რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1401 |
ავტორ(ებ)ი | რემზი შარაძე |
თარიღი | 19 თებერვალი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მუხლი 268. დაუყონებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები. 1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ე 1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; 11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. |
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის 1 პუნქტი, 2-ე პუნქტი და 3-ე პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტი, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 60-ის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:
1)საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად მე უფლებამოსილი ვარ სარჩელით მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
1) 2) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს.
2) 3) საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტთან და ამავე მუხლის 5-ე პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმარტებით.
საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მის ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4 )საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31 1 მუხლთან შესაბამისობა:
ჩემი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩემს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადაო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მის მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული მაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. მტკიცებულება ადასტურებს კონსტიტუციის სარჩელის საფუძვლიანობას და ა.შ. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1.საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია.
2.კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3.სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის 1,2-ე და 3-ე პუნქტთან და 11-ე მუხლთან.
4.სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ე1 პუნქტი და 11 ნაწილით ჩემი და სხვა პირთა საკუთრება გაუქმებულია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტი ადგენს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე როგორც საქართველოს კონსტიტუციიით, ასევე საქართველოს შესაბამისი კანონებით დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ე1 პუნქტი და11 ქვეპუნქტი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლის უზენაესობისა და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს ვინაიდან , სადავო ნორმის განმარტება შესაძლებელია იმგვარად, რომ ის მიემართებოდეს მხოლოდ ფულად ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა არსებობს მისი იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობაც, რომ არსებობს სამართალშემფარდებლის მხრიდან ნორმის არაკონსტიტუციური განმარტების საფრთხე ჩემს წინააღმდეგაც მოხდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემით წამერთვა სადავო ნივთით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავე დროს, ზემო ინსტანციების სასამართლოთა მიერ ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხარეს შეიძლება მომადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებამაც კი ვერ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგი შეუქცევადი გახადა. ჩემს საკუთრებაში არსებული ქონება გავიდა მეორე განმეორებით (ე. წ. ნულოვან აუქციონზე) აუქციონზე და რადგან ფიზიკურმა პირებიდან არავინ ან იყიდა სს იშ ბანკი საქართველომ თავისთავთან დადო ხელშეკრულება, თავისთავს გადაუხადა თანხა და მის საკუთრებაში დაირეგისტრირა ჩემი ქონება, რაც ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114 მუხლს -საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობას, ( მუხლი 114 თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად), ასევე საქართველოს კანონს სააღსრულებო წარმოების შესახებ 251 ე მუხლს, რადგან მუხლი 251 . სააღსრულებო წარმოების ეტაპები
თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია:
ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება;
დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
და ზედმეტად უკანონოდ ჩემზე კერძო აღმასრულებლის მიერ დაკისრებული 11200 ამერიკული დოლარის და სხვა ხარჯების მიღების შემდეგ იშ ბანკს ჩემგან კვლავ ექნება დაახლოებით 61000 ლარი თანხა მისაღები და მე ჩემს საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებას, მდებარეს ძველ ბათუმში ნატურის სახით 61000 ლარად არ გადავცემ. იშ ბანკს არ აქვს სააღსრულებო წარმოების დამთავრებამდე და ის დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც 61000 ლარს მე დაყადაღებული ხელფასიდან ან მომავალი პენსიიდან იძულებით გადავუხდი, რომ სხვას მიყიდოს ჩემი ქონება.
სადავო ნორმა ბუნდოვანია, იმდენად რამდენადაც კონტექსტიდან ამოვარდნილია ტერმინი „გადამხდევინებელი“ და შეუძლებელია დავადგინოთ ვინ იგულისხმება მასში. ერთი მხრივ, ნორმა არ არის განჭვრეტადი და, შესაბამისად, მას წინასწარ არ ჰქონდა მოლოდინის შექმნის შესაძლებლობა შედეგის დადგომასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიმაჩნია სადავო ნორმით დამდგარი შედეგი, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა.
სადავო ნორმა არ გამორიცხავს იმ საქმეებზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას, რომლებზეც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაკმაყოფილა № 675 და № 681 კონსტიტუციური სარჩელები შპს („სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” და შპს „ტელეკომპანია საქართველო” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას;
გ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს;
დ) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას.
№ 681 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაავალდებულოს მოპასუხე მხარე, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებით მართვა) სახით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII (სარჩელის უზრუნველყოფის) თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი 1, 2 და 3-ე პუნქტი ( მუხლი 19. საკუთრების უფლება )
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
იცავს საკუთრების უფლებას და ადგენს მისი შეზღუდვის წესს, ხოლო კონსტიტუციის 11-ე მუხლი 1 პუნქტით დაცულია თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმიმინაცია ( მუხლი 11. თანასწორობის უფლება)
1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ფუტკარაძემ, რომელიც იხილავდა როგორც იშბანკის სარჩელს, ასევე ჩემს სარჩელს ჩემი საკუთრებიდან ელეონორა მანუკიანის და სხვა პირთა გამოსახლების საკითს, აშკარად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო იშ ბანკის სასარგებლოდ. 2017 წლის 24 მაისს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა 2-3754/16 საქმე, დააკმაყოფილა ჩემი-რემზი შარაძის მოთხოვნა სრულად, მაგრამ დაუყონებლივ აღსასრულებლად არ მიაქცია. დაწერა, რომ გადაწყვეტილებით გადაწყდა მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების საკითხიო. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მოსარჩელე აღსდგება თავის კანონიერ უფლებებში. აღსრულების დაყოვნება მას არ მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს და არც გადაწყვეტილების აღუსრულებლობას არ გამო-იწვევს. ამასთან აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ უნდა მიაქციოს თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელიზიანის ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების შეუძლებლობა. რემზი შარაძეს ჰქონდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ მიაქცია, ხოლო იშ ბანკ საქართველოს არ მოუთხოვია სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება, არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება,რომლითაც დადგინდებოდა გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების შეუძლებლობა. უფრო მეტიც საერთოდ არ ყოფილა საუბარი და მსჯელობა, მაგრამ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ პირადი ინიციატივით გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიაქცია 2017 წლის 20 ივნისს საქმე N ა 2-3354/16
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ აშკარად კანონების უხეში დარღვევებით იშბანკს დაუჭირა მხარი, რომ იშბანკს ჩემთვის, 2(ორი) უძრავი ქონება წაერთმია. მას, რომ მიეღო ჩემი საკუთრებიდან ელეონორა მანუკიანის და სხვა პირთა გამოსახლების საკითხი და დაუყონებლივ მიექცია აღსასრულებლად, მე მეორე უძრავ ქონებას გავყიდდი და ვალს გადავუხდიდი იშ ბანკს, რომ არ ყოფილიყო დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოსამართლე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იშბანკის სასარგებლოდ დაუყონებლივ აღსასრულებლად ვერ მიაქცევდა გადაწყვეტილებას.
1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
4. მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო.
5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.
7. დისკრიმინაცია არ არის სპეციალური და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით − გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
8. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.
9. განსხვავებული მოპყრობა, პირობების შექმნა ან/და მდგომარეობა დასაშვებია, თუ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ე1 პუნქტი და11 ქვეპუნქტი საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, მოპასუხე მხარე დაავალდებულოს, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს კრედიტორს. აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას იძლევა, მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ძალაში არ შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნივთზე მფლობელობის ჩამორთმევა გულისხმობს, როგორც ფიზიკური მფლობელობის, ასევე ქონების მართვის უფლებამოსილების ჩამორთმევასაც. სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლის უზენაესობისა და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს. კერძოდ, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უამრავი სხვადასხვა შინაარსით, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ბუნდოვანია.
სადავო ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა, წინასწარგანუჭვრეტელი შინაარსით, განუსაზღვრელ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით. სადავო ნორმის გამოყენებას კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს ქმნის იმ შემთხვევაში, როდესაც იგი გამოიყენება სამეწარმეო იურიდიულ პირში წილებთან მიმართებაში. ჩემი აზრით საწარმოს მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების იმგვარი გამოყენება, რომლის შინაარსი და ფორმაც ნათლად არ არის განსაზღვრული, გამოიწვევს იურიდიული პირის საქმიანობის პარალიზებას და გამოუსწორებელ ფინანსურ შედეგებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმებიდან არ ირკვევა ლეგიტიმური მიზანი და დარღვეულია პროპორციულობის ტესტი, რაც იწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვას.
ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობით. ამასთან, პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ქმედითი და გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე ემუქრება, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი სადავო ნორმის გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმის თანახმად, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მიმაჩნია აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტს.
„ მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას , აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან / და უკანონობის არსებობას / არსებობის ალბათობას “
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ახდენს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტების შეფასებას, თუ ასევე ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები : ა ) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ ; ბ ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით , აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანისასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ ; გ ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ ; დ ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ ; ე 1 ) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ ; ვ ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ; ზ ) ყველა სხვა საქმეზე , თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს , ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“ .ხოლო 11ნაწილი ადგენს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე „ დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად , თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით“ . საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი „გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისთვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ). კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთრების შინაარსი და ფარგლები, დაადგინოს საკუთრების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11 ). კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულია საკუთრების უფლებაზე ზემოქმედების განსხვავებული ფორმა, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტულ პროცესში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის; აქ იგულისხმება ექსპროპრიაცია და არა პირის მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვის ყველა შემთხვევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11 ). საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 21-ე მუხლი მე-2 ან მე-3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტიც. თუმცა პირველი პუნქტი აგრეთვე მოიცავს უფლების ხელყოფის სხვა ტიპებს, რომლებიც შეიძლება ზუსტად არ მიესადაგებოდეს საკუთრების შეზღუდვას ან ჩამორთმევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გაგებით ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71 ).
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აჩვენებს, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, რამდენად არსებობს შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება.
„კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს რა წარმოადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვას, მის ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად წარმოადგენს ის მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსზე,
გადაწყვეტილებას, თუ აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან მისი აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლა გულისხმობს, რომ აღარ არსებობს გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების და ამ გზით მისი შეცვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს მისი მხარეების მიერ იგივე სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოში დავის შესაძლებლობას ან იმავე ფაქტების სადავოდ გახდას სხვა პროცესში, 267-ე მუხლის თანახმად კი, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულდება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ, ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. ამდენად, სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქონება, სასამართლოს გადაწყევტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გადაეცეს მოდავე მხარეს, რაც თავისთავად საკუთრების უფლების უკანონოდ ჩამორთმევაა. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც საკმარისია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ე1 პუნქტი და11
ამდენად, სადავო ნორმის თანახმად, დაუყოვნებლივ აღსრულდება გადაწყვეტილება, რის შედეგადაც პირი, რომელსაც საქმისწარმოების დაწყებამდე გააჩნდა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კარგავს საკუთრების უფლებას და ეს უფლება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გზით გადაეცემა გადამხდევინებელს. ამასთან, საკუთრების უფლება გადამხდევინებელს გადაეცემა იმ მომენტში, როდესაც მოპასუხეს ჯერ კიდევ აქვს უფლება, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო ან/და საკასაციო წესით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ გარკვეულ ვადაში აღსრულებული გადაწყვეტილება შეიძლება კვლავ შეიცვალოს და საკუთრების უფლება ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კვლავ დაუბრუნდეს მოპასუხეს.
ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სრულად ისარგებლოს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით და სადავო გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში მიაღწიოს გაუქმებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადი იქნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობასაც (თუმცა გასაჩივრება არ აბრკოლებს მის აღსრულებას). თუმცა წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს არა საპროცესო ქმედების – გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების წინააღმდეგ სასამართლო დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობის ან ეფექტურობის ნაკლებობა, არამედ ამ საპროცესო ღონისძიების მოქმედების პერიოდში მის საფუძველზე განხორციელებული ჩარევა მესაკუთრის უფლებებში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მომენტიდან აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვამდე, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც აღსრულებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მოვალე კარგავს საკუთრებას და ამ უფლებიდან გამომდინარე საკუთრებით სარგებლობის, მისი მართვის შესაძლებლობას, რაც, მოსარჩელეთა აზრით, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებაში.
იმის გასარკვევად, სადავო ნორმა წარმოადგენს თუ არა ჩარევას საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, პირი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, თუ შეიძლება მის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ჩაითვალოს მესაკუთრედ კონსტიტუციის 19-ე მუხლის მიზნებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, სადავო ქონება არსებული მესაკუთრიდან შეიძლება გადაეცეს სხვა მოდავე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული. პირი, რომელიც ახორციელებდა ქონებაზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სხვადასხვა უფლებებს, კარგავს ამ შესაძლებლობას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სადავო ნორმის საფუძველზე ხდება არა თავად საკუთრების უფლების შინაარსის ან საკუთრების უფლების მფლობელი პირის განსაზღვრა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენდეს, არამედ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე, რაც იწვევს ყოფილი მესაკუთრის უუნარობას, განახორციელოს საკუთარი ქონების მართვა და საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სხვა უფლებები.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტიები ვრცელდება ქონებაზე, რომელსაც პირი ფლობს კანონიერად, ხოლო ქონების მესაკუთრედ პირი ითვლება მანამ, სანამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით საპირისპირო არ დამტკიცდება. ცხადია, რომ ზემოთ ხსნებული პრინციპი ეხება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და სასამართლო განხილვის შედეგად ქონებაზე უფლების დაკარგვის შემთხვევას და არ გამორიცხავს გარემოებას, როდესაც სახელშეკრულებო ან სხვა ნებაყოფლობითი სამოქალაქო ურთიერთობის საფუძველზე, პირი გადასცემს საკუთრების უფლებას ქონებაზე კონტრაგენტს. თუმცა, როდესაც სახელმწიფო (თავისი ან კერძო პირების სასარგებლოდ) პირისგან მოითხოვს მისი ნების საწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას და მის საფუძველზე საკუთრების გადაცემას სხვა მხარისთვის, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული და საბოლოო. დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდევინებელი ხდება მესაკუთრე. შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ამ მხრივ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითვლება „ ქონებად “ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის. საქმეში Stran Greek Refineries S.A. and Stratis Andreadis v Greece ( No. 13427/87) სასამართლომ გამოარკვია წარმოშობს თუ არა ვალის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლო და არბიტრაჟის გადაწყვეტილება საკუთრების უფლებას ქონებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს ჰქონდა განმცხადებლების ვალი, ჯერ კიდევ არ ქმნიდა ქონებრივ უფლებას, რადგან გადაწყვეტილების სამართლებრივი ეფექტი იყო მოსარჩელეთა მოთხოვნის აღიარება. თუმცა იქნებოდა თუ არა თავად ვალი აღსრულებადი, დამოკიდებული იყო ორი ზემდგომი სასამართლოს მიერ საკითხის შეფასებაზე ( No. 13427/87 ). მეორე მხრივ, ჩაითვალა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება ადასტურებდა განმცხადებლების ქონების არსებობას, რადგან გადაწყვეტილება იყო საბოლოო და მბოჭავი. ის არ მოითხოვდა აღსრულების რაიმე სხვა ღონისძიების გატარებას და მის შესაცვლელად რაიმე ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული გასაჩივრების პროცესი არ არსებობდა. აღნიშნული მიდგომა მეორდება სასამართლოს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკაში, რომლის თანახმადაც, პირის მოთხოვნა იმ შემთხვევაში ჩაითვლება „ ქონებად “ , თუ ის „ აღიარებული და განსაზღვრულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოო გახდა “ (Arvanitaki-Roboti and Others V. Greece , პარ. 21, 27278/03 , 2006 წლის 18 მაისი). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა და გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირის მოთხოვნა ქონებაზე ჩაითვალოს „ ქონებად “.
ამდენად, სამართალწარმოების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე, პირს, რომელიც სამართალწარმოების დაწყების მომენტში ფლობდა საკუთრების უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიუხედავად და მისი მიღების შემდეგაც გააჩნია კონსტიტუციის 19-ე მუხლით დაცული ინტერესი და მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს 19-ე მუხლის მოთხოვნებს. მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების დასაცავად სამა რთლებრივი საშუალებების მინიჭება – ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა, გულისხმობს იმასაც, რომ აღნიშნული საშუალებების ამოწურვამდე ის მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს.
მეორე მხარეს ამავე სტანდარტის წარმოადგენს მოთხოვნა, რომ იმ სამართალწარმოების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ქონებრივი დავის გადაწყვეტისკენ, საკუთრების უფლების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე უნდა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საკუთრების უფლების მატარებელმა პირმა არ უნდა დაკარგოს უფლება საკუთრებაზე სანამ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა ძალაში. ამ მხრივ, სადავო ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ პუნქტში.
სადავო ნორმა იწვევს კონსტიტუციით გარანტირებული მათი საკუთრების უფლების შეზღუდვას, რამდენადაც სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მათი საკუთრება, მათი ნების საწინააღმდეგოდ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეებმა შეიძლება დაკარგონ მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა სადავო ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, სადავო ნორმა იწევევს მოსარჩელეთა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვას, ფაქტობრივად განაპირობებს მესაკუთრის შეცვლას, იწვევს საკუთრების უფლების გადაცემას სხვა პირზე.
იმის შეფასებისას, რამდენად თანაზომიერია საკუთრების უფლებაში სადავო ჩარევა სადავო ნორმის შეფასებისას, უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმის გამოყენების ორი საფუძველი: ა. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების გამო გადამხდევინებლისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა; ბ. დაყოვნების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. სადავო ჩარევა რამდენად ემსახურება ღირებულ საჯარო მიზანს და რამდენად პროპორციულია ამ მიზნისა, დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს ამ ორი საფუძვლის მიმართ.
სადავო ნორმა საქმის განმხილველ სასამართლოს ავალდებულებს, შეაფასოს ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს გადამხდევინებელს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არ შეიცავს ასეთივე მითითებას მოვალის (სამოქალაქო დავაში მოპასუხის) იმ სავარაუდო ზიანის შეფასების მხრივ, რომელიც მას დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად შეიძლება მიადგეს. სადავო ნორმა უპირატესობას გადამხდევინებელს ანიჭებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალე დაამტკიცებს, რომ დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად მას მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს.
მხარესაც მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგესს სადავო ქონების მისი საკუთრებიდან გატანით და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების გაქარწყლებით, აღსრულებული გადაწყვეტილების შეცვლამდე (თუ ამგვარი რამ მოხდება ზემდგომ ინსტანციაში). დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კანონი უნდა ითვალისწინებდეს საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას, შეაფასოს, აწონ-დაწონოს სავარაუდო ზიანი, რომელიც მხარეებს ასეთი გადაწყვეტილების მიღების ან მიუღებლობის შედეგად შეიძლება მიადგეს. ცხადია, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთ შორის ინტერესთა სათანადო დაბალანსების ტესტს. ორივე მხარეს არსებული სავარაუდო ზიანის შემთხვევაში სადავო ნორმა უპირატესობას ანიჭებს კრედიტორს, თუმცა კანონმდებლობა მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობას უტოვებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის გამოყენებით დააზღვიოს ის ზიანი, რომელიც მას დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად შეიძლება მიადგეს.
დაუყოვნებელი აღსრულების შემთხვევაში კრედიტორი სადავო ქონებასთან დაკავშირებით იძენს მესაკუთრის უფლებამოსილებას. უფლებამოსილი ხდება განკარგოს, მათ შორის, სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს ქონება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც მოსარჩელეთა შემთხვევაში, სამოქალაქო დავა შეიძლება უკავშირდებოდეს სამაუწყებლო კომპანიას და სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობის, მისი ბუნების, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ძალზე რთული იყოს დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად გამოწვეული ზიანის ადეკვატური ანაზღაურება, განსაკუთრებით კრედიტორის მიერ მის საკუთრებაში გადასული ქონების განკარგვის (გასხვისების) შემთხვევაში. 46. სამართალშემფარდებელი, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი, კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის, კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტისას. საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირების შედეგად, მან არ უნდა დაუშვას ხელშეკრულების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეებს თანაბრად წონადი უფლებრივი ინტერესი აქვთ, სამართალშემფარდებელი განსაკუთრებულად რთული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა თანაბრად წონადი უფლებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევაში, დავის ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა მეორე მხარის კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სრული იგნონირებით, კონსტიტუციის მოთხოვნებთან არ იქნება თავსებადი. უფლებამოსილია, მესაკუთრეს ჩამოართვას ქონების ფლობის უფლება დავის დასრულებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიუხედავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი
1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), ზოგადი დებულებები სამართლებრივი წესწყობილების მიზანია, უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და თითოეული ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ადამიანის განვითარება შეუძლებელია, თუ ადამიანს არა აქვს განვითარების სივრცე და თავისუფალი განკარგვის საგნები: საკუთრება სხვა არაფერია, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა. 1) საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი იცავს ადამიანის თავისუფლებასა და საკუთრებას, მათ შორის, კერძო საკუთრებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას. 2) კონსტიტუციის გაგებით, საკუთრება არის არა მხოლოდ საკუთრება კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ყველა ქონებრივი უფლება. კერძო საკუთრების აღიარება არ წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინდივიდუალური საკუთრების გამიჯვნა საზოგადოების ინტერესებიდან. ერთის მხრივ, კერძო საკუთრებასა და მეორეს მხრივ, საზოგადოების ინტერესებს შორის კომპრომისის მოძებნა და კონსენსუსუნარიანი გადაწყვეტილებების მიღება, წარმოადგენს სამართლებრივი პოლიტიკის ამოცანას. საქართველოს კონსტიტუციის 19- ე მუხლის მიხედვით, კანონმდებლის ნებას წარმოადგენს საკუთრების შინაარსისა და მისი შეზღუდვების განსაზღვრა, მაგრამ დაუშვებელია საკუთრების უფლების გაუქმება ან იმგვარი შეზღუდვა, რომ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლების შეზღუდვა, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევებში. ხოლო ჩამორთმევა — სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების ცნება ფართოდ არის ჩამოყალიბებული. 3) 170-ე მუხლის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების შინაარსის სრული მოცულობით კერძო- სამართლებრივი რეგულირება. 170-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების დაცვა შეეხება 170-ე მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლება განივრცობა ხელშეკრულების დადების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და პროფესიის არჩევანის თავისუფლებით. 170-ე მუხლი არის ლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის გამომხატველი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მიერ კანონიერად მოპოვებული ქონების დაცვას და ამით იგი თავიდან იცილებს შიდასაზოგადოებრივ კონფლიქტებს. ამ გაგებით, საკუთრების უფლება არის ელემენტარული ძირითადი უფლება, რომელიც მჭიდრო კავშირშია ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან. მისი დანიშნულება არის, თითოეულ ინდივიდს შეუქმნას თავისუფალი სივრცე ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა, რაც მას საშუალებას მისცემს საკუთარი პასუხისმგებლობით მოაწყოს პირადი ცხოვრება. საკუთრების უფლებისა და პიროვნული თავისუფლების უფლების ურთიერთკავშირი შინაგანია და ამ კავშირში საკუთრების უფლება ასრულებს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფი ფაქტორის ფუნქციას. 4) სხვა მხრივ, საკუთრების უფლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. პირიქით, მისი მიზანია ურთულეს საზოდოებრივ ურთიერთობებში ისეთი ოპტიმალური საკუთრებითი რეჟიმის უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის პიროვნების უნარისა და შესაძლებლობების ფართოდ განვითარებას. 5 ) საკუთრების ცნება და შინაარსი რომის სამართალი არ განამტკიცებდა საკუთრების ცნების დეფინიციას. ნივთზე ბატონობის უფლებას. პირველად მცდელობა ცნების დეფინიციისა შუა საუკუნეებში იყო და აქედან მოყოლებული საკუთრების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე მიუთითებდნენ. 170 I მუხლიც საკუთრების ცნების დეფინიციის ასეთ მცდელობებს ასახავს: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...“ საკუთრების ცნების შინაარსი სწორედ პოზიტიური („თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით))“ და ნეგატიური უფლებამოსილებებით განისაზღვრება („არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა“). 6) ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით. 1. საკუთრების ექსკლუზიური ბუნება კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მდგომარეობს მის ექსკლუზიურობაში, ყველა ადამიანი გამორიცხოს სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას, დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას 7) . ნივთის განკარგვისა და სარგებლობის უფლებების ერთმანეთისაგან განცალკევების შემთხვევაში, მოცემულია არა საკუთრების ფუნქციონალურად დაყოფადი სფეროები, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დოგმატიკის მიხედვით, ერთიანი საკუთრების უფლება, რომლისგანაც მხოლოდ სანივთო უფლებების სახით ცალკეული უფლებამოსილებების გამოყოფა ხდება.
საკუთრების ცნება და თანასაკუთრება
საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.
საკუთრების ცნება და თანასაკუთრება
ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, ხოლო პირს, რომელიც ფლობს ნივთს, მფლობელი ეწოდება. სწორედ ამაში მდგომარეობს საკუთრების ცნებაში შემავალი ორი დანარჩენი კომპონენტის საჭიროება. იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევდით ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს კონკრეტულ ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვაც. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით.
ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ცნება მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. თუმცა, არც მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის კომბინაციაა სრულად საკუთრების ცნების გამომხატველი. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრედ უნდა მიგვეჩნია პირიც, რომელსაც, მაგალითად, დაქირავებული აქვს მიწის ნაკვეთი, ამუშავებს მას და შესაბამისად, მისგან იღებს სარგებელს.
საკუთრების ცნების მესამე კომპონენტია განკარგვა. განკარგვა გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას – შეიძლება იგულისხმებოდეს მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურებაც კი.
შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი.
საკუთრების ცნების ამგვარი განსაზღვრა აუცილებელია საიმისოდ, რომ პირმა შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ან მოძრავ ნივთზე.
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია წერილობითი გარიგების დადება და ამ ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების (შემძენის, როგორც მესაკუთრის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილიუფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ ამ უფლების ნამდვილობის გარკვევის საშუალებაა ზემოთაღნიშნული სამი კომპონენტის ერთდროულად სახეზე არსებობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრეარისპირი, რომელსაცგააჩნიანივთისფლობის, სარგებლობისადაგანკარგვისუფლება, ხოლოუძრავიქონებისშემთხვევაშიმესაკუთრედრეგისტრირებულიასაჯარორეესტრში.
სახელმწიფომ საერთოდ და პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს კრედიტორისა და მოვალის საქმეში. მან კანონით უნდა დაარეგულიროს მათი ურთიერთობა. ქონება უნდა გაიყიდოს მხოლოდ და მხოლოდ მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმებით. მოვალე თუ შეეცდება დროის გაწელვას მისი ქონება და ფულადი სახსრები დაყადაღებული, მას ექნება პრობლემები, ხოლო კრედიტორი, ყოველთვის შეეცდება, რომ რაც შეიძლება მალე შეუთანხმდეს მოვალეს, რათა მოვალემ ნივთი გაყიდოს რეალურ ფასად და კრედიტორის მოთხოვნა მთლიანად ან უმეტესწილად დააკმაყოფილოს. მაშინ, როდესაც რეპრესირებულისათვის გასაცემი მიზერული თანხები არ ჰქონდა სახელმწიფოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სასამართლო პროცესი გრძელდებოდა 6 თვის მაგივრად 3-4 წელი, მოვალე იყო სახელმწიფო და კრედიტორი მოქალაქეები, მაშინ იუსტიციის სამინისტროს არ გაინტერესებდათ გაჭირვებული მოქალაქის ბედი და ახლა გაინტერესებთ მხოლოდ ძირითადში 15 კომერციული ბანკის, სახელმწიფოს და ნაცმოძრაობის ინტერესები კონსტიტუციისა და კანონების დარღვევების გათვალისწინებით. ჩემი აზრით შესაძლებელია სახელმწიფომ დაარსოს დავების მორიგების საბჭო, რომელმაც კონტროლი უნდა დაუწესოს ზემოთ აღნიშნულს და ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონში გაწერილი, რომელსაც რა თთქმა უნდა საქართველოს პარლამენტის დასამტკიცებელი იქნება,საბჭომ უნდა მიიღოსგარკვეული საფასური მომსახურების გაწევისათვის და ეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაშია შემოსავლის 40 % დაიტოვოს საბჭოს ანგარიშზე და 60% გადარიცხოს სახელმწიფოს ანგარიშზე და არა როგორც ეროვნული ბიუროს შემთხვევაში, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მთლიანად 100 % შემოსავალი რჩება ეროვნულ ბიუროს, ბიუროს, რომლის არსებობა არაკონსტიტუციურია, რადგან აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნა არც საქართველოს მთავრობის და არც საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებში არ შედის და მისი არსებობა და ამ უფლების სასამართლოსათვის წართმევა არაკონსტიტუციურია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას თავი მეხუთე საქართველოს მთავრობა კონსტიტუციის მუხლი 54; საქართველოს პრეზიდენტი: თავი მეოთხე , მუხლი 49 ; მუხლი 52.
არსად არ სწერია, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ან აქვს უფლება შეექმნა აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულებასთან დაკავშირებით მიიეღო ახალი კანონები ან ცვლილებები შეეტანა აღსრულებასთან დაკავშირებითა ამ ფაქტითაც მტკიცდება აღსრულების ბიუროს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნის არაკონსტიტუციურობა.
არსად არ სწერია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ან აქვს უფლება შეექმნა აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულებასთან დაკავშირებით მიიეღო ახალი კანონები ან ცვლილებები შეეტანა აღსრულებასთან დაკავშირებითა მ ფაქტითაც მტკიცდება აღსრულების ბიუროს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის თავი მეექვსე სასამართლო ხელისუფლება მუხლი 59-ის და მუხლი 60-ის თანახმად:
1) სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
2) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.
თავი მეხუთე
საქართველოს მთავრობა
თავი მეხუთე. საქართველოს მთავრობა
კონსტიტუციიდან:
მუხლი 54. მთავრობა
1. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
2. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
3. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.
4. სამინისტრო იქმნება მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.
5. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
6. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
7. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.
8. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
კონსტიტუციიდან: მუხლი 55. საქართველოს პრემიერ-მინისტრი
1. მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს.
3. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.
4. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
5. პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
თავი მეექვსე
სასამართლო ხელისუფლება
კონსტიტუციიდან: მუხლი 59
თავი მეექვსე. სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა
მუხლი 59. სასამართლო ხელისუფლება
1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
2. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
კონსტიტუციიდან:
მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.
მუხლი 61. საქართველოს უზენაესი სასამართლო
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო.
თავი მეოთხე. საქართველოს პრეზიდენტი
კონსტიტუციიდან: მუხლი 49
საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები
1. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
გ) კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს;
დ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
ე) ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს;
ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
ზ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
თ) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ი) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
არსად არ სწერია, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ან აქვს უფლება შეექმნა აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულებასთან დაკავშირებით მიიეღო ახალი კანონები ან ცვლილებები შეეტანა აღსრულებასთან დაკავშირებითამ ფაქტითაც მტკიცდება აღსრულების ბიუროს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნის არაკონსტიტუციურობა.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი “ მუხლი 286. ცნება არის არაკონსტიტუციური, რადგან ამ მუხლის 1 ნაწილში წერია, რომ: უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის: 1 ) 1 პუნქტი- საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2) 2-ე პუნქტი-აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3) 3-ე პუნქტი- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. არავითარი გადაუდებელი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება არ არსებობს, რომ სასამართლომ მისი გადაწყვეტილებით მოვალეს ყოველგვარი წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების გარეშე ჩამოართვას ქონება და ის გადასცეს კრედიტორს სამართლიანი ანაზღაურების გარეშე.
საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამ მუხლი 1 ნაწილი კი პირდაპირ აუქმებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას
ასევე დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლს, რადგან რადგან აქ წერია უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლით თანახმად:
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მას ასევე წართმეული აქვს უფლება შეიძინოს იყიდოს სხვა პირისაგან უძრავი ქონება , რადგან სხვა პირის მთლიანი ვალდებულება გადადის შემძენზე ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლს, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლით თანახმად: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის 1 პუნქტს 1პუნქტი- საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
არაკონსტიტუციურია:
2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
იპოთეკის გამოყენება სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა. არაკონსტიტიციურია, რადგან იპოთეკის არაკონსტიტუციურობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286 მუხლის 1 ნაწილის კონსტიტუციურობა უკვე საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლთან მიმართებაში უკვე დავასაბუთე დოკუმენტალურად , ასევე მისი დისკრიმინაციულობა (საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლი)
არაკონსტიტუციურია:
3.ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.
რადგან იპოთეკის არაკონსტიტუციურობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286 მუხლის 1 ნაწილის კონსტიტუციურობა უკვე საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლთან მიმართებაში უკვე დავასაბუთე დოკუმენტალურად , ასევე მისი დისკრიმინაციულობა (საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლი).
მორიგების ანუ შეთანხმების შემთხვევაში მოვალეს არ ექნება სათქმელი, რომ სახელმწიფომ საკუთრება ძალით, უკანონოდ ჩამომართვა და გადასცა კრედიტორს. როდესაც მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმება იქნება ეს მომგებიანი იქნება კრედიტორისათვის და გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნებათ მხარეებს და სახელმწიფოს, თორემ რა გამოდის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო რეესტრით მე ვარ მესაკუთრე, ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთრებას ძალით, უკანონოდ გვართმევს, გადასცემს კრედიტორს და ამას მხარს უმაგრებს სახელმწიფო.
საკუთრების უფლება , შედარებით - სამართლებრივი კვლევა
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტურიდა მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. თითოეული ადამიანისთვის, რომელიც არის რაიმე ქონების მესაკუთრე საინტერესო იქნება თუ რას გულისხმობს „საკუთრებისუფლება".
რა შეზღუდვები არსებობს მესაკუთრისათვის? როდის შეიძლება საკუთრების ჩამორთმევა და რის სანაცვლოდ? როგორ უნდა დაიცვას მესაკუთრემ თავისი საკუთრებასხვა, მესამეპირებისგან? როგორია აღნიშნული საკითხების რეგულირება უცხოქვეყნების კანონმდებლობით?
ძირითადი ნაწილი
საკუთრების უფლებაზე საუბრისას, პირველ რიგში,უნდა განიმარტოს საკუთრების უფლების შინაარსი:
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში იმპერატიულადაღნიშნულია: - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. ეს არის უფლებათა ის კატეგორია, რომელიც ადამიანს მანამ გააჩნია, სანამ ცოცხალია და მთელი ქონებაც რომ წაართვან, იგი ამ უფლების მატარებელი მაინცდარჩება,რადგან საკუთრების უფლება ქონების შეძენის შესაძლებლობაა და არა თვით ეს ქონება".
რაც შეეხება საკუთრების დეფინიციას უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვითის შემდეგნაირია - იტალიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით : „მესაკუთრეს აქვს უფლება, საჯარო წესრიგით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებსა და მოვალეობათა შესრულების პირობით, ისარგებლოს ნივთებით და სრულად განკარგოს იგინი სხვა პირთა გამორიცხვით".
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი საკუთრება არის-„ნივთებით სარგებლობის და განკარგვის უფლება მაქსიმალურად აბსოლუტური ხერხით, რომ სარგებლობა არ არის აკრძალული კანონებით".
აშშ-სსამართლის მიხედვით კი მესაკუთრეუფლებამ ოსილია: ფლობდეს, განკარგავდეს, სარგებლობდეს ქონებით აქვს უფლება გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი. აქვს უფლება გადასცეს ქონება მესამე პირებს და აქვს ნივთის უვადოდ ფლობის უფლება.
რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: „მესაკუთრეს ეკუთვნის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებები საკუთარ ნივთზე".
საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს- მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელისნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არის სარგებლოს თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია .
რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს ქონების გასხვისებას. ჩემს და სხვა შემთხვევაშიც რადგან იპოთეკით დაიტვირთა ნივთი ეს არ ნიშნაცს, რომ ის სახელმწიფოს ან ბანკის საკუთრებაა. იპოთეკით ბანკს შეუძლია სხვასთან შედარებით პირველ რიგში მოსთხოვოს სასამართლოს, რომ მოხდეს ნივთის გატანა აუქციონზე.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ის ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის და- საშვებ ფარგლებს. კერძოდ ,საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესისთვის, კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებულიპ ირობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 170-ე მუხლში არ არის ნახსენები საკუთრების შეზღუდვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა -კანონი.
საკუთრების უფლების შეზღუდვის კერძოდ კი - საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ". აღნიშნული კანონის მიხედვით ზუსტად არის განსაზღრული ის გარემოებები, როდესაც შესაძლებელია საკუთრების ექსპროპრიაცია. მაგ: მაგისტრალის გაყვანა და სხვა. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, მესაკუთრისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.ანუ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,
რომ საკუთრება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცულია მთელი რიგი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ის არ არის ისიც მოქცეულია გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება არა კანონით დაწესებული გარემოებების არსებობისას, არამედ მესამე პირების მიერ, ასეთშ შემთხვევებში არსებობს საკუთრების უფლების დაცვის მთელი რიგი მექანიზმები.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მის მიერ დაწესებულ საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლებს ის შემდეგნაირია:
პირველ რიგში უნდა დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება, შემდეგ არის თუ არა ეს უფლება შეზღუდული?
იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება უნდა გაირკვეს ჯდება თუ არა ის კონვენციის მოთხოვნებში. კონვენციის მიხედვით დაცვითი უფლებით სარგებლობს: მოძრავი ან უძრავი ქონება, ქონებრივია ან არა ქონებრივი კაპიტალი, მესაკუთრის უფლება ქირის მიღებაზე, გარკვეული პროფესიით მუშაობის უფლება და სხვა.
მეორე რაც უნდა დადგინდეს ეს არის -არის თუ არა სახეზე საკუთრებისუფლების შეზღუდვა? თუ დადგინდა, რომ სახეზეა შეზუდვა მაშინ უნდა დადგინდეს რამდენად დასაბუთებულია იგი, ანუ სახეზეა კანონიერი თუ უკანონო შეზღუდვა.
საკუთრების უფლების ნებისმიერი სახის ხელყოფა უნდა შეესაბამებოდეს საჯარო ინტერესს .
თუ ხელყოფა ხდება საჯარო ან საერთო ინტერესიდან გამომდინარე ასეთ დროსაც სახეზე უნდა იყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა დაშესაბამისი, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ე1 პუნქტი და11 ნაწილი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონის სახით, რადგან მოქალაქეებზე უკანონოდ ქონებების წართმევა სასამართლოებში არ გაგრძელებულიყო 3-4 წელი და ის დამთავრებულიყო მაქსიმუმ 6 თვეში პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაში, რითაც ზემდგომ სასამართლოებში დავის განხილვამდე და დამთავრებამდე ის გამხდარიყო ბანკების, დამნაშავე პირების და მაფიოზური დაგგუფებების საკუთრება, რომელსაც მაშინაც და ახლაც მხარს უბამებს მაღალჩინოსანი ჩინოვნიკები. ასევე მეორე განმეორებითი აუქციონის (ე.წ ნულოვანი აუქციონის ) დღემდე არსებობით, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის ხელშეწყობით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის აუქციონის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვიდან ჩამოიყვანა 21 დღიდან 23 დღემდე, შეიმუშავეს რეკორდულად მოკლე დროში მოსახლეობაზე უკანონოდ უძრავი და სხვა ქონებების წართმევის კლასიკური მეთოდები.
აქვე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს დარეგისტრირდა N 1340 საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ: ჩემი 2018 წლის 3 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, კერძოდ :
1) საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ს“ სადავო ნორმები: მუხლი 286, მუხლი 287, მუხლი 288, მუხლი 289, მუხლი 2891, მუხლი 2892, მუხლი 2893, მუხლი 2894, მუხლი 2895, მუხლი 2896, მუხლი 2897, მუხლი 289,8 მუხლი 290, მუხლი 291, მუხლი 292, მუხლი 293, მუხლი 294, მუხლი 295, მუხლი 296, მუხლი 297, მუხლი 298, მუხლი 299, მუხლი 300, მუხლი 301, მუხლი 302, მუხლი 303, მუხლი 304, მუხლი 305, მუხლი 306, მუხლი 306,1 მუხლი 3062, მუხლი 3063, მუხლი 3064, მუხლი 3065, მუხლი, 3066 მუხლი 307, მუხლი 308 , მუხლი 309, მუხლი 310 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს.
2) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების სადავო ნორმები მუხლი1-ის 1ნაწილი, 2-ნაწილის ბ პუნქტი, 2-ე მუხლის 6-ე და 7-ე ნაწილები, მუხლი3 გარდა 3-ე ნაწილის 3-ე პუნქტის 3-ე წინადადებისა ,4-ენაწილი. 5-ე ნაწილის ა და ბ პუნქტები, 6-ე ნაწილის ა და ბ პუნქტები, 7-ე ნაწილის ა და ბ პუნქტები, 8-ე ნაწილი, 9-ე ნაწილის ა და ბ პუნქტები, მუხლი 6,მუხლი 8-ს 1ნაწილი, 5 -ე და 6-ე ნაწილები, მუხლი 9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს.
3)საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ სადავო ნორმები მუხლი 2-ის გ და ვ პუნქტები, მუხლი 3-ის 1, 1 1 12 , 13,, 1 4 , 15 და 16 , 3 ნაწილები, მუხლი 4-ის 1, 2-ე, 3-ე,5-ე, 6-ე, 6 1 -ე, 7-ე ,8-ე, 9-ე და 10-ე ნაწილები, მუხლი 141-ის 1 და 2-ე ნაწილები, მუხლი 142-ის 1 და 2-ე ნაწილები, მუხლი, 144 მუხლი 145მუხლი 146, მუხლი 148 მუხლი 149 მუხლი 1410 მუხლი 1411მუხლი 1412 მუხლი 1413 მუხლი 1414 მუხლი 1415 მუხლი 1416 ,მუხლი 1417 ,მუხლი 1418 ,მუხლი 14 19 .მუხლი 15, მუხლი 151, მუხლი 152 , მუხლი 17, მუხლი, 18 მუხლი ,18 2 მუხლი ,183მუხლი, 184 , მუხლი 19,მუხლი 191 მუხლი 192 ,მუხლი 193 , მუხლი 194, მუხლი 25, მუხლი 251 ,მუხლი 27, მუხლი 29, მუხლი 30 მუხლი 36 , მუხლი 40, მუხლი 42 , მუხლი 47, მუხლი 48, მუხლი 49 , მუხლი 50, მუხლი 52 , მუხლი 53 , მუხლი 54 , მუხლი 55, მუხლი 56 , მუხლი 57 , მუხლი 58 ,მუხლი 59, მუხლი 60 , მუხლი 61 ,მუხლი 62 , მუხლი 63 ,მუხლი 631 ,მუხლი 632 , მუხლი 64 მუხლი 66 , მუხლი 69 , მუხლი 70, მუხლი 71, მუხლი 75, მუხლი 76, მუხლი 77 ,მუხლი 78 , მუხლი 79, მუხლი 80 , მუხლი 82 ,მუხლი 822 , მუხლი 823, მუხლი 824 , მუხლი 83 , მუხლი 831 , მუხლი 832 , მუხლი 85 , მუხლი 86 , მუხლი 87 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს.
2019 წლის 18 თებერვლის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით ჩემი სასარჩელო მოთხოვნაა: ჩემი კონსტიტუციურ სარჩელი დაკმაყოფილდეს -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 1 ნაწილის ე1 პუნქტი და11 ნაწილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა