• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.09.2017
      • N2/12/782,783
      • განჩინება
    • საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 28.06.2016
      • N782
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N783
ავტორ(ებ)ი დავით ზაქარაია, ხათუნა გადელია
თარიღი 28 ივნისი 2016

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;

ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის დადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე)  არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;

არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. 

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. მიღებული იქნეს აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად;

2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის 759-II დადგენილება, ,,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ”, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 14-ე , 28-ე , 38-ე და 44 მუხლებთან მიმართებაში;

3. არაკოსნტიტუციურად იქნეს ცნობილი 1991 წლის მოწვევის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის უფლებამოსილება, ვინაიდან ირღვევა   აფხაზეთიდან დევნლი 300000 საქართველოს მოქალაქის საარჩევნო უფლება.

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აპარტეიდული და რასისტული საკანონმდებლო პრაქტიკის შესახებ“ 1994 წლის 10 მარტის დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს წევრებს მოეხსნათ სადეპუტატო იმუნიტეტი. მიუხედავად ამისა 1995 წლის 4 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დათხოვნილი აფხაზეთის ა.რ. უმაღლესმა საბჭოს წევრებმა თვითნებურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განაახლეს მუშაობა და საქართველოს პარლამენტს სთხოვეს კომპეტენციის დადასტურება.

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1991 წლის მოწვევის პარლამენტის არჩევნებს წინ უძღოდა 1991 წლის 27 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული აფხაზეთის ასსრ კანონი, სადაც საარჩევნო ოლქებში ადგილები იჯავშნებოდა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რომელიც ამ არჩევითი ორგანოს ლეგიტიმურობას იმთავითვე აყენებდა ეჭვქვეშ. მიუხედავად ამისა, არჩევნები ჩატარდა და 1991 წლის დეკემბრისთვის არჩეული იქნა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს 63 დეპუტატი, საიდანაც 28 იყო აფხაზი ეროვნების, 24 ქართული ეროვნების და 11 არაქართული და არააფხაზური ეროვნების.

 

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში დატრიალდა ტრაგედია, ქართული აბორიგენი მოსახლეობის დევნილობას მოჰყვა აფხაზეთის ასსრ სახელისუფლებო სტრუქტურების ქართული ნაწილის დევნილობაც, მათ შორის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს.

ბუნებრივი პროცესებისა და სადეპუტატო უფლებამოსილებათა შეწყვეტის გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობას გამოაკლდა დეპუტატების გარკვეული რაოდეობა, რის შედეგადაც აქტუალური გახდა აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქვორუმის საკითხი. ამ სამართლებრივი ვაკუუმის ამოვსების მცდელობა იყო, საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის დადგენილება. _

 

ამდენად მოვითხოვთ, რომ 1995 წლის 14 ივნისის N 759–ΙΙს  საქართველოს პარლამეტის დადგენილება „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ ცნობილი იქნეს ანტიკონსტიტუციურად და გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება. აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოში კოპტირების წესით შეყვანილი დეპუტატების შემადგენლობა  ცნობილი იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური და არაუფლებამოსილი. 

აფხაზეთის უმაღლსე საბჭოში კოპტაციის წესით დეპუტატთა შეყვანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილებს ჩამორთმეული აქვთ ძირითადი კონსტიტუციური უფლება - აირჩიონ და არჩეულ იქნენ წარმომადგენლობით ორგანოებში;

საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის 759-II დადგენილებით, ,,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ”, ირღვევა:

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის:

მუხლი 1

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

მუხლი 2

ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

 

გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, იურისდიქციასთან დაკავშირებული, ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია _ დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.

 

მუხლი 7

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

მუხლი 21

1. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.

3. სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა: ხალხის ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის უფლებით, ფარული კენჭისყრისა თუ სხვა თანაბარმნიშვნელოვანი თავისუფალი ხმის მიცემის პროცედურების გამოყენებით.

დაირღვა - საქართველოს კონსტიტუციის

მუხლი 5

1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

მუხლი 6

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

 

დაირღვა _ აფხაზეთიდან დევნლი 300000 საქართველოს მოქალაქის საარჩევნო უფლება.

 

აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილებს ჩამორთმეული აქვთ ძირითადი კონსტიტუციური უფლება - აირჩიონ და არჩეულ იქნენ წარმომადგენლობით ორგანოებში;

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ