სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-რემზი შარაძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac879 |
თარიღი | 29 მარტი 2018 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N879) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
ზურაბ სვანიძის საკონსტიტუციო სარჩელი არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საწინააღმდეგო: 1)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 თებერვალს ზურაბ სვანიძისათვის გაგზავნილი #13819 წერილიდან ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 08.05.2002 წელს გაცემული #2/2266-98 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდს, შპს დავითი და კონსტანტინეს, სს ოქროს საწმისს, კოტე ტრაპაიძეს, თეიმურაზ ლომთაძეს და ნანა ლომთაძეს დაეკისრათ თანხის გადახდა ზურაბ სვანიძის სასარგებლოდ. წერილიდან ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს არაერთი სააღსრულებო წარმოება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 08.05.2002 წელს გაცემული #2/2266-98 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად მოვალის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი თბილისი, პასტერის ქუჩა #2, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #144, ს/კ 01.13.08.001.003.01.505 რეგისტრირებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს 29.12.2003 წლის #01/09 მიმართვით რეგისტრირებულია ყადაღები კრედიტორთა, მათ შორის ნ ზურაბ სვანიძის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.“ ზურაბ სვანიძეს მოვალის ქონება აქვს თავისთვის დაგულებული. თვლის რომ ის არის მისი საკუთრება და უნდა ჩატარდეს უამრავი აუქციონი, რომ გინდა თუ არა მოვალის უძრავი ქონება გახდეს მისი საკუთრება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მიხედვით: 1) საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3-ე პუნქტის თანახმად: 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამ მუხლით დაცულია და უნდა იყოს მომავალში დაცული მოვალის ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდის, შპს დავითი და კონსტანტინეს, სს ოქროს საწმისის, კოტე ტრაპაიძის, თეიმურაზ ლომთაძის და ნანა ლომთაძის სახელზე რიცხული უძრავ ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, პასტერის ქუჩა #2, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #144, ს/კ 01.13.08.001.003.01.50. ზურაბ სვანიძე დასცინის მოვალეებს, რომ თითქოს ეს ქონება არის მისი საკუთრება და მოვალეები მას ართმევენ ამ ქონებას და თუ მოვალეების ეს ქონება სამჯერ არ იქნება რეალიზებული აუქციონზე. ამ შემთხვევაში ზურაბ სვანიძის დაკმაყოფილების გარეშე ყადაღა მოეხსნება მოვალის უძრავ ქონებას. 2) საქართველოს ეროვნული სააღსრულებოს ბიუროს მიერ აუქციონების ჩატარება არის არაკონსტიტუციური და მით უმეტეს მეორე განმეორებითი აუქციონის არსებობა, რადგან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, ის ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 3-ე ნაწილთანაც: ხდება მოვალეზე ქონების ძალად წართმევა და კრედიტორის სასარგებლოდ მისი რეალიზაცია. ზურაბ სვანიძეს და მის წარმომადგენელს კი სურთ დანარჩენს ორ აუქციონთან ერთად უამრავი მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარება. მას და მის წარმომადგენელს არ ესმის თუ რას ნიშნავს საკუთრება. . მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), ზოგადი დებულებები სამართლებრივი წესწყობილების მიზანია, უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და თითოეული ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ადამიანის განვითარება შეუძლებელია, თუ ადამიანს არა აქვს განვითარების სივრცე და თავისუფალი განკარგვის საგნები: საკუთრება სხვა არაფერია, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა. ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის თავისუფლებასა და საკუთრებას, მათ შორის, კერძო საკუთრებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას. ბ) კონსტიტუციის გაგებით, საკუთრება არის არა მხოლოდ საკუთრება კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ყველა ქონებრივი უფლება. სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი. საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, ხოლო პირს, რომელიც ფლობს ნივთს, მფლობელი . ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება. საკუთრების ცნების მესამე კომპონენტია განკარგვა. განკარგვა გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას – შეიძლება იგულისხმებოდეს მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურებაც კი. შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სახელმწიფომ საერთოდ და პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს კრედიტორისა და მოვალის საქმეში. მან კანონით უნდა დაარეგულიროს მათი ურთიერთობა. ქონება უნდა გაიყიდოს მხოლოდ და მხოლოდ მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმებით. მორიგების ანუ შეთანხმების შემთხვევაში მოვალეს არ ექნება სათქმელი, რომ სახელმწიფომ საკუთრება ძალით, უკანონოდ ჩამომართვა და გადასცა კრედიტორს. როდესაც მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმება იქნება ეს მომგებიანი იქნება კრედიტორისათვის და გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნებათ მხარეებს და სახელმწიფოს, თორემ რა გამოდის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო რეესტრით მოვალე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, მას ძალად გაუყიდის სახელმწიფო ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აღსრულების ეროვნული ბიურო მეშვეობით, მესაკუთრე ხდება სხვა პირი. სახელმწიფო უკანონოდ გვართმევს საკუთრებას და გადასცემს კრედიტორს.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტურიდა მნიშვნელოვანი უფლებაა. როგორია აღნიშნული საკითხების რეგულირება უცხოქვეყნების კანონმდებლობით? საკუთრების უფლებაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს საკუთრების უფლების შინაარსი: თუ ხელყოფა ხდება საჯარო ან საერთო ინტერესიდან გამომდინარე ასეთ დროსაც სახეზე უნდა იყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა და შესაბამისი, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა.
ასევე ყურადსაღებია, რომ სხვა პირზე დანაშაულებრივი გზით წართმეული უძრავი ქონების გატანას აუქციონებზე არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონები და მისი დაბრუნება არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გასხვისდა და ის ვის საკუთრებაშია და თუ გინდ იყოს კეთილსინდისიერი შემძენი, ამ ქონების (საკუთრების) დაბრუნება შესაძლებელია სასამართლოს მიერ მიუხედავად ხანდაზმულობისა, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქე ნოდარ დვალის კონსტიტუციური სარჩელი №550 („საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია. როგორც ზემოთ ავღნიშნე სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონზე გატანა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტს თუ აუქციონები უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, თუ ეს ქონება არ გათავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება კვლავ განხორციელდება და აღნიშნული ქონება არ დაუბრუნდება მოვალეს გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ამით მოხდება უკანონობის დაკანონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რაც შეეხება ზურაბ სვანიძის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ზურაბ სვანიძეს საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი აქვს სხვა პირისათვის საკუთრების წართმევისათვის და ასეთ უფლებას და თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია და მისი არცერთი მუხლი არ ცნობს და არცერთ მუხლში არ არის მითითებული.ასეთი უფლება და თავისუფლება. არ მგონია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ნორმა-,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რადგან ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევში მოვალის ქონებაზე აღსრულებას ვერ გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული და ასევე აუქციონები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამიტომ ჩემი მოსაზრებაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ზურაბ სვანიძის N 879 კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად არ იქნას ცნობილი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი. |