• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.05.2022
      • N1/2/876
      • გადაწყვეტილება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ნოდარ პაპუკაშვილი
      • 24.07.2017
      • ac876
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- გიგა კვერენჩხილაძე
      • 2.05.2017
      • ac876
      • amicus curiae
    • უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.03.2017
      • N876
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №1/10/876 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/10/876
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე,
თარიღი 7 აპრილი 2017
გამოქვეყნების თარიღი 7 აპრილი 2017 18:29

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: უცხო ქვეყნის საწარმო„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №876) მიმართა უცხო ქვეყნის საწარმომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 20 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 აპრილს.

2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

3. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანით.

4. საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.

5. №876 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „ოჯთ“-მ სარჩელი აღძრა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“, „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობის“, ასევე სხვა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 100 537 172 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება. შპს „ოჯთ“-ს განმარტებით, მოპასუხეები ახორციელებენ თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას და არღვევენ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 10 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და სადავო ნორმაზე დაყრდნობით სრულიად დააკმაყოფილა შპს „ოჯთ“-ს სარჩელი.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვების შემოღება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის №2301-რს დადგენილებით) მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხსენებული კონვენცია ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდების შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არღვევს როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ასევე სცილდება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტებზე. არაჯანსაღ კონკურენციად მიიჩნევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და არა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ან ფასწარმოქმნის სხვა რაიმე შეზღუდვა. მოსარჩელის აზრით, მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი ბაზარზე სუბიექტების თავისუფალი საქმიანობა და ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბება.

8. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისათვის ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქმედებებით ხელი შეუწყოს ბაზარზე საწარმოს დაშვებას. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №876 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №876 (უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ