• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 11.07.2017
      • N1/7/851
      • გადაწყვეტილება
    • იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.02.2017
      • N1/4/851
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N851
ავტორ(ებ)ი იმედა ხახუტაიშვილი
თარიღი 10 ოქტომბერი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - იმედა ხახუტაიშვილი, რომლის უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადაო, არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შედეგად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადაო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხები ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადაო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და სრულად შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 16-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონიუთ დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის 1 და 3 ნაწილების არაკონსტიტუციურობა.

საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის 1 ნაწილი აცხადებს თუ რას ნიშნავს თანამდებობის დაკავება ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ამავე მუხლის 3 ნაწილი აცხადებს: თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აცხადებს, რომ ყოველ ადამინს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ”სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის არსს” (2006წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393.397 საქმეზე ”საქართველოს მოქალაქეები: ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.11.1)

მოთხოვნის არსი და დასაბუთება. 42-ე მუხლის 5-ე პუნქტი კრძალავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ქმედებებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლება.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ: საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლთან, 42-ე მუხლის 5-ე პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ ნაწილთან, 32-ე მუხლებთან, არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნორმის შემფარდებელს აძლევს შესაძლებლობას თავად დააწესოს სასჯელის ღონისძიება, თუნდაც ეს არ იყოს გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით - სასჯელად. ამ ვითარებაში სასამართლო გვევლინება, არაკანონიერების გამტარებლად, არამედ გვევლინება კანონშემოქმედად, რაც საქართველოს კონსტიტუციას ძირფესვიანად ეწინააღმდეგება. სადაც იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ