ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1351 |
ავტორ(ებ)ი | ციალა პერტია |
თარიღი | 12 სექტემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი “მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“. |
მუხლი 21. 1.საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ხელშეუვალია.დაუშვებელია,საკუთრების,მისი შეძენის,გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღე- ბის საყოველთაო უფლების გაუქმება. მუხლი14.ყველა ადამიანი დაბადებით თავისუ-ფალია და კანონის წინაშე თანასწორია,განურ-ჩევლად რასისა,კანის ფერისა,ენისა,სქესისა,რე- ლიგიისა,პოლიტიკური და სხვა შეხედულებე-ბისა,ეროვნული,ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა ,წარმოშობისა ,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,საცხოვრებელი ად-გილისა. მუხლი 7. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყო - ველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფ ლებებს,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამია - ნურ.ღირებულებებს.ხელისუფლების განხორცი ელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი;საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
ციალა პერტია ცხოვრობს ქალაქ ბათუმში გ.ტაბიძის ქუჩის #1,ბ.67-ში.ამ ბინით ის უწყვეტად სარგებლობს 1985 წლიდან.ეს ფართი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ გიორგი ზამბახიძეზე,რომელთანაც 1985 წლიდან ციალა პერტია იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში.გიორგი ზამბახიძე გარდაიცვალა 2014 წლის 21 მარტს და ციალა პერტიამ მემკვიდრეობით ვერ მიიღო მეუღლის სამკვიდრო ქონება,რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.აღნიშნულის გამო,ციალა პერტიას მეუღლის დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღეს გიორგი ზამბახიძის ძმამ მიხეილ ზამბახიძემ და დამ თამარა ზამბახიძემ.შემდეგ კი ეს ქონება მათ გაასხვისეს ახლო ნათესავზე,მამკვიდრებლის მეორე დის შვილზე, თამაზ თევზაძეზე.მათ შორის ამჟამად მიმდინარეობს დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმე #2-ბ-1187-17 საქმეზე . მანამდე კი,ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება მარტოხელა ,მოხუცებული ქალის გამოსახლების შესახებ გარდაცვლილი ქმრის ბინიდან (იხ.დანართი #ბ.1 ).
საქმე იმაშია,რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის
მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად „ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება,საცხოვრისი და მიმოწერა“.ოჯახური ცხოვრების კონცეფციით დაცული ოჯახური ცხოვრება იცავს არა მარტო ოჯახებს,რომლებიც ქორწინებით არის შექმნილი,არამედ სხვა დე ფაქტო ურთიერთობებში მყოფ პირებს,რომლებიც ოჯახური ცხოვრების დემონსტრირებას ახდენენ ან ერთად ცხოვრებით ან სხვა ფაქტორებით.ოჯახური ცხოვრების ცნება აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორიცაა მემკვიდრეობა. ამაზე არსებობს ევროსასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა და 1999 წლის 20 მაისიდან საქართველო ვალდებული გახდა ქვეყნის შიდაკანონმდებლობა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკონვენციით დადგენილ სტანდარტებთან,მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით ცვლილები არაა.
ასე რომ ციალა პერტია გახდა უსამართლო კანონის მსხვერპლი და მას სიბერეში ემუქრება მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება,როცა დავა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სფეროში და უახლოეს პერიოდში მიუწვდომელი გახდება კონსტიტუციით გარანტირებული მემკვიდრეობის უფლება.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ)სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე)სარჩელში მითითებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის ,მე-7,მე-14 და 21-ე მუხლებით.
ვ)კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად ,არც მისი გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.
ზ)გასაჩივრებულია კანონი,რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ”საკუთრება და მემკვიდ რეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.დაუშვებელია საკუთრების,მისი შეძენის,გასხვი სების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.შესაბამისად,კონსტიტუცი ის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში ექცევა მემკვიდრეობის უფლება და ამდენად იგი წარმოად გენს უმაღლესი რანგის სიკეთეს.მემკვიდრეობის უფლების გარანტია ავსებს საკუთრების უფლე ბის გარანტიას და მასთან ერთად ქმნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ კერძო საკუთრების წესრიგის საფუძველს.საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ქმნიან იმ საზოგადოებრივი წყობი ლების არსებით, ძირითად ელემენტებს, რომლებიც, თავის მხრივაც,ადამიანის კერძო ავტონო მიის პრინციპს ემყარება.
მიუხედავად აღნიშნულისა,როგორც ზემოთ ავღნიშნე, ციალა პერტიამ ვერ მიიღო მეუღლის გიორგი ზამბახიძის (რომელთანაც ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდა 29 წელი) სამკვიდრო ქონე ბა მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში .საქმე იმაშია, რომ ოჯახური ცხოვრების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლება თა კონვენციის მე-8 მუხლით. ამ ნორმის 1-ლი პუნქტის თანახმად „ყველას აქვს უფლება,რომ და ცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება,საცხოვრისი და მიმოწერა“. ეს დანაწესი მოი ცავს ოთხ ელემენტს: პირად ცხოვრებას,ოჯახურ ცხოვრებას,საცხოვრებელს და მიმოწერას.რაც შე ეხება ოჯახურ ცხოვრებას,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“აღნიშნა,რომ ეროვნულმა სამართლებრივმა სისტემამ უნდა მისცეს საშუა ლება ადამიანებს, ჰქონდეთ ნორმალური ოჯახური ცხოვრება და ოჯახური კავშირები განვითარ დეს ნორმალურად.ნათელია,როდესაც არსებობს ბიოლოგიური კავშირირები, არსებობს პრეზუმ
ცია იმისა,რომ ოჯახური ცხოვრება არსებობს და ასეთი ურთიერთობები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არ იქნება დაცული.როგორც განმარტავს ინგლისელი იურისტი ფილიპ რიჩი “ოჯახური ცხოვრების კონცეფციით ოჯახური ცხოვრება იცავს არა მარტო ოჯახებს,რომლებიც ქორწინებით არის შექმნილი,არამედ სხვა დე ფაქტო ურთიერთობებში მყოფ პირებს,რომლებიც ოჯახური ცხოვრების დემონსტრირებას ახდენენ ან და ერთად ცხოვრებით ან სხვა ფაქტორებით.ოჯახური ცხოვრების ცნება აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორიცაა მემკვიდრეობა“.სამართლის დოქტორის გიორგი ბოხაშვილის მოსაზრებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ეს არის პირველი ფუნდამენტური გადაწ ყვეტილება,რომელშიც დადასტურებული იქნა,რომ ფაქტიური თანაცხოვრება გულისხმობს ოჯახურ თანაცხოვრებას და მემკვიდრეს აქვს სამკვიდროს მიღების უფლება“
ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში მომხდარი სოციალური და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით,ოჯახური ცხოვრების განმარტება სტრასბურგის ორგანოების მიერ გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და მოიცვა ასევე ფაქტობრივი კავშირები პარტნიორებს შორის.ამდენად,თუ პარტნიორებს არა აქვთ ფორმალური ურთიერთობა ,არის თუ არა ასეთი ურთიერთობა ოჯახური ცხოვრება,დამოკიდებული იქნება ფაქტობრივ მდგომარეობაზე.ამ მიმართებით ევროპულმა კომისიამ აღნიშნა,რომ „ოჯახური ცხოვრების“ არსებობა-არარსებობის საკითხი დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურ არსებობის ფაქტზე. საქმეში „კრონი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა : „სასამართლო იხსენებს,რომ მე-8 მუხლით გათვალისწინებული „ოჯახური ცხოვრების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობებით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს,როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“.თანდართულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია,რომ „განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე,რომ მოსარჩელე ციალა პერტია და გიორგი ზამბახიძე ცხოვრობდნენ ერთად 1985 წლიდან 2014 წლის 23 მარტამდე.ნათესავები, მათ შორის მოპასუხეები ,ციალა პერტიასა და გიორგი ზამბახიძეს მიიჩნევდნენ ერთ ოჯახის წევრებად - ცოლ-ქმრად,ისინი ერთობლივად წყვეტყდენ საოჯახო საქმეებს და როგორც ოჯახის წევრები ზრუნავდნენ ერთმანეთზე“ (გადაწყვეტილების მე-9 გვერდის ბოლო აბზაცი).
მიუხედავად აღნიშნულისა,ციალა პერტიამ ვერ შეძლო კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაცია,რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.ამიტომ ვთვლით,რომ ამ ნორმის სიტყვები „მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან,რადგან ოჯახური ცხოვრების უფლება არის საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,ხოლო სკ-ის 1151-ე სადავო დანაწესი ფაქტიურად აუქმებს მემკვიდრეობის მიღების საყოველთაო უფლებას არარეგისტრირებლ ქორწინებაში მყოფ პირებისათვის..
ჩვენ ასევე ვთლით,რომ სკ-ს 1151-ე მუხლის სადავოდ გახდილი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის ასევე კონსტიტუციის 14-ე მუხლთან,რადგან ის ანსხვავებს მეუღლეებს ქორწინების რეგისტრაციის ნიშნით ანუ არახელსაყრელ პირობებში აყენებს ფაქტიურად ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან.როგორც განმარტავს კონსტიტუციის კომენტარების ერთ-ერთი ავტორი ევა გოცირიძე, „კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსი ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა უფლებასა და თავისუფლებაზე.ამ მუხლის შინაარსობრივი ფარგლების განმარტებისას ასევე უნდა დავეყრდნოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს,რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს საკუთრივ კონვენციით გაცხადებული უფლებების მიმართ“ ,მათ შორის, კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების რეალიზაციის დროს.მით უმეტეს რომ საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ იმპერატიულად ადგენს დისკრიმინაციის აკრძალვას ოჯახური მდგომარეობის გამო.
ამას ადასტურებს სასამართლო პრაქტიკაც განვითარებულ ქვეყნებში.მაგალითად,საქმეზე „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“,ევროსასამართლო აღნიშნავს,რომ მოცემულ შემთხვევაში კონვენციის მე-8 მუხლი განხილული უნდა იქნეს მე-14 მუხლთან მიმართებით (დისკრიმინაციის აკრძალვა).გამოქვეყნებულია ასევე ევროსასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებიც,სადაც ევროპული სასამართლო მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლებას განიხილავს მე-14 მუხლთან შესაბამისობაში.საქმეზე „ინზე ავსტრიის წინააღმდეგ“ (განაცხადი#869579 28.10.87წ),რომლის მიხედვით მომჩივანმა მემკვიდრეობით ვერ მიიღო ფერმა,მიუხედავად იმისა,რომ მან ამ ფერმაში იმუშავა 23 წელი,რადგან ის დაბადებული იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში,ხოლო დედამ მას ანდერძი არ დაუტოვა.სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა კონვენციის 1-ლ მუხლთან ერთობლიობაში.იდენტურია საქმე „მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (საქმე #34406/97 01.02.2000წ.).ამ საქმის მიხედვით 1990 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული შვილი ორჯერ ნაკლებ მემკვიდრეობას ღებულობდა,ვიდრე ქორწინებაში დაბადებული შვილი.დადგინდა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.საქმეზე „კამპი და ბურუმი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ დადგინდა ასევე მე-8 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.ამ მიმართებით მნიშვნელოვანია ასევე „პლა დე პრინცერაი ანდორის წინააღმდე“,რომლის მიხედვითაც მთელი ოჯახური ქონება შემდგომში გადავიდოდა მემკვიდრეზე იმ პირობით,რომ ის დაბადებული იქნებოდა „კანონიერ ქორწინებაში“.ამ საქმეშიც ევროსასამართლომ ჩათვალა,რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების დარღვევას,ხოლო საქმე სერიფე იგითი თურქეთის წინააღმდეგ (Serife Yigir v. Turkey) {დიდი პალატა} #3976/05, 2 ნოემბერი,2010 წ., - ეხებოდა თურქეთის მოქალაქეს (მოსარჩელე),რომელიც ქმრის გარდაცვალებამდე იმყოფებოდა რელიგიურ,მაგრამ არა სამოქალაქო, ქორწინებაში.მათ ერთობლივად ჰყავდათ ექვსი შვილი . ქმრის გარდაცვალების შემდეგ მომჩივანმა ეროვნულ დონეზე მოითხოვა ქორწინების აღიარება,რაც არ დაკმაყოფილდა.მომჩივანმა ასევე მოითხოვა პენსიისა და ჯამრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული შეღავათების მიღება.
საქმის შესაფასებლად ევროპულ სასამართლოს,პირველ რიგში,უნდა განესაზღვრა,ჰქონდათ თუ არა მომჩივანსა და გარდაცვლილს „ოჯახური ცხოვრება“. ამასთან დაკავშირებით,ევროპულმა სასამართლომ განაცხადა შემდეგი: „ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების გარანტიებით,მე-8 მუხლი ვარაუდობს ოჯახის არსებობას.“ოჯახური ცხოვრების“ არსებობა ან არარსებობა,ძირითადად არის ფაქტის საკითხი,რომელიც დამოკიდებულია ახლო პირადი კავშირების რეალურ არსებობაზე“.ამასთანავე,ევროპულმა სასამართლომ მიუთითა,რომ მემკვიდრეობისა და საკუთრების ნებაყოფლობითი განკარგვა ახლო ნათესავებს შორის არის ოჯახურ ცხოვრებასთან ახლო კავშირში.
შემიძლია მოგახსენოთ ასევე,რომ ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში აღითქმება დისკრიმინაციად.კანადის უზენაესმა სასამართლომ 1995 წელს საქმეზე „მირონ ვ.ტრიდელი“ დაადგინა,რომ კანონი,რომელიც არ ითვალისწინებს დაურეგისტრირებელი საწინააღმდეგო სქესის პარტნიორის უფლებას ავტომობილის დაზღვევის ჯილდოს მიღებაზე,არღვევს უფლებათა ქარტიას,რადგან ეს წარმოადგენს ქორწინებაში არმყოფი პირის დისკრიმინაციას ოჯახური მდგომარეობის გამო.
ამ მხრივ ავტორიტარულ რუსეთშიც კი იცვლება სიტუაცია,რადგან რუსეთის სათათბიროში განსახილველად შეტანილია კანონპროექტი,რომლის თანახმად ქალი და მამაკაცი თუ ერთად ცხოვრობენ 5 წელზე მეტი ხნით, აღიარებული იქნებიან ქმარად და ცოლად,იმ შემთხვევაშიც თუ მათი ქორწინება არ არის რეგისტრირებული და საოჯახო კოდექსში იგეგმება „ფაქტიური საქორწინო ურთიერთობები“-ს ცნების შეტანა.
აქვე უნდა მოგახსენოთ ასევე,რომ ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში,კომკრეტულად კი 1926 წლიდან 1944 წლის ივლისამდე,ხდებოდა ფაქტიური საქორწინო ურთიერთობების აღიარება სასამართლო წესით,მაგრამ 1944 წლის 8 ივლისს,ანუ გაგანია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ვითომდა სხვა საქმე არ ჰქონდათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული იქნა ბრძანებულება,რომლის შემდეგ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება.როგორც განმარტავენ თანამედროვე რუსი იურისტები,ეს გაკეთდა იმისათვის,რომ საბჭოთა ხელისუფლებას თავი აერიდებინა ომში დაღუპული ჯარისკაცების ქვრივების დახმარებაზე.სამწუხაროდ,ჩვენმა კანონმდებელმა არ გაითვალიწინა ამ საკითხში დასავლეთის პრაქტიკა და დარჩა საბჭოთა მარაზმის ერთგული.
ზოგადად პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია ერთ-ერთ ძირითად უფლებად.ეს უფლება განმტკიცებულია უნივერსალური,ასევე რეგიონური საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებებით.როგორც უნივერსალური საერთაშორისო ხლშეკრულება,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-17 (1) მუხლით დადგენილია,რომ „არავინ არ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში,მისი საცხოვრისის შეუვალობის ან კორესპოდენციის საიდუმლოების თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას“.
როგორც უკვე ავღნიშნეთ,რეგიონურ დონეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებაა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“.ამ ნორმატიული აქტის მე-8 მუხლი- პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლებით დაცული სფერო საკმაოდ ფართოა არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრას.ამასთან,კონვენციის პირველი მუხლი ადგენს,რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.ამ ფორმულირებიდან გამომდინარე,ადამიანის უფლებათა კონვენციის 1-ლი მუხლი განიმარტა ისე,რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ,არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას.ამ მუხლის თანახმად,სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება),არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა,მათ შორის მოიყვანოს შიდასახლმწიფოებრივი კანონმდებლობა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან (პოზიტიური ვალდებულება).
მიუხედავად იმისა,რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტები მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (და მისი დამატებითი ოქმების) ტექსტში,ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით. ისინი დადგენილია,როგორც კონვენციის ტექსტით, ისე მის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრეცედენტური სამართლით.სხვა სიტყვებით,ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტებში მოიაზრება არა მხოლოდ თავად კონვენციის ტექსტით გათვალისწინებული სტანდარტები,არამედ ასევე ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით ჩამოყალიბებული სტანდარტები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის ლადო ჭანტურიას მოსაზრებით „მას შემდეგ,რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა და მოახდინა ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის რატიფიცირება,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამოსამართლო სამართალმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ისეთივე უშუალო მოქმედება აქვს საქართველოში,როგორც კონვენციის ტექსტს“.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო,რომ პრეცედენტული სამართლის წყალობით ევროპაში შეიცვალა ბევრი კანონი,მათ შორის ოჯახური ცხოვრების მარეგულირებელი ნორმები.მაგალითად,ჰოლანდიაში მუნიციპალიტეტები აწარმოებენ „ქორწინების გარეშე თანაცხოვრების რეესტრს“,ბელგიაში მეუღლეთა მთელი ქონება ითვლება მათ საერთო საკუთრებად და იქ არ არის დაყოფილი ქორწინებამდე შეძენილი,ნაჩუქარი და სხვა,როგორც ესაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.საერთოდ,დასავლეთის საოჯახო სამართლის განვითარება ბოლო წლეებში ხასიათდება იმით,რომ ფაქტიური საქორწინო ურთიერთობები წარმოშობს იურიდიულ შედეგებს.
ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა „საერთო სამართლის” ქვეყნებშიც - აშშ-ში,კანადაში,ავსტრალიაში,ინგლისში.მსგავსი საკითხების გადაწყვეტა იქ ხდება უმეტესწილად სასამართლოს მეშვეობით,მაგრამ საქართველოს საერთო სასამართლო ამ საქმეების განხილვისას ვერ გამოვიდა დოგმატიზმის ტყვეობიდან.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად.საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად კი „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო ზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით,როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.
სამწუხაროდ,საქართველოს პარლამენტმა გასაჩივრებული ნორმა, სკ-ის 1151-ე მუხლი, არ მოიყვანა ევროკონვენციით დადგენილ სტანდარტებთან,რის გამოც საერთო სასამართლოში დამკვდრებულია არასწორი პრაქტიკა.საქმე იქამდე მივიდა,რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება 77 წლის,ხანდაზმული და ავადმყოფი ქალის გამოსახლების შესახებ მის მფლობელობაში მყოფ ერთადერთი საცხოვრებლი ბინიდან,როცა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ოჯახის კეთილდღეობას,ხოლო კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით ვაშენებთ სოციალურ სახელმწიფოს,რაც მას აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს მოქალაქე საცხოვრებლით. უფრო მეტიც,დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ერთსქესიანი წყვილების უფლებების დასაცავად,მოცემულ შემთხვევაში კი კანონი არ იცავს სხვადასხვა სქესის წყვილის მიერ შექმნილი ტრადიციული ოჯახის უფლებებს.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის დანაწესი „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7,მე-14-ე მუხლებისა და 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, ამიტომ მოვითხოვთ ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა