საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N716 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ სანიკიძე |
თარიღი | 8 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს: 1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს; 2. შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო; 3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; 4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება; 5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით; 6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითი განხილვისთვის არმიღების საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა მიჩნეულ უნდა იქნას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ, რათა მოქალაქეები მომავალშიც აღარ დარჩნენ კუთვნილი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის გარეშე, არ აღმოჩნდნენ დაუსრულებლად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და აღარ დარჩეთ განცდა, რომ ხელისუფლება მათ უკანონოდ ართმევს სამშობლოს სახელმწიფო-ებრიობის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გამო, პოლიტიკური რეპრესიით დარღვეულ უფლებებში აღდგენის შეუზღუდავი თავისუფლებით სარგებლობის უფლებას, რომელიც წარმო-ადგენს კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს და რომლის დარღვევაც ფაქტიურად არის განმეორებითი პოლიტიკური რეპრესია უფლებადარღვეული პირის მიმართ, რომელსაც აქვს ლეგიტიმური სურვილი სარგებლობდეს კონსტიტუციური უფლებით მის მიმართ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ან/და განზრახი მოქმედებით დამდგარი რეპრესიის ფაქტის აღიარებისა და სასამართლოს მიერ აღიარებული რეპრესიის ფაქტით გამოწვე-ული ზიანის ანაზღაურების, ამიტომ უნდა აღსდგეს შესაძლებლობა, რათა ნებისმიერ დროს შე-იძლებოდეს მიმართვა სასამართლოსადმი, პოლიტიკური რეპრესიით დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით, მიუხედავად შესაძლო ალბათობისა, საფრთხე ემუქრებოდეს სამართლებრივ სიცხადეს, რეპრესიის ფაქტის სიშორის ხანგრძლივობით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვას შორის, ვინაიდან მტკიცების ტვირთი პოლიტიკური რეპრესიის ფაქტის არსებობის ნამდვილობაზე სამართლიანად ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელეს და არა სასამართლოს. დასაბუთება 1. ნებისმიერი საფუძვლით და მათ შორის პოლიტიკური მოტივით დარღვეული უფლების აღდგენისთვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ევროპული კონვენციით და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათაგან ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. 2. სადავო ნორმის მიღებამდე „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ (შემდგომ ტექსტში „სმპრმადრსდშ“) 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონით მოქალაქის უფლება, სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულიყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, განეკუთვნებოდა კონსტიტუციით დადგენილ ადამიანის უფლებათა რიცხვს. 3. „სმპრმადრსდშ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონის მიღებიდან „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 2011 წლის 19 აპრილის #4562-Iს საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით სადავო ნორმის მიღებამდე ვადაში, მრავალმა მოქალაქემ მიმართა სასამართლოს მოთხოვნით, მიეღო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი. მრავალია, აგრეთვე იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსით მიმართა სასამართლოს მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღა-ურების მოთხოვნით და საყოველთაოდ ცნობილია, რომ სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილებით ასეთი მოთხოვნები დაკმაყოფილებულა. 4. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით, 19-ე და 39-ე მუხლებით, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ საყოველთაო უფლებათა რიცხვს განეკუთვნებოდა მოქალაქისთვის შესაძლებლობის არსებობა, „სმპრმადრსდშ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიემართა სასამართლოსთვის. ამ უფლების გაუქმებით, მოქალაქეებს აგრეთვე წაგვერთვა შესაძლებლობა „სმპრმადრსდშ“ საქართველოს კანონისა და სხვა აქტების საფუძველზე ვითხოვდეთ პოლიტიკური მოტივით დამდგარი მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც კანონზომიერად თანმხლებია პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ყოველი სახის რეპრესიისა. 5. დაბეჯითებით შეიძლება აღინიშნოს, სადავო ნორმის გაუქმებით, კონსტიტუციის 19-ე მუხლით აღიარებულ სიტყვის და აზრის თავისუფლებით სარგებლობის ფაქტებზე დაუშვებელი დევნით და განხორციელებული რეპრესიით დარღვეული უფლების აღდგენისთვის სასამართლოზე მიმართვის უფლება წაერთვა საქართველოს ყველა თაობის მოქალაქეს. 6. მართალია, კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნით სასამართლოზე მიმართვის უფლების საყოველთაოობა, მაგრამ იგი კონსტიტუციის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ უფლებათა რიცხვს განეკუთვნებოდა რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გამომდინარეობენ კონსტიტუცი-ის პრინციპებიდან. 7. დარღვეულია აგრეთვე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლება, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მიღებით უფლებადარღვეული პირი, დროში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ ქვეყანაში არსებული ვითარების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით არჩევდეს დროს, თუ როდის მიმართავდეს სასამართლოს დარღვეული პოლიტიკური ან/და სამოქალაქო უფლების აღდგენისთვის. 8. და ბოლოს, „სმპრმადრსდშ“1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონით არსებული უფლების გაუქმება და მითუმეტეს კანონდარღვევით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრე-ამბულით გაცხადებულ იმ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეებს გვსურს ვამკვიდრებდეთ დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებას, სამართლებრივ სახელმწიფოს, უზრუნველვყოფდეთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. 9. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 2011 წლის 19 აპრილის #4562-Iს საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით სადავო უფლების გაუქმება, არალეგიტიმურია, რადგან იგი მიღებულია კანონდარღვევით, რაც მდგომარეობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის ა.ა); ა.ბ) და ა.გ) ქვეპუნქტების დებულებათა დარღვევაში, ვინაიდან განმარტებითი ბარათი არ შეიცავს სადავო ნორმის მიღების მიზეზს, მიზანს და არსს. 10. და ბოლოს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცვლილებაც და დამატებაც იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა იგი. ამიტომ სადავო ნორმის წესისამებრ არ გამოქვეყნება არის კანონდარღვევა, რაც მდგომარეობს „სმპრმადრსდშ“ საქართველოს კანონის ძირითად ტექსტში ამ სადავო ნორმის არარსებობის ფაქტში, ესეიგი, ის მხოლოდ და მხოლოდ ცვლილების - 2011 წლის 19 აპრილის #4562-Iს საქართველოს კანონშია და არა იმ კანონში, რომელშიც ცვლილებით შევიდა იგი. 11. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია დადგენა, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა უფლების გაუქმება და რა აუცილებლობით იქნა განპირობებული წინსწრებით სადავო უფლებით სარგებლობის ვადის შეზღუდვაც, აშკარა ხდება კანონმდებლის მიზანი, რატომღაც უფლების გაუქმება შეზღუდულ 1 წლიან ვადაში დამალული უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის. არადა შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს დადგენილი 1 წლიანი ვადა გათვალისწინებულია ამ „სმპრმადრსდშ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონის ადრესატებისთვის, დროულად მიმართონ სასამართლოს და საპირისპიროდ კი კანონის გამოქვეყნების წესი დარღვე-ულია, რაც უდავოა, რომ ვერ იქნებოდა წინასწარი განზრახვის გარეშე. 12. აშკარაა, რომ სათანადო წესით ვერ და/დგინდება მიზანი, ლეგიტიმურობა და არც გამართლება აქვს ვინმესგან კონსტიტუციური უფლების გაუქმებას, რაც მაგალითად შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო ინტერესის სახით ან/და სხვა უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე გარემო-ებებზე მითითებით, ამიტომ შეუძლებელია მსჯელობა თუ რამდენად პროპორციული და უფრო აღმატებულია უფლების გაუქმების ჩვენთვის უცნობი მიზეზი მანამდე არსებული და აწ გა-უქმებული კონსტიტუციური უფლების შეუზღუდავ არსებობასთან. 13. რადგანაც უფლების გაუქმება განხორციელდა მიზეზის დამალვით, ესეიგი იმთავითვე ცხადი ყოფილა მისი არაპროპორციულობა კონსტიტუციურ უფლებასთან, ამიტომ ობიექტური განსჯით შეუძლებელია ვინმე ასაბუთებდეს არაპროპორციული აუცილებლობის და დაუდგენადი მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა სხვა, რომელიმე ნაკლებად მტკივნეული საშუალებით. 14. სადავო ნორმა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია იმ პრაქტიკის გათვალისწინებითაც, როცა მაგალითად არსებობს სასამართლოს 1998 წლის 19 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, განმცხადებლების - კლაუს და იური კილაძეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე, სადაც მოსარჩელეთა მიმართ რეპრესიის პირველი ფაქტიდან სასამართლოზე მიმართვას შორის ვადა აღემატება 60 წელს და როცა არსებობს სტრასბურგის ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის #66610/09 გადაწყვეტილება საქმეზე, ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ, რომლის 43-ე მუხლის მიხედვითაც „ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების . . . სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლო-ები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში“. ამ ორი გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მართლზომიერი რომელიმე უფლების რეალიზაციაზე ხანდაზმულობის ვადის დაწესება და რომ 60 წლიანი ინტერვალიც კი ვერ ჰქმნის საფრთხეს, ვერ იქნას უზრუნველყოფილი სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უსამართლობა, რაც შეიძლება არსებობდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებისთვის ისეთ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში. 15. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო, როცა დარღვეულია მოქალაქის ესა, თუ ის უფლება, იგი უნდა უზრუნველყოფდეს დარღვეული უფლების აღდგენისთვის სათანადო კანონმდებლობის არსებობას. მაშინ კი, როცა ხელისუფლება აუქმებს დარღვეული უფლების აღდგენის არსებულ შესაძლებლობას, იგი განზრახვით, თუ შეუცნობლად არღვევს მის ნეგატიურ ვალდებულებას არ დევნიდეს მოქალაქეს მისი პოლიტიკური შეხედულების გამო. დევნის ტოლფასია არსებული უფლების გაუქმება მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათზე განხორციელდა პოლიტიკური რეპრესია და მსხვერპლად აღიარებისთვის როდის მიმართავდნენ სასამართლოს, ამის მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის, ხელისუფლების კანონშემოქმედება, ვადას აწესებდეს იგი დროში შეზღუდვის სახით, პირდაპირ განმეორებითი და თან წარსულში განხორციელებული რეპრესიის გაგრძელებაა. 16. მოქალაქისთვის, როგორც რომელიმე ლეგიტიმური უფლების არარსებობა იქნებოდა არასამართლიანი, აგრეთვე უსამართლოა კანონდარღვევით კონსტიტუციით განმტკიცებული უფლების გაუქმებაც. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა