თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N649 |
ავტორ(ებ)ი | თბილისის სააპელაციო სასამართლო |
თარიღი | 11 მაისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის დათქმა სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნორმის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ვ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მაია რუხაძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მაია რუხაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მაია რუხაძის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე მაია რუხაძის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი (მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მაია რუხაძის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე) მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტ-1; ს.ფ. 175-183). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მაია რუხაძემ და ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მაია რუხაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მაია რუხაძის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა. მაია რუხაძის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების (ჩანაწერი), რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის, საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მაია რუხაძის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მაია რუხაძის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მაია რუხაძის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრისა (დასაბუთებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ელენე თათხაშვილი; დაკმაყოფილდა მაია რუხაძის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯები მაია რუხაძის სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მაია რუხაძის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მაია რუხაძის სასარჩელო მოთხოვნას და შემდეგ, მაია რუხაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს სრული მოცულობით ანაზღაურება. პალატა მიუთითებს, რომ მაია რუხაძის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს სრული მოცულობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის დანაწესის არსებითი წინააღმდეგობის გამო, მოცემული საქმის განხილვის შეჩერების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დასაბუთებული კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, შესახებ. სამართლებრივი გარემოებები: საქმის არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების დათქმა სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. იმ პირობებში, თუ დადგინდება საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადება უზღუდავს მას (მოსამსახურეს) საქართველოს კონსტიტუციით, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონით, მინიჭებულ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების გარანტირებულ უფლებას, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოება შეჩერდება: 279-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეული იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვოს დაადგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. დასკვნა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მაია რუხაძე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, უნდა შეჩერდეს საქმის განხილვა, მაია რუხაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა