საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N782 |
ავტორ(ებ)ი | დავით ზაქარაია, ხათუნა გადელია |
თარიღი | 28 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის დადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აპარტეიდული და რასისტული საკანონმდებლო პრაქტიკის შესახებ“ 1994 წლის 10 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს წევრებს მოეხსნათ სადეპუტატო იმუნიტეტი. მიუხედავად ამისა 1995 წლის 4 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დათხოვნილი აფხაზეთის ა.რ. უმაღლესმა საბჭოს წევრებმა თვითნებურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განაახლეს მუშაობა და საქართველოს პარლამენტს სთხოვეს კომპეტენციის დადასტურება. 1995 წლის 24 თებერვლის N 662–ΙΙს საქართველოს პარლამეტის დადგენილებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის ნორმების უგულებელყოფით აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოს დაუდასტურა კომპეტენცია. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის N 662–ΙΙს დადგენილებით _ დაირღვა :
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის:
მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
მუხლი 2
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, იურისდიქციასთან დაკავშირებული, ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია _ დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.
მუხლი 7
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 21
1. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.
3. სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა: ხალხის ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის უფლებით, ფარული კენჭისყრისა თუ სხვა თანაბარმნიშვნელოვანი თავისუფალი ხმის მიცემის პროცედურების გამოყენებით.
დაირღვა - საქართველოს კონსტიტუციის
მუხლი 5
1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
დაირღვა _ აფხაზეთიდან დევნლი 300000 საქართველოს მოქალაქის საარჩევნო უფლება.
ამდენად მოვითხოვთ, რომ 1995 წლის 24 თებერვლის N 662–ΙΙს საქართველოს პარლამეტის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ ცნობილი იქნეს ანტიკონსტიტუციურად და გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება. აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობა ცნობილი იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური და არაუფლებამოსილი.
2. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის N 662–ΙΙს დადგენილებაში დაფიქსირებული ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგოდ კერძოდ, პირველი მუხლი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში“, სიაში შეყვანილი იქნა გამახარია ჯემალ ორესტის ძე – გალის რაიონის ნაბაკევის №37 საარჩევნო ოლქი, რომელმაც ხელი მოაწერა ქ. გუდაუთის 1992 წლის 5 ოქტომბრის პროტოკოლს, რომელშიც აფახაზეთი კონფლიქტის მხარედ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის რეპუბლიკად არის აღიარებული. ჯემალ გამახარიას აფხაზეთის ა.რ. დეპუტატად აღიარებით დაირღვა აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება. (დანართი - N 1)
საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის N 662 –ΙΙს დადგენილების თანდართულ სიაში შეყვანილი იყვნენ იმჟამად უკვე ყოფილი დეპუტატები, რომლებსაც აღმასრულებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით დეპუტატის სტატუსი შეუწყდათ ჯერ კიდევ აფხაზეთში - კერძოდ: გვაძაბია დავით დავითის ძე ( გულრიფშის რაიონის ფშავის №50 საარჩევნო ოლქი) 1992 წლის 8 მაისს შეუწყდა უფლებამოსილება გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. (დანართი - N 2 ) ცატავა რუდიკ ძიკას ძე (გალის რაიონის სოფ.პირველი გალის №33 საარჩევნო ოლქი) 1992 წელს შეუწყდა უფლებამოსილება გალის რაიონის ადმინისტრაციის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. (დანართი - N 3 ) დავით გვაძაბიას და რუდიკ ცატავას აფხაზეთის ა.რ. დეპუტატებად უკანონოდ აღიარებით დაირღვა აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება.
ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 1995 წლის 24 თებერვლის N 662 –ΙΙს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამეტის დადგენილების თანდართული სიის შემდეგი პუნქტები:
მე- 2 გვაძაბია დავით დავითის ძე – გულრიფშის რაიონის ფშავის №50 საარჩევნო ოლქი;
მე- 5 გამახარია ჯემალ ორესტის ძე – გალის რაიონის ნაბაკევის №37 საარჩევნო ოლქი;
23 -ე ცატავა რუდიკ ძიკას ძე – გალის რაიონის სოფ.პირველი გალის №33 საარჩევნო ოლქი.
რომლითაც ისინი ცნობილ იქნენ აფხაზეთის ა.რ. დეპუტატებად.
ΙΙ. 1 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ 1996 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პარლამეტის დადგენილება ფორმულირებით -„გაუგრძელდეს უფებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას 20 წელია უნარჩუნებს.
აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილებს ჩამორთმეული აქვთ ძირითადი კონსტიტუციური უფლება - აირჩიონ და არჩეულ იქნენ წარმომადგენლობით ორგანოებში;
აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ 1996 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პარლამეტის დადგენილებით ირღვევა:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის:
მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
მუხლი 2
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, იურისდიქციასთან დაკავშირებული, ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია _ დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.
მუხლი 7
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 21
1. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.
3. სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა: ხალხის ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის უფლებით, ფარული კენჭისყრისა თუ სხვა თანაბარმნიშვნელოვანი თავისუფალი ხმის მიცემის პროცედურების გამოყენებით.
დაირღვა - საქართველოს კონსტიტუციის
მუხლი 5
1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
დაირღვა _ აფხაზეთიდან დევნლი 300000 საქართველოს მოქალაქის საარჩევნო უფლება.
ამდენად მოვითხოვთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ 1996 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პარლამეტის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლომ სცნოს ანტიკონსტიტუციურად. აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობა ცნობილი იქნეს, როგორც არაუფლებამოსილი.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა