საქართველოს მოქალაქე ს.გ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N864 |
ავტორ(ებ)ი | ს. გ. |
თარიღი | 30 დეკემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დაცვით:
საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს:
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის და 1999 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-15 და მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოდის სადავო ნორმები, რადგან ისინი არსებითად ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. წარმოდგენილ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის და 1999 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნოემები, რომელთა საფუძველზე რეგულირდება შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოების უფლებამოსილება და ორდერის მოქმედების ვადა. სხვა არც ერთი სამართლებრივი აქტი არ აწესრიგებს სადავო საკითხებს. უფლების ხელყოფის მსხვერპლი: მოსარჩელე ს. გ. არის სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაისის მკვიდრი. 2009 წლიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოქალაქე გ. თ.. მათ ჰყავთ ორი შვილი: ბ. თ. და ჯ. თ.. წლების განმავლობაში, ს. გ. და მისი შვილები გ. თ. მხრიდან იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. გ. თ. ამათხოვრებდა ცოლ-შვილს და ყოველდღიურად გარკვეული თანხის მიტანას სთხოვდა. ს. გ. არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარებისათვის, რათა გამოცემული ყოფილიყო შემაკავებელი ორდერი ან განხორციელებული სხვა დამცავი ღონისძიებები, თუმცა უშედეგოდ. წლების განმავლობაში, მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები იტანდნენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. მხოლოდ 2016 წლის 6 ივლისს, მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და დამტკიცებულ იქნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ. რაც შეეხება მოსარჩელის შვილებს, მათ მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დღემდე გამოცემული არ არის შემაკავებელი ორდერი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე და მისი შვილები კვლავ საფრთხის ქვეშ დგებიან პოლიციის უმოქმედობის გამო. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა სადავო ნორმებით არის გაწერილი. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი“. ადმინისტრაცოიული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ,,ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.“ მოსარჩელე სადაოდ ხდის სიტყვას - ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და ფაქტზე ოპერატიული რეაგირება სამართალდამცველი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. სადავო ნორმის განმარტების შედეგად ირკვევა, რომ შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მიერ იდენტიფიცირებული იყოს ოჯახში ძალადობის შემთხვევა, მაგრამ მან მაინც არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მას ამ დისკრეციას სიტყვა ,,შეუძლია“ ანიჭებს. სადავო ნორმა პოლიციას შესაძლებლობა აძლევს ბოროტად გამოიყენოს დისკრეცია და ოჯახში ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცრების მიუხედავად, სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ მოძალადე მისი ახლობელია, მეგობარია ან სხვ) შემაკავებელი ორდერი არ გამოსცეს. უნდა აღინიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისა და მსხვერპლთა დაცვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს. თუ პოლიცია ბოროტად გამოიყენებს მის დისკრეციას და იდენტიფიცრებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს მაშინ იყენებს გაფრთხილებას, რომელიც სამართლებრივ მექანიზმს არ წარმოადგენს და მის შეუსრულებლობას არც რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვება. საქართველოში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ გაფრთხილება და შემთხვევა ფატალურად დასრულდა (კიუნაი ისაევას საქმე). სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციელს შემაკავებელი ორდერის არ გამოცემის შემთხვევაში გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლოს, რითაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ინტერესებს, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ გაფრთხილების შემოფარგვლით მსხვერპლთა მკვლელობის ან/და განმეორებადი ძალადობის ჩადენის შემთხვევები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიციის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ამტკიცებს სასამართლო. სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს ის, რომ თუ იგი ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი კანონის დარღვევით არის გამოცემული, არ დაამტკიცოს. შესაბამისად, სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადეს არ წაერთმევა დაცვის შესაძლებლობა, თუ ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი უკანონოდ არის გამოცემული იგი დამტკიცების ეტაპზე სასამართლოზე წარადგენს თავის მოსაზრებას. სასამართლო კონტროლის მექანიზმი რამდენად კანონიერად გამოსცა პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არსებობს. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, პრობლემას წარმოადგენ ის, რომ პოლიცია არ გამოსცემს ხოლმე შემაკავებელ ორდერს და სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ორდერის გამოცემის კანონიერებაზე. შემაკავებელი ორდერების სასამართლომდე მიტანა და სასამართლო კონტროლი არის სისტემური პრობლემა. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, ჩვენ პოლიციელს ვაძლევთ შესაძლებლობას ოჯახში ძალადობის ფაქტის მის მიერ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაცვის გარეშე დატოვოს მსხვერპლი და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პოლიციისათვის ამგვარი უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-15 მუხლებს ეწინააღმდეგება. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კი განსაზღვრავს, რომ ,,შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“. მოსარჩელე სადავოდ ხდის შემაკავებელი ორდერის ერთ თვემდე ვადას. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად შემაკავებელ და დამცავ ორდერებს ერთი და იგივე მიზანი გააჩნიათ. მათი მიზანია ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირება, მსხვერპლის დაცვა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით (ვადა მკაცრადაა კანონით რეგლამენტირებული), ხოლო დამცავ ორდერს სასამართლო გამოსცემს 6 თვემდე ვადით (კანონით ვადა მკაცრადაა რეგლამენტირებული). შემაკავებელი ორდერის დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება დამცავი ორდერის დაცვის ქვეშ მსხვერპლთან შედარებით. ერთი და იგივე მიზნით გამოცემულ ორდერებს (განსხვავდებიან გამომცემი ორგანოები და მიმართვის სუბიექტები). შემაკავებელი ორდერერის მოქმედების ვადა თავშესაფრარში მოთავსების 3 ვადაზეც ნაკლებია და მსხვერპლის მინიმალურ დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს. ერთ თვემდე ვადაში შეუძლებელია დაიგეგმოს მსხვერპლის დაცვის ღონისძიებები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო აქტის შინაარსი : ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი სიტყვები: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით; საქართველოს კანონის 1999 წლის 23 ივლისის საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობა
სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ ნაწილს ეწინააღმდეგება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. სიცოცხლის უფლება დამცავი უფლებაა. არავის არა აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას. სიცოცხლის უფლების დაცულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათ შორის ადეკვატური კანონმდებლობის არსებობით. სახელმწიფოს ევალება არა მარტო არ ჩაერიოს სიცოცხლის უფლებით დაცულ სფეროში, არამედ მისი ეფექტური დაცვაც უზრუნველყოს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - Ogur v Turkey, 1999-III; 31 EHRR 912 GC განმარტა, რომ სიცოცხლის უფლება დაცულია როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი მოქმედებებისაგან. ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის დებულება, რომ „სიცოცხლეს იცავს კანონი” სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემით. იგი ვალდებულებათა ორ ძირითად ჯგუფს მოიცავს – სიცოცხლის უფლების დამცავი კანონის (კანონმდებლობის) არსებობას და ამ კანონის ეფექტურ აღსრულებას“[1]. ადამიანის უფლებათა ავროპულმა სასამართლომ საქმეში Oneryilidis v Turkey, 2004-XII; 41 EHRR 325 GC.განაცხადა, რომ კანონი უნდა კრძალავდეს ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევას და აწესებდეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის ხარისხი და სასჯელის ზომა ამ უფლების დარღვევის პროპორციულად იქნეს განსაზღვრული. თვით უხეში დაუდევრობისთვისაც კი თუკი მას შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, უთუოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს. კანონი უნდა კრძალავდეს არა მარტო ადამიანის სიცოც ხლის უშუალო ხელყოფას, არამედ სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ ნებისმიერ მოქმედებას, იმის მიუხედავად გამოიწვია თუ არა მან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებები იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს ნებისმიერი ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანისათვის სიცოცხლის საფრთხის შექმნასთან, ან ასეთი საფრთხის შექმნის რისკთან და იქონიოს შესაბამისი კანონმდებლობა თუ ინსტრუქციები. კანონი, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს, უნდა იყოს საკმარისად განჭვრეტადი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც წარმოიშობა ძალადობისაგან დაცვის საჭიროება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Angelova and Iliev v Bulgaria, no. 55523/00, § 92,ECHR 2007-IX; ECHR 2007; Rantsev v Cyprus and Russia, no. 25965/04, § 232, ECHR 2010. განაცხადა, რომ ეფექტური კანონმდებლობის არსებობა საკმარისი არ არის. თანაბრად მნიშვ ნელოვანია მისი ეფექტური აღსრულება. სახელმწიფო ვალდებულია, ჰქონდეს კანონის აღსრულების იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილებას, ისე პასუხისმგებელ პირთა დასჯას. სახელმწიფო მოვალეა, განახორციელოს ღონისძიებები და აღკვეთოს პოლიციელების მიერ ადამიანის არამართლზომიერი მოკვდინება მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. სახელმწიფო პრინციპულად მოვალეა იზრუნოს საიმისოდ, რომ აღკვეთოს სიცოცხლის საფრთხე. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი“. ადმინისტრაცოიული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ,,ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.“ მოსარჩელე სადაოდ ხდის სიტყვას - ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და ფაქტზე ოპერატიული რეაგირება სამართალდამცველი ორგანოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. სადავო ნორმის განმარტების შედეგად ირკვევა, რომ შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მიერ იდენტიფიცირებული იყოს ოჯახში ძალადობის შემთხვევა, მაგრამ მან მაინც არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მას ამ დისკრეციას სიტყვა ,,შეუძლია“ ანიჭებს. სადავო ნორმა პოლიციას შესაძლებლობა აძლევს ბოროტად გამოიყენოს დისკრეცია და ოჯახში ძალადობის შემთხვევის იდენტიფიცრების მიუხედავად, სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე (მაგალითად, თუ მოძალადე მისი ახლობელია, მეგობარია ან სხვ) შემაკავებელი ორდერი არ გამოსცეს. უნდა აღინიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისა და მსხვერპლთა დაცვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს. თუ პოლიცია ბოროტად გამოიყენებს მის დისკრეციას და იდენტიფიცრებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს მაშინ იყენებს გაფრთხილებას, რომელიც სამართლებრივ მექანიზმს არ წარმოადგენს და მის შეუსრულებლობას არც რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვება. საქართველოში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ გაფრთხილება და შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციელს შემაკავებელი ორდერის არ გამოცემის შემთხვევაში გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლოს, რითაც საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ინტერესებს, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ გაფრთხილების შემოფარგვლით მსხვერპლთა მკვლელობის ან/და განმეორებადი ძალადობის ჩადენის შემთხვევები. პრობლემის საილუსტრაციოდ, მოგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქმეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის - კიუნაი ისაევას მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობას ეხება. 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კიუნაი ისაევას ოჯახის წევრებმა კიუნაი ისაევას ა და მის ბებიაზე მსხვერპლის მეუღლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, 112-ში დარეკეს და პოლიციის დახმარება მოითხოვეს. მეუღლე კიუნაი ისაევას და მის ბებიას დაემუქრა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და ორივეს მოკლავდა. ამის შესახებ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა ფონიჭალის პოლიციას შეატყობინეს. ფონიჭალის პოლიცია კი მოძალადისათვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სამსახურეობრივ გულგრილობას შედეგად ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მოჰყვა. 12 ივლისის ღამეს კიუნაი ისაევას თავისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა. პოლიციის სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოძიება მიმდინარეობს ქ. თბილისის პროკურატურაში (საქმის #010130716803). 2015 წლის 20 მარტს, სიღნაღში ყოფილმა მეუღლემ 27 წლის ქალბატონო მოკლა. აღნიშნულ საქმეში იკვეთებოდა პოლიციელთა სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. 2016 წლის 9 დეკემბერს, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა თელავში. 33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა სანადირო თოფით, თავის არეში მიაყენა. ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ ბეჟუაშვილს, მეუღლის ცემისთვის, სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მას ყოფილ მეუღლესთან მიკარება ეკრძალებოდა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა და მის აღსრულებაზე კონტროლი პრობლემას წარმოადგენს. 2016 წლის შვიდ თვეში, საქართველოში ფემიციდის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, 10 თვის მონაცემებით კი - 13. უფლებადამცველები ფემიციდის სავალალო სტატისტიკაზე საუბრობენ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, sazogadoebis gulgril damokidebulebasTan erTad, mTavar gamowvevas dacvisa da daxmarebis RonisZiebebis araefeqturi gamoyeneba warmoadgenდა. xSirad, Zaladobis msxverpl qalTa dasacavad ar xdeboda im meqanizmebis gamoyeneba, romelic kanoniT aris gaTvaliswinebuli da Sesabamisad, maTi Txovna daxmarebis Taobaze samarTaldamcavebis mxridan ugulebelyofili rCeboda. ამავე ანგარიშის თანახმად, 2014 wels moklulia 33 qali. სახალხო დამცველის ოფისის გენდერული დეპარტამენტის 2015 წლის სპეციალური ანგარიშის თანახმად ,,შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა. ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე“. სადავო ნორმა მოქმედებდა 2014 წელსაც, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებმა პიკს მიაღწია (მოკლული 33 ქალი). 2015-2016 წლებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით გაჩნდა მეტი პოლიტიკური ნება და სახელმწიფოს მითითება, რომ პოლიციელს გამოეცა უფრო მეტი შემაკავებელი ორდერი, ვიდრე 2014 წელს და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ გაფრხილებით. მიგვაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა-არგამოცემა დამოკიდებული უნდა იყოს მის ადეკვატურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე და არა პოლიტიკურ ნებაზე ან ცალკეული პოლიციელების კეთილსინდისიერებაზე. სადავო ნორმით პოლიციელს ვუბიძგებთ ყოველგვარი კონტროლის გარეშე ოჯახში ძალადობის ფაქტზე არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რასაც შესაძლოა მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა მოჰყვეს. გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის 9 ივნისის საქართველოში ვიზიტის ანგარიშის 46-ე პუნქტის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინებების დაბალი მაჩვენებლით, რაც გამოწვეულია გენდერული სტერეოტიპებით, სამართალდამცავების მიერ ამგვარი შემთხვევების არასათანადო გამოძიებით და მსხვერპლთა დაცვის არასაკმარისი ღონისძიებებით, მათ შორის, შემაკავებელი ორდერების არასათანადო აღსრულებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიციის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ამტკიცებს სასამართლო. სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს ის, რომ თუ იგი ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი კანონის დარღვევით არის გამოცემული, არ დაამტკიცოს. შესაბამისად, სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადეს არ წაერთმევა დაცვის შესაძლებლობა, თუ ჩათვლის, რომ შემაკავებელი ორდერი უკანონოდ არის გამოცემული იგი ორდერის დამტკიცების ეტაპზე სასამართლოზე წარადგენს თავის მოსაზრებას. სასამართლო კონტროლის მექანიზმი რამდენად კანონიერად გამოსცა პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არსებობს. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, პრობლემას წარმოადგენ ის, რომ პოლიცია არ გამოსცემს ხოლმე შემაკავებელ ორდერს და სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ორდერის გამოცემის კანონიერებაზე. შემაკავებელი ორდერების სასამართლომდე მიტანა და სასამართლო კონტროლი არის სისტემური პრობლემა. სადავო ნორმის არსებობის პირობებში, ჩვენ პოლიციელს ვაძლევთ შესაძლებლობას ოჯახში ძალადობის ფაქტის მის მიერ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაცვის გარეშე დატოვოს მსხვერპლი და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პოლიციისათვის ამგვარი უკონტროლო უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ ნაწილს ეწინააღმდეგება. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან 2016 წლის 8 დეკემბერს გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში შევიდა 2728 შემაკავებელი ორდერი დასამტკიცებლად, სასამართლოს მიერ დამტკიცდა 2607 შემაკავებელი ორდერი. 2016 წლის 9 თვის განმავლობაში, სასამართლოში შევიდა 2414 შემაკავებელი ორდერი, დამტკიცდა 2260 შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ ფუნქტთან მიმართებით. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი სიტყვები: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით; საქართველოს კანონის 1999 წლის 23 ივლისის საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა: ,,შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან წინააღმდეგობასადავო ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის ღირსება გააჩნია უკლებლივ ყველა ადამიანს ასაკის, ეროვნების, წარმოშობის, სქესის, ქონებრივი მდგომარეობისა, თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის მიუხედავად. ადამიანის ღირსების სამართლებრივი გაგება გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ყოფითი მნიშვნელობა. ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობით და ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით კანონის საფუძველზე და კანონთა გამოყენების პროცესში. ადამიანის ღირსების უზრუნველყოფა სამართლიანობის დაცვაშიც გამოიხატება. უსამართლო კანონი თუ სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში და გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და ისინი არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლნი. სადავო ნორმები არსებითად ლახავენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივ ინტერესენს და მის ღირსებას, მსხვერპლები წლების განმავლობაში არიან არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მეხვერპლნი და ამაოოდ მიმართავენ პოლიციას დაცვის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით. სადავო ნორმა შესაძლებლობას აძლევს პოლიციას ბოროტად გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და ოჯახი ძალადობის ფაქტზე არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. სადავო ნორმა ლახავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ღირსებას და კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს ეწინააღმდეგება. ქვეყანაში დამკვიდრებული სამართლებრივი სისტემა მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დაუცველობის განცდას რომლიც უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომლებსაც ის გამოიყენებს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა-გამოსწორებისათვის. ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება ადამიანის ღირსებისა და მისი სხვა ძირითადი უფლებების ერთ-ერთი უმძიმესი დარღვევაა. ადამიანის უფლება, იყოს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელისაგან დაცული – აბსოლუტური უფლებაა. ეს უფლება შეეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს (Kontakt-Information-Therapie and Hagen v Austria, No 11921/86, 57 DR 81 (1988)). წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს. ეს აკრძალვა მისი ნეგატიური ვალდებულებაა. მაგრამ მას იმავდროულად ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც იმისა, რომ თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას კერძო პირთა მხრიდან ასეთი მოპყრობისაგან (Castello-Roberts v UK (1993) 19 EHRR 112 paras 26-28, A v UK (1998) 27 EHRR 611). შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე ფუნქტებთან მიმართებით. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები: ,,1 თვემდე ვადით.“ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვები: ,,არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან წინააღმდეგობაკანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტებით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე და რომლებიც ასეთივე თანაბარ მოვალეობებს უკავშირდება. თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც, აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა ასევე შეუთავსებელია თანასწორობასთან. სახელმწიფოს ვალდებულებანი თანასწორობის პრინციპთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ თანასწორ შემთხვევებს ერთგვაროვნად მოეპყრას, ხოლო არათანასწორს – განსხვავებულად. ამასთან, იგი არ უნდა იყოს თვითნებური და არსებითად უნდა იყოს დაკავშირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან[2]. ამ მუხლით დაცულია ადამიანთა იურიდიული თანასწორუფლებიანობა მათი რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა კუთვნილების მიუხედავად. იგი ადამიანს უკანონო დისკრიმინაციისაგან იცავს. თანასწორობა გულისხმობს, რომ ყველას სამართლებრივი დაცვის თანაბარი შესაძლებლობები გააჩნდეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Zarb Adami v Malta, hudoc (2006) 44 EHRR 49 para 71 განაცხადა, რომ დისკრიმინაცია, ეს არის შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად შემაკავებელ და დამცავ ორდერებს ერთი და იგივე მიზანი გააჩნიათ. მათი მიზანია ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირება, მსხვერპლის დაცვა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით (ვადა მკაცრადაა კანონით რეგლამენტირებული), ხოლო დამცავ ორდერს სასამართლო გამოსცემს 6 თვემდე ვადით (კანონით ვადა მკაცრადაა რეგლამენტირებული). შემაკავებელი ორდერის დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება დამცავი ორდერის დაცვის ქვეშ მსხვერპლთან შედარებით. ერთი და იგივე მიზნით გამოცემულ ორდერებს (განსხვავდებიან მხოლოდ გამომცემი ორგანოები და მიმართვის სუბიექტები) განსახვავებული მოქმედების ვადა გააჩნიათ და ამ განსხვავებას არ აქვს გონივრული გამართლება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა თავშესაფრარში მოთავსების 3 ვადაზეც ნაკლებია და მსხვერპლის მინიმალურ დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს. ერთ თვემდე ვადაში შეუძლებელია დაიგეგმოს მსხვერპლის დაცვის ღონისძიებები. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა