საქართველოს მოქალაქე ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1280 |
ავტორ(ებ)ი | ნინო ხოსროშვილი |
თარიღი | 6 დეკემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3143-Iს;
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის შემდეგი მუხლი: მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით; | კანონის სადავო ნორმის შემოწმება მოთხოვნილია: საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით |
ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის შემდეგი მუხლი: მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით; | სადავო ნორმის შემოწმება მოთხოვნილია: საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტი თანახმად. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ „ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დაცვით:
საკონსტიტუციო სარჩელს ერთვის სადავო სამართლებრივი აქტი შესაბამისი რეკვიზიტებით: ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის სარჩელში მითითებულია საკონსტიტუციოო სასამართლოს დასახელება; მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; საკონსტიტუციო სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომელსაც სადავო სამართლებრივი აქტების ნორმები არღვევს (კონსტიტუციის მე-15 და მე-20 მუხლები); საკონსტიტუციო სარჩელს დანართის სახით ერთვის ყველა ის მტკიცებულება, რომელიც სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს და მოთხოვნის არსი;
საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს:
იგი შეტანილია ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ, რომლის უფლებრივ მდგომარეობასაც უშუალოდ ეხება სადავო ნორმები; სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა; საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი სასამართლოს მიერ და სარჩელში ასახული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; სადავო აქტებზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და მე-20 მუხლებთან წინააღმდეგობაში მოდის სადავო ნორმები, რადგან ისინი არსებითად ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები.
წარმოდგენილ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც რეგულირდება შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოების უფლებამოსილება და ორდერის მოქმედების ვადა. სხვა არც ერთი სამართლებრივი აქტი არ აწესრიგებს სადავო საკითხებს.
უფლების ხელყოფის მსხვერპლი:
მოსარჩელე ნინო ხოსროშვილი არის 2017 წლის 23 აპრილს, ყოფილი მეუღლის მიერ ტრაგიკულად მოკლული ოთხი შვილის დედის მირანდა ვაჩეიშვილის უფროსი ქალიშვილი და მირანდა ვაჩეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელიც თავადაც არაერთხელ ყოფილა მოძალადე გიორგი ჯანაშვილისგან სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის, ძალადობის და მუქარის მსხევერპლი, რომლის მიმართაც პოლიციას არც ერთხელ არ გამოუწერია შემაკავებელი ორდერი და არ გაუტარებია დაცვის ღონისძიებები.
2017 წლის 23 აპრილს, 39 წლის მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა მეუღლემ, 41 წლის გიორგი ჯანაშვილმა ელექტროსადენის კაბელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მირანდა ვაჩეიშვილმა სიკვდილამდე არაერთხელ მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. გიორგი ჯანაშვილი სისტემატიურად სცემდა მირანდა ვაჩეიშვილს და მოსარჩელეს (ნინო ხოსროშვილს). გიორგი ჯანაშვილი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა მირანდა ვაჩეიშვილს და მის შვილებს, მათ შორის მოსარჩელესაც. მაშინ როდესაც მოსარჩელე დედასთან და და-ძმებთან ერთად სახლში იმყოფებოდა, მოძალადემ ბენზინი შეასხა სახლის ხის კარებს და მათი დაწვა განიზრახა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელე და გარდაცვლილი არაერთხელ მიმართავდა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოსარჩელე საუბრობს, მათ ერთ დღეს 12-ჯერ გამოიძახეს პოლიცია გიორგი ჯანაშვილის მიერ განხორციელებული ძალადობის ფატსა და სიცოცხლის უფლების ხელყოფის მუქარაზე, თუმცა უშედეგოდ. შემაკავებელი ორდერის გამოწერა გიორგი ჯანაშვილის მიმართ არ ხდებოდა. პოლიციელთა სამსახურებრივ გულგრილობას მირანდა ვაჩეიშვილის სასტიკი მკვლელობა მოჰყვა. მოსარჩელეს კი არაერთხელ შექმნია სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე მოძალადისგან. გიორგი ჯანაშვილი მოსარჩელეს სისტამატიურად სცემდა და ფიზიკუარდ უსწორდებოდა. მოსარჩელე და მისი მცირეწლოვანი და-ძმა თავადაც არაერთხელ შესწრებიან როგორ ურტყამდა მოძალადე ორსულ დედას და მოსარჩელესაც მოკვლით ემუქრებოდა. გიორგი ჯანაშვილი მოსარჩელეს და მირანდა ვაჩეიშვილის სხვა შვილებს სასჯელის მოხდის შემდეგ მკვლელობით ემუქრება.
2017 წლის 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულის გიორგი ჯანაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის მკვლელობის ფაქტზე მოსარჩელე დაადგინეს.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.“ მოსარჩელე სადაოდ ხდის სიტყვას - ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და ფაქტზე ოპერატიული რეაგირება სამართალდამცველი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. სადავო ნორმის განმარტების შედეგად ირკვევა, რომ შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მიერ იდენტიფიცირებული იყოს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევა, მაგრამ მან მაინც არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მას ამ დისკრეციას სიტყვა ,,შეუძლია“ ანიჭებს. სადავო ნორმა პოლიციას შესაძლებლობა აძლევს ბოროტად გამოიყენოს დისკრეცია და ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცრების მიუხედავად, სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ მოძალადე მისი ახლობელია, მეგობარია, მოძალადე პოლიციელია ან სხვ) შემაკავებელი ორდერი არ გამოსცეს. უნდა აღინიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერი ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისა და მსხვერპლთა დაცვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს. თუ პოლიცია ბოროტად გამოიყენებს მის დისკრეციას და იდენტიფიცრებულ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს მაშინ იყენებს გაფრთხილებას, რომელიც სამართლებრივ მექანიზმს არ წარმოადგენს და მის შეუსრულებლობას არც რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვება. საქართველოში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ გაფრთხილება და შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციელს შემაკავებელი ორდერის არ გამოცემის შემთხვევაში გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლოს, რითაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ინტერესებს, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ გაფრთხილების შემოფარგვლით მსხვერპლთა მკვლელობის ან/და განმეორებადი ძალადობის ჩადენის შემთხვევები.
ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
თუ სავარაუდო მოძალადე ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი უკანონოდ არის გამოცემული იგი დამტკიცების ეტაპზე სასამართლოზე წარადგენს თავის მოსაზრებას. სასამართლო კონტროლის მექანიზმი რამდენად კანონიერად გამოსცა პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არსებობს. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, პრობლემას წარმოადგენ ის, რომ პოლიცია არ გამოსცემს ხოლმე შემაკავებელ ორდერს და სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ორდერის გამოცემის კანონიერებაზე. შემაკავებელი ორდერების სასამართლომდე მიტანა და სასამართლო კონტროლი არის სისტემური პრობლემა. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, ჩვენ პოლიციელს ვაძლევთ შესაძლებლობას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტის მის მიერ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაცვის გარეშე დატოვოს მსხვერპლი და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პოლიციისათვის ამგვარი უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის 15-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
დღეს მოსარჩელე სამ არასრუწლოვანთან ერთად თბილისში 85 წლის ბაბუის პენსიაზე ცხოვრობს. მათ ერთადერთი მარჩენალი - დედა მოუკლეს. ოჯახი სოციალურ დახმარების გარეშე, ბაბუის პენსიაზე ცხოვრობს. მირანდა ვაჩეიშვილი გარდაცვალებამდე ოჯახში ერთადერთი დასაქმებული იყო და ოჯახშს არჩენდა. ახლა ოჯახს წლინახევრის დის გამოსაკვები თანხა არ აქვს. მოსარჩელეს და ბავშვებს დაენგრათ პირადი და ოჯახური ცხოვრება, ფიზიკური და მორალური მთლიანობა. მირანდა ვაჩეიშვილის მცირეწლოვანი შვილების წლების განმავლობაში ძალადობის თვითმხილველები და თავადაც ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. დღეს მოსარჩელე და მისი ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩა და არსებობისთვის იბრძვის. გარდაცვლილის ოჯახი უსახსრობის გამო, მცირეწლოვანი შვილის გაშვილებას გეგმავს.მოსარჩელეს და მის და-ძმას გადატანილი ძალადობისა და დედის გარდაცვალების გამო დასჭირდათ ფსიქოლოგი.
ბავშვებს დაენგრათ ოჯახური ცხოვრება და წაერთვათ დედასთან ერთად ცხოვრების უფლება. პოლიციამ ბავშვები არ დაიცვა ძალადობისგან. აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ ფუნქტს ეწინააღმდეგება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო აქტის შინაარსი :
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი სიტყვები: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით;
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობა
სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ ნაწილს ეწინააღმდეგება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. სიცოცხლის უფლება დამცავი უფლებაა. არავის არა აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას. სიცოცხლის უფლების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათ შორის ადეკვატური კანონმდებლობის არსებობით. სახელმწიფოს ევალება არა მარტო არ ჩაერიოს სიცოცხლის უფლებით დაცულ სფეროში, არამედ მისი ეფექტური დაცვაც უზრუნველყოს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - Ogur v Turkey, 1999-III; 31 EHRR 912 GC განმარტა, რომ სიცოცხლის უფლება დაცულია როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი მოქმედებებისაგან.
,,საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის დებულება, რომ „სიცოცხლეს იცავს კანონი” სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემით. იგი ვალდებულებათა ორ ძირითად ჯგუფს მოიცავს – სიცოცხლის უფლების დამცავი კანონის (კანონმდებლობის) არსებობას და ამ კანონის ეფექტურ აღსრულებას“[1].
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Oneryilidis v Turkey, 2004-XII; 41 EHRR 325 GC.განაცხადა, რომ კანონი უნდა კრძალავდეს ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევას და აწესებდეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის ხარისხი და სასჯელის ზომა ამ უფლების დარღვევის პროპორციულად იქნეს განსაზღვრული. თვით უხეში დაუდევრობისთვისაც კი თუკი მას შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, უთუოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს. კანონი უნდა კრძალავდეს არა მარტო ადამიანის სიცოცხლის უშუალო ხელყოფას, არამედ სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ ნებისმიერ მოქმედებას, იმის მიუხედავად გამოიწვია თუ არა მან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებები იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს ნებისმიერი ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანისათვის სიცოცხლის საფრთხის შექმნასთან, ან ასეთი საფრთხის შექმნის რისკთან და იქონიოს შესაბამისი კანონმდებლობა თუ ინსტრუქციები. კანონი, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს, უნდა იყოს საკმარისად განჭვრეტადი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც წარმოიშობა ძალადობისაგან დაცვისსაჭიროება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Angelova and Iliev v Bulgaria, no. 55523/00, § 92,ECHR 2007-IX; ECHR 2007; Rantsev v Cyprus and Russia, no. 25965/04, § 232, ECHR 2010. განაცხადა, რომ ეფექტური კანონმდებლობის არსებობა საკმარისი არ არის. თანაბრად მნიშვ ნელოვანია მისი ეფექტური აღსრულება. სახელმწიფო ვალდებულია, ჰქონდეს კანონის აღსრულების იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილებას, ისე პასუხისმგებელ პირთა დასჯას. სახელმწიფო მოვალეა, განახორციელოს ღონისძიებები და აღკვეთოს პოლიციელების მიერ ადამიანის არამართლზომიერი მოკვდინება მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. სახელმწიფო პრინციპულად მოვალეა იზრუნოს საიმისოდ, რომ აღკვეთოს სიცოცხლის საფრთხე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზებზე - Opuz v. Turkey, Kontrovà v. Slovakia, Durmaz v. Turkey, Civek v. Turkey, Talpis v. Italy[2] აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციელთა არაეფექტური რეაგირება ან რეაგირების არარსებობა, რასაც შედეგად ადამიანის მკვლელობა ან მისი სიცოცხლისათვის რეალური საფრთხის შექმნა მოჰყვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს ხელყოფს. ყველა ამ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა იმ საფუძვლით, რომ მათ არ განახორციელეს მათი პოზიტიური ვალდებულება და არ დაიცვეს მსხვერპლი ძალადობისგან.
მოსარჩელის დედა პოლიციელთა სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა, მოსარჩელე არაერთხელ ყოფილა მოძალადე გიორგი ჯანაშვილისგან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის ქვეშ. დღემდე, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი ჯანაშვილის მოსარჩელეს მკვლელობით ემუქრება. მოსარჩელის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.“ მოსარჩელე სადაოდ ხდის სიტყვას - ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და ფაქტზე ოპერატიული რეაგირება სამართალდამცველი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. სადავო ნორმის განმარტების შედეგად ირკვევა, რომ შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მიერ იდენტიფიცირებული იყოს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევა, მაგრამ მან მაინც არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მას ამ დისკრეციას სიტყვა ,,შეუძლია“ ანიჭებს. სადავო ნორმა პოლიციას შესაძლებლობა აძლევს ბოროტად გამოიყენოს დისკრეცია და ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცრების მიუხედავად, სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ მოძალადე მისი ახლობელია, მეგობარია, პოლიციელია ან სხვ) შემაკავებელი ორდერი არ გამოსცეს. უნდა აღინიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერი ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისა და მსხვერპლთა დაცვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს. თუ პოლიცია ბოროტად გამოიყენებს მის დისკრეციას და იდენტიფიცრებულ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს მაშინ იყენებს გაფრთხილებას, რომელიც სამართლებრივ მექანიზმს არ წარმოადგენს და მის შეუსრულებლობას არც რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვება. საქართველოში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ გაფრთხილება და შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციელს შემაკავებელი ორდერის არ გამოცემის შემთხვევაში გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლოს, რითაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ინტერესებს, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ გაფრთხილების შემოფარგვლით მსხვერპლთა მკვლელობის ან/და განმეორებადი ძალადობის ჩადენის შემთხვევები.
ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
თუ ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი უკანონოდ არის გამოცემული იგი დამტკიცების ეტაპზე სასამართლოზე წარადგენს თავის მოსაზრებას. სასამართლო კონტროლის მექანიზმი რამდენად კანონიერად გამოსცა პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არსებობს. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, პრობლემას წარმოადგენ ის, რომ პოლიცია არ გამოსცემს ხოლმე შემაკავებელ ორდერს და სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ორდერის გამოცემის კანონიერებაზე. შემაკავებელი ორდერების სასამართლომდე მიტანა და სასამართლო კონტროლი არის სისტემური პრობლემა. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, ჩვენ პოლიციელს ვაძლევთ შესაძლებლობას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტის მის მიერ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაცვის გარეშე დატოვოს მსხვერპლი და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პოლიციისათვის ამგვარი უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის 15-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
პრობლემის საილუსტრაციოდ, მოგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქმეს, რომელიც 2016 წლის 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის - კიუნაი ისაევას მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობას ეხება. 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კიუნაი ისაევას ოჯახის წევრებმა კიუნაი ისაევას ა და მის ბებიაზე მსხვერპლის მეუღლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, 112-ში დარეკეს და პოლიციის დახმარება მოითხოვეს. მეუღლე კიუნაი ისაევას და მის ბებიას დაემუქრა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და ორივეს მოკლავდა. ამის შესახებ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა ფონიჭალის პოლიციას შეატყობინეს. ფონიჭალის პოლიცია კი მოძალადისათვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სამსახურეობრივ გულგრილობას შედეგად ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მოჰყვა. 12 ივლისის ღამეს კიუნაი ისაევას თავისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა. პოლიციის სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოძიება მიმდინარეობს ქ. თბილისის პროკურატურაში (საქმის #010130716803).
2015 წლის 20 მარტს, სიღნაღში ყოფილმა მეუღლემ 27 წლის ქალბატონო მოკლა. აღნიშნულ საქმეში იკვეთებოდა პოლიციელთა სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები.
2016 წლის 9 დეკემბერს, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა თელავში თელავში. 33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა სანადირო თოფით, თავის არეში მიაყენა. ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ ბეჟუაშვილს, მეუღლის ცემისთვის, სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მას ყოფილ მეუღლესთან მიკარება ეკრძალებოდა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა და მის აღსრულებაზე კონტროლი პრობლემას წარმოადგენს.
2016 წლის შვიდ თვეში, საქართველოში ფემიციდის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, 10 თვის მონაცემებით კი - 13. უფლებადამცველები ფემიციდის სავალალო სტატისტიკაზე საუბრობენ.
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად, მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაეფექტური გამოყენება წარმოადგენდა. ხშირად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდებოდა იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე სამართალდამცავების მხრიდან უგულებელყოფილი რჩებოდა. ამავე ანგარიშის თანახმად, 2014 წელს მოკლულია 33 ქალი.
სახალხო დამცველის ოფისის გენდერული დეპარტამენტის 2015 წლის სპეციალური ანგარიშის თანახმად ,,შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა. ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე“.
სადავო ნორმა მოქმედებდა 2014 წელსაც, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებმა პიკს მიაღწია (მოკლული 33 ქალი). 2015-2016 წლებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით გაჩნდა მეტი პოლიტიკური ნება და სახელმწიფოს მითითება, რომ პოლიციელს გამოეცა უფრო მეტი შემაკავებელი ორდერი, ვიდრე 2014 წელს და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ გაფრხილებით. 2014 წელსაც ოჯახში ძალადობის ნაწილში სადავო ნორმა მოქმედებდა. მიგვაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა-არგამოცემა დამოკიდებული უნდა იყოს მის ადეკვატურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე და არა პოლიტიკურ ნებაზე ან ცალკეული პოლიციელების კეთილსინდისიერებაზე. სადავო ნორმით პოლიციელს ვუბიძგებთ ყოველგვარი კონტროლის გარეშე ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რასაც შესაძლოა მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა მოჰყვეს.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის 9 ივნისის საქართველოში ვიზიტის ანგარიშის 46-ე პუნქტის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინებების დაბალი მაჩვენებლით, რაც გამოწვეულია გენდერული სტერეოტიპებით, სამართალდამცავების მიერ ამგვარი შემთხვევების არასათანადო გამოძიებით და მსხვერპლთა დაცვის არასაკმარისი ღონისძიებებით, მათ შორის, შემაკავებელი ორდერების არასათანადო აღსრულებით.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი სიტყვები: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით;
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობა
სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
საქართველოს მე-20 მუხლით აღიარებული ძირითადი უფლებები დაცულია როგორც ნეგა- ტიური (status negativus), ისე პოზიტიური (status positivus) თვალსაზრისით. საჯარო ხელისუფლებას ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შექმნას სათანადო გარანტიები ადამიანის პირადი ცხოვრების მესამე პირთა მხრიდან ხელყოფისგან დასაცავად.
ადამიანის პირადი ცხოვრების ძირითადი უფლება არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შინაარსობრივი კომპონენტი, რომელიც მოიცავს ინდივიდის ცხოვრების ინტიმურ, კერძო და სოციალურ სფეროებს.
კერძო სფერო ძირითადად უკავშირდება ოჯახურ ცხოვრებას და მოიცავს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, გარეშე პირებთან ურთიერთობას. ამ სფეროში სახელმწიფოებს ეკისრებათ არა მარტო ნეგატიური ვალდებულება ჩაურევლობისა, არამედ პოზიტიურიც. მაგალითად, ხელი შეუწყონ ოჯახური კავშირებისა და ურთიერთობების შენარჩუნებას ბავშვსა და მშობლებს შორის
დღეს მოსარჩელე სამ არასრუწლოვანთან ერთად თბილისში 85 წლის ბაბუის პენსიაზე ცხოვრობს. მათ ერთადერთი მარჩენალი - დედა მოუკლეს. ოჯახი სოციალურ დახმარების გარეშე, ბაბუის პენსიაზე ცხოვრობს. მირანდა ვაჩეიშვილი გარდაცვალებამდე ოჯახში ერთადერთი დასაქმებული იყო და ოჯახშს არჩენდა. ახლა ოჯახს წლინახევრის დის გამოსაკვები თანხა არ აქვს. მოსარჩელეს და ბავშვებს დაენგრათ პირადი და ოჯახური ცხოვრება, ფიზიკური და მორალური მთლიანობა. მირანდა ვაჩეიშვილის მცირეწლოვანი შვილების წლების განმავლობაში ძალადობის თვითმხილველები და თავადაც ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. დღეს მოსარჩელე და მისი ოჯახი ერთადერთი მარჩენალი დედის გარეშე, ულუკმაპუროდ დარჩა და არსებობისთვის იბრძვის. გარდაცვლილის ოჯახი უსახსრობის გამო, გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილის გაშვილებას გეგმავს. პატარა გოგონას ოჯახის შეცვლა მოუწევს. ბავშვებს დაენგრათ ოჯახური ცხოვრება და წაერთვათ დედასთან ერთად ცხოვრების უფლება. პოლიციამ ბავშვები არ დაიცვა ძალადობისგან.
მოსარჩელეს და მის და-ძმას გადატანილი ძალადობისა და დედის გარდაცვალების გამო დასჭირდათ ფსიქოლოგი. არის შემთხვევები, როდესაც მოძალადე, რომლის მიმართაც პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ გამოსცემს, დედას (სმხვერპლს) შვილებს ართმევს და იძულებულია ქალმა შვილების გარეშე დატოვოს სახლი. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ამ სოციუმში მსხვერპლი ქალი ტოვებს ოჯახს და ბავშვები მამასთან რჩება. ქალს უხდება ბავშვების დაბრუნებაზე ზრუნვა. ადამიანის უფლებათა ცენტრს ხშირად აკითხავენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მსხვერპლი ქალები, რომელთაც ქმრებმა შვილები წაართვეს, თავად კი სახლიდან გამოაგდეს. პოლიცის როგორ წესი მოძადალეთა მიმართ არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობისგან მსხვერპლთა დაცვას, რასაც ბავშვის საუკეთესო ინტერესები ეწირება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოძალადისგან მსხვერპლის არაფექტურ დაცვას კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნევს.
საქმეზე - E.S და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სლოვაკეთმა ვერ შეძლო სმხევრპლთა ძალადობისგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. საქმეზე - A ხორვატიის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რადგან ხორვატიის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ღონისძიებების გატარება მსხვერპლთა ძალადობისგან დასაცავად.
საქმეზე - ჰაჯდუოვა სლოვაკეთის წინააღმდეგ, სადაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და არ გასცა ბრძანება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ კონვენციის მე-8 მუხლი დაარღვია. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუმცა მოსარჩელის ყოფილი ქმრის განმეორებადი მუქარა სისრულეში არ ყოფილა მოყვანილი, მუქარა საკმარისი იყო, რათა ზემოქმედება მოეხდინა მოსარჩელის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
საქმეზე - კალუცკა უნგრეთის წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: უნგრეთის ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ თავისი პარტნიორის წინააღმდეგ შეიტანა სისხლისსამართლებრივი საჩივარი განხორციელებული თავდასხმის გამო და არაერთხელ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, ხელისუფლებას არ გაუტარებია საკმარისი ღონისძიებები მისი ეფეტიანი დაცვისთვის.
საქმეზე - ერემია და სხვები მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი მოსარჩელეების მიმართ, რადგან არავითარი ღონისძიებები არ იქნა გატარებული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების განმეორების თავიდან ასაცილებლად
მოსარჩელეების მიმართ დაირღვა ოჯახური ცხოვრების უფლება. ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია ოჯახის წევრების ერთად ცხოვრებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უფლება. მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ ითვალისწინებს ცალკე მუხლს ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ თავისი პრეცედენტული სამართლით დაადგინა, რომ ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებითაც და ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მის საუკეთესო ინტერესებს.
[1] იხ: საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი,ავტორთა კოლექტივი, თბ,. 2013, გვ. 75.
[2] იხ: Factsheet - Domestic Violence, http://echr.coe.int/Documents/FS_Domestic_violence_ENG.pdf
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა