საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 639 |
ავტორ(ებ)ი | ქართლოს ზაქარეიშვილი |
თარიღი | 1 აპრილი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ"საქართველოს კანონის მე–16 მუხლის ,,ა"-,,ზ" ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს: 1)სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით დადგენილ რეკვიზიტებს, 2)შემოტანილია პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო, 3) სარჩელში მოყვანილი საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, 4) სადაო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება 5) სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით, 6) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი,რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭიროსადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. ა/ზ გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღების საფუძველი.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადაო ნორმა ა) საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება N:108 11.15.2004წ რომელიც ითვალისწინებდა შექმნილიყო სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ " საქართველოს კანონის 48–ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. აღნიშნული კომისია როგორც მოქ.ქართლოს ზაქარეიშვილი აცხადებს (ჩვენი გადამოწმებითაც) არ ფუნქციონირებდა და მხოლოდ ქაღალდზე ფიქტიური ხასიათის იყო, რადგან არ არსებოდა ამ კომისიის მიერ მიღებული არც ერთი აქტი, ოქმი თუ სხვა სახის გადაწყვეტილება და რომ ეს კომისია იყო ,,ბლეფი" ,,თვალის ასახვევად". ამასთან კომისიის უფლებამოსილება გადავადდა: 1)2004წლის 15 ნოემბერს მთავრობის დადგენილება N:87–ით და კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 31დეკემბრამდე, 2)2006წლის 26 აპრილს მთავრობის დადგენილება N:232–ით და კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31დეკემბრამდე, 3)2007წლის 28 ნოემბერს მთავრობის დადგენილება N:259–ით და კომისიის ულებამოსილების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 1 იანვრამდე, 4)2008წლის 23 დეკემბერს მთავრობის დადგენილება N:248–ით და კომისიის ულებამოსილების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრამდე, 5)2009წლის 30 დეკემბერს მთავრობის დადგენილება N:257–ით და კომისიის ულებამოსილების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 იანვრამდე, 6)2010წლის 15 ნოემბერს მთავრობის დადგენილება N:347–ით და კომისიის ულებამოსილების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრამდე, 7) 2011წლის 1 დეკემბერს მთავრობის დადგენილება N:450–ით და კომისიის ულებამოსილების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვრამდე, 8) 2012წლის 11 დეკემბერს მთავრობის დადგენილება N:463–ით და კომისიის ულებამოსილების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრამდე, ამის შემდგომ ყურადსაღებია ის ფაქტი რომ კომისიის უფლებამოსილების გადავადება თუ სხვა სახის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება. ეს ყოველივე ცხოდყოფს იმაზე რომ ხდებოდა და ხდება საქართველოს მოქალაქეების მოტყუება და დარწმუნება იმაში რომ მთავრობა თითქოსდა ფიქრობდა ან ფიქრობს ამ საკითხზე (საშინაო ვალზე, რომელიც საქარველოს მოქალაქეებმა ,,ასესხა " სახელმწიფოს) და ვითომდა ქმედით ღონისძიებებს ახორციელებდა ან ახორციციელებს რომ გადაწყვიტონ აღნიშნული საქმე, ამ 108 დაგენილებით ილახება კონსტიტუციის პრინციპეპი და კონსტიტუციის 39 მუხლი (საქართველოს მოქალაქეების მოტყუება,შეცდომაში შეყვანა) აგრეთვე მოქ.ქართლოს ზაქარეიშვილის მიერ წელიწადნახევრიანი თხოვნის მიუხედავათ (მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავჯდომარეს) აუდიენცია შემდგარიყო ფინანსთა მინისტრთან ბ–ნ ნოდარ ხადურთან, რათა ხელშეკრულების კრედიტორი მხარე ვისი ვალიც გააჩნიათ ეპასუხა მისი შეკითვისათვის რატომ არ უხდიან ვალს? რა მიზეზით? იქნებ და რაიმე შეთანხმებას მიეღწიათ? მაგრამ არ გახადეს ბატონი ქართლოსი იმის ღირსი რომ მიზეზი პირადად ეთქვათ, თუმცაღა იცოდნენ რომ პასუხს ვერ გაცემდნენ და მთელი მთავრობა ზრუნავდა რათა არ შეხვედროდა ,,თავის მსხვერპლს". ნორმის კონსტიტუციასთან მოყავნის მიზნით აუცილებელია მისი ფორმულირება იმგავარად რომ მთავრობის დადგენილება 108-ში განისაზღვროს კონკრეტული დღე რომლის გადადებაც დაუშვებელი იქნება და მათ საქმიანობას მონიტორინგს უწევდეს საქართველოს პარლამენტი. სადავო ნორმა ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 69 მუხლი სადაც განმარტებულია რომ სახელმწიფო საშინაო ვალს ეროვნული ბაკნი მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე დაფარავს 2030წლის 16მარტამდე ეტაპობრივად ყოველწლიურად. ანიშნული ნორმის გამოცემის შემდგომ 2004 წელს სრულად აუნაზღაურა ფინანსთა სამინისტრომ საშინაო ვალი გივი თარგამაძეს 82 ათას 268 ლარი ეს ფაქტი თავად გივი თარგამაძის ფინანსური დეკლარაციითაც დასტურდება რის საფუძველზე,რა მიზნით ან რა განზრახვით აუნაზღაურა სახელმწიფომ უცნობია (იხ.დანართი) და არ აუნაზღაურდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ქართლოს ზაქარეიშვილს რაც არის კონსტიტუციის 14-ე მუხლის დარღვევა (კანონის წინაშე თანასწორობის დაარღვევა). არსებული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აუცილებელია ამ მუხლში ან ამ კანონში შევიდეს ცვლილება რათა გარკვეულ იქნეს უპირველესი დაკმაყაოფილების უფლებით ვინ ისარგებლებს, რომ აღარ იყოს შერჩევით დაკმაყოფილების შემთხვევები. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა