იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1333 |
ავტორ(ებ)ი | იმედა ხახუტაიშვილი |
თარიღი | 10 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქრთველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მუხლი 3-ე უფლებების ჩამორთმევა, 1 ნაწილის ა ქვეპუნქტი: სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; |
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი, 30-ე მუხლის 1 ნაწილი , 32-ე მუხლი, 42-ე მუხლი და 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ნაწილი „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - იმედა ხახუტაიშვილი, რომლის უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადაო, არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შედეგად.
კანონის სადაო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხები ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადაო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და სრულად შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 16-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქრთველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მუხლი 3-ე უფლებების ჩამორთმევა, 1 ნაწილის ა ქვეპუნქტი აცხადებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ამავე მუხლის 2 ნაწილი..... ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამავე მუხლის 2 ნაწილით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 5 წლით. ამავე მუხლის 3 ნაწილი აცხადებს ამ კანონის 2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ამ მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, ხოლო „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები 10 წლით.
სადაო ნორმები უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული სიკეთის დაცვას, მართლწესრიგის განმტკიცებას და ა.შ. თუმცა კონსტიტუციურ მოსარჩელესთან მიმართებაში ზემოთ მითითებული ნორმები გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1 და 7 მუხლების უხეში დარღვევით, არამედ აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი, 30-ე მუხლის 1 ნაწილი, 32-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1 ნაწილი და 46-ე მუხლის 1 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აცხადებს, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მის არსს“ (2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II,1) უფლება სამართლიან სასამართლოზე ინსტრუმენტულ უფლებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სხვა ძირითადი უფლებების დაცვა.
კონსტიტუციური მოსარჩელის მიმართ ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოყენებით (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვა) არ ემსახურება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მიზნებს. გასაჩივრებული ნორმის გამოყენების მოტივაციაა, დისკრიმინაციული დევნა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა. სადაო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 14-ე, 18-ე, 30-ე და 42-ე მუხლის 1 პუნქტს, რადგან კონსტიტუციური მოსარჩელე ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, იმ პირობებში როცა მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა იმ სადაო ნორმის საფუძველზე, რომელიც არც სისხლის სამართლის კანონს წარმოადგენს და შესაბამისად არც სისხლის სამართლის კოდექსითაა გათვალისწინებული. საქართველოს სსკ-ის 1 მუხლის 1 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს: „საქართველოს სს კოდექსი ადგენს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სამართლებრივ ღონისძიებებს. ამავე მუხლის 2 ნაწილი აცხადებს, ეს კოდექსი შეესაბამება საქრთველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.“ ანუ თუ საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქრთველოს სსკ-ის და საპროცესო კოდექსებთან, თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან სსკ-ის 1 მუხლის 2 ნაწილი განცხადებულია: „ ეს კოდექსი შეესაბამება კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 7-ე მუხლის 1 ნაწილის 2 წინადადება აცხადებს: „ არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.“ ანუ კანონი ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ რომლის საფუძველზეც პირს იმაზე უფრო მკაცრ სასჯელს ადებენ ვიდრე ეს სისხლის სამართლის კანონითაა განსაზღვრული, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ასევე კონვენციის 7-ე მუხლთან.
კანონიერების დარღვევა სისხლის სამართალში ამახინჯებს მართლმსაჯულების მიზნებს და ყოვლად მოუთმენელია. მართლმსაჯულების განხორციელება შეუთავსებელია კანონიერების დარღვევასთან. კანონის თუნდაც უმნიშვნელო დარღვევა ძირს უთხრის სასამართლო ორგანოების ავტორიტეტს.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის, 30-ე მუხლის, 32-ე მუხლის, 42-ე მუხლის 1 ნაწილის და 46-ე მუხლის 1 ნაწილის მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი
საქრთველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მუხლი 3-ე უფლებების ჩამორთმევა, 1 ნაწილის ა ქვეპუნქტი აცხადებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ამავე მუხლის 2 ნაწილი..... ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამავე მუხლის 2 ნაწილით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 5 წლით. ამავე მუხლის 3 ნაწილი აცხადებს ამ კანონის 2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ამ მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, ხოლო „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები 10 წლით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა