სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac477 |
თარიღი | 7 ივლისი 2011 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №477 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
I შესავალი“სასამართლო მეგობრის” წერილობითი მოსაზრების წარდგენის სამართლებრივი საფუძველი. 1. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე 14-ე (პრიმა) მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის, როგორც “სასამართლო მეგობრის” წერილობით მოსაზრებას. გასაჩივრებული საქმის არსი და მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციასთან. მოცემული საქმე ეხება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვალდებულებას. საქართველოს კანონმდებლობის, თანახმად საქართველოს მოქალაქეს არ ეძლევა სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც ალტერნატიული სამსახურის გავლის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად. ზემოაღნიშნული უთანასწორობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. შესაბამისად, 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს მინიჭებული აქვთ უფლება თავიანთი აღმსარებლობისა და რწმენის შესაბამისად, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან უარი თქვან მასზე რელიგიური თუ ფილოსოფიური მოსაზრებების გამო, მაშინ როდესაც ანალოგიური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წართმეული აქვთ სამხედრო სარეზერვო სამსახურს დაქვემდებარებულ პირებს. სადავო ნორმას წარმოადგენს: “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი. (ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა), რომელიც მოსარჩელის მტკიცებით არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა) და მე-19 მუხლის პირველ (ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება) და მე-3 პუნქტებს (დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვათა უფლებეს). II ინფორმაცია “სასამართლო მეგობრის” თაობაზე”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამათვრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძვნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. Oორგანიზაციის წევრები პროფესიონალი ადვოკატები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანცებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. Oორგანიზაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და საზოგადებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით. კონსტიტუციის 42-ე მუხლს დაარსებიდან დღემდე არაერთი სარჩელის ინიცირება მოუხდენია საკონსტიტუციო სასამართლოში. Oორგანიზაცია ამჟამადაც ახორციელებს პროექტს “საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა“, რომელიც სხვა აქტივობებთან ერთად გულისხმობს საკოსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე “სასამართლოს მეგობრის” წერილობითი მოსაზრებების წარდგენას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ორგანიზაციის გამოცდილების, მიმდინარე პროექტის მიზნებისა და სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხის მიმართ ორგანიზაციის დაინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სასამართლოსათვის ღირებული იქნება ჩვენი წერილობითი მოსაზრება. III განსახილველი საკითხის მნიშვნელობაორგანიზაციის გადაწყვეტილება წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დასკვნა სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელზე, განაპირობა, განსახილველი საკითხის (სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, როგორც რელიგიის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი) მნიშვნელობამ, რაზეც ნათლად მეტყველებს ის გარემოება, რომ ბოლო დროის განმავლობაში ზემოაღნიშნული თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ რეგიონალური სასამართლოების განხილვის აქტუალურ საგნად იქცა. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ევროპის სახელმწიფოთა უმეტესობაში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მიმართ ერთგვაროვანი მიდგომა ჩამოყალიბდა, რაც არსებითად განსხვავდება მოცემული საკითხის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გამოვლენილი მიდგომისაგან. “სასამართლოს მეგობარს” მიაჩნია, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, აუცილებელია სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სადავო ნორმის განხილვა მოხდეს ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობაში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მიმართ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი მიდგომის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და სასამართლოების მიერ აღნიშნული საკითხის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების ფონზე, სწორედ აღნიშნული საშუალებას მისცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ სადავო ნორმა განიხილოს საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებთან და ევროპის ქვეყნების ერთგვაროვან მიდგომასთან მიმართებაში, რის გამოც წერილობითი მოსაზრების წარდგენა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
IV “სასამართლოს მეგობრის” მიერ განხილული საკითხები:ა.ა.ი.პ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" თავის წერილობით მოსაზრებაში განიხილავს, სამხედრო სამსახურისადმი კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას, როგორც რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების მექანიზმს, ქვემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანოების ორგანიზაციების და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გამოცდილების გათვალისწინებით. • გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მექანიზმები; • ადამიანის უფლებათა ევროპის კომისია; ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს; ევროპის საბჭოს შეხედულებები კეთილსინდისიერ წინააღმდეგობაზე;
შესაბამისად, დასკვნის გაკეთებამდე, “სასამართლოს მეგობარი” ასევე გაამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციაზე, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტზე.
IV.I გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების პოზიცია კეთილსინდისიერი წინაღმდეგობის საკითხის მიმართსაქართველო "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს" მიუერთდა 1994 წელის 3 აგვისტოს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-8 და მე-18 მუხლები შეიცავენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-4 და მე-9 მულების ანალოგიურ დებულებებს იმის თაობაზე, რომ არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი და სავალდებულო სამუშაოს შესრულება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლების აღიარების თაობაზე მსჯელობა, ჯერ კიდევ გაეროში საქართველოს გაწევრიანებამდე დაიწყო. კერძოდ, 1987 წლის 10 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ მიიღო რეზოლუცია 1987/46 , რომლითაც მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის აღიარებისკენ, რომელიც უნდა განმტკიცებულიყო, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით გათვალისწინებული აზრის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობის მექანიზმი. მოგვანებით, 1989 წლის 8 მარტს მიღებული რეზოლუციით, კომისიამ #1989/59 განმარტა, რომ: “სამხედრო სამსახურისადმი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება წარმოადგენს აზრის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების განხორციელების მექანიზმს, რომელიც დაცულია, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორის პაქტის მე-18 მუხლით". და მოუწოდა წევრს სახელმწიფოებს შესაბამისი კანონმდებლობისა და ზომების მიღებისაკენ, რაც უზრუნველუოფდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირის განთავისუფლებას სამხედრო სამსახურის შესრულების ვალდებულებისაგან". 1989/59 წლის რეზოლუციის ტექსტი კომისიამ არაერთხელ გაიმეორა თავის #1993/84, 1995/83, 1998/77, 2000/34 და 2002/45 რეზოლუციებში. 1993 წლის 30 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის საზედამხედველო ორგანოს, მიიღო ზოგადი კომენტარი #22, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვითაც: ”მართალია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი არ ითვალისწინებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას, მაგრამ კომიტეტის მოსაზრებით აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მისი მე-18 მუხლიდან, ვინაიდან პირისთვის სამხედრო სამსახურის დავალდებულება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს იარაღის გამოყენებას მოწინააღმდეგის მიმართ, შესაძლებელია სერიოზულ კონფლიქტში მოდიოდეს მის მრწამსთან, სინდისთან და რელიგიურ შეხედულებებთან”. ზემოაღნიშნული პოზიციის განმტკიცება მოხდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხვადასხვა გადაწყვეტილებებით ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით, მაგალითისთვის: Westerman v, The Netherlands, F.Foin v France, Maille v France, M.Veiner and P.Nicholas v France განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქმე Yeo-Bum Yoon and Myung-Jin Choi v Republic of Korea, რომელშიც კომიტეტმა დაასკვნა, რომ მოცემული საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის კონტექსტში, რომლის განმარტებაც იცვლებოდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დოკუმენტის შინაარსისა და მიზნების გათვალისწინებით. აღნიშნულ საქმეში კომიტეტმა დაასკვნა, რომ პაქტის მე-18 მუხლი მოიცავდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას და მე-18 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები შეზღუდვების განხილვის შემდეგ დაადგინა პაქტის მე-18 მუხლის დარღვევა 2002 წლის 14 მარტს Gგაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში, შემდეგი სათაურით:სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სამხედრო სამსახურთან მიმართებაში. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მიმართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალური დაცვის მექანიზმების პოზიციისა და პრეცედენტების ვრცლად მიმოხილვის შედეგად, კომისიამ დაასკვნა, რომ არსებული ნორმები, რომლებიც განამტკიცებენ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას მოიაზრებენ სამხედრო სამსახურის მიმართ კეთისინდისერი წინააღმდეგობის უფლებას. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაერთ დასკვნით მოსაზრებაში ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მიამრთ და მოუწოდა შესაბამის სახელმწიფოებს მიეღოთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ხოლო ასეთი კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაში, ცვლილებები შეეტანა ყველა იმ დებულებაში, რომელიც აღნიშნული საკითხის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ განხილვის საგნად იქცა. მაგალითად გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა რელიგიისა და აღმსარებლობის საკითხებზე კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა და ინდივიდუალური განაცხადებიც განიხილა. სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა გაროს სამუშაო ჯგუფებმაც უკანონო პატიმრობის საკითხებზე. აღნიშნულმა ჯგუფმა მიიჩნია რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე პირის დაპატიმრება, უკანონო პატიმრობის ერთერთ სახეს წარმოადგენდა . ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სასამართლოს მეგობარი” საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებას ამხვილებს იმ გარემოებაზე, რომ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების, ისევე, როგორც მისი სხვა სტრუქტურული ერთეულების პოზიცია სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისერი წინაარმდეგობის საკითხზე ერთსულოვანია და ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება გამომდინარეობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებიდან.
IV.II ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიის და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პოზიცია კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მიმართსაქართველო ევროპის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე გახდა 1999 წელს, რის შემდეგაც მას წარმოეშვა კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა დავცის ვალდებულება, როორც საკანონმდებლო დონეზე ასევე პრაქტიკული კუთხით. ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლებას. აღნიშნული მუხლის მიხედვით "ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისის, და რელიგიის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს რელიგიის და რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან, ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიაგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით". მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით აღნიშნული უფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა თუ თავისუფლებათა დასაცავად კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის თემასთან მიმართებით ასევე აღსანიშნავია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-4 მუხლი, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. "არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება" ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად: "იძულებით შრომად არ ითვლება სავალდებულო სამხედრო სამასხურის ნაცვლად, ალტერნატიული სამსახურის გავლა, იმ ქვეყნებში სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლება აღიარებულია"
IV.II.I ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიის პოზიციააღსანიშნავია რომ ევროპის კომისია ადრეულ გადაწყვეტილებებში სწორედ კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტს იშველიებდა, იმის დასასაბუთებლად, რომ კონვენცია არ უზრუნველყოფდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე პირის სამხედრო სამსახურის შესრულებისაგან განთავისუფლებას, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებებში საკითხი სხვაგავარდ იდგა ვიდრე მოცემულ საკონსტიტუციო სარჩელში. კომისიის მიერ განხილულ ადრეულ საქმეებში, როგორც წესი დავის საგანს წარმოადგენდა ალტერნატიული სამსახურის გარკვეული ასპექტები და არა აღნიშნული სამსახურის არსებობა როგორც ასეთი. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხის მიმართ ევროპის კომისის დამოკიდებულების ილუსტრირებისათვვის მართებულად მიგვაჩნია რამდენიმე საქმის ხსენება. საქმეში G Grandrath v Federal Republic of Germany ევროპის კომისიამ უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის კონვენციის მე-9 მუხლის ქვეშ განხილვაზე და კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ევროპის კონვეცია არ მოიცავდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე სამხედრო სამსახურის შესრულებისგან განთავისუფლების უფლებას. Kკომისიის მოსაზრებით, კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის ტექსტი, კერძოდ კი ფრაზა “ქვეყნებში სადაც ასეთი უფლება აღიარებულია” აშკარად მიუთითებდა, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარების არჩევანი კონვენციის მაღალ ხელშემკვრელ მხარეებზე იყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყვნენ აღნიშნული სახელმწიფოები ვალდებულნი უზრუნველყოთ ალტერნატიული შრომითი სამსახურის არსებობა თუ ეს უკანასკნელნი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფელბას აღიარებდნენ, Grandrath v Federal Republic of Germany გადაწყვეტილების შემდგომ გამოტანილ გადაწყვეტილებებში: A. v Switzerland App. No.10640/83, Johansen v Norway App. No.10600/83 კომისია ანალოგიურ დასკვნებამდე მიდიოდა, თუმცა საქმეში N v Sweden ევროპის კომისიამ შეცვალა საკითხისადმი დამოკიდებულება და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი კონვენციის მე-9 მუხლის ქვეშ უნდა განხილულიყო. მიუხედავად ამისა, კომისია მაინც თავს იკავებდა სადავო საკითხის მხოლოდ კონვენციის მე-9 მუხლის ქვეშ განხილვაზე და საკითხს განიხილავდა მაგალითად კონვენციის მე-14 მუხლის ქვეშ კონვენციის მე-9 მუხლთან მიმართებით. სწორედ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა დაადგინა კომისიამ კონვენციის მე-9 მუხლთან მიმართებით საქმეში Tsirilis and Kouloumpas v Greece რომლის მიხედვითაც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ გათავისუფლებულნი სამხედრო სამსახურის შესრულების ვალდებულებისგან, მაშინ როდესაც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ასეთი ვალდებულებისგან განთავისუფლებულები იყვნენ.
IV. II. II. ევროპის სასამართლოს პოზიციაევროპის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილების მიხედვით რელიგიური მრწამსის გამოვლენისთვის თავისუფლების აღკვეთა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, წარმოადგენს კონვენციის მე-9 მუხლით დაცულ უფლებაში პირდაპირ ჩარევას და იგი აუცილებლად უნდა იყოს გამართლებული მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოებით. საქმეები: Kokkinakis v Greece, Manoussakis and others v Greece, Agga v Greece. ა) სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხის მიმართბით აღსანიშნავია საქმე I. S v Bulgaria, რომელიც ევროპის სასამართლომ დასაშვებად ცნო, თუმცა მხარეებს შორის მიღწეული მეგობრული მორიგების გამო საქმე არსებითად აღარ განუხილავს. მორიგების ტექსტის მიხედვით სახელმწიფო სხვა ვალდებულებებთა ერთად იღებდა შემდეგ ვალდებულებებს: ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრული იყო ბულგარეთის მოქალაქე კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეების მიმართ 1991 წლიდან, რომლებმაც უარი განაცხადეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულებაზე თუმცა მზადყოფნას გამოხატავდნენ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულებაზე ექვემდებარებოდა შეწყვეტას, და ყველა შეფარდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გაუქმებას, ამასთანავე, ბულგარეთის მინისტრთა საბჭო იღებდა პასუხისმგებლობას წარედგინა ეროვნული ასამბლეისთვის კანონმდებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა აბსოლიტურ ამინისტიას მსგავს საქმეებზე. ბ) ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური ბულგარეთში, უნდა ყოფილიყო წმინდად სამოქალაქო ორგანოს დაქვემდებარებაში და სამხედრო პირებს არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდათ მასთან. Aალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის ხანგრძლივობა უნდა ყოფილიყო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობის ტოლი. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო სამხედრო სამსახურის შესრულებაზე უარის თქმისა და სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების გატარების საფუძველზე წარმოშობილი დავებიდან აღსანიშნავია ევროპის სასამართლოს მიერ განხილული ქვემოთ მოცემული საქმეები: საქმე Ulke v. Turkey შეეხებოდა განმცხადებლის უარს სამხედრო ვალდებულების შესრულებაზე, იმ საფუძვლით რომ მას პაციფისტური მსოფლმხედველობა ჰქონდა. Mმან საჯაროდ დაწვა გაწვევის წერილი. Uულკეს მსჯავრი დაედო სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების გამო, შემდგომში იგი გადაიგზავნა სამხედრო ნაწილში სადაც სამხედრო ფორმის ჩაცმაზე უარის თქმის გამო რამოდენიმეჯერ გაასამართლეს, მან ციხეში 2 წელი გაატარა. განმცხადებელი კონვენციის სხვა დებულებათა დარღვევასთან ერთად კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევაზეც დავობდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის სასამართლომ განმცხადებლის მიერ მითითებული დარღვევები, რომლებზე დაყრდნობითაც იგი კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას ასაბუთებდა განიხილა კონვენციის მე-3 მუხლის ქვეშ და დაადგინა კიდევაც აღნიშნული მუხლის დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მთლიანობაში სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ზომებმა განმცხადებელს მიაყენა ძლიერი ტკივილი და ტანჯვა, რაც გაცდა დამცირების ნორმალურ შეგრძნებას, რომელიც ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი სასჯელის ან პატიმრობის შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებელი დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა . საქმე Bayatyan v Armenia შეეხებოდა სასომხეთის მოქალაქე ვაჰან ბაიათიანს, რომელიც იყო იეჰოვას მოწმე და რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარს აცხადებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, თუმცა გამოხატავდა მზადყოფნას შეესრულებინა ალტერნატიული შრომითი სამსახური. რისი საშუალებაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულებაზე უარის თქმის გამო ვაჰან ბაიათიანს დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შეეფარდა პატიმრობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. განმცხადებლის მტკიცებით კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო სამხედრო სამსახურის შესრულებაზე უარის თქმისათვის სისხლისისამართლებრივი პასუხილსმგებლობის დაკისერბით, მასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ იმ დროისათვის, როდესაც ევროპის სასამართლო მოცემულ საქმეს იხილავდა სომხეთს უკვე მიღებული ქონდა კანონი, რომელიც კეთილსინდისერი წინააღმდეგობის საფუძველზე, ალტერნატიული შრომით სამსახურის შესრულების პირობით, სამხედრო სამსახურის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას ითვალისწინებდა. აღნიშნულმა ფაქტორმა სხვა გარემოებებთან ერთად, გავლენა იქონია სასამართლო გადაწყვეტილებაზე არ დაედგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა. მოცემულ საქმეზე მსჯელობა ევროპის სასამართლომ შემდეგი მიმართულებით წარმართა: "სასამართლო არ უარყოფს, რომ წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეებს ალტერნატიული შრომითი სამსახურით. ამავე დროს სასამართლო ვერ უგულველყოფს კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს. სასამართლოს მოსაზრებით ვინაიდან ზემოაღნიშნული დებულება აშკარად უტოვებს კეთილსინდისერი წინააღმდეობის უფლების აღიარების არჩევანს წევრ სახელმწიფოებს ის ფაქტი, რომ წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას აღიარებული აქვს აღნიშნული უფლება, არ შეიძლება გახდეს კონვენციით დაცული უფლების დარღვევის გამო იმ სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რომელსაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება არ უღიარებია. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს კონვენციის ევოლუციური ინტერპრეტაციის საფუძველი. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ კონვენციის მე-9 მუხლი კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის ფონზე არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ პირს უფლება აქვს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე უარი განაცხადოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულებაზე. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ: "სადავო პერიოდში” სომხეთს არ ჰქონდა აღიარებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, სასამართლო ეჭვის ქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ ეფუძვნებოდა მის ჭეშმარიტ რწმენას და აღიარებს, რომ სომხეთის მიერ გარე სამყაროსათვის დადებული პირობა, რომ მიიღებდა ალტერნატიული სამსახურის მარეგულირებელ შესაბამის კანონმდებლობას, განმცხადებელში ბუნებრივია გამოიწვევდა ალტერნატიული სამსახურის შესრულების კანონიერ მოლოდინს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სადავო პერიოდში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული არ იყო ვერ ჩაითვლება, რომ ამ უკანასკნელმა დაარღვია კონვენცია. სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების გამო განმცხადებლისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით . “სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარეომოებას, რომ სომხეთმა უკვე მიიღო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონი და შესაბამისად აღიარა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ადგილი აქ ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ბაიათიანის საქმე განსახილველად გადაცემული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდ პალატას და შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეს უკანასკნელი მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბაიათიანის საქმეზე მოსამართლე პაუერის განსხვავებული მოსაზრებაზე რომელსაც 42-ე მუხლი, როგორც “სასამართლოს მეგობარი” სრულად იზიარებს. მოსამართლე პაუერის მოსაზრებით, ევროპის კონევნციის მე-9 მუხლის დარღვევის დაუდგენლობით მოსამართლეთა უმრავლესობამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო 2 მნიშვნელოვან პრინციპს კერძოდ, კონვენცია, როგორც “ცოცხალ ინსტრუმენტს”, რომლის დებულებები უნდა განიმარტოს მოქმედი სამართლებრივი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად და სასამართლოს საზედამხედველო ფუნქციას კონვენციის ამათუ იმ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, მიუხედავად დასაშვები ჩარევის კანონიერებისა”. პაუერის მოსაზრებით, მართალია კონვენცია სავალდებულო სამხედრო სამსახურს, როგორც ასეთს არ კრძალავს, მაგრამ, როგორც სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა კონვენცია “ცოცხალი ინსტრუმენტია” და იმისათვის, რომ მიიღწეულ იქნეს კონვენციით დასახული მიზნები მისი დებულებები უნდა განიმარტოს დინამიურად და ევოლუციურად. სასამართლოს ასევე აღიარებული აქვს, რომ მისი გადაწყვეტილებები გადახედვას ექვემდებარება და გადაწყვეტილების მიღებისას მასზე არ შეიძლება არ იმოქმედოს ევრო-საბჭოს წევრ სახელმწიფოებში განვითარებულმა მოვლენებმა. პაუერმა ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა შემოიფარგლა ევროპის კომისიის პრეცედენტული სამართლით და გადაწყვეტილებაში არ ასახა დაყრდნობით ვერ შეძლო გადაწყვეტილებაში აესახა დემოკრატიულ საზოგადოებებში თითქმის უნივერსალურად აღიარებული პრინციპი, რომ “კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც განმტკიცებულია, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით ასევე ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენიიცთ. პაუერის მოსაზრებით ევროპის სასამართლოს მიდგომა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხის მიმართ არსებითად განსხვავდება ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიის მიდგომისაგან. ნათელია, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო განიხილავს, როგორც ადამიანის უფლებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. საქმეში Tlhimennos v Greece დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სხვა სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისგან განსხვავებით, სამხედრო ფორმის ტარებისადმი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო განმცხადებლისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები (საჯარო სამსახურში აყვანაზე უარი) საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რომ საქმე განხილულიყო კონვენციის მე-14 მუხლით კონვენციის მე-9 მუხლთან მიმართებით ერთდროულად. საქმე Stefanov v. Bulgaria მხოლოდ, მას შემდგე ამორიცხა განსახილველი საქმეების სიიდან, როდესაც სასამართლო დარწმუნდა, რომ მოპასუხე სახელმწიფოსა და განმცხადებელს შორის დადებული მორიგება ადამიანის უფლებების პატივისცემაზე იყო დაფუძნებული. A აღნიშნული მორიგების თანახმად ბულგარეთი კისრულობდა პასუხისმგებლობას, შეექმნა კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეებისთვის ის სამართლებრივი ბაზა, რომელიც მისცემდა მათ შესაძლებლობას სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად გაევლოთ ალტერნატიული შრომითი სამსახური. ბულგარეთი ასევე კისრულობდა ვალდებულებას ამნისტია გამოეცხადებინა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრული იყო ჯეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეების მიმართ. 6 წლის შემდგომ საქმეში Ulke v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლისათვის არაერთგზის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თავისუფლების აღკვეთა, იმის გამო, რომ იგი უარს აცხადებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პაუერმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობის მოსაზრება არათუ არ შეესაბამებოდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხის მიმართ მოქმედ ევროპულ სტანდარტს არამედ ეწინააღმდეგებოდა პრეცედენტული სამართლის საერთო მიმართულებას . ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ საქმეზე დიდი პალატისათვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებაში “სასამართლოს მეგობარი” ეთანხმება მოსამართლე პაუერის განსხვავებულ მოსაზრებას, და აღნიშნავს, რომ პალატის გადაწყვეტილებაში არ აისახება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხის მიმართ ევროპის კომისიისა თუ სასამართლოს მიერ გამოჩენილი ევოლუციური მიდგომა .
IV.III. ევროპის საბჭოს პოზიცია კეთილსინდისერი წინააღმდეგობის საკითხის მიმართკეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება ევროპის საბჭოს მსჯელობის საგანი ჯერ კიდევ 1967 წელს გახდა. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #337 კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შესახებ, რომლის მიხედვითაც აღნიშნული უფლება ლოგიკურად გამომდინარეობს ევროპის კონვენციის მე-9 მუხლიდან. #337 რეზოლუციის მიხედვით "პირები, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, მაგრამ სინდისის, ეთიკური, მორალური, ფილოსოფიური, თუ სხვა მსგავსი მოტივების გამო უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, უნდა გათავისუფლდნენ მსგავსი ვალდებულებისაგან" კეთილსინდისიერ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით აღნიშვნის ღირსია ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. 1987 წლის 9 აპრილის N No. R (87) რეკომენდაცია, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოს აღიარონ კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეთა უფლება განთავისუფლებულ იყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულებისაგან, იგივე პათოზს იზარებს რეკომენდაცია #1518 (2001) სახელწოდებით “ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების განხორციელება”. #1518 რეკომენდაციით საპარლამენტო ასამბლეამ დაადასტურა განვითარების პროცესში მყოფი რეგიონალური პრაქტიკა, როდესაც აღნიშნა, რომ რეკომენდაციის მიღებისას მხოლოდ 5 წევრ სახელმწიფოს არ ქონდა აღიარებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება თავიანთი კონსტიტუციითა თუ შიდა კანონმდებლობით. 2010 წლის 24 თებერვალს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია CM/Rec (2010) 4 სამხედრო მოსამსახურეების უფლებების თაობაზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ აღნიშნული რეკომენდაცია წინა რეკომენდაციისგან განსხვავებით კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას სამხედრო სამსახურისადმი განიხილავს, როგორც უშუალოდ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით მოცულ უფლებას. Aმოცემული რეკომენდაციის H თავში, რომელიც ეძღვნება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას არის შემდეგი მოწოდება, რომ “სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემთხვევაში გაწვეული პირები უნდა სარგებლობდნენ კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგის სტატუსის მინიჭების უფლებით და მათ უნდა შესთავაზონ ალტერნატიული, სამოქალაქო ხასიათის სამსახურის შესრულება.
IV.IV ევროპის კონვენცია, როგორც “ცოცხალი ინსტრუმენტი”ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონვენცია არის “ცოცხალი ინსტრუმენტი” და მისი ინტერპრეტირება უნდა მოხდეს მოცემული დროისათვის მოქმედ სტანდარტებთან მიმართებაში, სასამართლო ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დასაშვები ჩარევის კანონიერების მიუხედავად ევროპის სასამართლო ინარჩუნებს საზედამხედველო როლს სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ზომების პროპორციულობის შეფასების საკითხში . კონვენციაზე, როგორც “ცოცხალი ინსტრუმენტზე” ყურადღება გაამახვილა მოსამართლე პაუერმაც თავის განსხვავებულ მოსაზრებაში ბაიატიანის საქმეზე. მისი აზრით სწორედ აღნიშნული პრინციპის უგულველყოფა მოხდიენს მოსამართლეთა უმრავლესობამ მაშინ როდესაც არ დაადგინეს საქმეზე კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა. განმცხადებელთა მტკიცებით ბაიათიანის საქმეში კონვენციის, როგორც “ცოცხალი ინსტრუმენტის” პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს კონვენცია უნდა განემარტა ამჟამად წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში. განმცხადებელთა მტკიცებით ევროპის მაშტაბით უკვე მიღწეული იყო კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი, როგორც მინიმუმ მოიაზრებდა უფლებას ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე. იმის სადემონსტრაციოდ თუ რამდენად, მოქნილად იყენებს ევროპის სასამართლო კონვენციის, როგორც “ცოცხალი ინსტრუმენტის” კონცეფციას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებითაც კი, რომლებთან მიმართებაშიც სახელმწიფოს “შეფასების ფართო ფარგლები” გააჩნია. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოკლედ შევეხოთ საქმეს Schlak v Austria, რომელიც ეხებოდა ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინების საკითხს. აღნიშნულ საქმეში ევროპის სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ განმცხადებელთა ურთერთობა ისევე ექცეოდა “ოჯახური ცხოვრების” ცნების ქვეშ, როგორც იმავე მდგომარეობაში მყოფი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი წყვილის ურთიერთობა მოექცეოდა”. ზემოაღნიშნულ დასკვნამდე ევროპის სასამართლო, სწორედ კონვენციის, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტის პრინციპზე დაყრდნობით მივიდა. სასამართლომ აღნიშნა რომ: “2001 წლის შემდეგ წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში ერთი სქესის წარმომადგენელი წყვილების მიმართ სოციალური განწყობა სწრაფად შეიცვალა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, წევრ სახლემწიფოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამართლებრივ დონეზე აღიარა ერთი სქესის წარმომადგენელთა წყვილის კავშირი. Eევროპის კავშირის სამართლის გარკვეული დებულებები ასევე ასახავენ მზარდ ტენდენციას მოიაზრონ ერთი სქესის წარმომადენელი წყვილები “ოჯახური ცხოვრების” ცნებაში. მოცემული ევოლუციის გათვალისწინებით, სასამართლოს ხელოვნურად მიაჩნია შეინარჩუნოს მოსაზრება, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის საპირისპირო სქესის წყვილებისგან განსხვავებით ერთი სქესის წყვილები არ სარგებლობენ “ოჯახური ცხოვრების” უფლებით.
IV.VI დასკვნა“სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით ევროპის საბჭოს ორგანოების პოზიცა, ისევე როგორც, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკა ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების გარანტად განიხილება. აღნიშნული ორგანოები ხაზს უსმევენ იმ გარემოებას, რომ იმ ქვეყნებში სადაც არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან |