინვალიდად. თვითმფრინავი, რომელიც მე, ჯანმრთელი პილოტი, შრომის ინვალიდად მაქცია, ეკუთვნოდა სახელმწიფოს, და მაშასადამე, ჩემს წინაშე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის და 5 სასამართლო გადაწყვეტილების, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების თანახმად, დამენიშნა საინვალიდო პენსია (სარჩო) შრომითი მოვალეობების შესრულებისას საწარმოზე მიღებული ტრავმის გამო, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო უფლებამონაცვლის, იმ სამინისტროს მიერ, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდა ჩვენი ავიაცია. თავდაპირველად ეს იყო ტრანსპორტის სამინისტრო, შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო, შემდგომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შემდეგ კვლავ ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც შემდგომში გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის შემადგენლობაში დღესაც შედის ჩვენი ავიაცია.
ჩემი პირველი სასამართლო ჩატარდა ჯერ კიდევ 2004 წელს, რომლის თანახმად იმდროინდელი უფლებამონაცვლე – ტრანსპორტის სამინისტრო, ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია 662 ლარის ოდენობით, და აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო სასამართლოს, შემდგომ კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ იყო დამტკიცებული, რომელმაც განჩინებაში აღნიშნა, რომ იგი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, მაგრამ აღნიშნული ჩანაწერის გარეშეც ცნობილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ნებისმიერ ქვეყანაში საბოლოოა. განჩინების საფუძველზე ჩემთვის გაცემული იყო შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.
შემდგომში ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ბ-მა მ. სააკაშვილმა გადაიყვანა ჩვენი ავიაცია ტრანსპორტის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, და მე კვლავ მომიწია სასამართლოსათვის მიმართვა ჩემს სააღსრულებო ფურცელში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით – ტრანსპორტის სამინისტროს ნაცვლად ახალი უფლებამონცვლის ეკონომიკის სამინისტროს მითითებაზე. 2007 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ქ-მა ი. კვაჭანტირაძემ გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლეობა ნათელია და რომ ჩემთვის გაცემული უნდა იყოს ახალი სააღსრულებო ფურცელი უკვე ახალი უფლებამონაცვლის – ეკონომიკის სამინისტროს მითითებით.
როდესაც ეკონომიკის სამინისტრო არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა იგი სააპელაციო სასამართლოში, კვლავ წააგო პროცესი, როდესაც სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ – ი. ღლონტი, დ. რუსიაშვილი და ნ. კობახიძე გადაწყვეტილება გამოიტანეს კვლავ ჩემს სასარგებლოდ, ძალაში დატოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს ჩემს უფლებამონაცვლეს სიცოცხლის ბოლომდე, თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნეს, რომ იგი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. და კვლავ ჩემთვის გაცემული იყო ახალი სააღსრულებო ფურცელი.
აბსოლუტურად იდენტური გადაწყვეტილებები გამოტანილი იყო ჩემი ყოფილი ეკიპაჟის წევრების მიმართ, გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს იმავე მოსამართლეების მიერ – ი. ღლონტი, დ. რუსიაშვილი და ნ. კობახიძე, ხოლო პირველ ინსტანციაში გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ქ-მა ილონა თოდუამ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელიმა მოსამართლემ ქ-მ მირანდა ერემაძემ. მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს უფლებამონაცვლეს მთლიანობაში გამოტანილი აქვს სხვადასხვა ინსტანციის 16 მოსამართლეს. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ 5 წლის გასვლის შემდეგ, 2012 წელს, იმავე მოსამართლე ი. კვაჭანტირაძემ, რომელმაც გამოიტანა თავისი პირველი გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ 2007 წელს, მასზე ზემდგომი თანამდებობის პირების ზეწოლის შედეგად გააუქმა თავისი პირველი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მხოლოდ ჩემს მიმართ აღარ არსებობს უფლებამონაცვლე, მაშინ როდესაც ჩემი ყოფილი ეკიპაჟის წევრები თავისი სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დღემდე იღებენ კუთვნილ საინვალიდო პენსიას ეკონომიკის სამინისტროსგან! იბადება კითხვა – როგორ შეიძლება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე 5 წლის გასვლის შემდეგ გააუქმოს არა მხოლოდ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, არამედ ზემდგომი სააპელაციო სასამართლოს ორი გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაც კი?!
ყველაფერი აღნიშნული ქ-მა კვაჭანტირაძემ განახორციელა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილების საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მ. სააკაშვილის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე.
ადრე ინვალიდობის საკითხები რეგლამენტირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის #48 ბრძანებულებით, რომელიც ხელმოწერილი იყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ბ-ი ე. შევარდნაძის მიერ. აღნიშნული ბრძანებულება ძალზედ ლიბერალური იყო და შეესაბამებოდა ცივილიზებულ ქვეყნებში არსებულ ამგვარ დოკუმენტებს, და აღნიშნულ ბრძანებულებაში რიგი შეღავათი იყო გათვალისწინებული ინვალიდების მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
1999 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი
შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის
ჯანმრთელობსათვის ვნების მიყენების შედეგად
ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ
1. ეს წესი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში (შემდგომში-ორგანიზაცია), მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებირივ ფორმისა, დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანიას ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. დამქირავებელი მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანისათვის, აგრეთვე იმ საწარმოო ტრავმისათვის, რომელიც მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სამუშაოზე ან სამუშაოს შემდეგ მგზავრობისას დამქირავებლის მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე.
თავი II
ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრა
11. დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი.
ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენმობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.
თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს აღნიშნული იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან.
დაკარგული შრომის უნარის ხარისხით იგულისხმება როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ოდენობა. ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გაანგარიშება ხდება შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ნაწილის იმ ოდენობიდან (პროფესიული ან საერთო), რომელიც მეტი აქვს დაზარალებულს დაკარგული.
12. ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებ, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება.
თავი III
დამატებითი ხარჯების ანაზღაურება
24. დამქირავებელი ვალდებულია ყოველთვიური სარჩოს გარდა დაზარალებულს აუნაზღაუროს დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად.
ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯები დამატებითი კვებისათვის, წამლების შეძენისათვის, პროთეზირებისათვის, დაზარალებულის მოვლისათვის, მოვლის საგნებისათვის, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისათვის დაზარალებულის სამკურნალო ადგილამდე მგზავრობის საფასურის ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში კი მისი გამცილებლის მგზავრობის ხარჯებიც, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და მათი კაპიტალური შეკეთებისათვის, საწვავის შეძენისათვის და სხვ.
თავი V
ზიანის ანაზღაურების შესახებ განცხადების განხილვის წესი
41. განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიტანება დამქირავებლის სახელზე.
42. სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგენიბით გაიცემა ტერიტორიული ერთეულების გამგეობების (მერიების) სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბ-მა სააკაშვილმა თანმიმდევრულად დაიწყო ზუსტად ამ ლიბერალური პუნქტების გაუქმება, შემდგომ კი საერთოდ გააუქმა ეს #48 ბრძანებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის #93 ბრძანებულებით `შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, შეცვალა იგი საქართველოს მთავრობის #53 დადგენილებით, რომელშიც არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რაიმე შეღავათებზე, რითაც მან დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი, რომლის თანახმად კანონს არ აქვს უკუქცევითი ძალა და რომ მისი შეცვლა უარესობისკენ დაუშვებელია.
#53 დადგენილება ისე ეშმაკურად და კაზუისტურად იყო შექმნილი, რომ ითვალისწინებდა ორმაგ და სამმაგ განმარტებას, და ეს განმარტება დამოკიდებული იყო თუ როგორ და რომელი მხრიდან დაინტერესებული ჩინოვნიკი შეხედავს ამ დადგენილებას. ზუსტად აღნიშნული საფუძვლით მე ჯერ დამენიშნა საინვალიდო პენსია ისევე როგორც ჩემი ყოფილი ეკიპაჟის წევრების მიმართ, ხოლო შემდგომ იმავე #53 დადგენილების საფუძველზე გაუქმდა დანიშნული საინვალიდო პენსია. ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი დასაქმებულის მიმართ, რომელმაც მიიღო ტრავმა, ხოლო სხვა პუნქტში ნათქვამია, რომ საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება გადასახადის გადახდა, არადა სხვა პუნქტში ნათქვამია, რომ თუ არსებობს უფლებამონაცვლე, ის ვალდებულია გადაიხადოს. და ეს სამართლებრივი ქაოსი და გაუგებრობა დაშვებული იყო არა რომელიღაც პატარა საწარმოს დოკუმენტში, არამედ საქართველოს მთავრობის #53 დადგენილებაში, რომელიც გაეროს და რიგი ევროპული ორგანიზაციის წევრი ქვეყანა გახლავთ.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკონსტიტუციო სარჩელში თქვენს სახელზე მე შევეცდები მაქსიმალურად დავიცვა საჩივრის წარდგენის ყველა წესი, ვიცი, რომ თქვენ დაედევნებით ყველა წერტილ-მძიმეს და მიაქცევთ მათ ყურადღებას, ოღონდ არ მიიღოთ ჩემი საჩივარი, რაც თქვენ 13 წლის განმავლობაში არაერთხელ გააკეთეთ, რითაც იმ კონსტიტუციას არღვევდით, რომლის დაცვის ვალდებულება გაგაჩნიათ, მაგრამ ეხმარებით ამ ხელისუფლებას ჩემს წინააღმდეგ უპრეზედენტო ბრძოლაში, იმ მე-II ჯგუფის შრომის ინვალიდის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ყველაფერი დაკარგა, როდესაც 167 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა 10 600 მეტრის სიმაღლეზე. მე უკვე 79 წელი მისრულდება, მაგრამ არაუშავს, ყველა ავადმყოფობის და ტრავმის მიუხედავად მე ვიპოვი ჩემში ძალებს დავამტკიცო ჩემი სიმართლე თქვენს სასამართლოში, და ჩემი სიმართლის დამტკიცებისას არაერთი სასამართლო მაქვს მოგებული საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოც კი, როდესაც სხდომის ჩატარებამდე საქართველომ აღიარა, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში მპარავდა ჩემს კუთვნილ საინვალიდო პენსიას, რომელიც მათივე სასამართლოების მიერ ამავე სახელმწიფოს სახელით იყო გამოტანილი! ეს ხომ ქვეყნისათვის უზარმაზარი სირცხვილია!
წარმოგიდგენთ აღნიშნული 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილების პუნქტებს, ხოლო სრულ დადგენილებას დავურთავ აღნიშნულ საჩივარს სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომელიც თქვენივე წესებით უნდა იყო თანდართული.
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
#53 2007 წლის 24 მარტი ქ. თბილისი
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების წესის შესახებ
1. დამტკიცდეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანდართული წესი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი
მუხლი 1.
2. დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელბას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
3. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ ამ წესისაგან განსხვავებულ პრიობებზე საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
4. 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები `შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. იმ პირებზე, რომელთაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაუწესდათ გასაცემები ამ პუნქტში მითითებული საფუძვლებით, ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის დებულებები.
მუხლი 2.
3. დამსაქმებელის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯაორ სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული `ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს~ გაცემის ვალდებულება.
როგორც თავად დარწმუნდით, პატივცემულო ბატონო მოსამართლეებო, #53 დადგენილებაში ნათქვამია, რომ 2007 წლის 01 მარტის შემდეგ აღარ შეიძლება ახალი სარჩოს გადახდა #48 ბრძანებულების შესაბამისად უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში! პირველ რიგში, ჩემი საინვალიდო პენსია დანიშნული იყო 20 წლის უკან #53 დადგენილების გამოცემამდე, და საკითხი არ ეხებოდა ახალი სარჩოს დანიშვნას. მეორე, მე გამაჩნია უფლებამონაცვლე ეკონომიკის სამინისტროს სახით, და აღნიშნული უფლებამონაცვლეობა დადგენილია საქართველოს ორი კანონით, რომელიც ხელმოწერილი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ – 2004 წლის 24 ივნისის #195 და 2010 წლის 29 ივნისის #3153. აგრეთვე არსებობს სხვა საქართველოს კანონი 2007 წლის 30 მარტის #4593, რომელიც აგრეთვე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ავიაცია შედის სატრანსპორტო სისტემაში და რომ ამ სატრანსპორტო სისტემას ხელმძღვანელობს ზუსტად რომ ეკონომიკის სამინისტრო. ბოლოს და ბოლოს არსებობს სალიკვიდაციო კომისიის #16 აქტი, რომელსაც ხელს აწერს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბ-ი გ. მურადიანი, რითაც ეკონომიკის სამინისტრო თავად აღიარებს რომ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს!
მთელი ამ წლების მანძილზე ბევრი იყო თქმული, რომ საქართველოს ავიაცია საავიაციო ადმინისტრაციის სახით იყო ლიკვიდირებული და ზუსტად ამ საფუძვლით იმ პილოტ-ინვალიდების რიგებიდან, ვისაც ხელთ გააჩნდა ადრე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები მათ სასარგებლოდ, მხოლოდ ჩემს მიმართ შეწყდა საინვალიდო სარჩოს გადახდა. პირველ რიგში, რა ლიკვიდაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ადრე საავიაციო ხელმძღვანელობით ორგანოს ეწოდებოდა სამმართველო, შემდგომ დეპარტამენტი, შემდგომ ადმინისტრაცია, დღეს კი მას საავიაციო სააგენტო ეწოდება, ხოლო ფუნქციები ამ ყველა ორგანოს აქვს ერთი და იგივე. არსებობს დოკუმენტი სახელწოდებით `საქართველოს ავიაციის განვითარების პროგრამა~, რომელიც გაეროს ხარჯებით არის შედგენილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IჩAO–ს მიერ. აღნიშნული პროგრამა დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 04 დეკემბრის #511 ბრძანებულებით, რომელშიც ცალკე თავში არის ჩამოთვლილი საქართველოს საავიაციო ადმინისტრაციის ფუნქციები. წარმოგიდგენთ აღნიშნული ფუნქციების მოკლე ამონარიდს:
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2000 წლის 4 დეკემბერს
511 ბრძანებულებით
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის
განვითარების კონცეფცია
1. შესავალი:
მოკლე მახასიათებელი მიმოხილვა
ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება ძრეულადაა დაკავშირებული მისი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგთან – საავიაციო ტრანსპორტთან. შამოქალაქო ავიაციის ფუნქცია, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფოთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირურთიერთობის განხორციელებას, ისე გადაყვანა-გადაზიდვაში, მომსახურებასა და საქონელბრუნვაში მოსახლეობისა და მეურნეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, აქვს მას პრიორიტეტულ დარგად, ხოლო მისი განსაკუთრებული და რთული ტექნიკური აღჭურვილობა ექსპლუატაციის სპეციფიკურობა, ძვირი მომსახურება და, რაც მნიშვნელოვანია, საერთაშორისო რეისების განხორციელებისას სხვადასხვა წესით აგებულ სხვადასხვა ეკონომიკურ სფეროში ფუნქციონირება – უნიკალურს. იგი მოქმედებს, ერთი მხრივ, საკუთარი ქვეყნის მიერ განსაზღვრული იურიდიული, ეკონომიკური, ნორმატიული და ორგანიზაციული პრინციპების დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ უპირობოდ იცავს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ რეგულირების ადმინისტრაციულ, ექსპლუატაციურ და ეკონომიკურ ნორმებს.
4. სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, ფუნქციები, ამოცანები
საქართველომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციასთან (ჩიკაგო 1944 წ.) შეერთებით ცნო და დააკანონა პრინციპები და ნორმები, რომლებითაც სამოქალაქო ავიაცია უნდა ვითარდებოდეს უსაფრთხოდ და მოწესრიგებული ფორმით.
მოწესრიგებული ფორმით სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირება ითვალისწინებს შესაბამის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს შექმნას, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი საავიაციო კანონის (საჰაერო კოდექსი) და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების შესრულების უზრუნველყოფისათვის. ასეთი ორგანოა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია. იგი პრაქტიკულად ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების სახელმწიფო კონტროლს.
ქვეყნის ძირითად საავიაციო კანონში რომელიც უკვე საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, აისახება ასეთი ორგანოს შექმნის აუცილებლობა და განისაზღვრება მისი მოვალეობები და ფუნქციები.
თავისი ფუნქციებისა და ვალდებულებების მოწესრიგებულად შესრულების მიზნით სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას ენიჭება სათანადო უფლებები და მოვალეობები.
სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ფუნქციებია:
- დარგში საშემსრულებლო, სანებართვო, საკონტროლო და საზედამხედველო საქმიანობის უზრუნველყოფა;
- სამოქალაქო ავიაციაში სასერტიფიკაციო, სალიცენზიო, სარეგისტრაციო და საინსპექციო საქმიანობის განხორციელება;
- საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვისა და საფინანსო შედეგების სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და მათი ანალიზის უზრუნველყოფა;
- სამოქალაქო ავიაციის ძირითადი კანონის საფუძველზე ნორმატიული ბაზის შემუშავება, გამოცემა და გადამუშავება სათანადო წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
- ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის ორგანიზაცია და კონტროლი;
- საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა;
- ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ინტერესების საწინააღმდეგო ყოველი ნებართვისა და მასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო ნორმატივების აკრძალვა, გაუქმება, შეჩერება ან შეცვლა ექსპლუატაციისათვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენით და კონსულტაციების გამართვისა და გასაჩივრების შესაძლებლობით;
- ტექნიკური მომსახურების, საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისიანობის ნორმების დაცვა და სამოქალაქო საჰაეორ ხომალდების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა. შაჰაერო მოძრაობის ორგანიზების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომი განვითარება;
- საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის ორგანიზება;
- სამოქალაქო ავიაციაში საძიებო-სამაშველო სამუშაოებისა და სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელება;
- დარგში სახელმწიფო და საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
- საავიაციო ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევა, მათი თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
- სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
საქართველოს ერთიან სატრანსპორტო სისტემაში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, როგორც სახელმწიფო რეგულირების ორგანო, უზრუნველყოფს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების ეფექტიან რეგულირებას.
მაშ რისი `ლიკვიდაცია~ განახორციელეს, რომ წამართვეს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია?!
საავიაციო ადმინისტრაციის ფუნქციების გარდა, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ორგანოს IჩAO–ს მიერ, არსებობს კიდევ ამგვარი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქართველოს საავიაციო ადმინისტრაციის მიერ არის გამოცემული, ხელმოწერილი ამ საავიაციო ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერით ეკონომიკის მინისტრის სახით, იმ დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქ-ი ვ. ქობალია, აბსოლუტურად იდენტური ფუნქციებით!
წრმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილია ზუსტად რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ქ-ი ვ. ქობალიას მიერ, რომელიც ეხება საავიაციო ხელმძღვანელობითი ორგანოს ფუნქციებს – დღეს საქართველოს საავიაციო სააგენტოს.
საქართველოს ეკონომიკის და
მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბრძანება #1-1/583
2011 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი
შაჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის
შააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
ვ. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართLის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია `ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ~ და `საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ~ საქართველოს კანონების შესაბამისად.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება და საავიაციო უშიშროება;
ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირების განხორციელება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
3. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;
გ) საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის, უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ე) სამოქალაქო აეროპორტების (აეროდრომების/ვერტოდრომების, საფრენი მოედნების), სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, ტექნიკური ზედამხედველობა;
ვ) საწვავ-გასამართი საწარმოების, მათი ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა; (16.10.2012 # 1-1/1864)
ზ) აეროპორტის და აეროდრომისპირა ტერიტორიებზე დაბრკოლებების სიმაღლეების შეთანხმება და აღრიცხვა;
თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ი) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
კ) ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა.
მაშ რისი `ლიკვიდაცია~ განახორციელეს?!
ყოველთვის ვიმეორებ – საავიაციო ორგანოს რა `ლიკვიდაციაზე~ შეიძლება იყოს ლაპარაკი? ურიგო არ იქნება შეგახსენოთ, რომ ჩვენი კონსტიტუციის მე-7 მუხლის `ვ~ პუნქტში ნათქვამია, რომ:
1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ვ) ~... ავიაცია ...~.
მაშ რატომ მ. სააკაშვილის დროს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბ-მა ზ. ნოღაიდელმა #53 დადგენილებაში ჩაწერა სიტყვები, რომ საწარმოს `ლიკვიდაციის~ შემთხვევაში წყდება შრომის ინვალიდის მიმართ სარჩოს თანხის გადახდა? იმ დროს, როდესაც ჩამოწერილი ვიყავი საფრენოსნო სამუშაოდან და ცნობილი ვიყავი სიცოცხლის ბოლომდე შრომისუუნაროდ – ვიყავი შრომისუუნარო, ვარ შრომისუუნარო და ვიქნები შრომისუუნარო სიცოცხლის ბოლომდე, და რა საფუძვლით მთავრობის რაღაც #53 დადგენილების საფუძველზე გააუქმეს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია, რომელიც 5 სასამართლო გადაწყვეტილებით იყო დანიშნული, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებითაც!
ჩემს მიმართ დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქმის დროული და სამართლიანი განხილვის უფლება.
1. `ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია~.
კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი ჩემს მიმართ წარმოადგენს ბოროტ დაცინვას და ცინიზმს. რომელ სამართლიან და დროულ საქმის განხილვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც თითქმის 13 წელიწადი ვერ ვახერხებ თქვენს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი საქმის განხილვას, და რა სამართლიან და დროულ განხილვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც პირველი ინსტანციის მოსამართლე ი. კვაჭანტირაძე 5 წლის გასვლის შემდეგ გააუქმა მის მიერვე ჩემს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება? კიდევ ერთხელ ვიმეორებ – როგორ მოსამართლე ი. კვაჭანტირაძემ, პირველი ინსტანციის მოსამართლედ ყოფნის დროს, შესძლო და გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება? მსოფლიოში ასეთი რამ არ მომხდარა!
ჩემს მიმართ აგრეთვე დარღვული იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ:
მუხლი 11. თანასწორობის უფლება
1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიოუს, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
არაფერი საწინააღმდეგო არ გამაჩნია ჩემი ყოფილი ეკიპაჟის წევრების მიმართ, მაგრამ რატომ მხოლოდ ჩემს მიმართ შეწყდა საინვალიდო პენსიის გადახდა? ჩვენ ხომ:
- ტრავმა მივიღეთ ერთსა და იმავე თვითმფრინავზე ТУ-154 #85359;
- ტრავმა მივიღეთ ერთსა და იმავე დღეს 1987 წლის 12 ივნისს;
- ერთმა და იგივე საავიაციო ექიმებმა ჩამოგვწერეს საფრენოსნო სამუშაოდან;
- ერთმა და იგივე ექიმებმა გვცნეს შრომის ინვალიდებად;
- სააპელაციო სასამართლოს ერთმა და იგივე მოსამართლეებმა – ი. ღლონტი, დ. რუსიაშვილი და ნ. კობახიძე, გამოიტანეს ერთი და იგივე გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, რომ ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს ჩვენს უფლებამონაცვლეს სიცოცხლის ბოლომდე, და თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ იგი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
- ყველა ჩვენ წარმოვადგენთ ერთი და იგივე ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეებს.
მაშ როგორ პილოტ-ინვალიდები ლ. დათუნაშვილი, ვ. წერეთლიშვილი, რ. გვარაძე, კ. ლომიძე, ვ. ხარტონიშვილი დღემდე იღებენ კუთვნილ საინვალიდო პენსიას ეკონომიკის სამინისტროსგან როგორც საავიაციო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლისგან, ხოლო ეკიპაჟის წევრის ა. ნურბეგიანის მიმართ აღნიშნული სამინისტრო აღარ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს? როგორ?! ყველაფერი აღნიშნული განხორციელებული იყო საქართველოს მთავრობის #53 დადგენილების საფუძველზე. არადა თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ერთსა და იმავე საქმეზე არ შეიძლება სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების გამოტანა.
ჩემს მიმართ აგრეთვე დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი `საკუთრების უფლება~, რომელშიც ნათქვამია, რომ:
1. `საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია~.
ალბათ ურიგო იქნება აგიხსნათ, რომ ჩემი საინვალიდო პენსია, რომელიც უკანონოდ წამართვეს, წარმოადგენდა ჩემს საკუთრებას. ადამიანის ნებისმიერი საკუთრება შეძენილია მისი სახსრებით – სახლი, ავტომანქანა, მიწის ნაკვეთი, ავეჯი, და მეც ჩემს კუთვნილ საინვალიდო პენსიით შემეძლო მეყიდა სახლი, ავეჯი ან ავტომანქანა, მაგრამ ეს საკუთრება მე წამართვეს საქართველოს მთავრობის #53 დადგენილების საფუძველზე.
ჩემს მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი `ჯანმრთელობის დაცვის უფლება~, სადაც ნათქვამია, რომ:
1. `მოქალაქეების უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით~.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის უკანონოდ გაუქმებულ #48 ბრძანებულებაში აღნიშნული იყო, რომ დამსაქმებელი (ჩემს შემთხვევაში სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტროს სახით, როგორც თვითმფრინავის მესაკუთრე) ვალდებულია უზრუნველყოს ჩემს მიმართ მედიკამენტები, მკურნალობა, სანიტარულ-საკურორტო უზრუნველყოფა და ა.შ. საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტში ნათქვამია, რომ (დოკუმენტი თანდართულია):
6. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
იგივე არის ნათქვამი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში:
3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
ეს ორი კოდექსი, ისევე როგორც საჰაერო კოდექსი თავით მაღლა დგანანა მთავრობის #53 დადგენილებაზე, რომლის საფუძველზეც წამართვეს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია და მკურნალობის შესაძლებლობაც. შორს ვარ კომუნისტური დროის ნოსტალგიიდან, სადაც მიჩვეულნი ვიყავით უფასო მკურნალობისთვის, მაგრამ ჯანმრთელობის მორიგი მკვეთრი გაუარესების შემდეგ მივმართე პირველ საქალაქო საავადმყოფოს (ყოფილი არამიანცის), სადაც გამოკვლევის შემდეგ გამოწერეს 560 ლარის ქვითარი, რომელიც უნდა გადამეხადა მკურნალობისათვის. რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხა მე არ მქონდა, რადგანაც აღარ დავფრინავდი და ჩამოწერილი ვიყავი საფრენოსნო სამუშაოდან, და უფრო მეტიც, მთავრობის #53 დადგენილების საფუძველზე წამართვეს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსიაც. სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ვურთავ აღნიშნულ 560 ლარიან ქვითარსაც. შემდგომ, 10-15 წლის გასვლის შემდეგ მომცეს რაღაც `საპენსიო დაზღვევა~ რომელიც დღესაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ იმ დროს არა მხოლოდ მკურნალობის თანხები არ გამაჩნდა, არამედ საარსებო წყაროს გარეშე დამტოვეს. არადა ჩემი შვილებიც ჩემს კმაყოფაზე იმყოფებოდნენ. დიდი გაჭირვებით შევძელი ავტოფარეხზე ღამის დარაჯად მუშაობა, სადაც დღეგამოშვებით არ მეძინა და იძულებული ვიყავი დამეცვა მანქანები საქართველოში არსებულ ასეთ საშინელ დროს, მაგრამ ჩემთვის კატეგორიულად აკრძალული იყო ღამით მუშაობა და ძილის რეჟიმის დარღვევა, რადგანაც განგერმეტიზაციის შედეგად ტვინის სისხლმოქცევა იყო დარღვეული, სისხლძარღვის კალიბრი იყო არათანაბარი, მაქვს თავის ტვინის ბიოელექტროაქტივობის დეზორგანიზაცია, გონების პარასიზმარული აშლილობა და მრავალი სხვა. და იმის გამო, რომ შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩავიტარე, განვითარდა ქრონიკული ეპილეფსია. მე კი თქვენს კონსტიტუციაში ზღაპრებს ვკითხულობ, რომ თქვენი სახელმწიფო ზრუნავს ჩემს ჯანმრთელობაზე.
ჩემს მიმართ დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც აგრეთვე ჯანმრთელობას და ადამიანის სოციალურ დაცვას ეხება. ამის თაობაზე ზემოთ უკვე მივუთითე, `სოციალურ დაცვაზეც~ და `ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზეც~, როდესაც მთავრობის #53 დადგენილების საფუძველზე წამართვეს სოციალური დაცვაც და ჯანმრთელობის უზრუნვლეყოფაც. თანდართულ დოკუმენტებს აგრეთვე მივაკრავ სამედიცინო უნივერსიტეტის დოცენტის ქ-ი ლალი ღლონტის წერილს იმის თაობაზე, რომ ჩემთვის აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა, რათა შეტევების და გონების დაკარგვის ერთეული შემთხვევები არ გადაიზარდოს ქრონიკული ფორმა. აგრეთვე დავურთავ სამედიცინო ფორმა #100-ს, რომლიდანაც ჩანს, რომ უკვე განვითარდა ეპილეფსიის ქრონიკული ფორმა, და ის ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ჩემს წინაშე წარმოადგენს უფლებამონაცვლეს, მთავრობის #53 დადგენილების საფუძველზე თავიდან მოიხსნა ყველანაირი ვალდებულება გადაიხადოს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია, უზრუნველყოს ჩემი მკურნალობა და ყველა სხვა დანარჩენ შეღავათზეც, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის უკანონოდ გაუქმებულ #48 ბრძანებულებაში, და რომელიც გაუქმებული იყო საქართვფელოს ყოფილი პრეზიდენტის ბ-ი მ. სააკაშვილის მიერ 2007 წლის 06 თებერვლის #93 ბრძანებულებით `შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
ჩემს მიმართ დარღვეული იყო მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი (ყოფილი 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი), რომელშიც ნათქვამია, რომ ყველასათვის გარანტირებულია სასამართლო წესით ზიანის ანაზღაურება, სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებების გამო:
4. ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებულია ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
მაშ რატომ ზუსტად რომ ამ `სახელმწიფო ორგანოების~ დახმარებით, რომლებიც მიმართულია კანონის დაცვისკენ და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისკენ, როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაში არის აღნიშნული, ქვეყნის მთავრობამ ჯერ დანიშნა ჩემი საინვალიდო პენსია, შემდგომ კი ამავე ხელისუფლებამ #53 დადგენილების საფუძველზე წამართვა ეს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია?
და თუ ბ-მა მ. საკაშვილმა გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის #48 ბრძანებულება, რომელიც ეხებოდა ინვალიდობის საკითხების უზრუნველყოფას და რეგულირებას, საქართველოს კანონი #959, 16.10.1997წ., რომელიც ასევე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი, რომელიც აგრეთვე ქვეყნის ინვალიდებს ეხება, ხომ არავის გაუქმებია და ის დღემდე მოქმედებს! მაშ რატომ ჩემს მიმართ გამოყენებული იყო საქართველოს პრეზიდენტის #48 ბრძანებულება? მე უნდა აგიხსნათ, რომ საქართველოს კანონი ნორმატიულ აქტებზე თავით მაღლა დგას, და საქართველოს კანონი #959 დამტკიცებული იყო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – საქართველოს პარლამენტის მიერ!
საქართველოს კანონი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი #959 – საქართველოს პარლამენტის უწყებანი #44, 11.11.1997წ., გვ. 68
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი #972 – სსმ I, #22, 06.07.2001წ., მუხ. 81
ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი #959 – საქართველოს პარლამენტის უწყებანი #44, 11.11.1997წ., გვ. 68
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი #972 – სსმ I, #22, 06.07.2001წ., მუხ. 81
2. ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიებითა და დახმარებებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით.
მუხლი 3. შახელმწიფოს როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.
თავი VI. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება
მუხლი 24. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება, სოციალური დახმარების სახეობანი
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით და სიგნალიზაციით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამკურნალწამლო, ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პატივცემულო ბატონო მოსამართლეებო, რა თქმა უნდა ყველა თქვენ თანამდებობის გათვალისწინებით იცით, რომ ევროპას ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ნება მომეცით მოკლედ შეგახსენოთ ამ ორგანოს სტრუქტურის და ფუნქციების თაობაზე, რომელიც ინტერნეტიდან ამოვბეჭდე.
აღნიშნული მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს ასობით რეკომენდაციას ამა თუ იმ სტრუქტურის მიმართ ყველა ევროპული ქვეყნის მიმართ, მათ შორის სასამართლო ორგანოების, ადამიანის უფლებების, ინვალიდების და სხვ. მიმართაც.
მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან, სტრასბურგში მყოფი მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან. მინისრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანიც არის, სადაც თანაბრად განიხილება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი წევრ ქვეყანათა ინდივიდუალური დამოკიდებულება და საერთო ფორუმიც, სადაც ხდება ამგვარ პრობლემებთან მიმართებაში საერთო ევროპული მიდგომის ჩამოყალიბება. შაპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით მინისტრთა კომიტეტი იცავს ევროპის საბჭოს ფუნდამენტალურ ღირებულებებს და ახდენს წევრი ქვეყნების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
ზუსტად რომ ინვალიდების წილის გაადვილებისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა 1992 წლის 09 აპრილის რეკომენდაცია # ღ(92)6, რომელშიც ნათქვამია, რომ:
რეკომენდაცია # ღ(92)6
მინისტრთა კომიტეტის წევრი ქვეყნებისათვის შშმ პირთა მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკის შესახებ
მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1992 წლის 9 აპრილს
მინისტრთა კომიტეტი, ევროსაბჭოს წესდების მე-15 მუხლის `ბ~ პუნქტის შესრულებისათვის,
თვლის რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა მის წევრებს შორის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
თვლის რა, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია შშმ პირთა რეაბილიტაციის სფეროში ზოგადი წესების მიღების გზით;
აღიარებს რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, რის შედეგად მიღწეულია მათი ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია, წარმოადგენს საზოგადოების მოვალეობას და მათი ადამიანური ღირსების გარანტიას, და ამ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების გადაჭრა, და რომ იგი უნდა იყოს გათვალისწინებული ნებისმიერი სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანაში;
თვლის რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაუცველობა და მათი შესაძლებლობების გაუფართაობა წარმოადგენს მათი ღირსების შელახვას და მძიმე ფინანსური ტვირთის მიზეზს, რის შედეგადაც:
ღეკომენდაციას აძლევს წევრი ქვეყნების მთავრობებს:
შეასრულონ ამ რეკომენდაციის დანართში შემოთავაზებული პრინციპები და ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისას;
რეკომენდაციის დანართი
I. ზოგადი პოლიტიკა
1. პრინციპები
თანმიმდევრული და გლობალური პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად და იმ პირთა მიმართ, ვინც შეიძლება გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მიმართული უნდა იყოს:
- ინვალიდობის პროფილაქტიკა ან აღმოფხვრა, მისი გაუარესების არდაშვება და მისი შედეგების შერბილება;
3. სფეროები სახელმწიფო მონაწილეობით
ამრიგად, სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ თანმიმდებრული, გლობალური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მათ დახმარებით, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღონ ყველა საჭირო დახმარება. ასეთი პოლიტიკა გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა სფეროში და, კერძოდ, მიზნად ისახავს:
- ჯანდაცვის სფეროში პრევენციული ზომების გატარება და განათლების მიცემა,
- დაავადების დადგენა და დიაგნოზი,
- სამკურნალო და სამედიცინო აღჭურვილობა,
- სოციალური ინტეგრაცია და ყოველდღიური ცხოვრება,
- სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული დახმარება.
4. ზოგადი ინსტრუქციები
ამ პოლიტიკის ცხოვრებაში განსახორციელებლად, სახელმწიფოებმა იუნდა მიიღონ შემდეგი ზომები:
- დაავადების დაწყების და გაუარესების, ინვალიდობის ან ინვალიდობის თავიდან აცილება, მათი შედეგების გამორიცხვა ან შემცირება და დამატებითი დეფიციტების, მაგალითად ემოციური ან ფსიქოლოგიური აშლილობის თავიდან აცილება
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნორმალური ცხოვრების წესით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური სარგებლის გადახდის და სოციალური მომსახურების გაწევის საშუალებით.
ახლა კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულო მოსამართლეებო, ყველაზე მთავარი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ინვალიდებს ეხება, მათ შორის საქართველოშიც - `ინვალიდთა შესახებ კონვენცია~, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2006 წლის 13 დეკემბერს #61/106 რეზოლუციით არის მიღებული, და რომელიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია 181 ქვეყნის მიერ, მათ შორის საქართველოს მიერაც. საქართველომ 1 წლის წინ, 2021 წლის 05 მარტს ფაკულტატიური პროტოკოლის რატიფიცირება განახორციელა, და საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა ამ რატიფიცირებას მხარე. და თუ პარლამენტში ამა თუ იმ საკითხის დროს ხდებოდა კამათი და ბატალიები მთავრობასა და ოპოზიციას შორის, საკითხი რომელიც ინვალიდებს ეხება ერთხმად იყო მხარდაჭერილი. აღნიშნული კონვენცია ძალიან გრძელია, მასში 50 მუხლია, მე კი მხოლოდ მე-4 მუხლს მოვიყვან, რომელშიც ნათქვამია, რომ:
მიღებულია 2006 წლის 13 დეკემბრის გაეროს გენერალური
ასამბლეის 61/106 რეზოლუციით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია
მუხლი 4
ზოგადი ვალდებულებები
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას იღებენ:
ბ) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ყველა დისკრიმინაციული კანონის, დადგენილების, წესის, ტრადიციის შესაცვლელად ან გასაუქმებლად;
სანამ გავაგრძელებ, ნება მომეცით შეგახსენოთ მე-4 მუხლი `სამართლებრივი სახელმწიფო~, რომლის მე-5 პუნქტში (ყოფილი მე-6 მუხლი მე-2 პუნქტი) ნათქვამია, რომ საერთაშორისო აქტებს, რომლებიც არ არიან წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნიათ:
5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
მაშასადამე, პატივცემულო ბატონო მოსამართლეებო, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოში მოქმედებს საერთაშორისო დოკუმენტი სახელწოდებით `ინვალიდთა შესახებ კონვენცია~ მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, რომლის მე-4 მუხლში სამჯერ არის მითითებული სიტყვა `ვალდებულია~, ესე იგი საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა დანარჩენ 181 ქვეყანასთან ერთად აიღო ვალდებულება გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ინვალიდებს ეხება. ასეთი დოკუმენტები საქართველოში არ იყო. პირიქით, ყველა დოკუმენტი, რომელიც ინვალიდებს ეხებოდა მიმართული იყო მათი უფლებების დაცვაზე. ეს არის შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 04 დეკემბრის ბრძანებულება #511, შრომის კოდექსი მუხლი 35-ე, სამოქალაქო კოდექსი მუხლი 408-ე, საჰაერო კოდექსი მუხლი 76-ე, საქართველოს პრეზიდენტის #48 ბრძანებულება, საქართველოს კანონი `ინვალიდების სოციალური დაცვის შესახებ~ #959 16.12.1997წ.
საქართველომ კი პირიქით, `ინვალიდთა შესახებ კონვენციის~ მიღების შემდეგ, 2006 წელს, აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის #48 ბრძანებულებას მასში არსებულ ყველა შეღავათთან ერთად, და ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს გამოსცემს ახალ მთავრობის #53 დადგენილებას, რომლის დახმარებით აუქმებს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელიც ინვალიდების სასარგებლოდ არის გამოტანილი და ამ სახელმწიფო უკანონობის ყველაზე მთავარ მსხვერპლს წარმოვადგენ მე, ალბერტ ნურბეგიანი, რომელიც შრომისუუნარო ინვალიდი გავხდი 167 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენის შემდეგ, რომლებიც ჟანგბადის გარეშე დარჩნენ სახელმწიფო თვითმფრინავის ბრალით. უკვე 13 წელია დღემდე ვერ ვახერხებ ჩემი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში ელემენტარული სამართლიანობის აღდგენას, რადგანაც ეს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის მთელ მთავრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველ და უმთავრეს დამრღვევებად იქცნენ.
და რა თქმა უნდა, აქვე უნდა შეგახსენოთ გაეროს ყველაზე მთავარი დოკუმენტი - `ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული დეკლარაცია~, რომლის 25-ე მუხლში ნათქვამია, რომ პირს, რომელიც ინვალიდი გახდა, უფლება აქვს ღირსეულ არსებობაზე, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ღირსეული არსებობა კი არა, საარსებო წყაროს გარეშე დამტოვა.
ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სამარცხვინო იყო ის ფაქტი, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე არ ასრულებდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ესე იგი უბრალო სიტყვებით რომ ვთქვა, მთელი ამ წლების განმავლობაში მპარავდა ჩემს კუთვნილ საინვალიდო პენსიას, რა დროსაც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლი (ყოფილი 68-ე), და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ სურს აღიაროს ეს სამარცხვინო ფაქტი.
საჩივარი #9593/09
ალბერტ ნურბეგიანი
საქართველოს წინააღმდეგ
13. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ აღიარა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა 2004 წლის 12 მარტის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება, რამაც განაპირობა კონვენციით გათვალისწინებული მომჩივნის შესაბამისი უფლებების დარღვევა, მთავრობამ აიღო ვალდებულება.
20. მეორე მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობა აღიარებს ვალს, რომელიც დაგროვდა 2004 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების ძალაში ყოფნისა და აღსასრულებლად სავალდებულობდ ყოფნის პერიოდში.
თქვენს რიგებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებში, მუშაობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ჩემთვის პატივცემული ქ-ი მანანა კობახიძე, რომელმაც თავის დროზე გაგზავნა წერილი იმ დროს ეკონომიკის მინისტრის ბ-ი გ. კვირიკაშვილის, შემდგომში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისამართით იმის შესახებ, რომ მთავრობის #53 დადგენილების საფუძველზე გაუქმებული იყო ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია. მის წერილში ნათლად იყო მითითებული, რომ მე ვიყავი ვარ და წარმოვადგენ შრომის ინვალიდს. დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ქ-ი მანანა დღესაც ამგვარად თვლის და უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან არა ჩემს დაცვას დაიწყებს, არამედ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის. შტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადამიხადეს მხოლოდ 2007 წლამდე, და მხოლოდ 2017 წელს აღადგინეს გადახდა, მაგრამ მე ხომ 35 წლის წინ ვიყავი ცნობილი შრომის ინვალიდად სიცოცხლის ბოლომდე და 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წელსაც ვიყავი შრომის ინვალიდი, რადგანაც ჩემი ინვალიდობა არსად გამქრალა და ის მკრუნალობას არ ექვემდებარება. ქვეყნის ხელისუფლებამ (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი) ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არა შეამსუბუქონ ჩემი ცხოვრება, არამედ პირიქით, გაუარესეს ჩემი მდგომარეობა, ჩემი დიაგნოზების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტი გახდა, რის შედეგადაც ქრონიკული ეპილეფსია განავითარდა, რომელიც ადრე არ მქონდა. მათ ასევე დღემდე არ სურთ გადამიხადონ ამ 10 წლის (2007-2017წწ.) განმავლობაში არსებული ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია, მაშინ როდესაც ჩემი ყოფილი ეკიპაჟის წევრები დღემდე შეუწყვეტლად იღებენ მათ კუთვნილ სარჩოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ადრე პრემიერ-მინისტრის სახელზე ვწერდი საჩივრებს, ახლა მესამე პირად საქართველოს პრეზიდენტიც მინდა ჩავრთო. რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობ პირადად ბ-ნ ი. ღარიბაშვილს და ქ-ნ ს. ზურაბიშვილს, პირადად მათ მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ. ყველა უკანონობა დაიწყო პრეზიდენტ მ. სააკაშვილის დროს, შემდგომ იყო ბ-ი გ. მარგველაშვილი, ახლა კი ქ-ი ს. ზურაბიშვილია. აბსოლუტურად იდენტურია მდგომარეობა პრემიერ-მინისტრის მიმართაც. ადრე ეს იყო ზ. ნოღაიდელი, რომელმაც მ. სააკაშვილის დავალებით გამოსცა #53 დადგენილება, დღეს კი ბ-ი ი. ღარიბაშვილია. შუალედში კი 5-6-7 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, მაგრამ არცერთის მმართველობის დროს ვერ მივაღწიე სამართლიანობის აღდგენას. ჩემს საჩივარში კონკრეტულ პიროვნებას კი არ ვუჩივი, არამედ საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს. ჩემს საჩივარში ვითხოვ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან აღიაროს საქართველოს პრეზიდენტის #48 ბრძანებულების გაუქმების უკანონობა და საქართველოს მთავრობის #53 დადგენილების მიღების უკანონობა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მთელ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, არამედ ევროპის და გაეროს დოკუმენტებსაც.
მე რამდენჯერმე მივმართე თქვენს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვე არაკონსტიტუციოურად ცნოთ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეთ და პირველად 13 წლის წინ მოგმართეთ, 2009 წელს. ხელმეორედ მოგმართეთ 3 წლის გასვლის შემდეგ, 2012 წელს, მაგრამ საჩივარი წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის იურისტებთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, რის შემდეგაც სასამართლო სხდომა ჩატარდა 2012 წლის 19 დეკემბერს და გვიან საღამოს გამოცხადებული იყო, რომ სასამართლო დასრულდა, და მხოლოდ 4 თვის გასვლის შემდეგ, მომავალი წლის აპრილის თვეში, 2013 წელს მივიღე თქვენი სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქმე შეწყვეტილია იმ საფუძვლით, რომ გამოსულია მთავრობის ახალი #45 დადგენილება, 01.03.2013წ., და რომლის თანახმად ჩემი საინვალიდო პენსიის გადახდას განახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო.
- პირველი, რატომ უნდა გადამიხადოს ჯანმრთელობის სამინისტრო, თუ ჩემს მიმართ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტრო?
- მეორე, რატომ სარჩოს გადახდა განახლდა 2013 წლიდან, მაშინ როდესაც 1987 წელს თვითმფრინავის განგერმეტიზაციის შემდეგ ცნობილი ვიყავი შრომისუუნარო ინვალიდად და 2007 წლიდან სარჩოს თანხის გადახდის შეწყვეტის და 2013 წლიდან მისი განახლების შემდეგაც ვრჩებოდი და ვარ კიდევაც შრომის ინვალიდი.
- მესამე, ჩემი ყოფილი ეკიპაჟის წევრები ხომ დღემდე იღებენ კუთვნილ საინვალიდო პენსიას უფლებამონაცვლე ეკონომიკის სამინისტროსგან.
- და თუ ახალი #45 დადგენილების საფუძველზე გადახდა უნდა განახლებულიყო 2013 წელს, რატომ სარჩოს თანხის გადახდა დაიწყეს 3 წლის გასვლის შემდეგ, 2017 წელს, მაშასადამე 3 წლის განმავლობაში ჩემი საინვალიდო პენსია იყო მოპარული.
მაშასადამე, პატივცემულო ბატონო მოსამართლეებო, უკანონო ქმედებებით თქვენც გახდით ჩემთან ბრძოლის მონაწილეები, ხელისუფლებასთან ერთად არღვევთ ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას და აგრეთვე ევროპულ და საერთაშორისო დეკლარაციებსა და კონვენციებსაც.
2013 წელს საქმის შეწყვეტით თქვენ დაარღვიეთ მორიგი ევროპული დოკუმენტი 1984 წლის 28 თებერვლის რეკომენდაცია ღ(84)5, რომლის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს სასამართლოს ბოლო სხდომაზე ან შესაძლო უმოკლეს ვადებში სხდომის დასრულების შემდეგ:
რეკომენდაცია ღ(84)5
მინისტრთა კომიტეტის წევრი ქვეყნების მიმართ
სამოქალაქო საპროცესო პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია
სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისათვის
1984 წლის 28 თებერვალი
პრინციპი 6
გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს დასკვნით სასამართლო სხდომაზე ან შესაძლო უმოკლეს ვადებში პროცესის დასრულების შემდეგ.
გამოდის, პატივცემულო მოსამართლეებო, რომ თუ თქვენ შეასრულებდით ამ ევროპულ დოკუმენტს და მოკლედ წაიკითხავდით სამართლიან გადაწყვეტილებას, ხელისუფლებას აღარ ექნებოდა შესაძლებლობა სულმდაბალი და საზიზღარი მეთოდებით ჩემთან ბრძოლის, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე იყენებდნენ, და გამოდის რომ თქვენი ქმედებებით კვლავ დაეხმარეთ ხელისუფლებას ჩემთან უპრეცედენტო ბრძოლის გაგრძელებაში. სასამართლო სხდომის დასრულების დღეს უნდა წაგეკითხათ გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ #53 დადგენილება არის უკანონო, ხოლო გადაწყვეტილების სრული ტექსტი შეგეძლოთ 3-4-5 თვის შემდეგაც გადმოგეგზავნათ. მთელი ამ დროის მანძილზე მშვიდად ვიყავი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება #53 დადგენილების არაკონსტიტუციურობის შესახებ, მაგრამ ამ ხელისუფლებასთან ერთად მორიგი სულმდაბალი ქმედება განახორციელეთ ჩემს მიმართ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, პატივცემულო მოსამართლეებო, რომ თქვენთვის ცნობილია დოკუმენტი სახელწოდებით `საქართველოს ორგანული კანონი (11.11.1997წ. #1059) საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~, რომელიც თავად წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, და ჩემი მომდევნო საჩივარი იქნება ზუსტად ამ დოკუმენტის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ქრთამს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ საკითხის აზრს. საკითხს ასე რადგიკალურად არ დავაყენებდი, თუ არა ამ დოკუმენტში მხოლოდ პროცედურული ხასიათის საკითხები ყოფილიყო რეგლამენტირებული, მაგრამ როდესაც ამ დოკუმენტში აგრეთვე შეღავათები, ხელფასები და მატერიალური უზრუნველყოფა ყოფილი მოსამართლეების – შრომის ინვალიდების მიმართ, არის გათვალისწინებული – ეს დიდი ცინიზმია! არ დავიწყებ ყველა მუხლის ჩამოთვლას სხვადასხვა დოკუმენტიდან, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თანასწორნი არიან და თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, რომ ყველა კანონის წინაშე თანაბარწილად პასუხისმგებელია და ა.შ. მაგრამ ამავდროულად არსებობს ადამიანების სპეციალური კასტა – მოსამართლეები, რომლებსაც არავინ ეხება, არ ერევა მათ საქმიანობაში, რომ ეს კანონით არის დასჯადი და ა.შ. ყველაფერი მართალია! ასეც უნდა იყოს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, რადგანაც მოსამართლეები სამართლიან გადაწყვეტილებას იღებენ, გამოტანილი მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე. ჩვენს ქვეყანაში კი რა ხდება? თქვენაირები წლების მანძილზე სისხლს უშრობენ ჩემნაირ ადამიანებს, კანონების შესრულების ხილვადობას ქმნით და ამისათვის რაღაც შეღავათებით უნდა ისარგებლოდ? – რისთვის?!
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პროფესიების განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც სპეციფიკით წარმოადგენს განსაკუთრებულ, რთულ და საშიშ პროფესიას – მაგალითად პილოტები. ზუსტად ამის გამო დღემდე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 04 დეკემბრის #511 ბრძანებულება, რომელიც დღემდე მოქმედებს და არავის გაუქმებია. აღნიშნული დოკუმენტი შექმნილია გაეროს სახსრებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IჩAO–ს მონაწილეობით.
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
#511 2000 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების
უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების სრულყოფის მიზნით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (იკაო) ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა საქართველოში სამოქალაქო ავიაციის მდგომარეობა და მოამზადა მისი განვითარების გენერალური გეგმა (ჩAMP).
ეროვნული მეურნეობის ფუნქცინირებაში, ასევე საქართველოს უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებში საჰაერო ტრანსპორტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით და მისი ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით:
1. Dამტკიცდეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარების თანდართული კონცეფცია.
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ წარმოადგინონ წინადადებები:L
გა) შრომითი დასახიჩრებისა და პროფესიული დაავადების გამო ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯების დაფარვის შესახებ;
გბ) საავიაციო სპეციალისტების (მფრინავი, შტურმანი, ბორტ-ინჟინერი, ინჟინერი, ტექნიკოსი, დისპეტჩერი) საპენსიო უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების
მაშ რატომ საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის მატერიალური და სხვა უზრუნველყოფის საკითხებში მოქმედებს ერთი კანონი, ხოლო ზუსტად რომ საკონსტიტუციო მოსამართლეების მიმართ მოქმედებს სხვა დოკუმენტი - `საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~, რომლის მე-181 მუხლის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ:
თავი II1. შაკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვის გარანტიები.
მუხლი 181
5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებში, ეძლევა დახმარება:
ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მათემათიკოსი არ უნდა იყო, რომ გამოთვალო შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის შემთხვევაში, თქვენი ყოველთვიური ხლეფასის 6000 ლარის ოდენობის გათვალისწინებით, თქვენს მოსამართლე ინვალიდს გადაუხდით 6000X12X5 წელი = 360 000 ლარი, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური გადახდის გარეშე! რისთვის?! იმისათვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეხმარებოდით ინვალიდების სხვა კატეგორიის, მაგალითად შრომის ინვალიდის ა. ნურბეგიანის კუთვნილი საინვალიდო პენსიის მოპარვაში? მე გავხდი ინვალიდი 167 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენის შემდეგ, თქვენ რა დამსახურება გაგაჩნიათ?! არ ვიხედები თქვენს ჯიბეებში და არ დავწერდი თქვენთვის არასასურველ ამ სიტყვებს, მაგრამ თქვენ თავად მაიძულეთ განვახორციელო აღნიშნული, როდესაც არ გსურთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ნათლად არის აღნიშნული, არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს მთავრობის #53 დადგენილება, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან ერთად წამართვეს თითქმის იგივე შეღავათები, რომლებიც ჩემს მიმართ დღეს გაუქმებულია, მაგრამ თქვენს მიმართ დღემდე მოქმედებს.
როგორც ზემოთმითითებულ 181 მუხლში არის ნახსენები, საუბარია შრომისუნარიანობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვაზე. აბსოლუტურად იდენტურზე გწერდით ჩემს წინ 54-ფურცლიან წერილში. საქართველოს პრეზიდენტის გაუქმებულ #48 ბრძანებულებაში აგრეთვე არსებობდა პუნქტი, რომელიც შრომის ინვალიდების სხვა კატეგორიებსაც ეხებოდა, სადაც ნათქვამია როგორც ნაწილობრივ ასევე შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვაზე. არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს, მაგრამ ქალბატონი არ ორსულია ან არ არის ორსული – ჩვენს მიმართებაშიც იგივეა, მე ან ვარ პილოტი ან არ ვარ პილოტი. მაშ რატომ შრომისუნარიანობის 100%-ით დაკარგვის დროს მე შემიცვალეთ იგი 80%-ით?! მე რა, დარჩენილი 20%-ით ფრენები შემიძლია გავაგრძელო? რა თქმა უნდა არა! იქნებ ამ 20%-ით შემიძლია აეროპორტში დარაჯად ვიმუშავო? მაშინ თქვენი მოსამართლე ინვალიდი დარჩენილ 20%-ზე იმუშავოს სასამართლოში დარაჯად! ხომ სასაცილოა?! ჩემთვის – არა! მინდა ვიტირო, რომ ჩემი ინვალიდობის უკვე 35 წლის მანძილზე ვამტკიცებ თქვენ, მოსამართლეებს, რომლებმაც ჩვენი კონსტიტუცია უნდა დაიცვან, ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს! არადა მე ხომ უმაღლესი იურიდიული განათლებაც კი არ გამაჩნია! შეგიძლიათ მე, პილოტს, დამიმტკიცოთ საავიაციო ნიუანსები? არა, არ შეგიძლიათ! მე კი ცხოვრებამ მაიძულა გავხდე იურისტი, და ამიტომაც სტრასბურგის სასამართლო მოვიგე ადვოკატის გარეშე! სირცხვილია!
ყველა ინსტნაციის სასამართლო დარბაზში თვალახვეული ქალბატონი ქანდაკება დგას – თემიდა, რომელსაც ხელში სასწორი უკავია, მართლმსაჯულების სიმბოლო. ურიგო არ იქნება თემიდას თვალები გავუხსნათ, რათა მან დაინახოს, რომ მის ხელში არსებული სასწორი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღარ იმყოფება, ის მთავრობის მიმართ არის გადახდილი, რადგანაც მათ მხარეს უზარმაზარი ქვა დევს, და ის თქვენ, მოსამართლეებო, დადეთ, რადგანაც თქვენს ხელფასებს და შეღავათებს ნურბეგიანი კი არ გაძლევთ, არამედ ის სახელმწიფო, რომლის შავ-ბნელ საქმეებს აფარებთ, რითაც არღვევთ ყველაფერს ლოგიკურს და ალოგიკურსაც, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო ნორმატიულ აქტებსაც.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენი ყოფილი კოლეგების – მოსამართლეების, შრომის ინვალიდების მდგომარეობა, რომლებმაც მიიღეს ინვალიდობა იმ დროს, როდესაც თემიდას ქანდაკება თავზე დაეცათ ან ვინმემ ის ხის ჩაქუჩი ჩაარტყა თავში, რომელიც თქვენს მაგიდებზე დევს, ვისაც მთავრობის რაღაც დადგენილების საფუძველზე წაართვეს კუთვნილი საინვალიდო პენსია! რა უნდა გააკეთონ? მართალია – მიმართონ სასამართლოს. და რას გააკეთებთ თქვენ, მოქმედი მოსამართლეები? წლების განმავლობაში სისხლს გაუშრობთ, რასაც ჩემს მიმართ ახორციელებთ, რაღაც სულელური არგუმენტების მოყვანით? რა თქმა უნდა, არა! თუ ჩემს მიმართ გააუქმეს საინვალიდო პენსია #53 დადგენილების საფუძველზე, არავინ ხომ არ გააუქმა `საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~, ის დღემდე მოქმედებს და ამის საფუძველზე დანიშნავთ კუთვნილ გადახდებს. რადგანაც, ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ხვალ-ზეგ თავადაც შეიძლება გახდეთ შრომის ინვალიდები. თუ 15 წლის წინ ასეთი სულმდაბლობა განახორციელა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ყოფილ პრემიერთან ნოღაიდელთან ერთად, თქვენ გაქვთ გარანტია იმისა, რომ დღეს თქვენს მიმართ ანალოგიურს არ განახორციელებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრემიერთან ღარიბაშვილთან ერთად? არ იცით? და არც მე ვიცი!
თუ #53 დადგენილება იყო კარგი, მაშ რატომ 6 წლის გასვლის შემდეგ, 2013 წელს ის ჩუმად, ქურდულად, იურიდიული შეფასების მიცემის გარეშე გააუქმეთ?
დიახ, დღეს #53 დადგენილება აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს მოსამართლე ი. კვაჭანტირაძის მეორე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გაუქმებულია მის მიერვე გამოტანილი გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ავიაცია ვითომდა ლიკვიდირებულია.
რომ მიითვისოთ ჩვენი საავიციო ქონება, ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს უფლებამონაცვლეს, მაგრამ რომ გადაუხადოთ შრომის ინვალიდს ნურბეგიანს მისი კუთვნილი საინვალიდო პენსია, ეკონომიკის სამინისტრო უკვე აღარ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს! ეს ხომ უზარმაზარი ცინიზმია!
მთელი ამ 6 წლის მანძილზე სანამ არსებობდა #53 დადგენილება საქართველოს ყველა ინვალიდი ხმამაღლა ყვიროდა და განცხადებებს წერდა ყველა ინსტანციაში, რომ აღნიშნული დადგენილება არის უკანონო, მე კი არა მხოლოდ ხმამაღლა ვაცხადებდი, არამედ რამდენჯერმე მივმართე თქვენს სასამართლოს. როდესაც სახელმწიფომ აღნიშნული დადგენილების დახმარებით ქვეყნის ნახევარი ინვალიდი მოკლა, მხოლოდ მაშინ ჩუმად შეცვალა იგი #45 დადგენილებით, რომელშიც აგრეთვე უამრავი დარღვევაა და რომელშიც აგრეთვე არცერთი შეღავათი არ არის გათავალისწინებული ინვალიდების მიმართ, მაშინ როდესაც აღნიშნულ შეღავათებზე უამრავი რაოდენობით ნათქვამია გაეროს დოკუმენტში `ინვალიდთა შესახებ კონვენცია~ და ევროპულ დოკუმენტში ღ(92)6 `ინვალიდების მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკის შესახებ~, მაგრამ აღნიშნულ შეღავათებს არავინ იღებს მხედველობაში.
ერთხელ ზაპოროჟიეს აეროპორტში თვითმფრინავის დაშვების დროს მოხდა საშინელი კატასტროფა, რომლის დროს გარდაიცვალა ჰომალდის მეთაური და შტურმანი, ხოლო მეორე პილოტი შოთა თომაძე და ბორტმექანიკოსი გადარჩნენ. თავიდან ყველას ეგონა, რომ ბ-ნი თომაძეც გარდაიცვალა და ორი დღე მან მორგში გაატარა სხვა გარდაცვლილ ეკიპაჟის წევრებთან ერთად. თბილისიდან ზაპოროჟიეში გვამების გადასატანად ჩაფრინდა სპეციალური სატვირთო თვითმფრინავი, მაგრამ გვამების გატანის დროს აღმოჩნდა, რომ ბ-ი თომაძე ცოცხალია და მისი თავი შეიძლება ითქვას ნაწილებისგან ააგეს. მის თავზე, ქალაზე და სახეზე უზარმაზარი ნაწიბური გადიოდა, და იმ ქვეყნიდან დაბრუნებული ადამიანი წლების განმავლობაში ბრძოლობდა ეკონომიკის სამინისტროს ნაძირლებთან, ამტკიცებდა თავის სიმართლეს #53 დადგენილების წინააღმდეგ. ის, რაც კატასტროფამ ვერ გააკეთა თომაძის მიმართ და დატოვა იგი ცოცხლად, განახორციელა ქვეყნის მთავრობამ მის დალპობილ სასამართლო სისტემასთან ერთად - მოკლა მორიგი პილოტ-ინვალიდი. აქ შემიძლია დავამატო მხოლოდ ის, რომ ამ კატასტროფის დროს ასევე საოცრად გადარჩა ცნობილი სპორტული კომენტატორი ბ-ი ჯამლეტ ხუხაშვილი.
თქვენს `ორგანულ კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ ნათქვამია არა მხოლოდ შეღავათებზე თქვენს მიმართ, არამედ სასამართლოს მთელ პროცედურაზე, რომელიც არა მხოლოდ თქვენ წაიკითხეთ და ზეპირად ისწავლეთ, არამედ მეც! იმ ფაქტის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე თქვენ უნდა გამოგეცხადებინათ გადაწყვეტილება ნათქვამია არა მხოლოდ ევროპულ დოკუმენტში ღ(92)6, არამედ თქვენი კანონის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტში:
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი #1059 – პარლამენტის უწყებანი #45, 21.11.1997წ., გვ. 45
მუხლი 271
1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 276
6. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს.
მუხლი 27.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
შორს ვარ შევეხო პოლიტიკურ საკითხებს ჩემს კონკრეტულ საქმეში, მაგრამ ამას წინათ ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე ვნახე სასამართლო პროცესის კადრები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მ. სააკაშვილის მიმართ, სადაც ის ამბობდა, რომ ლიეტუვას სეიმმა მოითხოვა მისი გადაყვანა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სამკურნალოდ, რადგანაც, მან ვითომდა საქართველოში მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, მოსამართლე კი მომჩივანე ტონით ითხოვს სააკაშვილისგან კონკრეტულად მისი საქმის დეტალებზე საუბარს – მის პირად საჭიროებებზე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა. აქაც გამოჩნდა სასამართლო სისტემის მთელი სულმდაბლობა და საზიზღრობა. რა ფსიქიკური ტრავმა მიიღო სააკაშვილმა, რომელიც ხელებზე შეიყვანეს კამერაში, და რა შეთანხმებაშია ის ჩემს კონკრეტულ საქმესთან, როდესაც იმ სააკაშვილის მთელმა სახელმწიფო მანქანამ ყველაფერი წამართვა – მათ შორის სამართლიანი სასამართლოც, რომლის თაობაზეც თქვენს კონსტიტუციაში არის ნახსენები. თქვენს რა `სამართლიან~ სასამართლოზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც ერთსა და იგივე დოკუმენტების საფუძველზე ჯერ დანიშნეს საინვალიდო პენსია, ხოლო შემდგომ იგივე დოკუმენტების საფუძველზე უკვე წამართვეს ჩემი კუთვნილი საინვალიდო პენსია. და თქვენ, ამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მთელი ამ 13 წლის განმავლობაში არ გინდათ სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ გარწმუნებთ, პატივცემულო ბატონო მოსამართლეები, რომ ადრე თუ გვიან მივაღწევ ამ სამართლიანობას, თქვენი დახმარებით თუ არა, აუცილებლად პილოტების საერთაშორისო ორგანიზაცია IFALPA-ს დახმარებით სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით, რადგანაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო სულაც არ არის ის ორგანო, რომლის დახმარებით საქართველოში შესაძლებელია სამართლიანობის მიღწევა. ერთდაერთი რასაც გთხოვთ, თუ გადაწყვიტეთ მორიგჯერ თავიდან მომიშოროთ, გააკეთეთ ეს უმოკლეს ვადებში, რადგანაც უკვე 79 წელი მისრულდება და მინდა სანამ ცოცხალი ვარ მივაღწიო სამართლიანობას. დანარჩენი ყველაფერი კი თქვენს სინდისზე იყოს, ღმერთი კი ყველაფერს ხედავს, რომლის წინაშეც თქვენ დაიფიცეთ იყოთ გულწრფელნი და დაიცვათ სამართლიანობა და შეასრულოთ კონსტიტუცია. ილოცეთ, თქვენი შავ-ბნელი საქმეებისთვის თქვენ აგოთ პასუხი, და არა თქვენმა შვილებმა ან შვილიშვილებმა.
მაშასადამე, მინდა ჩამოვთვალო საქართველოს კონსტიტუციის მუხლები, რომლებიც ჩემს მიმართ იყო დარღველი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილების საფუძველზე:
- 31-ე მუხლის პირველი პუნქტი `საქმის დროული და სამართლიანი განხილვის უფლება~
- მე-19 მუხლის პირველი პუნქტი `საკუთრების უფლება~
- 28-ე მუხლი `ჯანმრთელობის დაცვის უფლება~
- მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი `სოციალური დაცვის უფლება~
- მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი `სახელმწიფო ორგანოსაგან ან მოსამსახურისგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით ანაზღაურება~
- მე-11 მუხლის პირველი პუნქტი `თანასწორობის უფლება~
ჩემს მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული დეკლარაციის 25-ე მუხლი
ჩემს მიმართ დარღვეულია `ინვალიდთა შესახებ კონვენცია~, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის #61/106 რეზოლუციით 2006 წლის 13 დეკემბერს არის მიღებული
ჩემს მიმართ დარღვეულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1992 წლის 09 აპრილის რეკომენდაცია ღ(92)6
ჩემს მიმართ დარღვეულია ევროპის მინისტრთა კომიტეტის 1984 წლის 28 თებერვლის რეკომენდაცია ღ(84)5
ჩემს მიმართ დარღვეულია საქართველოს კანონი `შშმ პირების სოციალური დაცვის შესახებ~ #959, 1997 წლის 16 ოქტომბერი
ჩემს მიმართ დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 04 დეკემბრის #511 ბრძანებულება
ჩემს მიმართ დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის თანახმად ერთსა და იმავე საქმეზე არ შეიძლება სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების გამოტანა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის #48 ბრძანებულება `შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ~, 2007 წლის 06 თებერვლის #93 ბრძანებულებით `შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე~, და შეცვალა იგი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით. მე ასევე მოვითხოვ 2007 წლის 06 თებერვლის #93 ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობას, აღიაროთ #48 ბრძანებულების გაუქმების უკანონობა, რადგანაც აღნიშნული გაუქმება პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლთან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა