• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, ფრიდონ ინჯია და კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.05.2017
      • N2/8/859
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, ფრიდონ ინჯია და კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 859
ავტორ(ებ)ი კახა კუკავა, ფრიდონ ინჯია, გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი
თარიღი 2 დეკემბერი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა)კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

ბ)„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილით, კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ: პარლამენტის წევრობის კანდიდატების მიერ საარჩევნო ბლოკიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“. ზ/ა პირები წარმოადგენდნენ ზ/ა საარჩევნო ბლოკის პროპორციული სიის N 7, 8, 9 და 10 კანდიდატებს.

გ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისმე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.

ე) საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლი წყვეტს საპარლამენტო მანდატების განაწილების წესს.

ვ) სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

ზ) არ არსებობს ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია სადავო დადგენილების კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.


მოთხოვნის არსი და დასაბუთება

მოთხოვნა:

ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ 2016 წლის 18 ნოემბრის N3-Iს საქართველოს პარლამენტის დადგენილება შემდეგ ნაწილებში:

  1. დადგენილების 1-ლიპუნქტი: „1. ცნობილიქნეს 2016 წლის 8 ოქტომბერსარჩეულსაქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება თანდართული სიის შესაბამისად.“;
  2. ზ/ა დადგენილების თანდართული სიის შემდეგი პუნქტები:
  3. „6. ბენაშვილი გია“;„76. მაჭავარიანი ენძელა“;„132. წერეთელი გიორგი“; „112. სულეიმანოვი აზერ“.

ბ) შესაბამისად, გია ბენაშვილს, ენძელა მაჭავარიანს, გიორგი წერეთელს და აზერ სულეიმანოვს შეუწყდეთ პარლამენტის წევრობა;

გ) ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს მოსარჩელეების - კახა კუკავას, გოჩა თევდორაძის, ვაჟა ოთარაშვილის და ფრიდონ ინჯიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.

დასაბუთება: 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩევლის ხმათა 5%-ზე მეტი მიიღო სამმა სუბიექტმა: 1) „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48.68% (37 მანდატი); 2) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –27.11% (20 მანდატი); 3) „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5.01% (3 მანდატი). შესაბამისად, გაუნაწილებელი დარჩა 17 მანდატი.

საქართველოსცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატები გაანაწილა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 125-ე მუხლით დადგენილი წესით და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციისთვის“ ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი მანდატების განაწილების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი მანდატები, გადაანაწილა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“. შესაბამისად, სუბიექტებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის მანდატები: 1) „ქართული ოცნება“: 37 + 7= 44 მანდატი; 2) „ნაციონალური მოძრაობა“ – 20 + 7 = 27 მანდატი; 3) „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 + 3 = 6 მანდატი.

ცესკო-მ მანდატების განაწილებისას არ იხემძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რომელიც ადგენს რომ მანდატები უნდა გადანაწილდეს ყველა იმ სუბიექტზე, რომელმაც მიიღო ამომრჩევლის ხმათა 5%-ზე მეტი.

ცესკო-ს რომ მანდატები გაენაწილებინა კონსტიტუციური პრინციპის დაცვით, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“, ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი მანდატების მიღების შემდეგ, დარჩენილი გაუნაწილებელი 14 მანდატიდან მიიღებდა დამატებით 4 მანდატს და მივიღებდით შემდეგ სურათს:

„ქართული ოცნება“: 37 (48,68%) + 5 = 42 მანდატი;

„ნაციონალური მოძრაობა“: 20 (27,11%) + 5 = 25 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“: 3 (5,01%) + 3 (ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მანდატები) + 4 = 10 მანდატი

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო მანდატები გაანაწილა კონსტიტუციით დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, ჩვენი - მოსარჩელეების ნაცვლად საპარლამენტო მანდატები მიიღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 43-ე და 44-ე ნომრებმა (ენძელა მაჭავარიანმა და გია ბენაშვილმა) და „ნაციონალური მოძრაობის“ სიის 26-ე და 27-ე ნომრებმა (აზერ სულეიმანოვმა და გიორგი წერეთელმა)

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ