საქართველოს მოქალაქე სოფიო გარუჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1257 |
ავტორ(ებ)ი | სოფიო გარუჩავა |
თარიღი | 12 სექტემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დაცვით:
საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს:
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოდის სადავო ნორმები, რადგან ისინი არსებითად ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებს. წარმოდგენილ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის საფუძველზე რეგულირდება შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოების უფლებამოსილება. სხვა არც ერთი სამართლებრივი აქტი არ აწესრიგებს სადავო საკითხებს. უფლების ხელყოფის მსხვერპლი: მოსარჩელე სოფიო გარუჩავა არის სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაისის მკვიდრი. 2009 წლიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოქალაქე გივი თვალავაძესთან. მათ ჰყავთ ორი შვილი: ბესარიონ თვალავაძე და ჯემალ თვალავაძე. წლების განმავლობაში, სოფიო გარუჩავა და მისი შვილები გივი თვალავაძის მხრიდან იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. გივი თვალავაძე ამათხოვრებდა ცოლ-შვილს და ყოველდღიურად გარკვეული თანხის მიტანას სთხოვდა. სოფიო გარუჩავამ არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარებისათვის, რათა გამოცემული ყოფილიყო შემაკავებელი ორდერი ან განხორციელებული სხვა დამცავი ღონისძიებები, თუმცა უშედეგოდ. წლების განმავლობაში, მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები იტანდნენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. მხოლოდ 2016 წლის 6 ივლისს, მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და დამტკიცებულ იქნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ. რაც შეეხება მოსარჩელის შვილებს, მათ მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დღემდე გამოცემული არ არის შემაკავებელი ორდერი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე და მისი შვილები კვლავ საფრთხის ქვეშ დგებიან პოლიციის უმოქმედობის გამო. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა სადავო ნორმებით არის გაწერილი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.“ მოსარჩელე სადაოდ ხდის სიტყვას - ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და ფაქტზე ოპერატიული რეაგირება სამართალდამცველი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. სადავო ნორმის განმარტების შედეგად ირკვევა, რომ შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მიერ იდენტიფიცირებული იყოს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევა, მაგრამ მან მაინც არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მას ამ დისკრეციას სიტყვა ,,შეუძლია“ ანიჭებს. სადავო ნორმა პოლიციას შესაძლებლობა აძლევს ბოროტად გამოიყენოს დისკრეცია და ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცრების მიუხედავად, სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ მოძალადე მისი ახლობელია, მეგობარია ან სხვ) შემაკავებელი ორდერი არ გამოსცეს. უნდა აღინიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერი ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისა და მსხვერპლთა დაცვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს. თუ პოლიცია ბოროტად გამოიყენებს მის დისკრეციას და იდენტიფიცრებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს მაშინ იყენებს გაფრთხილებას, რომელიც სამართლებრივ მექანიზმს არ წარმოადგენს და მის შეუსრულებლობას არც რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვება. საქართველოში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ გაფრთხილება და შემთხვევა ფატალურად დასრულდა (კიუნაი ისაევას საქმე). სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციელს შემაკავებელი ორდერის არ გამოცემის შემთხვევაში გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლოს, რითაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ინტერესებს, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ გაფრთხილების შემოფარგვლით მსხვერპლთა მკვლელობის ან/და განმეორებადი ძალადობის ჩადენის შემთხვევები. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს ის, რომ თუ იგი ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი კანონის დარღვევით არის გამოცემული, ბათილად სცნობს მას. შესაბამისად, სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადეს არ წაერთმევა დაცვის შესაძლებლობა, თუ ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი უკანონოდ არის გამოცემული, იგი გაასაჩივრებს მას სასამართლოში. სასამართლო კონტროლის მექანიზმი რამდენად კანონიერად გამოსცა პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არსებობს. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, პრობლემას წარმოადგენ ის, რომ პოლიცია არ გამოსცემს ხოლმე შემაკავებელ ორდერს და სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ორდერის გამოცემის კანონიერებაზე. შემაკავებელი ორდერების სასამართლომდე მიტანა და სასამართლო კონტროლი არის სისტემური პრობლემა. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, ჩვენ პოლიციელს ვაძლევთ შესაძლებლობას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტის მის მიერ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაცვის გარეშე დატოვოს მსხვერპლი და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პოლიციისათვის ამგვარი უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს ეწინააღმდეგება. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო აქტის შინაარსი : ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი სიტყვები: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით; საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან წინააღმდეგობა სადავო კანონის მუხლის ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის ღირსება გააჩნია უკლებლივ ყველა ადამიანს ასაკის, ეროვნების, წარმოშობის, სქესის, ქონებრივი მდგომარეობისა, თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის მიუხედავად. ადამიანის ღირსების სამართლებრივი გაგება გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ყოფითი მნიშვნელობა. ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობით და ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით კანონის საფუძველზე და კანონთა გამოყენების პროცესში. ადამიანის ღირსების უზრუნველყოფა სამართლიანობის დაცვაშიც გამოიხატება. უსამართლო კანონი თუ სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში და გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და ისინი არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლნი. სადავო ნორმები არსებითად ლახავენ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივ ინტერესესს და მის ღირსებას, მსხვერპლები წლების განმავლობაში არიან არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მეხვერპლნი და ამაოოდ მიმართავენ პოლიციას დაცვის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით. სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციას ბოროტად გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. სადავო ნორმა ლახავს ქალტა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ღირსებას და კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს ეწინააღმდეგება. ქვეყანაში დამკვიდრებული სამართლებრივი სისტემა მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დაუცველობის განცდას რომლიც უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომლებსაც ის გამოიყენებს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა-გამოსწორებისათვის. ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება ადამიანის ღირსებისა და მისი სხვა ძირითადი უფლებების ერთ-ერთი უმძიმესი დარღვევაა. ადამიანის უფლება, იყოს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელისაგან დაცული – აბსოლუტური უფლებაა. (Kontakt-Information-Therapie and Hagen v Austria, No 11921/86, 57 DR 81 (1988)). წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს. ეს აკრძალვა მისი ნეგატიური ვალდებულებაა. მაგრამ მას იმავდროულად ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც იმისა, რომ თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას კერძო პირთა მხრიდან ასეთი მოპყრობისაგან (Castello-Roberts v UK (1993) 19 EHRR 112 paras 26-28, A v UK (1998) 27 EHRR 611). შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე ფუნქტებთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე E.S. and Others v. Slovakia (no. 8227/04) განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის სასწრაფო დაცვის ღონისძიების არ უზრუნველყოფით, სახელმწიფო დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნა პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში. ანალოგიური დარღვევა იქნა დადგენილი შემდეგ საქმეებში: E.M. v. Romania (n° 43994/05); Valiulienė v. Lithuania; D.P. v. Lithuania (no. 27920/08); X and Y v. the Netherlands (no. 8978/80); Aydın v. Turkey; M.C. v. Bulgaria (no. 39272/98); Maslova and Nalbandov v. Russia. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, sazogadoebis gulgril damokidebulebasTan erTad, mTavar gamowvevas dacvisa da daxmarebis RonisZiebebis araefeqturi gamoyeneba warmoadgenდა. xSirad, Zaladobis msxverpl qalTa dasacavad ar xdeboda im meqanizmebis gamoyeneba, romelic kanoniT aris gaTvaliswinebuli da Sesabamisad, maTi Txovna daxmarebis Taobaze samarTaldamcavebis mxridan ugulebelyofili rCeboda. ამავე ანგარიშის თანახმად, 2014 wels moklulia 33 qali, რომელნიც წლების განმავლობაში, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. სახალხო დამცველის ოფისის გენდერული დეპარტამენტის 2015 წლის სპეციალური ანგარიშის თანახმად ,,შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა. ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე“. სადავო ნორმა მოქმედებდა 2014 წელსაც, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებმა პიკს მიაღწია (მოკლული 33 ქალი). 2015-2016 წლებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით გაჩნდა მეტი პოლიტიკური ნება და სახელმწიფოს მითითება, რომ პოლიციელს გამოეცა უფრო მეტი შემაკავებელი ორდერი, ვიდრე 2014 წელს და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ გაფრხილებით. მიგვაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა-არგამოცემა დამოკიდებული უნდა იყოს მის ადეკვატურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე და არა პოლიტიკურ ნებაზე ან ცალკეული პოლიციელების კეთილსინდისიერებაზე. სადავო ნორმით პოლიციელს ვუბიძგებთ ყოველგვარი კონტროლის გარეშე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტზე არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რასაც შესაძლოა მსხვერპლის წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა მოჰყვეს. გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის 9 ივნისის საქართველოში ვიზიტის ანგარიშის 46-ე პუნქტის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინებების დაბალი მაჩვენებლით, რაც გამოწვეულია გენდერული სტერეოტიპებით, სამართალდამცავების მიერ ამგვარი შემთხვევების არასათანადო გამოძიებით და მსხვერპლთა დაცვის არასაკმარისი ღონისძიებებით, მათ შორის, შემაკავებელი ორდერების არასათანადო აღსრულებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან 2016 წლის 8 დეკემბერს გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში შევიდა 2728 შემაკავებელი ორდერი დასამტკიცებლად, სასამართლოს მიერ დამტკიცდა 2607 შემაკავებელი ორდერი. 2016 წლის 9 თვის განმავლობაში, სასამართლოში შევიდა 2414 შემაკავებელი ორდერი, დამტკიცდა 2260 შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე ფუნქტებთან მიმართებით. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს ის, რომ თუ იგი ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი კანონის დარღვევით არის გამოცემული, ბათილად სცნობს მას. შესაბამისად, სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადეს არ წაერთმევა დაცვის შესაძლებლობა, თუ ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი უკანონოდ არის გამოცემული, იგი გაასაჩივრებს მას სასამართლოში. სასამართლო კონტროლის მექანიზმი რამდენად კანონიერად გამოსცა პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არსებობს. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, პრობლემას წარმოადგენ ის, რომ პოლიცია არ გამოსცემს ხოლმე შემაკავებელ ორდერს და სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ორდერის გამოცემის კანონიერებაზე. შემაკავებელი ორდერების სასამართლომდე მიტანა და სასამართლო კონტროლი არის სისტემური პრობლემა. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, ჩვენ პოლიციელს ვაძლევთ შესაძლებლობას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტის მის მიერ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაცვის გარეშე დატოვოს მსხვერპლი და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პოლიციისათვის ამგვარი უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს ეწინააღმდეგება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა